პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შემზარავი ფაქტი აფხაზეთში: ე.წ პრეზიდენტის მძღოლმა 14 წლის გოგონა გააუპატიურა
შემზარავი ფაქტი აფხაზეთში: ე.წ პრეზიდენტის მძღოლმა 14 წლის გოგონა გააუპატიურა

აფხა­ზეთ­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ შემ­ზა­რა­ვი ფაქ­ტი მოხ­და - ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ პოვ­ნა­სა და "ლინ­ჩის წე­სით" გა­სა­მარ­თლე­ბას ითხოვს.

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის" ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, ას­ტა­მურ ჯო­პუა, რო­მე­ლიც 2003 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გო­გო­ნას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­შია ეჭ­ვმი­ტა­ნა­ლი, ამ დრო­ის­თვის მი­მალ­ვა­შია. ად­გი­ლობ­რი­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა თხოვს ყვე­ლას, რა­ი­მე სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს შე­ა­ტყო­ბი­ნონ. გო­გო­ნა უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და ის სო­ხუ­მის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბა...

"აფ­სნი ლა­ი­ფი" წერს, რომ 12 ივ­ნისს, დი­ლის 4 სა­ათ­ზე, ას­ტა­მურ ჯო­პუა, "ია­გუ­ა­რის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით მი­ვი­და გო­გო­ნას სახ­ლში, გუ­მის­თა­ში. არას­რულ­წლო­ვა­ნი სახ­ლი­დან ია­რა­ღის მუ­ქა­რი­თა და ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­მო­იყ­ვა­ნა, შემ­დეგ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ჩა­ის­ვა და ეშე­რა­ში, ყო­ფი­ლი სპორტბა­ზის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნა... "გარ­შე­მო ტყის მა­სი­ვია და და­სახ­ლე­ბა არ არის. მან გო­გო­ნა რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლით შე­ა­ში­ნა, რის შემ­დე­გაც მას ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და. ცე­მის­გან გო­ნე­ბა და­კარ­გულ გო­გო­ნა­ზე კი, ძალა გა­მო­ი­ყე­ნა, რის შემ­დე­გაც ისევ მან­ქა­ნა­ში ჩას­ვა და სახ­ლში მი­იყ­ვა­ნა..."- წერს "აფ­სნი ლა­ი­ფი".

აფხა­ზუ­რი ინერ­ნეტ­გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, - მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ, ად­გი­ლობ­რივ "სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს" გო­გო­ნას დე­დამ უამ­ბო, რომ­ლის თქმი­თაც, - მათ სახ­ლში მი­სუ­ლი ჯო­პუა ალ­კოჰო­ლუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იყო...

1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ას­ტა­მურ ჯო­პუა სო­ხუმ­ში ცხოვ­რობ­და და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და. მის წი­ნა­აღ­მდეგ "სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე", რამ­დე­ნი­მე მუხ­ლით არის აღ­ძრუ­ლი, მათ შო­რის არის, არას­რუ­წლოვ­ნის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა და ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა.

საქ­მე ის არის, რომ ას­ტა­მურ ჯო­პუა, ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი­დან სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, 8 ივ­ნისს გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ამის შე­სა­ხებ, "სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის" უფ­როს­მა ოთარ ბერ­ზე­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და. თუმ­ცა, ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა აფხა­ზი იუ­რის­ტი­სა და პრო­ფე­სო­რის, ოპო­ზი­ცი­ო­ნერ ირი­ნა აგრბას მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აც. აგრბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პი­რად გვერ­დზე წერს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა რაულ ხა­ჯიმ­ბას პი­რა­დი მძღო­ლია:"პრე­ზი­დენ­ტის მძღოლ­მა, სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელ­მა გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა? დიახ, ჩვენ არამ­ხო­ლოდ პო­ლი­ტი­კურ ბანკრო­ტებ­თან, არა­მედ მო­რა­ლუ­რად მა­ხინჯ ადა­მი­ა­ნებ­თან გვაქვს საქ­მე. დამ­ნა­შა­ვე იძებ­ნე­ბა? მი­ნის­ტრი თა­ვის პოსტზეა? პრე­ზი­დენ­ტი დუმს? ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ეცე­მა და ეცე­მა, სამ­წუ­ხა­როდ, ერ­თად მივ­დი­ვართ უფსკრულ­ში", - წერს ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი აგრბა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვა­რა­უ­დოდ, საქ­მე ეხე­ბა პი­რად შუ­რის­ძი­ე­ბას და ეს ამ­ბა­ვი, სა­ვა­რა­უ­დოდ, გო­გო­ნას ოჯა­ხის ერთ-ერთ წევ­რსა და მას შო­რის წლე­ბის წინ და­წყე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბაა, თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ შემ­თხვე­ვა­ში, არას­რუ­წლო­ვა­ნის გა­მო­ყე­ნე­ბას უკი­დუ­რე­სად მძი­მე და­ნა­შა­უ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ და დამ­ნა­შა­ვის სა­ხალ­ხოდ "ქვე­ბით ჩა­ქოლ­ვას" ითხო­ვენ...

მა­თი­ვე თქმით, რამ­დე­ნი­მე სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბა გა­მო­იკ­ვე­თა, მათ შო­რის, ის, თუ რო­გორ გა­მო­იყ­ვა­ნა დი­ლით 4 სა­ათ­ზე სახ­ლი­დან გო­გო­ნა მო­ძა­ლა­დემ, ვი­ნა­ი­დან, მათი თქმით, არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა იმ დროს სახ­ლში მარ­ტო არ იქ­ნე­ბო­და და მთვრალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ჯა­პუ­ას ოჯა­ხის წევ­რე­ბი გო­გო­ნას წაყ­ვა­ნის უფ­ლე­ბას არ მის­ცემ­დნენ...

"რო­გორ და რა­ტომ გა­უ­ღეს უც­ნობ და შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კაცს სახ­ლის კარი?!.. ვინ­მეს სჯე­რა, რომ ახლა, ასეთ დროს აფხა­ზურ ოჯახ­ში ერთი სა­ნა­დი­რო თოფი მა­ინც არ ინა­ხე­ბა?.. ვინ­მეს წარ­მო­უდ­გე­ნია შვი­ლი ამ დროს უცხო, ია­რა­ღი­ან და მო­ძა­ლა­დე კაცს გა­ა­ტა­ნოს და და­ე­ლო­დოს, თა­ვად რო­დის მო­იყ­ვანს მას უკან?.. ამი­ტო­მაც ჩნდე­ბა ეჭვი, რომ ყვე­ლა­ფე­რი ისე არ არის, რო­გორც ყვე­ბი­ან... თუმ­ცა, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ჯა­პუა მა­ინც უნდა იპოვ­ნონ და ჩვენ, ხალ­ხს უნდა მოგ­ვცენ მისი ქვე­ბით ჩა­ქოლ­ვის უფ­ლე­ბა, რად­გან ჩვე­ნი კა­ნო­ნი მას შე­სა­ბა­მი­სად არ და ვერ დას­ჯის..." - წერს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი კო­მენ­ტა­რებ­ში...

"და­ი­ჭე­რენ, ცოტა ხნით ჩას­ვა­მენ და მა­ლე­ვე გა­მო­უშ­ვე­ბენ... ისე­თი მარ­კის მან­ქა­ნა ჰყო­ლია, "უპატ­რო­ნო" არ ჩანს... რამ­დე­ნი გვი­ნა­ხავს ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლი­სა და სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი და მა­ლე­ვე გა­მოშ­ვე­ბუ­ლი?!.."

"სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ არ ეძი­ნა 14 წლის გო­გო­ნას დი­ლის 4 სა­ათ­ზე და რა­ტომ გა­უ­ღო კარი უც­ნობ ბი­ძი­ას?.. დამ­ნა­შა­ვე ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში და­სას­ჯე­ლია და მას გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი უნდა გა­უს­წორ­დნენ, თუ სა­ერ­თოდ შერ­ჩე­ნი­ათ ღირ­სე­ბა... ეს მათ­თვი­საც იქ­ნე­ბა სირ­ცხვი­ლის ჩა­მო­რე­ცხვის სა­შუ­ა­ლე­ბა..." ლალი პა­პას­კი­რიAMBEBI.GE
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

შემზარავი ფაქტი აფხაზეთში: ე.წ პრეზიდენტის მძღოლმა 14 წლის გოგონა გააუპატიურა

შემზარავი ფაქტი აფხაზეთში: ე.წ პრეზიდენტის მძღოლმა 14 წლის გოგონა გააუპატიურა

აფხაზეთში რამდენიმე დღის წინ შემზარავი ფაქტი მოხდა - ე.წ. სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურა. ადგილობრივი მოსახლეობა ბრალდებულის დაუყოვნებლივ პოვნასა და "ლინჩის წესით" გასამართლებას ითხოვს.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, "ძალოვანი სტრუქტურის" ყოფილი თანამშრომელი, ასტამურ ჯოპუა, რომელიც 2003 წელს დაბადებული გოგონას გაუპატიურებაშია ეჭვმიტანალი, ამ დროისთვის მიმალვაშია. ადგილობრივი ხელმძღვანელობა თხოვს ყველას, რაიმე სახის ინფორმაციის შემთხვევაში, შესაბამის სამსახურებს შეატყობინონ. გოგონა უმძიმეს მდგომარეობაშია და ის სოხუმის საავადმყოფოში იმყოფება...

"აფსნი ლაიფი" წერს, რომ 12 ივნისს, დილის 4 საათზე, ასტამურ ჯოპუა, "იაგუარის" მარკის ავტომობილით მივიდა გოგონას სახლში, გუმისთაში. არასრულწლოვანი სახლიდან იარაღის მუქარითა და ძალის გამოყენებით გამოიყვანა, შემდეგ ავტომანქანაში ჩაისვა და ეშერაში, ყოფილი სპორტბაზის მიმართულებით წაიყვანა... "გარშემო ტყის მასივია და დასახლება არ არის. მან გოგონა რამდენიმე გასროლით შეაშინა, რის შემდეგაც მას ფიზიკურად გაუსწორდა. ცემისგან გონება დაკარგულ გოგონაზე კი, ძალა გამოიყენა, რის შემდეგაც ისევ მანქანაში ჩასვა და სახლში მიიყვანა..."- წერს "აფსნი ლაიფი".

აფხაზური ინერნეტგამოცემის ინფორმაციით, - მომხდარის შესახებ, ადგილობრივ "სამართალდამცავებს" გოგონას დედამ უამბო, რომლის თქმითაც, - მათ სახლში მისული ჯოპუა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო...

1982 წელს დაბადებული ასტამურ ჯოპუა სოხუმში ცხოვრობდა და წლების განმავლობაში, ე.წ. სახელმწიფო დაცვის სამსახურში მუშაობდა. მის წინააღმდეგ "სისხლის სამართლის საქმე", რამდენიმე მუხლით არის აღძრული, მათ შორის არის, არასრუწლოვნის გაუპატიურება და იარაღის უკანონო შენახვა-ტარება.

საქმე ის არის, რომ ასტამურ ჯოპუა, ე.წ. სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან სულ რამდენიმე დღის წინ, 8 ივნისს გაურკვეველი მიზეზით გაათავისუფლეს. ამის შესახებ, "სახელმწიფო დაცვის სამსახურის" უფროსმა ოთარ ბერზენიამ განაცხადა. თუმცა, ასევე საინტერესოა აფხაზი იურისტისა და პროფესორის, ოპოზიციონერ ირინა აგრბას მიერ გავრცელებული ინფორმაციაც. აგრბა სოციალურ ქსელში პირად გვერდზე წერს, რომ აღნიშნული პიროვნება რაულ ხაჯიმბას პირადი მძღოლია: "პრეზიდენტის მძღოლმა, სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელმა გააუპატიურა არასრულწლოვანი გოგონა? დიახ, ჩვენ არამხოლოდ პოლიტიკურ ბანკროტებთან, არამედ მორალურად მახინჯ ადამიანებთან გვაქვს საქმე. დამნაშავე იძებნება? მინისტრი თავის პოსტზეა? პრეზიდენტი დუმს? ხელისუფლება ეცემა და ეცემა, სამწუხაროდ, ერთად მივდივართ უფსკრულში", - წერს ოპოზიციონერი აგრბა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ, საქმე ეხება პირად შურისძიებას და ეს ამბავი, სავარაუდოდ, გოგონას ოჯახის ერთ-ერთ წევრსა და მას შორის წლების წინ დაწყებული დაპირისპირების გაგრძელებაა, თუმცა, ადგილობრივები ამ შემთხვევაში, არასრუწლოვანის გამოყენებას უკიდურესად მძიმე დანაშაულად მიიჩნევენ და დამნაშავის სახალხოდ "ქვებით ჩაქოლვას" ითხოვენ...

მათივე თქმით, რამდენიმე საეჭვო გარემოება გამოიკვეთა, მათ შორის, ის, თუ როგორ გამოიყვანა დილით 4 საათზე სახლიდან გოგონა მოძალადემ, ვინაიდან, მათი თქმით, არასრულწლოვანი გოგონა იმ დროს სახლში მარტო არ იქნებოდა და მთვრალ მდგომარეობაში მყოფ ჯაპუას ოჯახის წევრები გოგონას წაყვანის უფლებას არ მისცემდნენ...

"როგორ და რატომ გაუღეს უცნობ და შეიარაღებულ კაცს სახლის კარი?!.. ვინმეს სჯერა, რომ ახლა, ასეთ დროს აფხაზურ ოჯახში ერთი სანადირო თოფი მაინც არ ინახება?.. ვინმეს წარმოუდგენია შვილი ამ დროს უცხო, იარაღიან და მოძალადე კაცს გაატანოს და დაელოდოს, თავად როდის მოიყვანს მას უკან?.. ამიტომაც ჩნდება ეჭვი, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ყვებიან... თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ჯაპუა მაინც უნდა იპოვნონ და ჩვენ, ხალხს უნდა მოგვცენ მისი ქვებით ჩაქოლვის უფლება, რადგან ჩვენი კანონი მას შესაბამისად არ და ვერ დასჯის..." - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი კომენტარებში...

"დაიჭერენ, ცოტა ხნით ჩასვამენ და მალევე გამოუშვებენ... ისეთი მარკის მანქანა ჰყოლია, "უპატრონო" არ ჩანს... რამდენი გვინახავს ნარკოდანაშაულისა და სხვადასხვა სიმძიმის ბრალდებით დაკავებული და მალევე გამოშვებული?!.."

"საინტერესოა, რატომ არ ეძინა 14 წლის გოგონას დილის 4 საათზე და რატომ გაუღო კარი უცნობ ბიძიას?.. დამნაშავე ყველა შემთხვევაში დასასჯელია და მას გარშემომყოფები უნდა გაუსწორდნენ, თუ საერთოდ შერჩენიათ ღირსება... ეს მათთვისაც იქნება სირცხვილის ჩამორეცხვის საშუალება..." ლალი პაპასკირი AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე