პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წერს ოსური მედია მეუფე ისაიაზე, რომელსაც ომის შემდეგ ახალგორი არ მიუტოვებია
რას წერს ოსური მედია მეუფე ისაიაზე, რომელსაც ომის შემდეგ ახალგორი არ მიუტოვებია

ცხინ­ვა­ლის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და პრე­სა მავ­თულხლარ­თებს მიღ­მა ქარ­თუ­ლი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მსა­ხუ­რე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლოა. კონ­კრე­ტუ­ლად, პრე­ტენ­ზია აქვთ მე­უ­ფე ისა­ი­ას მი­მართ, რო­მე­ლიც ახალ­გო­რე­ლებ­ში და ზო­გა­დად, კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლობს...

ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მა "რეს­პუბ­ლი­კას" ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რე­ლი­გი­ის სა­კი­თხებ­ში, სო­ნია ხუ­ბა­ე­ვა ამ­ბობს, რომ ამ "პრობ­ლე­მა­ზე" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან ერ­თად რამ­დენ­ჯერ­მე ისა­უბ­რეს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია: "მე­უ­ფე ისა­ი­ას არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა მო­უ­წევს - ან ალა­ნი­ის ეპარ­ქი­ა­ში და­რე­გის­ტრირ­დეს, ან მშვი­დო­ბი­ა­ნად და­ტო­ვოს "რეს­პუბ­ლი­კის" ტე­რი­ტო­რია.

გა­მო­ცე­მა­ში ჩა­მოთ­ვლი­ლია ახალ­გორ­ში არ­სე­ბუ­ლი ის სამი ტა­ძა­რი, სა­დაც ქარ­თვე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი მსა­ხუ­რო­ბენ - დე­და­თა მო­ნას­ტე­რი სო­ფელ იკო­ტა­ში, რო­მელ­საც იღუ­მე­ნია სა­ლო­მე წი­ნამ­ძღო­ლობს; ახალ­გო­რი­დან 14 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე ეკ­ლე­სია ლარ­გვის­ში, რო­მელ­საც მე­უ­ფე ისა­ია წი­ნამ­ძღო­ლობს და მე-9 სა­უ­კუ­ნის ტა­ძა­რი სო­ფელ წირ­ქოლ­ში, სა­დაც მსა­ხუ­რე­ბას მამა თე­ო­დო­რე ატა­რებს.

გა­მო­ცე­მა "რეს­პუბ­ლი­კის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­ცერთ სა­ლო­ცავ­ში, ე.წ. ალა­ნი­ის ეპარ­ქი­ის ოს მღვდლებს, იქ წირ­ვა-ლოც­ვის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვთ. ქარ­თვე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბებ­ზე მი­სულ მრევლს ეუბ­ნე­ბი­ან, რომ "აქ უფ­ლის მსა­ხუ­რე­ბა რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში ხდე­ბა.

გა­ზეთ­თან სა­უ­ბარ­ში ცხინ­ვა­ლი­დან ახალ­გორ­ში მივ­ლი­ნე­ბუ­ლი ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ამ­ბობს, რომ რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თან სა­უ­ბარს შე­ე­ცა­და, მე­უ­ფე ისა­ი­ამ მას "ოკუ­პან­ტი" უწო­და და ტაძ­რის კარი მი­უ­ხუ­რა, რაც უბ­რა­ლოდ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რად­გან ვი­საც მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქო­ნია, შე­უძ­ლე­ბე­ლია არ ახ­სოვ­დეს, თუ რო­გო­რი თავ­და­ჭე­რი­ლია ამ სა­კი­თხზე სა­უბ­რი­სას მე­უ­ფე...

"ბო­დიშს გიხ­დით, არაფ­რის გამო არ მი­ღირს, იქ ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ვირ­თუ­ლო და შეს­ვლა შე­მე­ზღუ­დოს, მით უფრო, თა­ვად მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან და იმ გარ­კვე­ულ შე­ზღუდ­ვებს გა­უ­გებ­რო­ბა ვუ­წო­დო­თო, მი­თხრეს..." - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფემ ჩემ­თან სა­უ­ბარ­ში, რო­დე­საც ნი­ქოზ­ში მას­თან სა­სა­უბ­როდ ჩა­ვე­დი და ბევრ რა­მე­ზე სა­უბ­რის­გან თავი შე­ი­კა­ვა...

თუმ­ცა, "რეს­პუბ­ლი­კას" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჟურ­ნა­ლის­ტის თქმით, ასე­ვე არა­მე­გობ­რუ­ლად შეხ­ვდნენ მას იკო­ტას დე­და­თა მო­ნას­ტერ­შიც... "მათ­თან გა­სა­უბ­რე­ბის მცდე­ლო­ბი­სას ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა გვი­თხრა, რომ ქარ­თუ­ლის გარ­და, არც ერთ ენა­ზე არ სა­უბ­რობს, არც ეს­მის და დამ­ტვრე­უ­ლი რუ­სუ­ლით, კა­ტე­გო­რი­უ­ლად მოგვ­თხო­ვა, ტე­რი­ტო­რია დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა... ჩვენს შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე, - თარ­ჯი­მა­ნი მიგ­ვეყ­ვა­ნა, მკაც­რი უარი მი­ვი­ღეთ... - ახლა აქ არ იმ­ყო­ფე­ბა იღუ­მე­ნი და მისი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე უცხო­ებს ვერ გა­ვე­სა­უბ­რე­ბით, მით უფრო, თქვენ ისე არ ხართ შე­მო­სი­ლი, აქ დარ­ჩე­ნის უფ­ლე­ბა მოგ­ცე­თო... - გვი­თხრეს დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში და არც იმა­ზე გაგ­ვცეს პა­სუ­ხი, შევ­ძლებ­დით თუ არა დედა სა­ლო­მეს­თან გა­სა­უბ­რე­ბას..", - წერს "რეს­პუბ­ლი­კა".

თა­ვის მხრივ, ცხინ­ვა­ლე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის თქმით, - ყვე­ლა ღვთის­მსა­ხურ­მა საქ­მი­ა­ნო­ბა "ალა­ნი­ის ეპარ­ქი­ას" უნდა შე­უ­თან­ხმოს, მაგ­რამ ქარ­თვე­ლე­ბი ამას არ აკე­თე­ბენ და ვი­ნა­ი­დან რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქი კი­რი­ლი სამ­ხრეთ ოსეთს ქარ­თუ­ლი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის კა­ნო­ნი­კურ ტე­რი­ტო­რი­ად აღი­ა­რებს, ამ სა­კითხს "ალა­ნი­ის ეპარ­ქია" ვერ წყვეტს. "სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კამ" მკა­ფი­ოდ უნდა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს პო­ზი­ცია, რომ "სამ­ხრეთ ოსე­თი ალა­ნი­ის ეპარ­ქია და კა­ნო­ნი­კუ­რი ტე­რი­ტო­რი­აა" - აცხა­დებს ოსი სა­სუ­ლი­ე­რო პირი.

"რა თქმა უნდა, ყვე­ლას­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია და უკა­ნო­ნოა, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, კერ­ძოდ ლე­ნინ­გო­რის რა­ი­ონ­ში, ღვთის­მსა­ხუ­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ატა­რე­ბენ, რომ­ლე­ბიც იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში არ არი­ან და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და ამის გა­კე­თე­ბას არც აპი­რე­ბენ... ამი­ტომ, ბო­ლოს, სპე­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რა­ზე გა­და­წყდა, ქარ­თველ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს ან ალა­ნი­ის ეპარ­ქი­ის იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბა შეს­თა­ვა­ზონ, ან სამ­ხრეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რია მშვი­დო­ბი­ა­ნად და­ტო­ვონ..." - გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცნო­ბი­ლი არ არის, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკვე აც­ნო­ბეს თუ არა მე­უ­ფე ისა­ი­ას.

ფაქ­ტია, რომ ცხინ­ვა­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ამ სა­კი­თხის მი­მართ, რა­ტომ­ღაც გულ­გრი­ლია. არა­და, 2014 წლის მა­ი­სი­დან, ე.წ. სა­ზღვრის გა­და­საკ­ვე­თად სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტი შე­იც­ვა­ლა და ბევრ სხვა ახალ­გო­რელ­თან ერ­თად, არც ქარ­თველ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს მი­ე­ცათ სა­შუ­ა­ლე­ბა, თუმ­ცა, მე­უ­ფე ისა­ია ახალ­გორ­ში საქ­მი­ა­ნო­ბას მა­ინც გა­ნაგ­რძობს... საქ­მე ის არის, რომ საშ­ვის უქონ­ლო­ბის გამო, მე­უ­ფე ისა­ია 2 წელ­ზე მეტი ახალ­გო­რი­დან და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მოს­ვლას ვერ ახერ­ხებ­და. შემ­დეგ ეს სა­კი­თხი მოგ­ვარ­და და მან რამ­დენ­ჯერ­მე თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლაც შეძ­ლო.

პ.ს. ახ­ლა­ხან, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ ნი­ქო­ზი­სა და ცხინ­ვა­ლის მიტ­რო­პო­ლი­ტი, მე­უ­ფე ისა­ია სკუ­ფი­ა­ზე ბრი­ლი­ან­ტის ჯვრის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვა.

"დღეს ჩვენ ვა­ჯილ­დო­ებთ უმაღ­ლე­სი ჯილ­დო­თი მე­უ­ფე ისა­ი­ას. მე­უ­ფე თავ­და­დე­ბუ­ლად მოღ­ვა­წე­ობს ისეთ რთულ ეპარ­ქი­ა­ში, რო­მე­ლიც მას და­ე­კის­რა. ღმერ­თმა ძალა და მად­ლი მის­ცეს მას. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვა­ჯილ­დო­ებთ სკუ­ფი­ა­ზე ბრი­ლი­ან­ტის ჯვრის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბით", - აღ­ნიშ­ნა პატ­რი­არ­ქმა.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

რას წერს ოსური მედია მეუფე ისაიაზე, რომელსაც ომის შემდეგ ახალგორი არ მიუტოვებია

რას წერს ოსური მედია მეუფე ისაიაზე, რომელსაც ომის შემდეგ ახალგორი არ მიუტოვებია

ცხინვალის ე.წ. ხელმძღვანელობა და პრესა მავთულხლართებს მიღმა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების მსახურებით უკმაყოფილოა. კონკრეტულად, პრეტენზია აქვთ მეუფე ისაიას მიმართ, რომელიც ახალგორელებში და ზოგადად, კონფლიქტის ზონაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს...

ადგილობრივი გამოცემა "რესპუბლიკას" ინფორმაციით, დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი რელიგიის საკითხებში, სონია ხუბაევა ამბობს, რომ ამ "პრობლემაზე" ხელმძღვანელობასთან ერთად რამდენჯერმე ისაუბრეს და გადაწყვეტილება მიღებულია: "მეუფე ისაიას არჩევანის გაკეთება მოუწევს - ან ალანიის ეპარქიაში დარეგისტრირდეს, ან მშვიდობიანად დატოვოს "რესპუბლიკის" ტერიტორია.

გამოცემაში ჩამოთვლილია ახალგორში არსებული ის სამი ტაძარი, სადაც ქართველი სასულიერო პირები მსახურობენ - დედათა მონასტერი სოფელ იკოტაში, რომელსაც იღუმენია სალომე წინამძღოლობს; ახალგორიდან 14 კილომეტრში მდებარე ეკლესია ლარგვისში, რომელსაც მეუფე ისაია წინამძღოლობს და მე-9 საუკუნის ტაძარი სოფელ წირქოლში, სადაც მსახურებას მამა თეოდორე ატარებს.

გამოცემა "რესპუბლიკის" ინფორმაციით, არცერთ სალოცავში, ე.წ. ალანიის ეპარქიის ოს მღვდლებს, იქ წირვა-ლოცვის ჩატარების უფლება არ აქვთ. ქართველი სასულიერო პირები საკვირაო ქადაგებებზე მისულ მრევლს ეუბნებიან, რომ "აქ უფლის მსახურება რუსული ოკუპაციის პირობებში ხდება.

გაზეთთან საუბარში ცხინვალიდან ახალგორში მივლინებული ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი ამბობს, რომ როდესაც საქართველოს სასულიერო პირთან საუბარს შეეცადა, მეუფე ისაიამ მას "ოკუპანტი" უწოდა და ტაძრის კარი მიუხურა, რაც უბრალოდ წარმოუდგენელია, რადგან ვისაც მასთან ურთიერთობა ჰქონია, შეუძლებელია არ ახსოვდეს, თუ როგორი თავდაჭერილია ამ საკითხზე საუბრისას მეუფე...

"ბოდიშს გიხდით, არაფრის გამო არ მიღირს, იქ ურთიერთობა გავირთულო და შესვლა შემეზღუდოს, მით უფრო, თავად მოვიდნენ ჩემთან და იმ გარკვეულ შეზღუდვებს გაუგებრობა ვუწოდოთო, მითხრეს..." - აღნიშნა მეუფემ ჩემთან საუბარში, როდესაც ნიქოზში მასთან სასაუბროდ ჩავედი და ბევრ რამეზე საუბრისგან თავი შეიკავა...

თუმცა, "რესპუბლიკას" ინფორმაციით, ჟურნალისტის თქმით, ასევე არამეგობრულად შეხვდნენ მას იკოტას დედათა მონასტერშიც... "მათთან გასაუბრების მცდელობისას ერთ-ერთმა მათგანმა გვითხრა, რომ ქართულის გარდა, არც ერთ ენაზე არ საუბრობს, არც ესმის და დამტვრეული რუსულით, კატეგორიულად მოგვთხოვა, ტერიტორია დაგვეტოვებინა... ჩვენს შეთავაზებაზე, - თარჯიმანი მიგვეყვანა, მკაცრი უარი მივიღეთ... - ახლა აქ არ იმყოფება იღუმენი და მისი ნებართვის გარეშე უცხოებს ვერ გავესაუბრებით, მით უფრო, თქვენ ისე არ ხართ შემოსილი, აქ დარჩენის უფლება მოგცეთო... - გვითხრეს დედათა მონასტერში და არც იმაზე გაგვცეს პასუხი, შევძლებდით თუ არა დედა სალომესთან გასაუბრებას..", - წერს "რესპუბლიკა".

თავის მხრივ, ცხინვალელი სასულიერო პირის თქმით, - ყველა ღვთისმსახურმა საქმიანობა "ალანიის ეპარქიას" უნდა შეუთანხმოს, მაგრამ ქართველები ამას არ აკეთებენ და ვინაიდან რუსეთის პატრიარქი კირილი სამხრეთ ოსეთს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად აღიარებს, ამ საკითხს "ალანიის ეპარქია" ვერ წყვეტს. "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ" მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს პოზიცია, რომ "სამხრეთ ოსეთი ალანიის ეპარქია და კანონიკური ტერიტორიაა" - აცხადებს ოსი სასულიერო პირი.

"რა თქმა უნდა, ყველასთვის მიუღებელია და უკანონოა, დამოუკიდებელი რესპუბლიკის ტერიტორიაზე, კერძოდ ლენინგორის რაიონში, ღვთისმსახურებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ატარებენ, რომლებიც იუსტიციის სამინისტროში არ არიან დარეგისტრირებული და ამის გაკეთებას არც აპირებენ... ამიტომ, ბოლოს, სპეციალურ შეხვედრაზე გადაწყდა, ქართველ სასულიერო პირებს ან ალანიის ეპარქიის იურისდიქციაში დარეგისტრირება შესთავაზონ, ან სამხრეთ ოსეთის ტერიტორია მშვიდობიანად დატოვონ..." - გამოცემის ინფორმაციით, ცნობილი არ არის, ეს გადაწყვეტილება უკვე აცნობეს თუ არა მეუფე ისაიას.

ფაქტია, რომ ცხინვალის ხელმძღვანელობა ამ საკითხის მიმართ, რატომღაც გულგრილია. არადა, 2014 წლის მაისიდან, ე.წ. საზღვრის გადასაკვეთად საჭირო დოკუმენტი შეიცვალა და ბევრ სხვა ახალგორელთან ერთად, არც ქართველ სასულიერო პირებს მიეცათ საშუალება, თუმცა, მეუფე ისაია ახალგორში საქმიანობას მაინც განაგრძობს... საქმე ის არის, რომ საშვის უქონლობის გამო, მეუფე ისაია 2 წელზე მეტი ახალგორიდან დანარჩენ საქართველოში წამოსვლას ვერ ახერხებდა. შემდეგ ეს საკითხი მოგვარდა და მან რამდენჯერმე თბილისში ჩამოსვლაც შეძლო.

პ.ს. ახლახან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი, მეუფე ისაია სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

"დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ უმაღლესი ჯილდოთი მეუფე ისაიას. მეუფე თავდადებულად მოღვაწეობს ისეთ რთულ ეპარქიაში, რომელიც მას დაეკისრა. ღმერთმა ძალა და მადლი მისცეს მას. ამასთან დაკავშირებით ვაჯილდოებთ სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით", - აღნიშნა პატრიარქმა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"კლინიკაში შემოყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს" - ლალი ტურძელაძე

გამთენიისას მარნეულში სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს

როგორ ებრძვიან კორონავირუსს NATO-ს სამხედრო ბაზაზე - რას ჰყვება ამერიკულ არმიაზე ქართველი ქალი სამხედრო