მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შესაძლებლობები აქვთ უცხოურ საფრენ აპარატებს, რომლებიც ბორჯომში ხანძარს აქრობენ
რა შესაძლებლობები აქვთ უცხოურ საფრენ აპარატებს, რომლებიც ბორჯომში ხანძარს აქრობენ

მე­ო­თხე დღეა ბორ­ჯომ­ში სტი­ქია მძვინ­ვა­რებს. ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად ხან­ძრის ჩაქ­რო­ბა­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, სომ­ხე­თი, თურ­ქე­თი და ბე­ლო­რუ­სი მო­ნა­წი­ლე­ობს. დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი გერ­მა­ნი­ამ, რუ­მი­ნეთ­მა და სა­ბერ­ძნეთ­მაც გა­მოთ­ქვეს.

საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის სა­ხით რე­გი­ონ­ში 4 ქვეყ­ნის შვე­ულმფრე­ნე­ბი და თვითმფრი­ნა­ვი მოქ­მე­დებს. გუ­შინ დღის ბო­ლოს ცნო­ბი­ლი გახ­და რომ ბე­ლო­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს და­სახ­მა­რებ­ლად მინ­სკმა Ми-26-ი გა­მოგ­ზავ­ნა.

შვე­ულმფრე­ნი კო­პიტ­ნა­რის აე­რო­პორ­ტში და­ეშ­ვა და ხან­ძრის ქრო­ბის პრო­ცეს­ში და­ახ­ლო­ე­ბით 11:00 სა­ათ­ზე ჩა­ერ­თო. Ми-26-ი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი სე­რი­უ­ლი შვე­ულმფრე­ნია. საფ­რე­ნი აპა­რა­ტის წარ­მო­ე­ბა რო­მელ­საც 21 000 კგ ტვირ­თის წა­ღე­ბა შე­უძ­ლია 1980 წელს და­ი­წყო. საბ­ჭო­თა არ­მია მას სხვა­დას­ხვა ტვირ­თე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის იყე­ნებ­და. სხვა­თა შო­რის სსრკ-ს დროს Ми-26-ები სა­ქარ­თვე­ო­შიც იყ­ვნენ გან­თავ­სე­ბულ­ნი.

1987 წელს ხონ­ში და თე­ლავ­ში დის­ლო­ვი­რე­ბულ პოლ­კებს ახალთ-ახა­ლი Ми-26-ები გა­დას­ცეს. ომის შემ­თხვე­ვა­ში ამ შვე­ულმფრე­ნე­ბით თურ­ქეთ­სა და ირან­ში, ქუ­თა­ი­სის და ლა­გო­დე­ხის სა­დე­სან­ტო-სა­ი­ე­რი­ში ბრი­გა­დე­ბი უნდა გა­და­ეს­ხათ. შვე­ულმფრე­ნის ტვირ­თამ­წე­ო­ბა­ზე გა­მოც­დაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტარ­და, რომ­ლის დრო­საც ბა­გირ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი 20 000 კგ-იანი ტვი­რი საფ­რენ­მა აპა­რატ­მა 2 კმ-ის სი­მაღ­ლე­ზე ას­წია.

სსრკ-ს დაშ­ლის შემ­დეგ რუ­სებ­მა Ми-26-ები თა­ვის­თან გა­და­აფ­რი­ნეს. არა­და, მა­შინ ჭკუა რომ გვეხ­მა­რა თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბო­და შვე­ულმფრე­ნე­ბის თუნ­დაც ნა­წი­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაგ­ვე­ტო­ე­ბი­ნა და მათი წაყ­ვა­ნის უფ­ლე­ბა რუ­სე­ბის­თვის არ მიგ­ვე­ცა.

დღეს სამ­ხედ­რო მიზ­ნებ­თან ერ­თად ამ შვე­ულმფრენს აქ­ტი­უ­რად რიგი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბი იყე­ნე­ბენ. დიდი ტვირ­თამ­წე­ო­ბის წყა­ლო­ბით, ხან­ძრის ქრო­ბა­ში ის შე­უც­ვლე­ლია. ბა­გირ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი კა­ლა­თით ერთ ჯერ­ზე Ми-26-ს 15 000 ლიტ­რი წყა­ლი გა­და­აქვს. ჩა­მოც­ლის შემ­დეგ, კა­ლა­თის წყლით ხე­ლა­ხალ გავ­სე­ბას მხო­ლოდ 10 წმ ჭირ­დე­ბა.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის (1 ერ­თე­უ­ლი) და თურ­ქე­თის (2 ერ­თე­უ­ლი) მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი შვე­ულმფრ­ნე­ბი Ка-32-ის ტი­პი­სა არი­ან. სა­კუ­თარ კლას­ში ხან­ძარ­თან ბრძო­ლის­თვის ის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა. საფ­რე­ნი აპა­რა­ტი 1986 წელს სამ­ხედ­რო მო­დე­ლის ბა­ზა­ზე შე­იქ­მნა. ის ერ­თა­დერ­თი რუ­სუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო შვე­ულმფრე­ნია რო­მე­ლიც ავ­სტრა­ლი­ა­ში, ბრა­ზი­ლი­ა­ში, ევ­რო­პა­ში, კა­ნა­და­ში, ჩი­ნეთ­ში, სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში და ია­პო­ნი­ა­შია სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

საბ­ჭო­უ­რი წარ­მო­ე­ბის შვე­ულმფრენს ხან­ძარ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად ეს­პა­ნე­თის (10 ერ­თე­უ­ლი), პორ­ტუ­გა­ლი­ის (6 ერ­თე­უ­ლი), სამ­ხრეთ კო­რე­ის (31 ერ­თე­უ­ლი), შვე­ი­ცა­რი­ის, ბრა­ზი­ლი­ის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, კა­ნა­დის, უკ­რა­ი­ნის, ია­პო­ნი­ის, თურ­ქე­თის ყა­ზა­ხე­თის სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რე­ბი და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ა­თა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი იყე­ნე­ბენ.

დღეს რე­გი­ონ­ში თურ­ქე­თი­დან ჩა­მოფ­რე­ნილ CL-215-საც ელო­დე­ბი­ან. კა­ნა­დუ­რი წარ­მო­ე­ბის ეს თვითმფრი­ნა­ვი სპე­ცი­ა­ლუ­რად ტყის ხან­ძრებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად შე­იქ­მნა. 1969-1990 წლებ­ში 125 ასე­თი თვითმფრი­ნა­ვი დამ­ზად­და. თვითმფრი­ნა­ვი ამ­ფი­ბი­ის ტი­პი­საა, რაც იმას ნიშ­ნავს რომ ხმე­ლეთ­ზე და წყალ­ზეც ჯდე­ბა.

წყლის მა­რა­გის შევ­სე­ბის­თვის CL-215-ი წყალ­ზე ეშ­ვე­ბა და გა­ჩე­რე­ბის გა­რე­შე, სპე­ცი­ა­ლუ­რი სარ­ქვე­ლე­ბი­დან ავ­სებს წყლით შე­სა­ბა­მისს ავ­ზებს. ერთ ჯერ­ზე თვითმფრი­ნავს ხან­ძრის კე­რა­ზე 5 400 ლიტ­რი წყა­ლი შე­უძ­ლია ჩა­მო­ცა­ლოს.

სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან ხან­ძრის ლიკ­ვი­და­ცი­ა­ში შსს-ს ორი Ми-8-ს ტი­პის შვე­ულმფრე­ნი მო­ნა­წი­ლე­ობს. ამ საფ­რე­ნი აპა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით ხან­ძრებ­თან ბრძო­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­რეც ინ­ტენ­სი­უ­რად ხდე­ბო­და.

2015 წელს ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბა­ზე სა­ღე­ბა­ვე­ბის სა­წყობ­ში გა­ჩე­ნი­ლი ძლი­ე­რი ხან­ძა­რი სწო­რედ Ми-8-ს და მას­ზე ჩა­მო­ი­დე­ბუ­ლი სა­ხან­ძრო კა­ლა­თით ჩა­აქვრეს. მა­შინ შვე­ულმფრე­ნი წყა­ლის მა­რაგს ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბის მიმ­დე­ბა­რედ პირ­და­პირ მტკვრი­დან ავ­სებ­და.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: რო­გორ ებ­რძვი­ან ძლი­ერ ხან­ძარს შვე­ულმფრე­ნე­ბით - უცხო­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა და ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

რა შესაძლებლობები აქვთ უცხოურ საფრენ აპარატებს, რომლებიც ბორჯომში ხანძარს აქრობენ

რა შესაძლებლობები აქვთ უცხოურ საფრენ აპარატებს, რომლებიც ბორჯომში ხანძარს აქრობენ

მეოთხე დღეა ბორჯომში სტიქია მძვინვარებს. ქართველებთან ერთად ხანძრის ჩაქრობაში აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი და ბელორუსი მონაწილეობს. დახმარების სურვილი გერმანიამ, რუმინეთმა და საბერძნეთმაც გამოთქვეს.

საფრენი აპარატების სახით რეგიონში 4 ქვეყნის შვეულმფრენები და თვითმფრინავი მოქმედებს. გუშინ დღის ბოლოს ცნობილი გახდა რომ ბელორუსის პრეზიდენტის განკარგულებით საქართველოს დასახმარებლად მინსკმა Ми-26-ი გამოგზავნა.

შვეულმფრენი კოპიტნარის აეროპორტში დაეშვა და ხანძრის ქრობის პროცესში დაახლოებით 11:00 საათზე ჩაერთო. Ми-26-ი მსოფლიოში ყველაზე დიდი სერიული შვეულმფრენია. საფრენი აპარატის წარმოება რომელსაც 21 000 კგ ტვირთის წაღება შეუძლია 1980 წელს დაიწყო. საბჭოთა არმია მას სხვადასხვა ტვირთების ტრანსპორტირების იყენებდა. სხვათა შორის სსრკ-ს დროს Ми-26-ები საქართვეოშიც იყვნენ განთავსებულნი.

1987 წელს ხონში და თელავში დისლოვირებულ პოლკებს ახალთ-ახალი Ми-26-ები გადასცეს. ომის შემთხვევაში ამ შვეულმფრენებით თურქეთსა და ირანში, ქუთაისის და ლაგოდეხის სადესანტო-საიერიში ბრიგადები უნდა გადაესხათ. შვეულმფრენის ტვირთამწეობაზე გამოცდაც საქართველოში ჩატარდა, რომლის დროსაც ბაგირზე ჩამოკიდებული 20 000 კგ-იანი ტვირი საფრენმა აპარატმა 2 კმ-ის სიმაღლეზე ასწია.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსებმა Ми-26-ები თავისთან გადააფრინეს. არადა, მაშინ ჭკუა რომ გვეხმარა თავისუფლად შეიძლებოდა შვეულმფრენების თუნდაც ნაწილი, საქართველოში დაგვეტოებინა და მათი წაყვანის უფლება რუსებისთვის არ მიგვეცა.

დღეს სამხედრო მიზნებთან ერთად ამ შვეულმფრენს აქტიურად რიგი სახელმწიფოების საგანგებო სიტუაციების სამსახურები იყენებენ. დიდი ტვირთამწეობის წყალობით, ხანძრის ქრობაში ის შეუცვლელია. ბაგირზე ჩამოკიდებული კალათით ერთ ჯერზე Ми-26-ს 15 000 ლიტრი წყალი გადააქვს. ჩამოცლის შემდეგ, კალათის წყლით ხელახალ გავსებას მხოლოდ 10 წმ ჭირდება.

აზერბაიჯანის (1 ერთეული) და თურქეთის (2 ერთეული) მიერ გამოგზავნილი შვეულმფრნები Ка-32-ის ტიპისა არიან. საკუთარ კლასში ხანძართან ბრძოლისთვის ის ერთ-ერთი საუკეთესოა. საფრენი აპარატი 1986 წელს სამხედრო მოდელის ბაზაზე შეიქმნა. ის ერთადერთი რუსული სამოქალაქო შვეულმფრენია რომელიც ავსტრალიაში, ბრაზილიაში, ევროპაში, კანადაში, ჩინეთში, სამხრეთ კორეაში და იაპონიაშია სერტიფიცირებული.

საბჭოური წარმოების შვეულმფრენს ხანძართან საბრძოლველად ესპანეთის (10 ერთეული), პორტუგალიის (6 ერთეული), სამხრეთ კორეის (31 ერთეული), შვეიცარიის, ბრაზილიის, აზერბაიჯანის, კანადის, უკრაინის, იაპონიის, თურქეთის ყაზახეთის სამაშველო სამსახურები და საგანგებო სიტუაციათა სამინისტროები იყენებენ.

დღეს რეგიონში თურქეთიდან ჩამოფრენილ CL-215-საც ელოდებიან. კანადური წარმოების ეს თვითმფრინავი სპეციალურად ტყის ხანძრებთან საბრძოლველად შეიქმნა. 1969-1990 წლებში 125 ასეთი თვითმფრინავი დამზადდა. თვითმფრინავი ამფიბიის ტიპისაა, რაც იმას ნიშნავს რომ ხმელეთზე და წყალზეც ჯდება.

წყლის მარაგის შევსებისთვის CL-215-ი წყალზე ეშვება და გაჩერების გარეშე, სპეციალური სარქველებიდან ავსებს წყლით შესაბამისს ავზებს. ერთ ჯერზე თვითმფრინავს ხანძრის კერაზე 5 400 ლიტრი წყალი შეუძლია ჩამოცალოს.

საქართველოს მხრიდან ხანძრის ლიკვიდაციაში შსს-ს ორი Ми-8-ს ტიპის შვეულმფრენი მონაწილეობს. ამ საფრენი აპარატის გამოყენებით ხანძრებთან ბრძოლა საქართველოში ადრეც ინტენსიურად ხდებოდა.

2015 წელს ელიავას ბაზრობაზე საღებავების საწყობში გაჩენილი ძლიერი ხანძარი სწორედ Ми-8-ს და მასზე ჩამოიდებული სახანძრო კალათით ჩააქვრეს. მაშინ შვეულმფრენი წყალის მარაგს ელიავას ბაზრობის მიმდებარედ პირდაპირ მტკვრიდან ავსებდა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ: როგორ ებრძვიან ძლიერ ხანძარს შვეულმფრენებით - უცხოური გამოცდილება და ვითარება საქართველოში

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე