საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ გაეკაროთ აფხაზეთს, სადაც ველური და საშიში ადამიანები ცხოვრობენ" - რუსეთი აფხაზეთში "ომონის" შეყვანას გეგმავს?
"არ გაეკაროთ აფხაზეთს, სადაც ველური და საშიში ადამიანები ცხოვრობენ" - რუსეთი აფხაზეთში "ომონის" შეყვანას გეგმავს?

"აფხა­ზეთს ამ სე­ზონ­ზე ძა­ლი­ან არ გა­უ­მარ­თლა..." - ასე ეხ­მა­უ­რე­ბი­ან აფხა­ზე­ბი რე­გი­ონ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებს... გახ­ში­რე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლის კი­დევ ერთ შემ­თხვე­ვა­ზე "აფ­სნი ლა­ი­ფი" წერს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, გუ­და­უ­თა­ში, კემ­პინ­გის რა­ი­ონ­ში სა­თევ­ზა­ოდ წა­სუ­ლი რუსი ტუ­რის­ტე­ბი და­ა­ყა­ჩა­ღეს. ერთ-ერ­თმა ტუ­რის­ტმა თავ­დამ­სხმე­ლებს უთხრა, რომ ფუ­ლის მო­სა­ტა­ნად წა­ვი­დო­და, რა დრო­საც მი­ლი­ცი­ა­ში და­რე­კა... მე­ო­რე მათ­გა­ნი კი, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვი­სას, და­ნით გულ­მკერ­დის არე­ში დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის გუ­და­უ­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა...

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ. აფხა­ზურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, მომ­ხდარზ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრუ­ლია და ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მიმ­წო­დე­ბელ­ზე 1 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლია და­წე­სე­ბუ­ლი... მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, ამ ამ­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა ტუ­რის­ტე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვეს, - მა­თი­ვე უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის გა­და­წყვი­ტეს, ქუ­ჩა­ში გა­სუ­ლი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი გა­ა­ცი­ლონ. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, აფხა­ზე­თი ტუ­რის­ტე­ბის­გან და­ცა­რი­ელ­დე­ბა, რად­გან ამ ამ­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, ძა­ლი­ან ბევ­რი დამ­სვე­ნე­ბე­ლი რუ­სეთ­ში დაბ­რუნ­და...

არი­ან ისე­თე­ბი, ვინც აფხა­ზეთ­ში წა­მო­სას­ვლე­ლად ემ­ზა­დე­ბო­და, თუმ­ცა, მსგავ­სი ფაქ­ტე­ბის შემ­დეგ გა­და­ი­ფიქ­რა... რუ­სე­ბი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ერ­თმა­ნეთს აფრ­თხი­ლებ­დნენ, "არ გა­ე­კა­რონ აფხა­ზეთს, სა­დაც ვე­ლუ­რი და სა­ში­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ და მზად არი­ან, ფუ­ლის გამო უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნებს სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ..." იყო ასე­თი, უფრო მწვა­ვე და ირო­ნი­უ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბიც, - "რამე ისე არ არის?!. ხომ მო­ი­წყვეთ "რუ­სუ­ლი სა­მო­თხე?.." ჰოდა, და­ის­ვე­ნეთ..."

აფხა­ზეთ­ში რუ­სე­თის ე.წ. ელ­ჩის სე­მენ გრი­გო­რე­ვის თქმით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ის აფხა­ზე­თის "ხელ­მძვა­ნე­ლო­ბას" ესა­უბ­რა და რუ­სე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და მათი უსაფრ­თხო­ე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლო­ბა­ზე გა­ა­კე­თა აქ­ცენ­ტი. "დიპ­ლო­მა­ტის" თქმით, რუ­სე­თის ე.წ "კონ­სუ­ლი" გუ­და­უ­თა­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­თან შე­სახ­ვედ­რად გა­ემ­გზავ­რა.

"აფხა­ზეთ­ში რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბამ თა­ვის ინ­ტერ­ნეტ­გვერ­დზე გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც ის თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ებს, სიფრ­თხი­ლი­სა და ყუ­რა­დღე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს... სულ ეს არის, რის გა­კე­თე­ბაც ამ ეტაპ­ზე შე­მიძ­ლია. თუმ­ცა, შემ­დეგ ეტაპ­ზე, თუ ეს სა­ხი­ფა­თო ტენ­დენ­ცია გაგ­რძელ­დე­ბა, რუ­სე­თის მზად არის ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს" - აცხა­დებს სე­მენ გრი­გო­რე­ვი, თუმ­ცა, "დიპ­ლო­მატს" არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, ამ არა­დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გან­ცხა­დე­ბის მიღ­მა ვის ჩა­ნა­ფიქ­რს ახ­მო­ვა­ნებ­და.

ეს გან­ცხა­დე­ბა აფხა­ზუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა, - რე­გი­ონ­ში ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბი ეჭ­ვის სა­ფუძ­ველს ნამ­დვი­ლად იძ­ლე­ო­და. ის, რომ რე­გი­ონ­ში კრი­მი­ნა­ლი­სა და კო­რუფ­ცი­ის აღ­მო­ფხვრა ე.წ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ტე­რე­სებ­ში არ შე­დის, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის სი­ახ­ლეს არ წარ­მო­ად­გენს, რა­საც რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი აქვს.

აფხა­ზე­ბი მუდ­მი­ვად წე­რენ, რომ კო­რუფ­ცი­ა­ში ჩაფ­ლულ რე­გი­ონს შვე­ლა სჭირ­დე­ბა, - თუმ­ცა არა ისე, რო­გორც ამას "სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი" აპი­რებს. ბოლო დღე­ებ­ში, რო­დე­საც გუ­და­უ­თა­ში მომ­ხდა­რი ფაქ­ტის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი, პირ­ვე­ლად გავ­რცელ­და მო­თხოვ­ნა - შე­მო­იყ­ვა­ნოს რუ­სე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ფე­დე­რა­ცი­ა­ში სი­სას­ტი­კით ცნო­ბი­ლი "ომო­ნი" და და­ა­ლა­გოს სი­ტუ­ა­ცია, თუ უნდა, რომ მისი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უსაფრ­თხოდ იყ­ვნენ. მხო­ლოდ ტუ­რის­ტე­ბი კი არა, ისი­ნიც ვი­საც აფხა­ზურ­თან ერ­თად, რუ­სუ­ლი პას­პორ­ტე­ბიც აქვს და რუ­სე­თის პენ­სი­ას იღებს.

რუ­სუ­ლი "ომო­ნის" ხსე­ნე­ბას აფხა­ზურ წრე­ებ­ში პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა, - ერთი ნა­წი­ლის თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ "ხე­ლი­სუფ­ლე­ბას" უნდა მოს­თხო­ვოს სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით, და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ძა­ლოვ­ნე­ბის გა­რე­შე გა­უმკლავ­დეს პრობ­ლე­მებს.

"ახლა ხომ გა­სა­გე­ბია, რას და ვის ემ­სა­ხუ­რე­ბა ჩვე­ნი ე.წ. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­მო­ცე­მე­ბის მიერ ატე­ხი­ლი ხმა­უ­რი, რომ აქ ყო­ველ­დღე ხდე­ბა მკვლე­ლო­ბე­ბი და ყა­ჩა­ღო­ბე­ბი, თით­ქოს ეს სხვა­გან არ ხდე­ბა... რისი მიღ­წე­ვა გვინ­და ამ იდე­ო­ლო­გი­ი­თა და იმის წარ­მო­ჩე­ნით, რომ ეს სა­ში­ში ქვე­ყა­ნაა, - თა­ვად ვერ ვუვ­ლით ქვე­ყა­ნას და რუ­სუ­ლი "ომო­ნის" ში­შით კა­ნონ­მორ­ჩი­ლე­ბი გავ­ხდე­ბით?!. "აფ­სნი ლა­ი­ფის" მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ძა­ლი­ან ბევრ ეჭვს აჩენს და იმე­დია, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში მეტი დე­ტა­ლი და­ი­დე­ბა...

რა­ნა­ი­რად მოხ­და, რომ ჯერ ერთი ბავ­შვის მძევ­ლად აყ­ვა­ნა­ზე წერ­დნენ, შემ­დეგ, ორი - დედა-შვი­ლის?.. ამავდრო­უ­ლად, ეს ინ­ფორ­მა­ცია 2016 წლის ნო­ემ­ბერ­შიც ჰქონ­დათ და­დე­ბუ­ლი, პერ­სო­ნე­ბის გვარ­სა­ხე­ლის მი­თი­თე­ბის გა­რე­შე და შემ­დეგ თა­რი­ღი შე­უც­ვა­ლეს.. ამის გარ­კვე­ვა "გუ­გლი­თაც" ად­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა..." - წე­რენ აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. თუმ­ცა, იქვე დას­ძე­ნენ, რომ ტუ­რის­ტის მი­მართ ძა­ლა­დო­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად ემიჯ­ნე­ბი­ან, რად­გან ეს სა­კუ­რორ­ტო სე­ზო­ნი "ქვეყ­ნის" არ­სე­ბო­ბის­თვის მთა­ვა­რი წყა­როა.

"რა უნდა ჩვენს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, პრობ­ლე­მებს და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბად ვერ ვაგ­ვა­რებთ, მით უფრო, ხელ­ფა­სებ­სა და პენ­სი­ებ­საც რუ­სე­თი გვიხ­დის და სა­მოქ­მე­დო არე­ა­ლი გა­ვუ­ფარ­თო­ვოთ?.. რის ფა­სად?.." - კი­თხუ­ლო­ბენ აფხა­ზე­ბი...

ფაქ­ტია, რომ ისევ აქ­ტუ­ა­ლუ­რია წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "ამო­უ­წუ­რა­ვი" საკ­ვან­ძო სა­კი­თხი, - უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ჩა­კე­ტი­ლი ბაზ­რის გახ­სნა, მი­წე­ბი­სა და შე­ნო­ბე­ბის და­კა­ნო­ნე­ბა, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც რუ­სეთ­მა აფხა­ზებ­თან შე­თან­ხმე­ბას ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ მი­აღ­წია. რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წის, ვლა­დის­ლავ სურ­კო­ვის ჩა­მოს­ვლი­სა და ხა­ჯიმ­ბას­თან შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლე­ბი არ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლა, თუ არ ჩავ­თვლით, მის ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას, რომ აფხა­ზეთ­ში ამ რე­ა­ლო­ბით ტუ­რიზ­მი ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა, სა­ჭი­როა ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა, - აღ­ნიშ­ნა სურ­კოვ­მა. აფხა­ზურ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცის, რომ ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას თან­ხა სჭირ­დე­ბა, თუმ­ცა ისიც იცის, რომ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გა­ყიდ­ვის­თა­ნა­ვე, ისი­ნი უმ­ცი­რე­სო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან... რუ­სე­თი და­ფიქ­რე­ბის­თვის დროს აძ­ლევს, თუმ­ცა, ისე, რომ "და­მო­უ­კი­დებ­ლად" რა­მის მიღ­წე­ვის შანსს თით­ქმის არ უტო­ვებს.

ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია, ყო­ველ­დღი­უ­რად გაზ­რდი­ლი კრი­მი­ნა­ლი, კო­რუფ­ცია, ნარ­კო­მა­ნია და სომ­ხე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, რა­საც აფხა­ზე­ბი "სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­მოგ­დე­ბულ თე­მას" უწო­დე­ბენ, თუმ­ცა, მათი ქმე­დე­ბე­ბის უკან მა­ინც საფრ­თხეს ხე­და­ვენ...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

"არ გაეკაროთ აფხაზეთს, სადაც ველური და საშიში ადამიანები ცხოვრობენ" - რუსეთი აფხაზეთში "ომონის" შეყვანას გეგმავს?

"არ გაეკაროთ აფხაზეთს, სადაც ველური და საშიში ადამიანები ცხოვრობენ" - რუსეთი აფხაზეთში "ომონის" შეყვანას გეგმავს?

"აფხაზეთს ამ სეზონზე ძალიან არ გაუმართლა..." - ასე ეხმაურებიან აფხაზები რეგიონში განვითარებულ პროცესებს... გახშირებული კრიმინალის კიდევ ერთ შემთხვევაზე "აფსნი ლაიფი" წერს, რომლის თანახმადაც, გუდაუთაში, კემპინგის რაიონში სათევზაოდ წასული რუსი ტურისტები დააყაჩაღეს. ერთ-ერთმა ტურისტმა თავდამსხმელებს უთხრა, რომ ფულის მოსატანად წავიდოდა, რა დროსაც მილიციაში დარეკა... მეორე მათგანი კი, წინააღმდეგობის გაწევისას, დანით გულმკერდის არეში დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ის გუდაუთის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა...

აღნიშნული გამოცემის ინფორმაციით, ე.წ. აფხაზურ პროკურატურაში, მომხდარზ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია და ეჭვმიტანილების შესახებ ინფორმაციის მიმწოდებელზე 1 მილიონი რუბლია დაწესებული... მოსახლეობის თქმით, ამ ამბის გავრცელების შემდეგ, ადგილობრივებმა ტურისტების შესანარჩუნებლად გამოსავალი იპოვეს, - მათივე უსაფრთხოებისთვის გადაწყვიტეს, ქუჩაში გასული დამსვენებლები გააცილონ. სხვა შემთხვევაში, აფხაზეთი ტურისტებისგან დაცარიელდება, რადგან ამ ამბის გავრცელების შემდეგ, ძალიან ბევრი დამსვენებელი რუსეთში დაბრუნდა...

არიან ისეთები, ვინც აფხაზეთში წამოსასვლელად ემზადებოდა, თუმცა, მსგავსი ფაქტების შემდეგ გადაიფიქრა... რუსები ინტერნეტსივრცეში ერთმანეთს აფრთხილებდნენ, "არ გაეკარონ აფხაზეთს, სადაც ველური და საშიში ადამიანები ცხოვრობენ და მზად არიან, ფულის გამო უდანაშაულო ადამიანებს სასტიკად გაუსწორდნენ..." იყო ასეთი, უფრო მწვავე და ირონიული კომენტარებიც, - "რამე ისე არ არის?!. ხომ მოიწყვეთ "რუსული სამოთხე?.." ჰოდა, დაისვენეთ..."

აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩის სემენ გრიგორევის თქმით, მომხდართან დაკავშირებით, ის აფხაზეთის "ხელმძვანელობას" ესაუბრა და რუსეთიდან ჩამოსული ტურისტების მნიშვნელობასა და მათი უსაფრთხოების პრიორიტეტულობაზე გააკეთა აქცენტი. "დიპლომატის" თქმით, რუსეთის ე.წ "კონსული" გუდაუთაში დაზარალებულებთან შესახვედრად გაემგზავრა.

"აფხაზეთში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლობამ თავის ინტერნეტგვერდზე გაავრცელა განცხადება, სადაც ის თავის მოქალაქეებს, სიფრთხილისა და ყურადღებისკენ მოუწოდებს... სულ ეს არის, რის გაკეთებაც ამ ეტაპზე შემიძლია. თუმცა, შემდეგ ეტაპზე, თუ ეს სახიფათო ტენდენცია გაგრძელდება, რუსეთის მზად არის ქმედითი ნაბიჯები განახორციელოს" - აცხადებს სემენ გრიგორევი, თუმცა, "დიპლომატს" არ დაუკონკრეტებია, ამ არადიპლომატიური განცხადების მიღმა ვის ჩანაფიქრს ახმოვანებდა.

ეს განცხადება აფხაზური საზოგადოებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, - რეგიონში ბოლო დროს განვითარებული პროცესები ეჭვის საფუძველს ნამდვილად იძლეოდა. ის, რომ რეგიონში კრიმინალისა და კორუფციის აღმოფხვრა ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინტერესებში არ შედის, ადგილობრივებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს.

აფხაზები მუდმივად წერენ, რომ კორუფციაში ჩაფლულ რეგიონს შველა სჭირდება, - თუმცა არა ისე, როგორც ამას "სტრატეგიული პარტნიორი" აპირებს. ბოლო დღეებში, როდესაც გუდაუთაში მომხდარი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი, პირველად გავრცელდა მოთხოვნა - შემოიყვანოს რუსეთის ხელმძღვანელობამ ფედერაციაში სისასტიკით ცნობილი "ომონი" და დაალაგოს სიტუაცია, თუ უნდა, რომ მისი მოქალაქეები უსაფრთხოდ იყვნენ. მხოლოდ ტურისტები კი არა, ისინიც ვისაც აფხაზურთან ერთად, რუსული პასპორტებიც აქვს და რუსეთის პენსიას იღებს.

რუსული "ომონის" ხსენებას აფხაზურ წრეებში პროტესტი მოჰყვა, - ერთი ნაწილის თქმით, საზოგადოებამ "ხელისუფლებას" უნდა მოსთხოვოს საკუთარი ძალებით, დაქირავებული ძალოვნების გარეშე გაუმკლავდეს პრობლემებს.

"ახლა ხომ გასაგებია, რას და ვის ემსახურება ჩვენი ე.წ. დამოუკიდებელი გამოცემების მიერ ატეხილი ხმაური, რომ აქ ყოველდღე ხდება მკვლელობები და ყაჩაღობები, თითქოს ეს სხვაგან არ ხდება... რისი მიღწევა გვინდა ამ იდეოლოგიითა და იმის წარმოჩენით, რომ ეს საშიში ქვეყანაა, - თავად ვერ ვუვლით ქვეყანას და რუსული "ომონის" შიშით კანონმორჩილები გავხდებით?!. "აფსნი ლაიფის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია ძალიან ბევრ ეჭვს აჩენს და იმედია, უახლოეს დღეებში მეტი დეტალი დაიდება...

რანაირად მოხდა, რომ ჯერ ერთი ბავშვის მძევლად აყვანაზე წერდნენ, შემდეგ, ორი - დედა-შვილის?.. ამავდროულად, ეს ინფორმაცია 2016 წლის ნოემბერშიც ჰქონდათ დადებული, პერსონების გვარსახელის მითითების გარეშე და შემდეგ თარიღი შეუცვალეს.. ამის გარკვევა "გუგლითაც" ადვილად შეიძლება..." - წერენ აფხაზები სოციალურ ქსელებში. თუმცა, იქვე დასძენენ, რომ ტურისტის მიმართ ძალადობას კატეგორიულად ემიჯნებიან, რადგან ეს საკურორტო სეზონი "ქვეყნის" არსებობისთვის მთავარი წყაროა.

"რა უნდა ჩვენს ხელმძღვანელობას, პრობლემებს დამოუკიდებლებად ვერ ვაგვარებთ, მით უფრო, ხელფასებსა და პენსიებსაც რუსეთი გვიხდის და სამოქმედო არეალი გავუფართოვოთ?.. რის ფასად?.." - კითხულობენ აფხაზები...

ფაქტია, რომ ისევ აქტუალურია წლების განმავლობაში "ამოუწურავი" საკვანძო საკითხი, - უძრავი ქონების ჩაკეტილი ბაზრის გახსნა, მიწებისა და შენობების დაკანონება, რასთან დაკავშირებითაც რუსეთმა აფხაზებთან შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ მიაღწია. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის ჩამოსვლისა და ხაჯიმბასთან შეხვედრის დეტალები არ გახმაურებულა, თუ არ ჩავთვლით, მის ოფიციალურ განცხადებას, რომ აფხაზეთში ამ რეალობით ტურიზმი ვერ განვითარდება, საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება, - აღნიშნა სურკოვმა. აფხაზურმა საზოგადოებამ იცის, რომ ტურიზმის განვითარებას თანხა სჭირდება, თუმცა ისიც იცის, რომ უძრავი ქონების გაყიდვისთანავე, ისინი უმცირესობაში აღმოჩნდებიან... რუსეთი დაფიქრებისთვის დროს აძლევს, თუმცა, ისე, რომ "დამოუკიდებლად" რამის მიღწევის შანსს თითქმის არ უტოვებს.

ამის ნათელი მაგალითია, ყოველდღიურად გაზრდილი კრიმინალი, კორუფცია, ნარკომანია და სომხების გააქტიურება, რასაც აფხაზები "სპეციალურად შემოგდებულ თემას" უწოდებენ, თუმცა, მათი ქმედებების უკან მაინც საფრთხეს ხედავენ...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?