მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვრცელდება ფოტოები, რომელზეც 4 თვის წინ კონგოში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავია ასახული
ვრცელდება ფოტოები, რომელზეც 4 თვის წინ კონგოში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავია ასახული

სამ­ხედ­რო ბლო­გე­რი, თა­და­რი­გის პოლ­კოვ­ნი­კი და­ვით ნემ­სა­ძე კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კა­ში, მე­ამ­ბო­ხე­ე­ბის ტყვე­ო­ბა­ში მყო­ფი, ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვის ექ­სკლუ­ზი­ურ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს...

მკი­თხველს შე­ვახ­სე­ნებთ, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია და გა­ნა­ცხა­და, რომ ოს­ო­რა­უ­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ, სამ­თავ­რო­ბო ჯა­რებ­სა და ამო­ხე­ბუ­ლებს შო­რის მომ­ხდა­რი შე­ტა­კე­ბის დროს და­ი­ღუ­პა... ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას, მისი ოჯა­ხის, თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბა მოჰ­ყვა.

ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, მათ ბოლო წუ­თამ­დე ამ­შვი­დებ­დნენ, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უწყე­ბა აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­და...

და­ვით ნემ­სა­ძის თქმით, სოსო ოს­ო­რა­უ­ლი ცო­ცხა­ლი და ჯან­მრთე­ლია. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­ა­ლუ­რად, კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში აჯან­ყე­ბუ­ლე­ბის მი­მართ, ად­გი­ლობ­რივ­მა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ძა­ლებ­მა და­ი­წყეს საბ­რძო­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რაც რო­გორც გა­ირ­კვა, მათ­მა დაზ­ვერ­ვამ გა­ი­გო და ქარ­თვე­ლი ტყვე, რო­გორც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პერ­სო­ნა, გა­ხიზ­ნეს, თუმ­ცა ის ცო­ცხა­ლია...

"სოსო ოს­ო­რა­უ­ლი სა­ბედ­ნი­ე­როდ ცო­ცხა­ლია, ჯან­მრთე­ლი და მას რომ რამე მო­უ­ვი­დეს, თქვენ ამას ხალ­ხი არ გა­პა­ტი­ებთ. თქვენს მიერ პოლ­კოვ­ნი­კი ოს­ო­რა­უ­ლის გარ­დაც­ვლი­ლად გა­სა­ღე­ბის მცდე­ლო­ბა არ მინ­და ჩავ­თვა­ლო ამ საქ­მი­დან პი­ლა­ტე­სე­ულ ხე­ლის­ბა­ნად, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა უმოქ­მე­დო­ბით გა­აგ­რძე­ლოთ და თქვათ, აი ხომ ვთქვით, გარ­და­იც­ვა­ლაო.

რე­ა­ლუ­რად კი იყო ასე - კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში აჯან­ყე­ბუ­ლე­ბის მი­მართ იქა­ურ­მა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ძა­ლებ­მა და­ი­წყეს საბ­რძო­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, აღ­მოჩ­ნდა ისე, რომ მათ­მა დაზ­ვერ­ვამ ეს გა­ი­გო და სოსო რო­გორც ძვირ­ფა­სი "გან­ძი" თან წა­იყ­ვა­ნეს, გა­ხიზ­ვნის პრო­ცეს­ში, ასე რომ, ის სრუ­ლი­ად უვ­ნე­ბე­ლია. მე ვიცი ეს სა­ჭი­რო ხალ­ხი­დან და ჩემი ინ­ფორ­მა­ცია სრუ­ლი­ად სან­დოა, რო­გორც აქამ­დე იყო, ისე", - წერს სამ­ხედ­რო ბლო­გე­რი.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აცხა­დებს, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბას გა­ნაგ­რძობს, თუმ­ცა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთი ნა­წი­ლი უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის ბო­დი­შის მოხ­დას ითხოვს.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "სო­სომ სახ­ლში სულ ორი-სამ­ჯერ და­რე­კა..." - კონ­გო­ში და­ტყვე­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მფრი­ნა­ვის მე­გობ­რე­ბი მისი და­ღუპ­ვის ფაქტს უარ­ყო­ფენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ვრცელდება ფოტოები, რომელზეც 4 თვის წინ კონგოში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავია ასახული

ვრცელდება ფოტოები, რომელზეც 4 თვის წინ კონგოში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავია ასახული

სამხედრო ბლოგერი, თადარიგის პოლკოვნიკი დავით ნემსაძე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაში, მეამბოხეების ტყვეობაში მყოფი, ქართველი სამხედრო მფრინავის ექსკლუზიურ ფოტოებს აქვეყნებს...

მკითხველს შევახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია და განაცხადა, რომ ოსორაული სავარაუდოდ, სამთავრობო ჯარებსა და ამოხებულებს შორის მომხდარი შეტაკების დროს  დაიღუპა... ამ ინფორმაციას, მისი ოჯახის, თანამებრძოლებისა და ქართული საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.

ოჯახის წევრების თქმით, მათ ბოლო წუთამდე ამშვიდებდნენ, რომ ყველაფერი კარგად იყო და ამ მიმართულებით უწყება აქტიურად მუშაობდა...

დავით ნემსაძის თქმით, სოსო ოსორაული ცოცხალი და ჯანმრთელია. მისივე ინფორმაციით, რეალურად, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში აჯანყებულების მიმართ, ადგილობრივმა სახელისუფლებო ძალებმა დაიწყეს საბრძოლო ღონისძიებები, რაც როგორც გაირკვა, მათმა დაზვერვამ გაიგო და ქართველი ტყვე, როგორც მნიშვნელოვანი პერსონა, გახიზნეს, თუმცა ის ცოცხალია...

"სოსო ოსორაული საბედნიეროდ ცოცხალია, ჯანმრთელი და მას რომ რამე მოუვიდეს, თქვენ ამას ხალხი არ გაპატიებთ. თქვენს მიერ პოლკოვნიკი ოსორაულის გარდაცვლილად გასაღების მცდელობა არ მინდა ჩავთვალო ამ საქმიდან პილატესეულ ხელისბანად, რომელიც შესაძლოა უმოქმედობით გააგრძელოთ და თქვათ, აი ხომ ვთქვით, გარდაიცვალაო.

რეალურად კი იყო ასე - კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში აჯანყებულების მიმართ იქაურმა სახელისუფლებო ძალებმა დაიწყეს საბრძოლო ღონისძიებები, აღმოჩნდა ისე, რომ მათმა დაზვერვამ ეს გაიგო და სოსო როგორც ძვირფასი "განძი" თან წაიყვანეს, გახიზვნის პროცესში, ასე რომ, ის სრულიად უვნებელია. მე ვიცი ეს საჭირო ხალხიდან და ჩემი ინფორმაცია სრულიად სანდოა, როგორც აქამდე იყო, ისე", - წერს სამხედრო ბლოგერი.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს, თუმცა, საზოგადოების ერთი ნაწილი უწყების მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაციისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ: "სოსომ სახლში სულ ორი-სამჯერ დარეკა..." - კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის მეგობრები მისი დაღუპვის ფაქტს უარყოფენ

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე