სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზური ტრაგედია საეჭვო გარემოებებით - 14 წლის გოგონას გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი "მილიციას" ჩაბარდა
აფხაზური ტრაგედია საეჭვო გარემოებებით - 14 წლის გოგონას გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი "მილიციას" ჩაბარდა

"აფხა­ზეთ­ში, გო­გო­ნას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბით და­წყე­ბუ­ლი ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბა­ვი, ახა­ლი ტრა­გი­კუ­ლი და ში­გა­და­შიგ სა­ცირ­კო ნომ­რე­ბით გრძელ­დე­ბა," - წე­რენ აფხა­ზი ბლო­გე­რე­ბი აფხა­ზე­თის ე.წ. სა­ხელ­მწი­ფოს დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის ასმტა­მურ ჯო­პუ­ას გარ­შე­მო ატე­ხი­ლი სკან­და­ლის შე­სა­ხებ.

17 ივ­ნისს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, აფხაზ­მა მომ­ხმა­რებ­ლებ­მა გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბუ­ლი გო­გო­ნას მა­მამ, მისი უფ­რო­სი, 25 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი მოკ­ლა... რა გახ­და მი­ზე­ზი და სა­ერ­თოდ, რო­გო­რია საქ­მის ვი­თა­რე­ბა ამის შე­სა­ხებ ჯერ­ჯე­რო­ბით ცნო­ბი­ლი არ არის. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ორი­ვე მხრი­დან არ­სე­ბიბს კი­თხვის ნიშ­ნე­ბი."უდა­ვოა, რომ ჯო­პუ­ას მხე­ცურ საქ­ცი­ელს გა­მარ­თლე­ბა არ აქვს, მაგ­რამ მამა იქამ­დე უნდა ყო­ფი­ლი­ყო ყუ­რა­დღე­ბით და კი­დევ, სა­ვა­რა­უ­დოდ, დე­დის მი­მართ რამ­დე­ნი­მე კი­თხვა გა­მო­იკ­ვე­თა" - წე­რენ ისი­ნი. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, კონ­კრე­ტუ­ლად რა აკავ­ში­რებ­დათ მა­ნამ­დე და­ზა­რა­ლე­ბულ­სა და ბრალ­დე­ბულს და სად, რა საქ­მე­ში გა­და­იკ­ვე­თა მათი ინ­ტე­რე­სე­ბი...

იმა­ვე დღეს, Caucasus Times-ის ნფორ­მა­ცი­ით, "გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი ხელმღვა­ნე­ლო­ბას ჩა­ბარ­და..." გა­მო­ცე­მა წერს, რომ, ჯო­პუ­ა­ზე ძებ­ნის გა­მო­ცხა­დე­ბი­დან ორი დღის შემ­დეგ, ის "მი­ლი­ცი­ის ერთ-ერთ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში" ჟურ­ნა­ლის­ტებ­საც შეხ­ვდა და მათ მიერ დას­მულ კი­თხვებს უპა­სუ­ხა. მისი თქმით, მას შემ­დეგ, რაც მის წი­ნა­აღ­დეგ ეს ბრალ­დე­ბა აგორ­და, ის სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნით, რო­მელ­საც თურ­მე აფხა­ზე­თის ე.წ. შს სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ეძებ­დნენ, ის ქა­ლაქ­ში მშვი­დად გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რად­გან არც კი იცო­და, რომ მის წი­ნა­აღ­მდეგ "საქ­მე იყო აღ­ძრუ­ლი"."მე დამ­ნა­შა­ვე არ ვარ, რად­გან მსგავ­სი არა­ფე­რი ჩა­მი­დე­ნია. მზად ვარ, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ექ­სპერ­ტი­ზის­თვის, თუკი ეს ჩემი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის და­სამ­ტკი­ცებ­ლად ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა იქ­ნე­ბა..." - გა­ნუ­ცხა­და ჯო­პუ­ამ ად­გი­ლობ­რივ ჟურ­ნა­ლის­ტებს. კი­თხვა­ზე, რა­ტომ არ გა­მო­ცხად­და ის შე­სა­ბა­მის უწყე­ბა­ში ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჯო­პუ­ამ უპა­სუ­ხა, რომ "ამ სა­ში­ნე­ლი ამ­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, არ იცო­და, შე­იძ­ლე­ბო­და თუ არა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის ნდო­ბა და ვის რაში დას­ჭირ­და მისი და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა ამ სა­ში­ნელ საქ­მე­ში..."

ჯო­პუ­ას თქმით, - ის უკვე იმ­ყო­ფე­ბო­და გო­გო­ნას ოჯახ­ში, რათა პი­რა­დად გა­ერ­კვია, რა მო­ტი­ვით და­აბ­რა­ლეს ასე­თი რამ, მაგ­რამ მათ­გან ადეკ­ვა­ტუ­რი პა­სუ­ხი ვერ მი­ი­ღო... გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯო­პუა, ერთ-ერთ "გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში" და­კი­თხვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა. ამავდრო­უ­ლად, სო­ხუ­მის "პრო­კუ­რა­ტუ­რის" გან­ცხა­დე­ბით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და და­ნა­შა­უ­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჯო­პუ­ას 8-15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გო­გო­ნას დე­დის თქმით, დი­ლის 4 სა­ა­თის­თვის, ას­ტა­მურ ჯო­პუა მათ­თან "ია­გუ­ა­რის" მარ­კის მან­ქა­ნით მი­ვი­და და გო­გო­ნა, ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩა­ის­ვა ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში, რო­მე­ლიც ეშე­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ყო­ფი­ლი სპორტბა­ზის ტე­რი­ტო­რი­ის­კენ წა­იყ­ვა­ნა... გო­გო­ნას დე­დის თქმით, ჯო­პუ­ამ, მას შემ­დეგ რაც გო­გო­ნა­ზე ძალა იხ­მა­რა, არას­რულ­წლო­ვა­ნი სახ­ლში და­აბ­რუ­ნა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გო­გო­ნას აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის აშ­ლი­ლო­ბა აქვს და უმე­ტეს შემ­თხვვა­ში, სახ­ლში იყო...

საქ­მის გარ­შე­მო არ­სე­ბობს ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ეჭ­ვო დე­ტა­ლი, მათ შო­რის ის, რომ გო­გო­ნას დედა, "მი­ლი­ცი­ა­ში" მხო­ლოდ მომ­ხდა­რის მე­ო­რე დღეს, ანუ თით­ქმის 24 სა­ა­თის გას­ვლის შემ­დეგ გა­მო­ცხად­და და არა, იმავდრო­უ­ლად, რო­გორც კი, ჯო­პუ­ამ მისი შვი­ლი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩა­ის­ვა მან­ქა­ნა­ში... ამას­თან, რო­გორც გა­მო­ცე­მა იუ­წყე­ბა, გო­გო­ნას მშობ­ლებს არც სა­მე­დი­ცი­ნო უწყე­ბის­თვის მი­უ­მარ­თავთ და არც შვი­ლი მი­უყ­ვა­ნი­ათ ექიმ­თან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ღე­ბუ­ლი სტრე­სის­გან არას­რულ­წლო­ვა­ნი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო...

ამ ეჭ­ვე­ბის კვალ­დაკ­ვალ აფხა­ზეთ­ში ვრცელ­დე­ბა, სხვა ვერ­სი­ე­ბიც, - ერთ-ერთი თა­ნახ­მად, შე­საძ­ლოა, ჯო­პუ­ამ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გო­გო­ნას ოჯახს ცრუ ბრალ­დე­ბის­თვის უჩივ­ლოს... თუმ­ცა, იგი­ვე ვერ­სი­ით, არ­სე­ბობს ჯო­პუ­ას ცო­ლის ჩვე­ნე­ბა, სა­დაც ის ყვე­ბა, რომ მისი ქმა­რი სახ­ლში გამ­თე­ნი­ას "არას­ტან­დარ­ტულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი" დაბ­რუნ­და. თუმ­ცა, აფხა­ზე­ბი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ ჯო­პუ­ას უკვე ზურგს უმაგ­რებს "პრე­ზი­დენ­ტის" კლა­ნი, ასე­ვე, მისი "დე­პუ­ტა­ტი" ძმა, ას­ლან ჯო­პუა და მისი გავ­ლე­ნი­ნი წრე, რო­მელ­თაც სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სატ­რი­ა­ლე­ბე­ლი გეგ­მა მო­ფიქ­რე­ბუ­ლი აქვს და შე­საძ­ლოა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბრალ­მდებ­ლის პო­ზი­ცი­ა­ში აღ­მოჩ­დეს და პი­რი­ქით, - ჯო­პუა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნონ.

სა­ში­ნე­ლი ამ­ბის გახ­მა­უ­რე­ბი­დან მე­სა­მე დღეს, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლებ­მა გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ჯო­პუ­ე­ბი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ოჯახ­ში მი­ვიდ­ნენ და მათ და­ში­ნე­ბას შე­ე­ცად­ნენ. თუმ­ცა, მას შემ­დეგ, რაც შე­ში­ნე­ბამ არ გაჭ­რა, მათ თან­ხა შეს­თა­ვა­ზეს. კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, მათ სცა­დეს ეპოვ­ნათ ახალ­გაზ­რდა ბიჭი, რო­მე­ლიც "კარ­გი ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ" და­ნა­შა­ულს თა­ვის თავ­ზე აი­ღებ­და... "ასე­თი რა­მე­ბის შემ­დეგ, ამ ქვე­ყა­ნა­ში ვინ­მეს აქვს მშვი­დად ცხოვ­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი?! სა­ერ­თოდ, სად ვცხოვ­რობთ" - წე­რენ აფხა­ზე­ბი...

ლალი პა­პას­კი­რიAMBEBI.GE

წა­ი­კი­თხეთ: შემ­ზა­რა­ვი ფაქ­ტი აფხა­ზეთ­ში - ე.წ პრე­ზი­დენ­ტის მძღოლ­მა 14 წლის გო­გო­ნა გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

აფხაზური ტრაგედია საეჭვო გარემოებებით - 14 წლის გოგონას გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი "მილიციას" ჩაბარდა

აფხაზური ტრაგედია საეჭვო გარემოებებით - 14 წლის გოგონას გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი "მილიციას" ჩაბარდა

"აფხაზეთში, გოგონას გაუპატიურებით დაწყებული ტრაგიკული ამბავი, ახალი ტრაგიკული და შიგადაშიგ საცირკო ნომრებით გრძელდება," - წერენ აფხაზი ბლოგერები აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფოს დაცვის სამსახურის ყოფილი თანამშრომლის ასმტამურ ჯოპუას გარშემო ატეხილი სკანდალის შესახებ.

17 ივნისს, სოციალურ ქსელში, აფხაზმა მომხმარებლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გაუპატიურებული გოგონას მამამ, მისი უფროსი, 25 წლის ქალიშვილი მოკლა... რა გახდა მიზეზი და საერთოდ, როგორია საქმის ვითარება ამის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ადგილობრივების თქმით, ორივე მხრიდან არსებიბს კითხვის ნიშნები. "უდავოა, რომ ჯოპუას მხეცურ საქციელს გამართლება არ აქვს, მაგრამ მამა იქამდე უნდა ყოფილიყო ყურადღებით და კიდევ, სავარაუდოდ, დედის მიმართ რამდენიმე კითხვა გამოიკვეთა" - წერენ ისინი. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა აკავშირებდათ მანამდე დაზარალებულსა და ბრალდებულს და სად, რა საქმეში გადაიკვეთა მათი ინტერესები...

იმავე დღეს, Caucasus Times-ის ნფორმაციით, "გაუპატიურებაში ბრალდებული პრეზიდენტის დაცვის თანამშრომელი ხელმღვანელობას ჩაბარდა..." გამოცემა წერს, რომ, ჯოპუაზე ძებნის გამოცხადებიდან ორი დღის შემდეგ, ის "მილიციის ერთ-ერთ განყოფილებაში" ჟურნალისტებსაც შეხვდა და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მის წინააღდეგ ეს ბრალდება აგორდა, ის საკუთარი მანქანით, რომელსაც თურმე აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს თანამშრომლები ეძებდნენ, ის ქალაქში მშვიდად გადაადგილდებოდა, რადგან არც კი იცოდა, რომ მის წინააღმდეგ "საქმე იყო აღძრული". "მე დამნაშავე არ ვარ, რადგან მსგავსი არაფერი ჩამიდენია. მზად ვარ, ნებისმიერი სახის ექსპერტიზისთვის, თუკი ეს ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ერთადერთი საშუალება იქნება..." - განუცხადა ჯოპუამ ადგილობრივ ჟურნალისტებს. კითხვაზე, რატომ არ გამოცხადდა ის შესაბამის უწყებაში ორი დღის განმავლობაში, ჯოპუამ უპასუხა, რომ "ამ საშინელი ამბის გავრცელების შემდეგ, არ იცოდა, შეიძლებოდა თუ არა სამართალდამცველი ორგანოების ნდობა და ვის რაში დასჭირდა მისი დადანაშაულება ამ საშინელ საქმეში..."

ჯოპუას თქმით, - ის უკვე იმყოფებოდა გოგონას ოჯახში, რათა პირადად გაერკვია, რა მოტივით დააბრალეს ასეთი რამ, მაგრამ მათგან ადეკვატური პასუხი ვერ მიიღო... გამოცემის ინფორმაციით, ჯოპუა, ერთ-ერთ "განყოფილებაში" დაკითხვაზე იმყოფება. ამავდროულად, სოხუმის "პროკურატურის" განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ჯოპუას 8-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დაზარალებული გოგონას დედის თქმით, დილის 4 საათისთვის, ასტამურ ჯოპუა მათთან "იაგუარის" მარკის მანქანით მივიდა და გოგონა, ძალის გამოყენებით ჩაისვა ავტომანქანაში, რომელიც ეშერის მიმართულებით, ყოფილი სპორტბაზის ტერიტორიისკენ წაიყვანა... გოგონას დედის თქმით, ჯოპუამ, მას შემდეგ რაც გოგონაზე ძალა იხმარა, არასრულწლოვანი სახლში დააბრუნა. ადგილობრივები ამბობენ, რომ გოგონას აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს და უმეტეს შემთხვვაში, სახლში იყო...

საქმის გარშემო არსებობს ძალიან ბევრი საეჭვო დეტალი, მათ შორის ის, რომ გოგონას დედა, "მილიციაში" მხოლოდ მომხდარის მეორე დღეს, ანუ თითქმის 24 საათის გასვლის შემდეგ გამოცხადდა და არა, იმავდროულად, როგორც კი, ჯოპუამ მისი შვილი ძალის გამოყენებით ჩაისვა მანქანაში... ამასთან, როგორც გამოცემა იუწყება, გოგონას მშობლებს არც სამედიცინო უწყებისთვის მიუმართავთ და არც შვილი მიუყვანიათ ექიმთან, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, მიღებული სტრესისგან არასრულწლოვანი უგონო მდგომარეობაში იყო...

ამ ეჭვების კვალდაკვალ აფხაზეთში ვრცელდება, სხვა ვერსიებიც, - ერთ-ერთი თანახმად, შესაძლოა, ჯოპუამ დაზარალებული გოგონას ოჯახს ცრუ ბრალდებისთვის უჩივლოს... თუმცა, იგივე ვერსიით, არსებობს ჯოპუას ცოლის ჩვენება, სადაც ის ყვება, რომ მისი ქმარი სახლში გამთენიას "არასტანდარტულ მდგომარეობაში მყოფი" დაბრუნდა. თუმცა, აფხაზები არ გამორიცხავენ, რომ ჯოპუას უკვე ზურგს უმაგრებს "პრეზიდენტის" კლანი, ასევე, მისი "დეპუტატი" ძმა, ასლან ჯოპუა და მისი გავლენინი წრე, რომელთაც სიტუაციის შესატრიალებელი გეგმა მოფიქრებული აქვს და შესაძლოა, დაზარალებული ბრალმდებლის პოზიციაში აღმოჩდეს და პირიქით, - ჯოპუა დაზარალებულად წარმოაჩინონ.

საშინელი ამბის გახმაურებიდან მესამე დღეს, სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ჯოპუები დაზარალებულის ოჯახში მივიდნენ და მათ დაშინებას შეეცადნენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც შეშინებამ არ გაჭრა, მათ თანხა შესთავაზეს. კიდევ ერთი ვერსიით, მათ სცადეს ეპოვნათ ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც "კარგი ანაზღაურების სანაცვლოდ" დანაშაულს თავის თავზე აიღებდა... "ასეთი რამების შემდეგ, ამ ქვეყანაში ვინმეს აქვს მშვიდად ცხოვრების საფუძველი?! საერთოდ, სად ვცხოვრობთ" - წერენ აფხაზები...

ლალი პაპასკირი AMBEBI.GE

წაიკითხეთ: შემზარავი ფაქტი აფხაზეთში - ე.წ პრეზიდენტის მძღოლმა 14 წლის გოგონა გააუპატიურა

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე