Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეროვნული გმირების ოჯახებს ასე "აფასებენ..." - სოხუმის დახვრეტილი მერის ვაჟი თავდაცვის სამინისტროდან გაათავისუფლეს?
"ეროვნული გმირების ოჯახებს ასე "აფასებენ..." - სოხუმის დახვრეტილი მერის ვაჟი თავდაცვის სამინისტროდან გაათავისუფლეს?

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში და­წყე­ბუ­ლი ოპ­ტი­მი­ზა­ცია, რო­გორც ჩანს, უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ არ ჩა­ივ­ლის. პრო­ცე­სის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს აფხა­ზე­თის ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, გუ­რამ გა­ბეს­კი­რი­ას ვაჟი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ უწყე­ბა­ში 2013 წლი­დან მსა­ხუ­რობ­და.

ვლა­დი­მერ გა­ბეს­კი­რია: "გუ­შინ, (13 დე­კემ­ბერს) ოპ­ტი­მი­ზა­ცია და­ი­წყო, პირ­ვე­ლი მე გა­მო­მი­ძა­ხეს და მი­თხრეს, რომ სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ვარ... ეროვ­ნულ გვარ­დი­ა­ში, 2013 წლი­დან ვმუ­შა­ობ, ადრე ეს იყო, და­გეგ­მვის ოფი­ცე­რი, შემ­დეგ კი, შტა­ტე­ბი შე­იც­ვა­ლა და უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლის­ტის პო­ზი­ცი­ა­ზე ვი­ყა­ვი... მი­ზე­ზი არც აუხ­სნი­ათ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს ოპ­ტი­მი­ზა­ცია იყო.

- ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის ფარ­გლებ­ში და­თხოვ­ნილ პი­რებს ფუ­ლად კომ­პენ­სა­ცი­ას სთა­ვა­ზო­ბენ, თქვენ­თვის არ შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბი­ათ?

- არა, ფუ­ლად კომ­პენ­სა­ცი­ას სამ­ხედ­რო პი­რებს შეჰ­პირ­დნენ. მე სა­მო­ქა­ლა­ქო პირი ვარ და არა­ნა­ი­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა არ მე­კუთ­ვნის. რო­გორც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როს­მა და­ვით ბეჟაშ­ვილ­მა მი­თხრა, მგო­ნი, ორი თვის ხელ­ფა­სი გე­კუთ­ვნი­სო... რა თქმა უნდა, ყვე­ლა ჩემს თა­ნამ­შრო­მელს წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ, მაგ­რამ პირ­ვე­ლი, რა­ტომ­ღაც ჩემ­გან და­ი­წყეს... მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ვა­გე­ბი­ნო, რომ ჩვენს სა­ხელ­მწი­ფო­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რე­ბის ოჯა­ხებს ასე "აფა­სე­ბენ".

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ბეს­კი­რია კვლავ დაგ­ვი­კავ­შირ­და და გვი­ამ­ბო: "ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, და­მი­რე­კეს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან და მკი­თხეს ამის შე­სა­ხებ, - მე და­ვუ­დას­ტუ­რე, რომ გუ­შინ დი­ლით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როს­მა, და­ვით ბეჟაშ­ვილ­მა მი­თხრა, რომ ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის ფარ­გლებ­ში მი­წევ­და სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლა და შე­საძ­ლო იყო, კომ­პენ­სა­ცია ამე­ღო, ორი ან ერთი თვის ხელ­ფა­სის სა­ხით... თუმ­ცა დღეს, თავ­დაც­ვი­დან ვინც და­მი­რე­კა, მი­თხრა რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა... გა­ვუ­მე­ო­რე ჩემს მიერ ზე­მოთ­ქმუ­ლი, რის შემ­დე­გაც მი­თხრეს, რომ ყვე­ლა­ფერს გა­არ­კვევ­დნენ, თან დას­ძი­ნეს, რომ ამ­ბა­ვი, ჩემი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და და მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­მი­რე­კავ­დნენ... ჯერ­ჯე­რო­ბით არ და­უ­რე­კავთ და კვლავ ვე­ლო­დე­ბი" - გან­მარ­ტა გა­ბეს­კი­რი­ამ.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, ვლა­დი­მერ გა­ბეს­კი­რი­ას სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყოფს. სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბით, - " ზო­გა­დად, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ, რა­მაც რო­გორც ჩანს, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა. ჩვენ გა­და­ვა­მოწ­მეთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და ეს შტა­ტი გა­უქ­მე­ბუ­ლი არ არის, ვლა­დი­მერ გა­ბეს­კი­რია რჩე­ბა აღ­ნიშ­ნულ პო­ზი­ცი­ა­ზე... თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის ფარ­გლებ­შიც არ ეხე­ბა გმი­რე­ბის შვი­ლებ­სა და ოჯა­ხის წევ­რებს. არც ერთ მათ­განს არ მო­უ­წევს სამ­სა­ხუ­რის და­ტო­ვე­ბა" - გან­გვი­მარ­ტეს სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­ში.

***

აქვე, მკი­თხველს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის გუ­რამ გა­ბეს­კი­რი­ას მიერ გან­ვლილ გზა­სა და იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს შე­ვახ­სე­ნებთ, რომ­ლი­თაც ის სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლო­ეს ის­ტო­რი­ა­ში გმი­რის სა­ხე­ლით შე­ვი­და...

გუ­რამ გა­ბეს­კი­რია, 1992 წელს სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის პე­რი­ოდ­ში და­ი­ნიშ­ნა ქ. სო­ხუ­მის მე­რად. იყო აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის თავ­დაც­ვის საბ­ჭოს წევ­რი და მი­ე­ნი­ჭა სამ­ხედ­რო წო­დე­ბა - პოლ­კოვ­ნი­კი. სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლია ვახ­ტანგ გორ­გას­ლის I ხა­რის­ხის ორ­დე­ნით.

1993 წლის 16 სექ­ტემ­ბერს სო­ხუ­მის­თვის გა­დამ­წყვე­ტი ბრძო­ლა და­ი­წყო, რა­საც წინ უძღო­და 27 ივ­ლისს სო­ჭის ცნო­ბი­ლი შე­თან­ხე­ბა ცე­ცხლის შე­წყვე­ტი­სა და სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის კონ­ფლიქ­ტის ზო­ნი­დან გაყ­ვა­ნის შე­სა­ხებ, რაც სე­პა­რა­ტის­ტებ­მა და­არ­ღვი­ეს. აფხაზ­თა არ­ტი­ლე­რი­ამ, რო­მე­ლიც, წე­სით, რუს სამ­ხედ­რო დამ­კვირ­ვებ­ლებს უნდა ეკონ­ტრო­ლე­ბი­ნათ, ცე­ცხლი გახ­სნა. ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი იე­რი­ში მი­ი­ტა­ნეს სო­ხუმ­ზე რო­გორც ზღვი­დან, ასე­ვე ჰა­ე­რი­დან და ხმე­ლე­თი­დან.

აფხაზ­თა მხარ­და­ჭე­რას რუ­სე­თის ავი­ა­ცია ახორ­ცი­ე­ლებ­და. მძი­მე შე­ი­ა­რა­ღე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნილ­მა ქარ­თულ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა სო­ხუ­მის დაც­ვა მხო­ლოდ 11 დღე შეძ­ლეს. 27 სექ­ტემ­ბერს დი­ლის 9 სა­ათ­ზე აფხა­ზე­თის უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ, ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვამ ტრა­დი­ცი­უ­ლი თათ­ბი­რი ჩა­ა­ტა­რა, თა­ნამ­შრომ­ლებს და­ვა­ლე­ბე­ბი მის­ცა და მუ­შა­ო­ბას შე­უდ­გა. თუმ­ცა, 12 სა­ათ­ზე მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ მთავ­რო­ბის სახ­ლის იე­რი­ში და­ი­წყო...

რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ, სე­პა­რა­ტის­ტებ­მა ტყვედ აიყ­ვა­ნეს აფხა­ზე­თის უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვა, გუ­რამ გა­ბეს­კი­რია, მა­მია ალა­სა­ნია (ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მამა), რაულ ეშბა და მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს 30-მდე თა­ნამ­შრო­მე­ლი, რომ­ლე­ბიც სე­პა­რა­ტის­ტებ­მა დახ­ვრი­ტეს. 27 სექ­ტემ­ბერს სო­ხუ­მი და­ე­ცა, 29 სექ­ტემ­ბერს ოჩამ­ჩი­რე, ხოლო 30 სექ­ტემ­ბერს გალი, რი­თაც აფხა­ზე­თი სე­პა­რა­ტის­ტე­ბის ხელ­ში გა­და­ვი­და.

შემ­დეგ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ გუ­რამ გა­ბეს­კი­რია, 1993 წლის 27 სექ­ტემ­ბერს სო­ხუმ­ში, თა­ნა­მებ­რძო­ლებ­თან ერ­თად დახ­ვრი­ტეს. არ­სე­ბობს ვი­დე­ო­კად­რე­ბი, სა­დაც კარ­გად ის­მის ეროვ­ნუ­ლი გმი­რის სი­ტყვე­ბი, რო­დე­საც მას მი­მარ­თა­ვენ: "და­ი­ჩო­ქე და შე­ა­გი­ნე ქარ­თვე­ლებს!"

- Никогда в жизни! - იყო მე­რის პა­სუ­ხი. მას მერე, იგი არა­ვის უნა­ხავს... ეს იყო სო­ხუ­მის და­ცე­მის დღე, 1993 წლის 27 სექ­ტემ­ბე­რი...

მა­რი­ამ რო­ბა­ქი­ძე

AMBEBI.GE

"ეროვნული გმირების ოჯახებს ასე "აფასებენ..." - სოხუმის დახვრეტილი მერის ვაჟი თავდაცვის სამინისტროდან გაათავისუფლეს?

"ეროვნული გმირების ოჯახებს ასე "აფასებენ..." - სოხუმის დახვრეტილი მერის ვაჟი თავდაცვის სამინისტროდან გაათავისუფლეს?

თავდაცვის სამინისტროში დაწყებული ოპტიმიზაცია, როგორც ჩანს, უმტკივნეულოდ არ ჩაივლის. პროცესის დაწყებისთანავე, ეროვნული გვარდიიდან გაათავისუფლეს აფხაზეთის ეროვნული გმირის, გურამ გაბესკირიას ვაჟი, რომელიც აღნიშნულ უწყებაში 2013 წლიდან მსახურობდა.

ვლადიმერ გაბესკირია: "გუშინ, (13 დეკემბერს) ოპტიმიზაცია დაიწყო, პირველი მე გამომიძახეს და მითხრეს, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული ვარ... ეროვნულ გვარდიაში, 2013 წლიდან ვმუშაობ, ადრე ეს იყო, დაგეგმვის ოფიცერი, შემდეგ კი, შტატები შეიცვალა და უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე ვიყავი... მიზეზი არც აუხსნიათ, სავარაუდოდ, ეს ოპტიმიზაცია იყო.

- ოპტიმიზაციის ფარგლებში დათხოვნილ პირებს ფულად კომპენსაციას სთავაზობენ, თქვენთვის არ შემოუთავაზებიათ?

- არა, ფულად კომპენსაციას სამხედრო პირებს შეჰპირდნენ. მე სამოქალაქო პირი ვარ და არანაირი ანაზღაურება არ მეკუთვნის. როგორც ადმინისტრაციის უფროსმა დავით ბეჟაშვილმა მითხრა, მგონი, ორი თვის ხელფასი გეკუთვნისო... რა თქმა უნდა, ყველა ჩემს თანამშრომელს წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ პირველი, რატომღაც ჩემგან დაიწყეს... მინდა საზოგადოებას გავაგებინო, რომ ჩვენს სახელმწიფოში საქართველოს ეროვნული გმირების ოჯახებს ასე "აფასებენ".

მოგვიანებით გაბესკირია კვლავ დაგვიკავშირდა და გვიამბო: "ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, დამირეკეს თავდაცვის სამინისტროდან და მკითხეს ამის შესახებ, - მე დავუდასტურე, რომ გუშინ დილით, ადმინისტრაციის უფროსმა, დავით ბეჟაშვილმა მითხრა, რომ ოპტიმიზაციის ფარგლებში მიწევდა სამსახურიდან წასვლა და შესაძლო იყო, კომპენსაცია ამეღო, ორი ან ერთი თვის ხელფასის სახით... თუმცა დღეს, თავდაცვიდან ვინც დამირეკა, მითხრა რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება... გავუმეორე ჩემს მიერ ზემოთქმული, რის შემდეგაც მითხრეს, რომ ყველაფერს გაარკვევდნენ, თან დასძინეს, რომ ამბავი, ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამებოდა და მოგვიანებით დამირეკავდნენ... ჯერჯერობით არ დაურეკავთ და კვლავ ველოდები" - განმარტა გაბესკირიამ.

თავდაცვის სამინისტრო, ვლადიმერ გაბესკირიას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას უარყოფს. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, - " ზოგადად, გავრცელდა ინფორმაცია, ოპტიმიზაციის შესახებ, რამაც როგორც ჩანს, თანამშრომლები შეცდომაში შეიყვანა. ჩვენ გადავამოწმეთ აღნიშნული ინფორმაცია და ეს შტატი გაუქმებული არ არის, ვლადიმერ გაბესკირია რჩება აღნიშნულ პოზიციაზე... თავდაცვის სამინისტრო, ოპტიმიზაციის ფარგლებშიც არ ეხება გმირების შვილებსა და ოჯახის წევრებს. არც ერთ მათგანს არ მოუწევს სამსახურის დატოვება" - განგვიმარტეს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურში.

***

აქვე, მკითხველს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას მიერ განვლილ გზასა და იმ საბედისწერო დღეს შევახსენებთ, რომლითაც ის საქართველოს უახლოეს ისტორიაში გმირის სახელით შევიდა...

გურამ გაბესკირია, 1992 წელს საომარი მოქმედებების პერიოდში დაინიშნა ქ. სოხუმის მერად. იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს წევრი და მიენიჭა სამხედრო წოდება - პოლკოვნიკი. სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

1993 წლის 16 სექტემბერს სოხუმისთვის გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყო, რასაც წინ უძღოდა 27 ივლისს სოჭის ცნობილი შეთანხება ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, რაც სეპარატისტებმა დაარღვიეს. აფხაზთა არტილერიამ, რომელიც, წესით, რუს სამხედრო დამკვირვებლებს უნდა ეკონტროლებინათ, ცეცხლი გახსნა. ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე როგორც ზღვიდან, ასევე ჰაერიდან და ხმელეთიდან.

აფხაზთა მხარდაჭერას რუსეთის ავიაცია ახორციელებდა. მძიმე შეიარაღების გარეშე დარჩენილმა ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა სოხუმის დაცვა მხოლოდ 11 დღე შეძლეს. 27 სექტემბერს დილის 9 საათზე აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჟიული შარტავამ ტრადიციული თათბირი ჩაატარა, თანამშრომლებს დავალებები მისცა და მუშაობას შეუდგა. თუმცა, 12 საათზე მოწინააღმდეგემ მთავრობის სახლის იერიში დაიწყო...

რამდენიმესაათიანი ბრძოლის შემდეგ, სეპარატისტებმა ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია, მამია ალასანია (ირაკლი ალასანიას მამა), რაულ ეშბა და მინისტრთა საბჭოს 30-მდე თანამშრომელი, რომლებიც სეპარატისტებმა დახვრიტეს. 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა, 29 სექტემბერს ოჩამჩირე, ხოლო 30 სექტემბერს გალი, რითაც აფხაზეთი სეპარატისტების ხელში გადავიდა.

შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურამ გაბესკირია, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმში, თანამებრძოლებთან ერთად დახვრიტეს. არსებობს ვიდეოკადრები, სადაც კარგად ისმის ეროვნული გმირის სიტყვები, როდესაც მას მიმართავენ: "დაიჩოქე და შეაგინე ქართველებს!"

- Никогда в жизни! - იყო მერის პასუხი. მას მერე, იგი არავის უნახავს... ეს იყო სოხუმის დაცემის დღე, 1993 წლის 27 სექტემბერი...

მარიამ რობაქიძე

AMBEBI.GE

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?