პოლიტიკა
სამხედრო
სამართალი

11

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 15:51-ზე, მთვარე ლომშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
მსოფლიო
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იხსენებენ 13 ივნისს ისინი, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად, სხვების გადარჩენას ცდილობდა...
როგორ იხსენებენ 13 ივნისს ისინი, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად, სხვების გადარჩენას ცდილობდა...

2015 წლის 13 ივ­ნის­მა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი და­ტო­ვა, თუმ­ცა, არა­ნაკ­ლებ მძი­მეა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მო­გო­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად თა­ვად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ხალ­ხის გა­დარ­ჩე­ნა­ში...

გი­ორ­გი ნე­ფა­რი­ძე, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს 1-ლი ასე­უ­ლის პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რი, პო­ლი­ცი­ის მა­ი­ო­რი:

- 13 ივ­ნი­სის ღა­მეს, წვი­მის და­წყე­ბას­თან ერ­თად, გა­მო­ძა­ხე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ ერ­თბა­შად იმა­ტა. თავ­და­პირ­ვე­ლად, ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩის მა­ცხოვ­რებ­ლებ­თან, რო­მელ­თაც წყა­ლი ჩა­მო­უ­ვი­დათ... შემ­დეგ, შეგ­ვა­ტყო­ბი­ნეს, - სვა­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე, დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა­თო. იქ მძი­მე ვი­თა­რე­ბა დაგ­ვხდა, - წყა­ლი ყო­ველ წუთს მა­ტუ­ლობ­და, მო­სახ­ლე­ო­ბა, მათ შო­რის, ქა­ლე­ბი, ბავ­შვე­ბი და მო­ხუ­ცე­ბი გა­რეთ იყ­ვნენ გა­მო­სუ­ლი. პა­ნი­კა­ში იყ­ვნენ. მათ­გან შე­ვი­ტყვეთ, რომ სახ­ლებ­შიც იყ­ვნენ დარ­ჩე­ნი­ლე­ბი... ამ დროს სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რე­ბიც მო­ვიდ­ნენ და ერ­თობ­ლი­ვად გა­დავ­წყვი­ტეთ, ნა­ვე­ბით შეს­ვლა... მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უსაფრ­თხო ად­გი­ლას გა­დაგ­ვყავ­და. მან­ქა­ნე­ბი და­ქო­ქი­ლი და გათ­ბო­ბა ჩარ­თუ­ლი გვქონ­და, პა­ტა­რე­ბი რომ გაგ­ვეთ­ბო.

ის პა­ტა­რა ბიჭი, ცნო­ბი­ლი კად­რი­დან, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­მა ნა­ვით გა­მო­იყ­ვა­ნა. სვე­ლი და შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო. 3 წლამ­დე იქ­ნე­ბო­და.. სი­ცი­ვი­სა და სტრე­სის­გან აკან­კა­ლე­ბუ­ლი იყო. ქურ­თუ­კი მო­ვა­ხუ­რე, ბავ­შვუ­რად აუ­ჩუყ­და გული და ჩა­მე­ხუ­ტა... შემ­დეგ დე­და­მი­სიც ვი­პო­ვეთ და ორი­ვე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას გა­ვა­ტა­ნეთ... რო­დე­საც ყე­ლამ­დე წყალ­ში ხარ და გარ­შე­მო ადა­მი­ა­ნე­ბი გან­საც­დელ­ში არი­ან, მხო­ლოდ ერთი ფიქ­რი გიტ­რი­ა­ლებს თავ­ში, - გა­და­არ­ჩი­ნო! თან­და­თან წყლის დო­ნე­მაც და­ი­წია... დი­ლამ­დე იქ ვი­ყა­ვით. წუ­თით არ შეგ­ვის­ვე­ნია... ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი უკვე ეზო­ში იყ­ვნენ გა­მო­სულ­ნი. ვინც არ ჩან­და, შემ­დეგ უკვე და­კარ­გუ­ლად ჩა­ით­ვა­ლა...

მა­ნუ­ჩარ ინჯგია, სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტი:

- თბი­ლის­ში მივ­ლი­ნე­ბით მო­მიხ­და ჩას­ვლა და სვა­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე, ბი­ძას­თან სტუმ­რად ვი­ყა­ვი. სახ­ლში წას­ვლას ვა­პი­რებ­დი, წვი­მა რომ და­ი­წყო. ვი­ფიქ­რე, გა­და­ი­ღებს, მერე წა­ვალ-მეთ­ქი... მერე ფან­ჯრი­დან და­ვი­ნა­ხე, ხალ­ხი ქუ­ჩა­ში დარ­ბო­და. გა­რეთ რომ გა­მო­ვე­დი, წყა­ლი მუხ­ლე­ბამ­დე იყო და სწრა­ფად მა­ტუ­ლობ­და. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას სახ­ლებ­ში შე­უ­ვარ­და. ბავ­შვე­ბი­სა და მო­ხუ­ცე­ბის გა­მოყ­ვა­ნა და­ვი­წყეთ. ახ­ლაც თვა­ლებ­ში მიდ­გას, ორი სვე­ლი და შე­ში­ნე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, მო­ხუ­ცი და ბავ­შვი. შემ­დეგ დამფრ­თხა­ლი გო­გო­ნაც შევ­ნიშ­ნე. სახ­ლებ­ში დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ფარ­ნე­ბით გვა­ნიშ­ნებ­და, რომ დატ­ბო­რილ სახ­ლში იყ­ვნენ. ზოგი სახ­ლის სა­ხუ­რავ­ზე ავი­და. მათ გა­მოს­ვლა ვერ მო­ას­წრეს, რად­გან ეძი­ნათ.... გან­სა­კუთ­რე­ბით ემო­ცი­უ­რი იყო, მო­ხუ­ცი ქა­ლის გა­დარ­ჩე­ნა, რომ­ლის სახ­ლიც წყლით იყო სავ­სე, ფან­ჯრე­ბი ჩა­ვამ­ტვრი­ეთ და ისე გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ. აღ­მოჩ­ნდა, რომ სახ­ლში მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბიც ყავ­და და­ტო­ვე­ბუ­ლი და ის ორი ბავ­შვიც ამო­ვიყ­ვა­ნეთ. სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მო­ვი­და, ნა­ვე­ბი მო­ი­ტა­ნეს... იმ­ხე­ლა წყა­ლი იყო, ახ­ლაც არ ვიცი, რო­გორ გა­მო­ვიყ­ვა­ნე ისი­ნი. მა­შინ ცურ­ვაც არ ვი­ცო­დი. შემ­დეგ მი­თხრეს, სა­ნამ სა­მაშ­ვე­ლო და პო­ლი­ცია მო­ვი­დო­და, 7 ადა­მი­ა­ნის გა­და­არ­ჩი­ნეო. არც კი მახ­სოვ­და... რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მად­ლი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი მი­რე­კავ­დნენ, - იმ ღა­მეს გა­და­მარ­ჩი­ნეო... ეს გა­სა­ო­ცა­რი გრძნო­ბაა...

ლე­ვან კა­ლა­ძე, მე­ხან­ძრე მაშ­ვე­ლი, სტი­ქი­ის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს და­ღუ­პუ­ლი ზუ­რაბ მუ­ზაშ­ვი­ლის მე­წყვი­ლე:

- და­ახ­ლო­ე­ბით, ღა­მის 11 სა­ა­თის­თვის და­ი­წყო გა­მო­ძა­ხე­ბე­ბი, ზო­გი­ერ­თი ისეთ რა­მე­ზე გვი­ძა­ხებ­და, რო­გო­რიც არის, "ჟო­ლო­ბის" გაწ­მენ­და, თუმ­ცა, ვალ­დე­ბუ­ლი ვართ, ყველ­გან მი­ვი­დეთ და მივ­დი­ო­დით, არა­და, ასეთ რა­მე­ებს დრო მიჰ­ქონ­და და სხვე­ბი უკ­მა­ყო­ფი­ლო იყ­ვნენ... სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტრში, სვა­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე მი­ვე­დით, წყა­ლი არც ისე მა­ღა­ლი იყო, მაგ­რამ ძა­ლი­ან სწრა­ფად მა­ტუ­ლობ­და. მო­სახ­ლე­ო­ბა გა­ვაფრ­თხი­ლეთ, სახ­ლე­ბი და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ. ყვე­ლა­ფე­რი წა­მებ­ში ხდე­ბო­და... ქუ­ჩა­ში სა­ცო­ბი იყო. მან­ქა­ნა­ში შუ­ახ­ნის ქალი და მა­მა­კა­ცი შე­ვამ­ჩნი­ეთ, რომ­ლე­ბიც გად­მოს­ვლას ვერ ახერ­ხებ­დნენ. მე და ზუ­რამ ქალ­ბა­ტო­ნი გად­მო­ვიყ­ვა­ნეთ. მან­ქა­ნა­ში დარ­ჩე­ნი­ლი მა­მა­კა­ცი გვთხოვ­და, - მე­ო­რე მხრი­დან მო­დით, ხერ­ხემ­ლის დის­კო­ზი მაქვს და მან­ქა­ნი­დან ვერ გად­მოვ­დი­ვა­რო...

ამ დროს წყა­ლი უკვე ფან­ჯა­რამ­დე ამო­დი­ო­და. ისი­ნი გზის მე­ო­რე მხა­რეს იყ­ვნენ და ფი­ზი­კუ­რად ვერ გა­და­ვი­დო­დით... წყლის დო­ნემ ერ­თბა­შად იმა­ტა. ძლივს გა­მო­ვე­დით. პატ­რუ­ლის მან­ქა­ნას მოვ­კა­რით თვა­ლი, წყალს მიჰ­ქონ­და, შიგ­ნით თა­ნამ­შრო­მე­ლი იჯდა, რო­მე­ლიც მზი­უ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იპო­ვეს შემ­დეგ ჩვენ­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ფეხი ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი... ვცდი­ლობ­დით, შე­და­რე­ბით უსაფრ­თხო ად­გი­ლი გვე­პო­ვა. მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი­დან ორი ბიჭი გად­მოს­ვლას ცდი­ლობ­და. გად­მო­ვიყ­ვა­ნეთ. გზის შუა ზო­ლამ­დე მი­აღ­წი­ეს თუ არა, წყლის დი­ნე­ბამ ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­ი­ტა­ცა... რამ­დე­ნი­მე წამ­ში, გზა სა­ერ­თოდ აღარ ჩან­და. დი­ნე­ბას გარე გა­ნა­თე­ბის ბო­ძე­ბი, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი მოჰ­ქონ­და... წყა­ლი იმ­ხე­ლა იყო, ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მოყ­ვა­ნი­სას, ვცდი­ლობ­დით, მო­უ­გ­ლე­ჯავ გარე გა­ნა­თე­ბის ბო­ძებს მოვ­ჭი­დე­ბო­დით. სწო­რედ ერთ-ერთი მო­წყვე­ტი­ლი ხე, ჩემს მე­წყვი­ლე ზუ­რას და­ე­ჯა­ხა...

თუმ­ცა, სა­ნამ და­ი­ღუ­პე­ბო­და, გა­და­მარ­ჩი­ნა, - წყლის დი­ნე­ბამ გა­მი­ტა­ცა და და­მი­ჭი­რა. ეს კად­რი არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა... და­ახ­ლო­ე­ბით 30 წუთ­ში, თა­ვად გა­ი­ტა­ცა დი­ნე­ბამ. ოჯა­ხი არ ჰყავ­და... სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­ში პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ერ­თად ვი­ყა­ვით... იმ ღა­მეს მარ­თლა ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად და ასეც უნდა მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვით, უბ­რა­ლოდ, რომ გვსაყ­ვე­დუ­რობ­დნენ, არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბი­ა­თო, გულ­სატ­კე­ნია. იმ სა­ბე­დის­წე­რო ღა­მეს სა­კუ­თა­რი თვა­ლით ვნა­ხე რო­გორ წა­მარ­თვა სტი­ქი­ამ უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ აპირებს "ქართული ოცნება" ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში

როგორ იხსენებენ 13 ივნისს ისინი, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად, სხვების გადარჩენას ცდილობდა...

როგორ იხსენებენ 13 ივნისს ისინი, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად, სხვების გადარჩენას ცდილობდა...

