ყირიმში ნაპოვნია კიდევ 4 ქართველის ნეშტი, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში დაიკარგნენ

ყირიმში ნაპოვნია კიდევ 4 ქართველის ნეშტი, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში დაიკარგნენ

საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გრძელდება მეორე მსოფლიო ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების იდენტიფიკაციის პროცესი. ყირიმსა და ქერჩიდან მოწოდებულ ინფორმაციებს მუდმივად ვაწვდით ჩვენს მკითხველს, რათა მათ წლების წინ დაკარგული წინაპრების პოვნა შეძლონ...

უკვე არაერთი ინფორმაცია მივიღეთ იქ მომუშავე სამძებრო კომისიისგან, რომელსაც ნატალია ძიუბა ხელმძღვანელობს. ამჟამად გთავაზობთ ჩვენს ხელთ არსებულ ბოლო მონაცემებს, რომელიც ყირიმიდან მოგვაწოდეს, ძიუბას ინფორმაციით, ნაპოვნია რამდენიმე დაკარგული ქართველი მეომრის ნეშტი...

მისივე თქმით, 1000 დაღუპულიდან, 100-ზე მეტს უკვე ჩაუტარდა ექსჰუმაცია, შედარებულია მათი დოკუმენტაცია და იდენტიფიკაციაც მოხდა. ძიუბას თქმით, შარშან, 9 მაისის აღლუმზე, ყირიმში ჩასული იყო მეორე მსოფლიო ომის 94 წლის მონაწილე, რომელმაც ძებნის კომისიას აჩვენა მიახლოებითი ადგილი, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა და ყოველი დიდი შეტაკების შემდეგ გადარჩენილები დიდ ორმოს, ანუ საერთო საფლავს თხრიდნენ და გვამებს იქ მარხავდნენ.

"ადრიან გაზაფხულზე დავიწყეთ იმ ტერიტორიზე ძებნა და მართლაც მივაკვლიეთ უზარმაზარ, ძალიან დიდ ფართობზე გადაჭიმულ სასაფლაოს... იქ ათასამდე მეომრის ნეშტია და ახლა, თანდათან მიმდინარეობს მათი ამოცნობა. სავარაუდოდ, იქ ერთ-ერთი პოლკის ჯარისკაცები არიან დამარხული და ჩვენ ვცდილობთ, გავარკვიოთ მათი გვარ-სახელები, რათა ინფორმაცია ოჯახის წევრებს მივაწოდოთ ..." - აცხადებს სამძებრო კომისიის ხელმძღვანელი ნატალია ძიუბა.

გადახედეთ მათ გვარ-სახელებს, შესაძლოა, რომელიმე მათგანი თქვენი ოჯახის წევრი იყოს, რომლის შესახებაც, ამდენი წლის განმავლობაში არაფერი იცოდით.

  • 1915 წელს, დუშეთის რაიონის, სოფელ ანანურში დაბადებული, ალექსანდრე სანდროს ძე მამსირაშვილი. ის დაიღუპა 1944 წლის, 11 იანვარს, კიევში, უზინსკის რაიონში, სოფელ ვინცენტოვკაში.
  • გივი ან გიორგი ილიას ძე ტიგიშვილი, დაბადებული 1924 ან 1927 წელს, ქალაქ ბორჯომში, ბასეინის დასახლება, #15
  • კიევის მიმდებარედ აღმოჩენილ საერთო საფლავში ნაპოვნია რადეკო ნიკოლოზის ძე ხაბაზაშვილი ან ხაბეზაშვილი, დაბადებული 1924 წელს, ქ. თბილისში, არდონსკაიას ქუჩაზე. დაიღუპა ყირიმში, 1944 წლის, 11 იანვარს, კრასნო პერეკოპსკი რაიონში
  • კოკა (ან კოკანი) იაკიმის ძე დარსაველიძე, დაბადებული 1899 წელს, სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში, (მეუღლე თამარა დარსაველიძე), რომელიც ასევე 1944 წელს დაიღუპა...
ტიგიშვილს, ხაბეზაშვილს (ხაბეზაშვილს) და დარსაველიძეს ერთი საფლავი აქვთ, სამივე მათგანის ნეშტი ყირიმში, კრასნო პერეკომსკის რაიონში, შეემელოვკაში იპოვეს...

პ.ს. არსებული ინფორმაციით, ყირიმში, იმ კონკრეტულ ადგილას ქართველი და სომეხი სამხედროებით დაკომპლექტებული ნაწილები იბრძოდნენ, შესაბამისად, რამდენიმე ხანში შესაძლოა, სხვა აქამდე უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრის ნეშტიც აღმოაჩინონ...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ: მეორე მსოფლიო ომში დაკარგული რამდენიმე ჯარისკაცის ნეშტი ნაპოვნია - გადაამოწმეთ ამ სიაში თქვენი წინაპარი!

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?