მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სეპარატისტების მხარეს მებრძოლი ქართული წარმომავლობის ტერორისტი "გივი"
სეპარატისტების მხარეს მებრძოლი ქართული წარმომავლობის ტერორისტი "გივი"

დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის (ДНР) ბო­ე­ვი­კი მი­ხა­ილ ტოლსტი­ხი, რო­მე­ლიც თა­ნა­მებ­რძო­ლებ­ში ზედ­მეტ­სა­ხელ "გი­ვით" არის ცნო­ბი­ლი, დო­ნეცკ­ში ბოლო დროს მიმ­დი­ნა­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს და­იჭ­რა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ერთ-ერთი სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი სა­ი­ტი ავ­რცე­ლებს. უკ­რა­ი­ნულ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, ტე­რო­რისტ "გი­ვის" დაჯ­გუ­ფე­ბამ ბოლო ბრძო­ლებ­ში 40%-იანი და­ნა­კარ­გი გა­ნი­ცა­და.

თავ­და­პირ­ვე­ლად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუსი სე­პა­რა­ტის­ტე­ბის მხა­რეს მებ­რძო­ლი "გივი", დო­ნეც­კის ჩრდი­ლო­ე­თით წარ­მო­ე­ბუ­ლი ბრძო­ლე­ბის დროს მძი­მედ და­იჭ­რა და გარ­და­იც­ვა­ლა. თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ დაჭ­რი­ლი იყო და გა­დარ­ჩა...

მისი დაჭ­რის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე ვერ­სია ვრცელ­დე­ბა, ერთ-ერთი ვერ­სი­ით, - "სწო­რედ მის­მა და­ნა­ყოფ­მა გახ­სნა ცე­ცხლი ავ­დე­ევ­კა­ში და შე­ტე­ვა­ზე გა­და­ვი­და. თუმ­ცა, შემ­დეგ თა­ვად გა­ნა­ცხა­დეს, რომ სრო­ლე­ბი შე­წყვე­ტი­ლი­ყო, მაგ­რამ, 10-წუ­თი­ა­ნი სი­ჩუ­მის შემ­დეგ, ცე­ცხლი ისევ გა­ნა­ახ­ლეს", - იტყო­ბი­ნე­ბა 72 -ე ბრი­გა­დის მე­თა­უ­რი, რომ­ლის თქმი­თაც, მათი და­ნა­ყო­ფი შე­ტე­ვა­ზე გა­და­ვი­და და რამ­დე­ნი­მე ბო­ე­ვი­კი და­ი­ღუ­პა. და­ი­ღუ­პა ტე­რო­რის­ტი, ზედ­მეტ­სა­ხე­ლად "კონ­სუ­ლი", რო­მე­ლიც ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი "გი­ვის" მო­ად­გი­ლე იყო. ასე­ვე მძი­მედ დაჭ­რი­ლია მისი კი­დევ ერთი თა­ნა­შემ­წე...

მი­ხა­ილ ტოლსტი­ხი, იგი­ვე "გივი", უკ­რა­ი­ნი­სა და რუ­სე­თის მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში არა­ერ­თხელ მო­ექ­ცა. ის 1980 წელს დო­ნეც­კის ოლ­ქში, ქა­ლაქ ილო­ვა­ის­კშია და­ბა­დე­ბუ­ლი... მეტ­სა­ხე­ლი "გივი", 1998-2000 წლებ­ში და­ირ­ქვა, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნუ­ლი "დესნას" სას­წავ­ლო ცენ­ტრში მსა­ხუ­რობ­და. ის ტან­კის მე­თა­უ­რი იყო... მი­სი­ვე თქმით, დე­დის მხრი­დან ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბა აქვს. მისი ბა­ბუა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის მო­ნა­წი­ლე იყო და სწო­რედ მის პა­ტივ­სა­ცე­მად აარ­ჩია სა­ხე­ლი - გივი.

ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის ტე­რო­რის­ტმა სა­ხე­ლი ილო­ვა­ის­კის ბრძო­ლებ­ში გა­ით­ქვა, სა­დაც 2014 წლის ზა­ფხუ­ლი­დან მო­ნა­წი­ლე­ობს. იმა­ვე წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ვლა­დი­მირ ჟი­რი­ნოვ­სკის თხოვ­ნით მი­მარ­თა, ე.წ. სა­ხალ­ხო აჯან­ყე­ბუ­ლე­ბის­თვის, დაჭ­რი­ლე­ბის გა­და­საყ­ვა­ნად, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი გა­მო­ე­ყო. რამ­დე­ნი­მე დღე­ში, ჟი­რი­ნოვ­სკიმ მათ ორი "ნივა" გა­უგ­ზავ­ნა... 2015 წლის მარ­ტში მას­ზე თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და, რა დრო­საც მან მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო, მაგ­რამ გა­დარ­ჩა.

2016 ივ­ნის­ში, უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო პრო­კუ­რა­ტუ­რამ მას რამ­დე­ნი­მე და­ნა­შა­ულ­ში დას­დო ბრა­ლი, - მათ შო­რის იყო, ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შექ­მნა, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა; ასე­ვე, სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბის მი­მართ სას­ტი­კი მო­პყრო­ბა; ამ ბრალ­დე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ტოლსტი­ხის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა.

ის ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და მო­ხა­ლი­სე­თა ჯგუფ "სო­მა­ლის" ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის აღ­მო­სავ­ლეთ რა­ი­ო­ნე­ბის საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი... მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, "სო­მა­ლი" ბა­ტა­ლი­ო­ნად გა­და­იქ­ცა, რომ­ლის მე­თა­უ­რიც "გივი" გახ­და. 2014 წელს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნი, მისი მე­თა­უ­რო­ბით, დო­ნეც­კის აე­რო­პორტთან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ბრძო­ლებ­ში ჩა­ერ­თო. იმ პე­რი­ოდ­ში, კონ­კრე­ტუ­ლად, სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბერ­ში "სო­მა­ლიმ" დიდი და­ნა­კარ­გი გა­ნი­ცა­და, ამი­ტო­მაც, მან საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში ბოლო რე­ზერ­ვის - სა­ტან­კო ასე­უ­ლის ჩარ­თვის ბრძა­ნე­ბა გას­ცა...

უკ­რა­ი­ნუ­ლი პრე­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­რო­რის­ტი "გივი" და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი არ არის. მისი საყ­ვა­რე­ლი სპორ­ტუ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბია ფეხ­ბურ­თი და კრი­ვი, რომ­ლი­თაც ადრე იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი. ამ­ბობს, რომ მისი საყ­ვა­რე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუ.

და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლია დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის ჯილ­დო­ე­ბით, მათ შო­რის, წმინ­და გი­ორ­გის მედ­ლი­თა და ჯვრით; ასე­ვე, დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის (დნრ) გმი­რის ორ­დე­ნით.

ამ დრო­ის­თვის, სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი მხა­რე არ აკონ­კრე­ტებს, რამ­დე­ნად მძი­მეა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა. უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დო­ნეც­კის თვი­თა­ღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა სიფრ­თხი­ლეს იჩენს, რად­გან იცი­ან, რომ ტე­რო­რისტ "გი­ვის" თა­ვი­სი "ბეგ­რა­უნ­დის" გამო, ძა­ლი­ან ბევ­რი მტე­რი ჰყავს...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

სეპარატისტების მხარეს მებრძოლი ქართული წარმომავლობის ტერორისტი "გივი"

სეპარატისტების მხარეს მებრძოლი ქართული წარმომავლობის ტერორისტი "გივი"

დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (ДНР) ბოევიკი მიხაილ ტოლსტიხი, რომელიც თანამებრძოლებში ზედმეტსახელ "გივით" არის ცნობილი, დონეცკში ბოლო დროს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი სეპარატისტული საიტი ავრცელებს. უკრაინულ სოციალურ ქსელებში გავრცელებული არაოფიციალური ცნობების მიხედვით, ტერორისტ "გივის" დაჯგუფებამ ბოლო ბრძოლებში 40%-იანი დანაკარგი განიცადა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი სეპარატისტების მხარეს მებრძოლი "გივი", დონეცკის ჩრდილოეთით წარმოებული ბრძოლების დროს მძიმედ დაიჭრა და გარდაიცვალა. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ დაჭრილი იყო და გადარჩა...