2015 წლის 13 ივნისმა ქართული საზოგადოების ცნობიერებაში წარუშლელი კვალი დატოვა, თუმცა, არანაკლებ მძიმეა იმ ადამიანების მოგონება, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად თავად მონაწილეობდნენ ხალხის გადარჩენაში...

გიორგი ნეფარიძე, საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს 1-ლი ასეულის პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის მაიორი:

- 13 ივნისის ღამეს, წვიმის დაწყებასთან ერთად, გამოძახებების რაოდენობამ ერთბაშად იმატა. თავდაპირველად, ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებთან, რომელთაც წყალი ჩამოუვიდათ... შემდეგ, შეგვატყობინეს, - სვანიძის ქუჩაზე, დახმარება სჭირდებათო. იქ მძიმე ვითარება დაგვხდა, - წყალი ყოველ წუთს მატულობდა, მოსახლეობა, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები გარეთ იყვნენ გამოსული. პანიკაში იყვნენ. მათგან შევიტყვეთ, რომ სახლებშიც იყვნენ დარჩენილები... ამ დროს სამაშველო სამსახურებიც მოვიდნენ და ერთობლივად გადავწყვიტეთ, ნავებით შესვლა... მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გადაგვყავდა. მანქანები დაქოქილი და გათბობა ჩართული გვქონდა, პატარები რომ გაგვეთბო.

ის პატარა ბიჭი, ცნობილი კადრიდან, სამაშველო სამსახურმა ნავით გამოიყვანა. სველი და შეშინებული იყო. 3 წლამდე იქნებოდა.. სიცივისა და სტრესისგან აკანკალებული იყო. ქურთუკი მოვახურე, ბავშვურად აუჩუყდა გული და ჩამეხუტა... შემდეგ დედამისიც ვიპოვეთ და ორივე სასწრაფო დახმარების ბრიგადას გავატანეთ... როდესაც ყელამდე წყალში ხარ და გარშემო ადამიანები განსაცდელში არიან, მხოლოდ ერთი ფიქრი გიტრიალებს თავში, - გადაარჩინო! თანდათან წყლის დონემაც დაიწია... დილამდე იქ ვიყავით. წუთით არ შეგვისვენია... ადგილობრივები უკვე ეზოში იყვნენ გამოსულნი. ვინც არ ჩანდა, შემდეგ უკვე დაკარგულად ჩაითვალა...

მანუჩარ ინჯგია, სამეგრელო-ზემო სვანეთის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ლეიტენანტი:

- თბილისში მივლინებით მომიხდა ჩასვლა და სვანიძის ქუჩაზე, ბიძასთან სტუმრად ვიყავი. სახლში წასვლას ვაპირებდი, წვიმა რომ დაიწყო. ვიფიქრე, გადაიღებს, მერე წავალ-მეთქი... მერე ფანჯრიდან დავინახე, ხალხი ქუჩაში დარბოდა. გარეთ რომ გამოვედი, წყალი მუხლებამდე იყო და სწრაფად მატულობდა. რამდენიმე წუთში მოსახლეობას სახლებში შეუვარდა. ბავშვებისა და მოხუცების გამოყვანა დავიწყეთ. ახლაც თვალებში მიდგას, ორი სველი და შეშინებული ქალბატონი, მოხუცი და ბავშვი. შემდეგ დამფრთხალი გოგონაც შევნიშნე. სახლებში დარჩენილი ადამიანები ფარნებით გვანიშნებდა, რომ დატბორილ სახლში იყვნენ. ზოგი სახლის სახურავზე ავიდა. მათ გამოსვლა ვერ მოასწრეს, რადგან ეძინათ.... განსაკუთრებით ემოციური იყო, მოხუცი ქალის გადარჩენა, რომლის სახლიც წყლით იყო სავსე, ფანჯრები ჩავამტვრიეთ და ისე გამოვიყვანეთ. აღმოჩნდა, რომ სახლში მცირეწლოვანი ბავშვებიც ყავდა დატოვებული და ის ორი ბავშვიც ამოვიყვანეთ. სამაშველო სამსახური რამდენიმე წუთში მოვიდა, ნავები მოიტანეს... იმხელა წყალი იყო, ახლაც არ ვიცი, როგორ გამოვიყვანე ისინი. მაშინ ცურვაც არ ვიცოდი. შემდეგ მითხრეს, სანამ სამაშველო და პოლიცია მოვიდოდა, 7 ადამიანის გადაარჩინეო. არც კი მახსოვდა... რამდენიმე დღის განმავლობაში მადლიერი ადამიანები მირეკავდნენ, - იმ ღამეს გადამარჩინეო... ეს გასაოცარი გრძნობაა...

ლევან კალაძე, მეხანძრე მაშველი, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს დაღუპული ზურაბ მუზაშვილის მეწყვილე:

- დაახლოებით, ღამის 11 საათისთვის დაიწყო გამოძახებები, ზოგიერთი ისეთ რამეზე გვიძახებდა, როგორიც არის, "ჟოლობის" გაწმენდა, თუმცა, ვალდებული ვართ, ყველგან მივიდეთ და მივდიოდით, არადა, ასეთ რამეებს დრო მიჰქონდა და სხვები უკმაყოფილო იყვნენ... სტიქიის ეპიცენტრში, სვანიძის ქუჩაზე მივედით, წყალი არც ისე მაღალი იყო, მაგრამ ძალიან სწრაფად მატულობდა. მოსახლეობა გავაფრთხილეთ, სახლები დაეტოვებინათ. ყველაფერი წამებში ხდებოდა... ქუჩაში საცობი იყო. მანქანაში შუახნის ქალი და მამაკაცი შევამჩნიეთ, რომლებიც გადმოსვლას ვერ ახერხებდნენ. მე და ზურამ ქალბატონი გადმოვიყვანეთ. მანქანაში დარჩენილი მამაკაცი გვთხოვდა, - მეორე მხრიდან მოდით, ხერხემლის დისკოზი მაქვს და მანქანიდან ვერ გადმოვდივარო...

ამ დროს წყალი უკვე ფანჯარამდე ამოდიოდა. ისინი გზის მეორე მხარეს იყვნენ და ფიზიკურად ვერ გადავიდოდით... წყლის დონემ ერთბაშად იმატა. ძლივს გამოვედით. პატრულის მანქანას მოვკარით თვალი, წყალს მიჰქონდა, შიგნით თანამშრომელი იჯდა, რომელიც მზიურის ტერიტორიაზე იპოვეს შემდეგ ჩვენმა თანამშრომლებმა, ფეხი ჰქონდა დაზიანებული... ვცდილობდით, შედარებით უსაფრთხო ადგილი გვეპოვა. მიკროავტობუსიდან ორი ბიჭი გადმოსვლას ცდილობდა. გადმოვიყვანეთ. გზის შუა ზოლამდე მიაღწიეს თუ არა, წყლის დინებამ ავტომობილი გაიტაცა... რამდენიმე წამში, გზა საერთოდ აღარ ჩანდა. დინებას გარე განათების ბოძები, ავტომობილები, მიკროავტობუსები მოჰქონდა... წყალი იმხელა იყო, ადამიანების გამოყვანისას, ვცდილობდით, მოუგლეჯავ გარე განათების ბოძებს მოვჭიდებოდით. სწორედ ერთ-ერთი მოწყვეტილი ხე, ჩემს მეწყვილე ზურას დაეჯახა...

თუმცა, სანამ დაიღუპებოდა, გადამარჩინა, - წყლის დინებამ გამიტაცა და დამიჭირა. ეს კადრი არასდროს დამავიწყდება... დაახლოებით 30 წუთში, თავად გაიტაცა დინებამ. ოჯახი არ ჰყავდა... სამაშველო სამსახურში პირველივე დღიდან ერთად ვიყავით... იმ ღამეს მართლა ყველაფერი გავაკეთეთ ადამიანების გადასარჩენად და ასეც უნდა მოვქცეულიყავით, უბრალოდ, რომ გვსაყვედურობდნენ, არაფერი გაუკეთებიათო, გულსატკენია. იმ საბედისწერო ღამეს საკუთარი თვალით ვნახე როგორ წამართვა სტიქიამ უახლოესი მეგობარი...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე