საზოგადოება
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩეჩნეთში 25 წლის მომღერალი დაიკარგა, რომლის სიმღერებიც ჩეჩნური საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო
ჩეჩნეთში 25 წლის მომღერალი დაიკარგა, რომლის სიმღერებიც ჩეჩნური საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო

ჩეჩ­ნეთ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა - ამ­ჯე­რად, 25 წლის მომ­ღე­რა­ლი ზე­ლიმ­ხან ბა­კა­ე­ვი და­ი­კარ­გა. მას ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი 8 აგ­ვის­ტოს შემ­დეგ ეძე­ბენ...

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 25 წლის ჩე­ჩე­ნი მოს­კო­ვი­დან გროზ­ნო­ში, დის ქორ­წილ­ში გა­ემ­გზავ­რა და მე­ო­რე დღეს­ვე, მოს­კოვ­ში უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. თუმ­ცა, ის 8 აგ­ვის­ტოს, გროზ­ნო­ში ჩას­ვლის­თა­ნა­ვე, სამ­ხედ­რო ფორ­მი­ა­ნებ­მა ქა­ლა­ქის ცენ­ტრში და­ა­კა­ვეს. კი­დევ ერთი, და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი გა­ტა­ცე­ბა ჩეჩ­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტატს, ადამ დე­ლიმ­ნა­ხოვს უკავ­შირ­დე­ბა...

ბა­კა­ევ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის პი­რად გვერ­დზე ბოლო ფოტო 15 აგ­ვის­ტოს ატ­ვირ­თა, თუმ­ცა, მისი ახლო მე­გობ­რის თქმით, ეს მისი გვერ­დი არ არის, მომ­ღერ­ლის სო­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი მისი და­კა­ვე­ბის­თა­ნა­ვე და­იბ­ლო­კა... თა­ნაც, იმ ფო­ტო­ზე ახალ­გაზ­რდა ჩე­ჩე­ნი ტყა­ვის ქურ­თუ­კით არის. "ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი არ არის, რომ ზე­ლიმ­ხა­ნი ზა­ფხულ­ში, ქორ­წილ­ში ქურ­თუ­კით არ წა­ვი­დო­და...", - ამ­ბო­ბენ და­კარ­გუ­ლის მე­გობ­რე­ბი.

მომ­ღერ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, მათ ზე­ლიმ­ხან­თან თა­ვად და­კავ­ში­რე­ბა ვერ შეძ­ლეს, თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი გვერ­დი­დან მი­უ­ვი­დათ შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ ის თავს კარ­გად გრძნობ­და, ამ­ჟა­მად მოს­კოვ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლას აპი­რებ­და... ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, ეს ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რია, რად­გან ზე­ლიმ­ხა­ნი უცხო­ეთ­ში წას­ვლას არ გეგ­მავ­და და გარ­და ამი­სა, WhatsApp-ითაც თით­ქმის არას­დროს სარ­გებ­ლობ­და...

ახალ­გაზ­რდა ჩე­ჩე­ნი, სიმ­ღე­რებს მშობ­ლი­ურ ენა­ზე ას­რუ­ლებ­და და კონ­ცერ­ტებს, ჩე­ჩენთში, ინ­გუ­შეთ­ში, და­ღეს­ტან­სა და რუ­სეთ­ში, ძი­რი­თა­დად, მოს­კოვ­ში მარ­თავ­და. თუმ­ცა, მომ­ღერ­ლის ახლო მე­გობ­რის თქმით, ბოლო დროს, მას ჩეჩ­ნეთ­ში სიმ­ღე­რას უკ­რძა­ლავ­დნენ, "რად­გან მისი სიმ­ღე­რა ჩეჩ­ნუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­როვ­ნე­ბის­გან ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო...".

ბა­კა­ევ­მა არა­ერ­თხელ სცა­და ბედი მოს­კოვ­ში, პრო­ექტ ახა­ლი "фабрика звезд"-სა და ტე­ლე­არხ МУЗ-ТВ-შოუ პროგ­რა­მებ­ში, თუმ­ცა, მისი ან­კე­ტა რა­ტომ­ღაც და­იბ­ლო­კა. თა­ვის მო­ნა­ცე­მებ­ში ის ყვე­ბო­და, რომ 5 წლი­დან მღე­რო­და. მთე­ლი ბავ­შვო­ბა ბრიტ­ნი სპირ­სი­სა და მა­იკლ ჯექ­სო­ნის სიმ­ღე­რებ­ზე ცეკ­ვავ­და.

"მას სიმ­ღე­რა უნ­დო­და და პო­პუ­ლა­რო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია... ცდი­ლობ­და, მოს­კოვ­ში აღი­ა­რე­ბა მო­ე­პო­ვე­ბი­ნა... მო­ნა­წი­ლე­ობ­და კონ­კურ­სებ­სა და კონ­ცერ­ტებ­ში. მუდ­მი­ვად ვო­კალ­ში მე­ცა­დი­ნე­ობ­და და სწავ­ლობ­და. თა­ვის თავ­ზე მუ­შა­ობ­და და ძა­ლის­ხმე­ვას არ იშუ­რებ­და, დე­დას ფი­ნან­სუ­რად დახ­მა­რე­ბო­და... მომ­ღერ­ლის დედა სა­კონ­დიტ­რო­ში მუ­შა­ობს, მამა უმუ­შე­ვა­რია და ოჯახს არ ულ­ხინს...", - ჰყვე­ბა რუ­სულ მე­დი­ას­თან მისი მე­გო­ბა­რი.

ჩეჩ­ნე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ად­გი­ლობ­რივ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ და­კარ­გუ­ლი ბა­კა­ე­ვის შე­სა­ხებ არა­ვი­თა­რი გან­ცხა­დე­ბა და ინ­ფორ­მა­ცია არ შე­მო­სუ­ლა... მე­დი­ის თქმით, ეს შემ­თხვე­ვით არ მომ­ხდა­რა, რად­გან ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა არ ენ­დო­ბა ძა­ლო­ვან უწყე­ბებს.

ყვე­ლას­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლია, რომ ჩეჩ­ნეთ­ში, "არატ­რა­დი­ცი­უ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის ბრალ­დე­ბით", არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. სკან­და­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ნო­ვა­ია გა­ზე­ტა" ავ­რცე­ლებ­და, რომ­ლის თქმი­თაც, ერთ ღა­მე­ში 10 გეი ადა­მი­ა­ნი, ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი­სა და საქ­მის შეს­წავ­ლის გა­რე­შე, სა­ი­დუმ­ლო ცი­ხე­ში დახ­ვრი­ტეს. ათამ­დე ადა­მი­ა­ნის ბედი კი დღემ­დე გა­ურ­კვე­ვე­ლია...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom

ჩეჩნეთში 25 წლის მომღერალი დაიკარგა, რომლის სიმღერებიც ჩეჩნური საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო

ჩეჩნეთში 25 წლის მომღერალი დაიკარგა, რომლის სიმღერებიც ჩეჩნური საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო

ჩეჩნეთში ადამიანების გაუჩინარების პროცესი გრძელდება - ამჯერად, 25 წლის მომღერალი ზელიმხან ბაკაევი დაიკარგა. მას ოჯახის წევრები და ახლობლები 8 აგვისტოს შემდეგ ეძებენ...

არსებული ინფორმაციით, 25 წლის ჩეჩენი მოსკოვიდან გროზნოში, დის ქორწილში გაემგზავრა და მეორე დღესვე, მოსკოვში უნდა დაბრუნებულიყო. თუმცა, ის 8 აგვისტოს, გროზნოში ჩასვლისთანავე, სამხედრო ფორმიანებმა ქალაქის ცენტრში დააკავეს. კიდევ ერთი, დაუდასტურებელი ინფორმაციით, მისი გატაცება ჩეჩნეთის პარლამენტის დეპუტატს, ადამ დელიმნახოვს უკავშირდება...

ბაკაევმა სოციალური ქსელის პირად გვერდზე ბოლო ფოტო 15 აგვისტოს ატვირთა, თუმცა, მისი ახლო მეგობრის თქმით, ეს მისი გვერდი არ არის, მომღერლის სოციალური გვერდი მისი დაკავებისთანავე დაიბლოკა... თანაც, იმ ფოტოზე ახალგაზრდა ჩეჩენი ტყავის ქურთუკით არის. "ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ზელიმხანი ზაფხულში, ქორწილში ქურთუკით არ წავიდოდა...", - ამბობენ დაკარგულის მეგობრები.

მომღერლის ოჯახის წევრების თქმით, მათ ზელიმხანთან თავად დაკავშირება ვერ შეძლეს, თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, სოციალურ ქსელში მისი გვერდიდან მიუვიდათ შეტყობინება, რომ ის თავს კარგად გრძნობდა, ამჟამად მოსკოვში იმყოფებოდა და საზღვარგარეთ წასვლას აპირებდა... ახლობლების თქმით, ეს ძალიან უცნაურია, რადგან ზელიმხანი უცხოეთში წასვლას არ გეგმავდა და გარდა ამისა, WhatsApp-ითაც თითქმის არასდროს სარგებლობდა...

ახალგაზრდა ჩეჩენი, სიმღერებს მშობლიურ ენაზე ასრულებდა და კონცერტებს, ჩეჩენთში, ინგუშეთში, დაღესტანსა და რუსეთში, ძირითადად, მოსკოვში მართავდა. თუმცა, მომღერლის ახლო მეგობრის თქმით, ბოლო დროს, მას ჩეჩნეთში სიმღერას უკრძალავდნენ, "რადგან მისი სიმღერა ჩეჩნური საზოგადოების აზროვნებისგან ძალიან განსხვავებული იყო...".

ბაკაევმა არაერთხელ სცადა ბედი მოსკოვში, პროექტ ახალი "фабрика звезд"-სა და ტელეარხ МУЗ-ТВ-შოუ პროგრამებში, თუმცა, მისი ანკეტა რატომღაც დაიბლოკა. თავის მონაცემებში ის ყვებოდა, რომ 5 წლიდან მღეროდა. მთელი ბავშვობა ბრიტნი სპირსისა და მაიკლ ჯექსონის სიმღერებზე ცეკვავდა.

"მას სიმღერა უნდოდა და პოპულარობაზე ოცნებობდა. ძალიან ნიჭიერია... ცდილობდა, მოსკოვში აღიარება მოეპოვებინა... მონაწილეობდა კონკურსებსა და კონცერტებში. მუდმივად ვოკალში მეცადინეობდა და სწავლობდა. თავის თავზე მუშაობდა და ძალისხმევას არ იშურებდა, დედას ფინანსურად დახმარებოდა... მომღერლის დედა საკონდიტროში მუშაობს, მამა უმუშევარია და ოჯახს არ ულხინს...", - ჰყვება რუსულ მედიასთან მისი მეგობარი.

ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადგილობრივ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკარგული ბაკაევის შესახებ არავითარი განცხადება და ინფორმაცია არ შემოსულა... მედიის თქმით, ეს შემთხვევით არ მომხდარა, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა არ ენდობა ძალოვან უწყებებს.

ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ჩეჩნეთში, "არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ბრალდებით", არაერთი ადამიანი დააკავეს. სკანდალურ ინფორმაციას "ნოვაია გაზეტა" ავრცელებდა, რომლის თქმითაც, ერთ ღამეში 10 გეი ადამიანი, ყველანაირი სასამართლო პროცესებისა და საქმის შესწავლის გარეშე, საიდუმლო ციხეში დახვრიტეს. ათამდე ადამიანის ბედი კი დღემდე გაურკვეველია...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

ტყვეთა ბანაკიდან გაქცეული ქართველი ლეიტენანტი ზოოპარკში ემალებოდა ნაცისტებს... - უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების ახალი მონაცემები

შს მინისტრის მოულოდნელი საჩუქარი თანამშრომელს, რომელიც 30 წელია სახანძრო-სამაშველო სამსახურში მუშაობს

თავდაცვის ძალების თანამშრომელმა სამინისტროს კუთვნილი, 10 000 ლარამდე ღირებულების სამხედრო ფეხსაცმელი და ფორმა მიითვისა