მისი დაჭრის შესახებ რამდენიმე ვერსია ვრცელდება, ერთ-ერთი ვერსიით, - "სწორედ მისმა დანაყოფმა გახსნა ცეცხლი ავდეევკაში და შეტევაზე გადავიდა. თუმცა, შემდეგ თავად განაცხადეს, რომ სროლები შეწყვეტილიყო, მაგრამ, 10-წუთიანი სიჩუმის შემდეგ, ცეცხლი ისევ განაახლეს", - იტყობინება 72 -ე ბრიგადის მეთაური, რომლის თქმითაც, მათი დანაყოფი შეტევაზე გადავიდა და რამდენიმე ბოევიკი დაიღუპა. დაიღუპა ტერორისტი, ზედმეტსახელად "კონსული", რომელიც ზემოთ ხსენებული "გივის" მოადგილე იყო. ასევე მძიმედ დაჭრილია მისი კიდევ ერთი თანაშემწე...

მიხაილ ტოლსტიხი, იგივე "გივი", უკრაინისა და რუსეთის მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. ის 1980 წელს დონეცკის ოლქში, ქალაქ ილოვაისკშია დაბადებული... მეტსახელი "გივი", 1998-2000 წლებში დაირქვა, როდესაც უკრაინული "დესნას" სასწავლო ცენტრში მსახურობდა. ის ტანკის მეთაური იყო... მისივე თქმით, დედის მხრიდან ქართული წარმომავლობა აქვს. მისი ბაბუა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო და სწორედ მის პატივსაცემად აარჩია სახელი - გივი.

ქართული წარმომავლობის ტერორისტმა სახელი ილოვაისკის ბრძოლებში გაითქვა, სადაც 2014 წლის ზაფხულიდან მონაწილეობს. იმავე წლის ოქტომბერში ვლადიმირ ჟირინოვსკის თხოვნით მიმართა, ე.წ. სახალხო აჯანყებულებისთვის, დაჭრილების გადასაყვანად,  ავტომობილები გამოეყო. რამდენიმე დღეში, ჟირინოვსკიმ მათ ორი "ნივა" გაუგზავნა... 2015 წლის მარტში მასზე თავდასხმა განხორციელდა, რა დროსაც მან მძიმე დაზიანებები მიიღო, მაგრამ გადარჩა.

2016 ივნისში, უკრაინის სამხედრო პროკურატურამ მას რამდენიმე დანაშაულში დასდო ბრალი, - მათ შორის იყო, ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა, ხელმძღვანელობა და მონაწილეობა; ასევე, სამხედრო ტყვეების მიმართ სასტიკი მოპყრობა; ამ ბრალდებების საფუძველზე ტოლსტიხის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ის ასევე მონაწილეობდა მოხალისეთა ჯგუფ "სომალის" ჩამოყალიბებაში, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთ რაიონების საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად იყო ჩართული... მოგვიანებით კი, "სომალი" ბატალიონად გადაიქცა, რომლის მეთაურიც "გივი" გახდა. 2014 წელს, აღნიშნული ბატალიონი, მისი მეთაურობით, დონეცკის აეროპორტთან განხორციელებულ ბრძოლებში ჩაერთო. იმ პერიოდში, კონკრეტულად, სექტემბერ-ოქტომბერში "სომალიმ" დიდი დანაკარგი განიცადა, ამიტომაც, მან საბრძოლო მოქმედებებში ბოლო რეზერვის - სატანკო ასეულის ჩართვის ბრძანება გასცა...

უკრაინული პრესის ინფორმაციით, ტერორისტი "გივი" დაოჯახებული არ არის. მისი საყვარელი სპორტული სახეობებია ფეხბურთი და კრივი, რომლითაც ადრე იყო გატაცებული. ამბობს, რომ მისი საყვარელი ფეხბურთელია პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ.

დაჯილდოვებულია დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ჯილდოებით, მათ შორის, წმინდა გიორგის მედლითა და ჯვრით; ასევე, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (დნრ) გმირის ორდენით.

ამ დროისთვის, სეპარატისტული მხარე არ აკონკრეტებს, რამდენად მძიმეა მისი მდგომარეობა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, დონეცკის თვითაღიარებული სახალხო რესპუბლიკა სიფრთხილეს იჩენს, რადგან იციან, რომ ტერორისტ "გივის" თავისი "ბეგრაუნდის" გამო, ძალიან ბევრი მტერი ჰყავს...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე