პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ანატოლი ბიბილოვი და რა აკავშირებს თბილისთან ცხინვალის მომავალ დე ფაქტო პრეზიდენტს
ვინ არის ანატოლი ბიბილოვი და რა აკავშირებს თბილისთან ცხინვალის მომავალ დე ფაქტო პრეზიდენტს

დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის, ბელა პლი­ე­ვას მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში 57,98 %-ით სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვი ლი­დე­რობს. დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის მოქ­მედ პრე­ზი­დენტს, ლე­ო­ნიდ თი­ბი­ლოვს, ამომ­რჩე­ველ­თა 30%-მა და­უ­ჭი­რა მხა­რი. პრე­ზი­დენ­ტო­ბის კი­დევ ერ­თმა კან­დი­დატ­მა ალან გაგ­ლო­ევ­მა ხმა­თა 11,1% მო­აგ­რო­ვა.

ამას­თან, 9 აპ­რილს სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და ალა­ნი­ის თა­ნა­ბარმ­ნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ხე­ლე­ბად გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კითხს, მხა­რი "რე­ფე­რენ­დუმ­ში" მო­ნა­წი­ლე­თა 78,2%-მა და­უ­ჭი­რა, სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პო­ზი­ცია ამომ­რჩე­ველ­თა 21,8%-მა და­ა­ფიქ­სი­რა.

არ­ჩევ­ნებ­ში სამი კან­დი­და­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და - ამ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი ლე­ო­ნიდ თი­ბი­ლო­ვი, ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვი და ალან გაგ­ლო­ე­ვი. ორ კან­დი­დატს, მათ შო­რის დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის ყო­ფილ პრე­ზი­დენტ ედუ­არდ კო­კო­ი­თის, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი უთხრეს.

ბი­ბი­ლო­ვი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს, რუ­სულ გა­მო­ცე­მებ­თან სა­უ­ბარ­ში, ე.წ სამ­ხრეთ ოსეთს - რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს მე­ზო­ბელ სა­ხელ­მწი­ფოდ მო­იხ­სე­ნი­ებ­და.

"სამ­ხრეთ ოსე­თის ერი ლა­მის წინა სა­უ­კუ­ნის 20-იანი წლე­ბი­დან იმა­ზე სა­უბ­რობს, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში სურს დაბ­რუ­ნე­ბა. თუმ­ცა, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ყვე­ლა ნა­ბი­ჯი, რო­მელ­საც გა­დავ­დგამთ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­თან­ხმე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ჩვენს რუს კო­ლე­გებ­თან. მხო­ლოდ ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­სა და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გზით გა­დავ­წყვეტთ სამ­ხრეთ ოსე­თის მო­მა­ვალს", - გა­ნუ­ცხა­და ბი­ბი­ლოვ­მა რუ­სულ სა­ა­გენ­ტო "ტასს-ს".

"ნი­ხა­სის" ყო­ფილ­მა ლი­დერ­მა, 47 წლის ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვ­მა, თბი­ლის­ში, გე­ნე­რალ ლე­სე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი სკო­ლა-ინ­ტერ­ნა­ტი და­ამ­თავ­რა. ცნო­ბის­თვის, რუ­სეთ­მა მას ერთხელ უკვე გა­მო­უ­ცხა­და ნდო­ბა, რო­მე­ლიც მა­შინ ბიბ­ლოვ­მა ვერ გა­ა­მარ­თლა - 2011 წელს, ბი­ბი­ლოვს რუ­სეთ­ში კო­კო­ი­თის შემ­ცვლე­ლად გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, თუმ­ცა, მა­შინ ბი­ბი­ლოვ­მა "საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი" "გა­ნათ­ლე­ბის" ე.წ. ყო­ფილ "მი­ნის­ტრ" ალა ჯი­ო­ე­ვას­თან წა­ა­გო. მა­შინ ხმე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა ად­გი­ლობ­რივ კლა­ნებს შო­რის კი­ნა­ღამ სამ­ხედ­რო შე­ტა­კე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, თუმ­ცა რუ­სე­თის ჩა­რე­ვის შემ­დეგ, ვი­თა­რე­ბა ჩა­წყნარ­და...

"სა­ქარ­თვე­ლო ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოა. ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი და ვი­ტყვი, რომ მე­ზობ­ლებს შო­რის მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა არ­სე­ბობ­დეს. ეს ორი­ვეს სტა­ბი­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია... ჩვენ დღე­საც და ხვა­ლაც მზად ვართ სა­ქარ­თვე­ლოს­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის, თუმ­ცა, პირ­ველ რიგ­ში, სა­ჭი­როა, სა­ქარ­თვე­ლოს სურ­ვი­ლი, ხელი მო­ა­წე­როს თავ­და­უს­ხმე­ლო­ბის, ძა­ლის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ მე­მო­რან­დუმს, - ეს ჩვე­ნი მთა­ვა­რი პი­რო­ბაა. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სამ­ხრეთ ოსე­თის, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს აღი­ა­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ბი­ბი­ლოვ­მა.

ლე­ო­ნიდ თი­ბი­ლო­ვის­გან გან­სხვა­ვე­ბით, წი­ნა­ა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს, ბი­ბი­ლო­ვი ახალ­გო­რის რა­ი­ონ­ში ჩა­ვი­და და ად­გი­ლობ­რივ ამომ­რჩე­ველს ქარ­თუ­ლა­დაც მი­მარ­თა, ის ცდი­ლობ­და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო და ახალ­გაზ­რდო­ბის ის წლე­ბი გა­იხ­სე­ნა, რო­დე­საც სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლის­ში სწავ­ლობ­და და ქარ­თუ­ლა­დაც სა­უბ­რობ­და.

ცნო­ბის­თვის, ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვი 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს ორ­ჯერ და­იჭ­რა, რის შემ­დე­გაც მას "გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტის" წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭეს... ბი­ბი­ლო­ვი 2014 წლი­დან დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეა.

რაც შე­ე­ხე­ბა, ლე­ო­ნიდ თი­ბი­ლოვს, მისი მარ­ცხი ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­ში ბევ­რის­თვის მი­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან მას რამ­დე­ნი­მე დღის წინ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ღიად გა­მო­უ­ცხა­და მხარ­და­ჭე­რა. მა­შინ პუ­ტინ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ თი­ბი­ლოვ­ზე იმე­დებს ამ­ყა­რებ­დნენ...

სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კა­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად "სამ­ხრეთ ოსე­თის­თვის" "სა­ხელ­მწი­ფო ალა­ნი­ას" გა­დარ­ქმე­ვის სა­კი­თხზე პლე­ბის­ცი­ტიც ჩა­ტარ­და, სა­დაც წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, უმ­რავ­ლე­სო­ბამ სა­ხე­ლის გა­დარ­ქმე­ვას მხა­რი და­უ­ჭი­რა.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ვინ არის ანატოლი ბიბილოვი და რა აკავშირებს თბილისთან ცხინვალის მომავალ დე ფაქტო პრეზიდენტს

ვინ არის ანატოლი ბიბილოვი და რა აკავშირებს თბილისთან ცხინვალის მომავალ დე ფაქტო პრეზიდენტს

დე ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ბელა პლიევას მიერ გავრცელებული წინასწარი შედეგების მიხედვით, ცხინვალის რეგიონის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში 57,98 %-ით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე, ანატოლი ბიბილოვი ლიდერობს. დე ფაქტო რესპუბლიკის მოქმედ პრეზიდენტს, ლეონიდ თიბილოვს, ამომრჩეველთა 30%-მა დაუჭირა მხარი. პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა ალან გაგლოევმა ხმათა 11,1% მოაგროვა.

ამასთან, 9 აპრილს სამხრეთ ოსეთისა და ალანიის თანაბარმნიშვნელოვან სახელებად გამოცხადების საკითხს, მხარი "რეფერენდუმში" მონაწილეთა 78,2%-მა დაუჭირა, საწინააღმდეგო პოზიცია ამომრჩეველთა 21,8%-მა დააფიქსირა.

არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობდა - ამჟამინდელი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, ანატოლი ბიბილოვი და ალან გაგლოევი. ორ კანდიდატს, მათ შორის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრეს.

ბიბილოვი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რუსულ გამოცემებთან საუბარში, ე.წ სამხრეთ ოსეთს - რუსეთის შემადგენლობაში, ხოლო საქართველოს მეზობელ სახელმწიფოდ მოიხსენიებდა.

"სამხრეთ ოსეთის ერი ლამის წინა საუკუნის 20-იანი წლებიდან იმაზე საუბრობს, რომ რუსეთის ფედერაციაში სურს დაბრუნება. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ნაბიჯი, რომელსაც გადავდგამთ, აბსოლუტურად შეთანხმებული იქნება ჩვენს რუს კოლეგებთან. მხოლოდ ამ მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების გზით გადავწყვეტთ სამხრეთ ოსეთის მომავალს", - განუცხადა ბიბილოვმა რუსულ სააგენტო "ტასს-ს".

"ნიხასის" ყოფილმა ლიდერმა, 47 წლის ანატოლი ბიბილოვმა, თბილისში, გენერალ ლესელიძის სახელობის სპეციალიზირებული სკოლა-ინტერნატი დაამთავრა. ცნობისთვის, რუსეთმა მას ერთხელ უკვე გამოუცხადა ნდობა, რომელიც მაშინ ბიბლოვმა ვერ გაამართლა - 2011 წელს, ბიბილოვს რუსეთში კოკოითის შემცვლელად განიხილავდნენ, თუმცა, მაშინ ბიბილოვმა "საპრეზიდენტო არჩევნები" "განათლების" ე.წ. ყოფილ "მინისტრ" ალა ჯიოევასთან წააგო. მაშინ ხმების გადანაწილება ადგილობრივ კლანებს შორის კინაღამ სამხედრო შეტაკებაში გადაიზარდა, თუმცა რუსეთის ჩარევის შემდეგ, ვითარება ჩაწყნარდა...

"საქართველო ჩვენი მეზობელი სახელმწიფოა. ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი, რომ მეზობლებს შორის მეგობრული ურთიერთობა უნდა არსებობდეს. ეს ორივეს სტაბილური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია... ჩვენ დღესაც და ხვალაც მზად ვართ საქართველოსთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა, პირველ რიგში, საჭიროა, საქართველოს სურვილი, ხელი მოაწეროს თავდაუსხმელობის, ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმს, - ეს ჩვენი მთავარი პირობაა. ასევე მნიშვნელოვანია, სამხრეთ ოსეთის, როგორც სახელმწიფოს აღიარება", - განაცხადა ბიბილოვმა.

ლეონიდ თიბილოვისგან განსხვავებით, წინაასაარჩევნო კამპანიის დროს, ბიბილოვი ახალგორის რაიონში ჩავიდა და ადგილობრივ ამომრჩეველს ქართულადაც მიმართა, ის ცდილობდა დიპლომატიური და გაწონასწორებული ყოფილიყო და ახალგაზრდობის ის წლები გაიხსენა, როდესაც სამი წლის განმავლობაში თბილისში სწავლობდა და ქართულადაც საუბრობდა.

ცნობისთვის, ანატოლი ბიბილოვი 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა და საბრძოლო მოქმედებების დროს ორჯერ დაიჭრა, რის შემდეგაც მას "გენერალ-ლეიტენანტის" წოდება მიანიჭეს... ბიბილოვი 2014 წლიდან დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეა.

რაც შეეხება, ლეონიდ თიბილოვს, მისი მარცხი ე.წ. სამხრეთ ოსეთში ბევრისთვის მიულოდნელი აღმოჩნდა, რადგან მას რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ღიად გამოუცხადა მხარდაჭერა. მაშინ პუტინმა აღნიშნა, რომ თიბილოვზე იმედებს ამყარებდნენ...

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად "სამხრეთ ოსეთისთვის" "სახელმწიფო ალანიას" გადარქმევის საკითხზე პლებისციტიც ჩატარდა, სადაც წინასწარი შედეგების მიხედვით, უმრავლესობამ სახელის გადარქმევას მხარი დაუჭირა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე