Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთში ავიაკატასტროფას რუსი ტურისტები ემსხვერპლნენ: "გოგონას დედამ, ორსულობის გამო უარი თქვა გაფრენაზე..."
აფხაზეთში ავიაკატასტროფას რუსი ტურისტები ემსხვერპლნენ: "გოგონას დედამ, ორსულობის გამო უარი თქვა გაფრენაზე..."

27 ივ­ლისს ბიჭ­ვინ­თა­ში მცი­რე­მო­ტო­რი­ა­ნი თვითმფრი­ნა­ვი ჩა­მო­ვარ­და. აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ა­თა სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, სამი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. თვითმფრი­ნა­ვი რუ­სულ კერ­ძო ავი­აკ­ლუბს "მეშ­ვი­დე ცას" ეკუთ­ვნო­და.

შემ­თხვე­ვა ბიჭ­ვინ­თა­ში 27 ივ­ლისს, 17:22 სა­ათ­ზე მოხ­და. აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ა­თა სამ­სა­ხუ­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა მი­ზან ლო­მი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ და­ღუ­პუ­ლე­ბი სა­მა­რი­დან არი­ან, მათ შო­რის არის მცი­რე­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა.

"და­ღუ­პუ­ლებს შო­რის არი­ან სა­მა­რე­ლი მფრი­ნა­ვი, 1970 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ალექ­სან­დრ სე­მი­ო­ნო­ვი და მისი მგზავ­რე­ბი - 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, მოს­კო­ვე­ლი ან­დრეი უკო­ლო­ვი და 2011 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ეკა­ტე­რი­ნა დარ­დი­კი­ნა. სა­მი­ვე მათ­გა­ნი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან", - ამ­ბობს ლო­მია.

პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მფრი­ნავ­მა მარ­თვა და­კარ­გა და ბიჭ­ვინ­თას­თან ახ­ლოს, მდი­ნა­რე ბზი­ფის ნა­პირ­ზე ჩა­მო­ვარ­და. ბიჭ­ვინ­თის ე.წ. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ა­თა სამ­სა­ხურ­მა და­ღუ­პულ­თა ცხედ­რე­ბი უკვე გა­და­ას­ვე­ნა პრო­ზექ­ტუ­რა­ში.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, და­ღუ­პუ­ლი 6 წლის გო­გო­ნა დე­და­სა და მა­მი­ნაც­ვალ­თან ერ­თად ბიჭ­ვინ­თის ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში ის­ვე­ნებ­დნენ. გო­გო­ნას დე­დამ, ფეხ­მძი­მო­ბის გამო უარი თქვა მათ­თან ერ­თად თვითმფრი­ნა­ვით გა­სე­ირ­ნე­ბა­ზე. ოჯა­ხი მოს­კოვ­ში დაბ­რუ­ნე­ბას ხუთ­შა­ბათს აპი­რებ­და, თუმ­ცა, შემ­დეგ, პა­რას­კე­ვამ­დე დარ­ჩე­ნა გა­და­წყვი­ტეს...

გაგ­რის რა­ი­ო­ნის ე.წ. პრო­კუ­რა­ტუ­რა მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებს სწავ­ლობს... ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც მსგავ­სი რამ ხდე­ბა - 6 ივ­ლისს ბიჭ­ვინ­თის აე­რო­პორ­ტში, სა­ჰა­ე­რო აპა­რატ­მა А-ЗЗ МА, რო­მე­ლიც ასე­ვე კერ­ძო პირს ეკუთ­ვნო­და, უკი­დუ­რე­სად სა­ხი­ფა­თო დაშ­ვე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რა დრო­საც ორმა მოს­კო­ველ­მა ტუ­რის­ტმა სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის ტრავ­მე­ბი მი­ი­ღეს.

აფხა­ზე­თის ე.წ. პრო­კუ­რა­ტუ­რამ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით კერ­ძო კომ­პა­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრა.

მომ­ხდარს უკვე მოჰ­ყვა რუ­სულ და აფხა­ზურ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­მოხ­მა­უ­რე­ბა. რუ­სე­ბის თქმით, მუდ­მი­ვი რჩე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, ამ მო­უ­წეს­რი­გე­ბელ და გა­ნუ­ვი­თა­რე­ბელ "ქვე­ყა­ნას" რა­ტომ­ღაც მა­ინც არ ეშ­ვე­ბი­ან...

"ვი­ზი­ა­რებ, ბავ­შვის და­ღუპ­ვის ტრა­გე­დი­ას, ძა­ლი­ან გულ­სატ­კე­ნია, არა­ვის გა­ნაც­დე­ვი­ნოს, მაგ­რამ კი­დევ რაღა უნდა მოხ­დეს, რომ იქა­უ­რო­ბას შე­ვეშ­ვათ... გვა­ყა­ჩა­ღე­ბენ, გვძარ­ცვა­ვენ, რო­გორც შე­უძ­ლი­ათ, ისე გვებ­რძვი­ან, სა­დაც უხერ­ხდე­ბათ იქ გვკლა­ვენ... იქ მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლია ყვე­ლა­ფე­რი, გზე­ბიც კი და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ენდო მათ სა­ჰა­ე­რო აპა­რა­ტებს?.. რა ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რია, რომ აფხა­ზეთ­ში გა­უ­მარ­თა­ვი, და­ჟან­გე­ბუ­ლი და ჯარ­თად­ქ­ცე­უ­ლი ტექ­ნი­კის მეტს არ ჩა­ი­ტან­დნენ... თქვენ ხომ იცით "შიგ­ნით" რა ხდე­ბა, თქვენ ხომ იც­ნობთ სი­ტუ­ა­ცი­ას და მა­ინც მი­დი­ხართ, სიკ­ვდილ­ზე მი­დი­ხართ, რა­ტომ?.." - წე­რენ რუ­სე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

აფხა­ზე­ბის თქმით, ეს არის ბოლო წლებ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლად მძი­მე სე­ზო­ნი, - "კვი­რა არ გა­დის, რამე უბე­დუ­რე­ბა არ მოხ­დეს - გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, მკვლე­ლო­ბა, ყა­ჩა­ღო­ბა, ახლა კი, ეს ტრა­გე­დია... ეს ყვე­ლა­ფე­რი ნიშ­ნავს, რომ ქვე­ყა­ნა­ში ძი­რე­უ­ლი რე­ფორ­მე­ბია ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი, ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, თო­რემ, ყო­ველ­დღი­უ­რად კო­ლაფ­სის­კენ მივ­დი­ვართ... პრო­კუ­რა­ტუ­რას ვთხოვთ, დრო­უ­ლად გა­მო­ი­ძი­ოს ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზე­ბი", - წე­რენ აფხა­ზე­ბი.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

ფოტო: Sputnik Абхазия

აფხაზეთში ავიაკატასტროფას რუსი ტურისტები ემსხვერპლნენ: "გოგონას დედამ, ორსულობის გამო უარი თქვა გაფრენაზე..."

აფხაზეთში ავიაკატასტროფას რუსი ტურისტები ემსხვერპლნენ: "გოგონას დედამ, ორსულობის გამო უარი თქვა გაფრენაზე..."

27 ივლისს ბიჭვინთაში მცირემოტორიანი თვითმფრინავი ჩამოვარდა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავი რუსულ კერძო ავიაკლუბს "მეშვიდე ცას" ეკუთვნოდა.

შემთხვევა ბიჭვინთაში 27 ივლისს, 17:22 საათზე მოხდა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა მიზან ლომიამ განაცხადა, რომ დაღუპულები სამარიდან არიან, მათ შორის არის მცირეწლოვანი გოგონა.

"დაღუპულებს შორის არიან სამარელი მფრინავი, 1970 წელს დაბადებული ალექსანდრ სემიონოვი და მისი მგზავრები - 1987 წელს დაბადებული, მოსკოველი ანდრეი უკოლოვი და 2011 წელს დაბადებული ეკატერინა დარდიკინა. სამივე მათგანი რუსეთის მოქალაქეები არიან", - ამბობს ლომია.

პირველადი ინფორმაციით, მფრინავმა მართვა დაკარგა და ბიჭვინთასთან ახლოს, მდინარე ბზიფის ნაპირზე ჩამოვარდა. ბიჭვინთის ე.წ. საგანგებო სიტუაციათა სამსახურმა დაღუპულთა ცხედრები უკვე გადაასვენა პროზექტურაში.

ადგილობრივების თქმით, დაღუპული 6 წლის გოგონა დედასა და მამინაცვალთან ერთად ბიჭვინთის ერთ-ერთ სასტუმროში ისვენებდნენ. გოგონას დედამ, ფეხმძიმობის გამო უარი თქვა მათთან ერთად თვითმფრინავით გასეირნებაზე. ოჯახი მოსკოვში დაბრუნებას ხუთშაბათს აპირებდა, თუმცა, შემდეგ, პარასკევამდე დარჩენა გადაწყვიტეს...

გაგრის რაიონის ე.წ. პროკურატურა მომხდარის დეტალებს სწავლობს... ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მსგავსი რამ ხდება - 6 ივლისს ბიჭვინთის აეროპორტში, საჰაერო აპარატმა А-ЗЗ МА, რომელიც ასევე კერძო პირს ეკუთვნოდა, უკიდურესად სახიფათო დაშვება განახორციელა, რა დროსაც ორმა მოსკოველმა ტურისტმა საშუალო სიმძიმის ტრავმები მიიღეს.

აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით კერძო კომპანიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

მომხდარს უკვე მოჰყვა რუსულ და აფხაზურ სოციალურ ქსელებში გამოხმაურება. რუსების თქმით, მუდმივი რჩევის მიუხედავად, ამ მოუწესრიგებელ და განუვითარებელ "ქვეყანას" რატომღაც მაინც არ ეშვებიან...

"ვიზიარებ, ბავშვის დაღუპვის ტრაგედიას, ძალიან გულსატკენია, არავის განაცდევინოს, მაგრამ კიდევ რაღა უნდა მოხდეს, რომ იქაურობას შევეშვათ... გვაყაჩაღებენ, გვძარცვავენ, როგორც შეუძლიათ, ისე გვებრძვიან, სადაც უხერხდებათ იქ გვკლავენ... იქ მოუწესრიგებელია ყველაფერი, გზებიც კი და როგორ შეიძლება ენდო მათ საჰაერო აპარატებს?.. რა ძნელი მისახვედრია, რომ აფხაზეთში გაუმართავი, დაჟანგებული და ჯართადქცეული ტექნიკის მეტს არ ჩაიტანდნენ... თქვენ ხომ იცით "შიგნით" რა ხდება, თქვენ ხომ იცნობთ სიტუაციას და მაინც მიდიხართ, სიკვდილზე მიდიხართ, რატომ?.." - წერენ რუსები სოციალურ ქსელებში.

აფხაზების თქმით, ეს არის ბოლო წლებში გამორჩეულად მძიმე სეზონი, - "კვირა არ გადის, რამე უბედურება არ მოხდეს - გაუპატიურება, მკვლელობა, ყაჩაღობა, ახლა კი, ეს ტრაგედია... ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ქვეყანაში ძირეული რეფორმებია ჩასატარებელი, ყველა მიმართულებით, თორემ, ყოველდღიურად კოლაფსისკენ მივდივართ... პროკურატურას ვთხოვთ, დროულად გამოიძიოს ტრაგედიის მიზეზები", - წერენ აფხაზები.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

ფოტო: Sputnik Абхазия

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე