პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გენერალურ შტაბს ახალი უფროსი ჰყავს - ვლადიმერ ჩაჩიბაიას განათლება და სამუშაო გამოცდილება
გენერალურ შტაბს ახალი უფროსი ჰყავს -  ვლადიმერ ჩაჩიბაიას განათლება და სამუშაო გამოცდილება

შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გენშტაბს ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ჰყავს. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძე გა­და­ა­ყე­ნა და ამა­ვე თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ბრი­გა­დის გე­ნე­რა­ლი ვლა­დი­მერ ჩა­ჩი­ბა­ია და­ნიშ­ნა.

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორი­ვე გან­კარ­გუ­ლე­ბა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა დღეს გა­მოს­ცა. გან­კარ­გუ­ლე­ბებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 73-ე მუხ­ლის მე-3 პუნ­ქტის შე­სა­ბა­მი­სად მი­ი­ღო.

ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზე­ზად უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­დის ამო­წურ­ვა სა­ხელ­დე­ბა. შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გენშტა­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძის თქმით, ის მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას, ნა­ტო­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ სამ­ხედ­რო წარ­მო­მად­გენ­ლად აპი­რებს.

გე­ნე­რალ-მა­ი­ორ ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძე, გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სის თა­ნა­მე­ბო­ბას, 2013 წლის 22 ნო­ემ­ბი­დან იკა­ვებ­და. "არის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, ნა­ტო­ში მთა­ვარ სამ­ხედ­რო წარ­მო­მად­გენ­ლად წა­ვი­დე. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევრ კარგ, სა­სი­კე­თო საქ­მეს გა­ვა­კე­თებ", -გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძემ.

ვლა­დი­მერ ჩა­ჩი­ბა­ი­ას გა­ნათ­ლე­ბა:

1994 წელს და­ამ­თავ­რა სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო აკა­დე­მია. 1999 წელს მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სე­ბი გა­ი­ა­რა აშშ-ის ქვე­ით ოფი­ცერ­თა სკო­ლა­ში, ფორტ ბე­ნინ­გი, ჯორ­ჯია. 2002 - 2003 წლებ­ში გა­ი­ა­რა აშშ-ის სა­მე­თა­უ­რეო და გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ოცი­ცერ­თა კურ­სი, ხოლო 2007 -2008 წლებ­ში აშშ-ის არ­მი­ის ომის კო­ლე­ჯი.

სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა:

1989-1991 რი­გი­თი, სამ­ხედ­რო სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბი, სსრკ, სა­ქარ­თვე­ლო

1991-1992 სერ­ჟან­ტი, ეროვ­ნუ­ლი გვარ­დია

1992-1993 – ოცე­უ­ლის მე­თა­უ­რი, ეროვ­ნუ­ლი გვარ­დია

1993-1994 - სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ის კურ­სან­ტი

1994-1995 - ქვე­ი­თი ოცე­უ­ლის მე­თა­უ­რი, 25-ე ქვე­ი­თი ბრი­გა­და

1995-1996 - დაზ­ვერ­ვის ბა­ტა­ლი­ო­ნი, AGS-17 ოც­მე­თა­უ­რი

1996-1998 - დაზ­ვერ­ვის ბა­ტა­ლი­ო­ნის ას­მე­თა­უ­რის მო­ად­გი­ლე

1998-1999 - ცალ­კე­უ­ლი დაზ­ვერ­ვის ბა­ტა­ლი­ო­ნის შ-3 ოფი­ცე­რი (ტო­პოგ­რა­ფი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი)

1999-2000 - სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ძა­ლე­ბი ინ­სტრუქ­ტორ­თა ჯგუ­ფის მე­თა­უ­რის მო­ად­გი­ლე (შე­ი­ა­რა­ღე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი)

2000-2001 - სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ძა­ლე­ბი საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნის ოფი­ცე­რი

2001-2002 - G-2 ის უფ­რო­სი, სპეც. და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ბრი­გა­და

2002-2003 – პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის ოფი­ცე­რი, სპეც. და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ბრი­გა­და

2003-2005 - პირ­ვე­ლი ქვე­ი­თი ბრი­გა­დის შტა­ბის უფ­რო­სი

2004 – ქარ­თუ­ლი სამ­შვი­დო­ბო კონ­ტი­გენ­ტის მე­თა­უ­რი ერაყ­ში

2005 – მე­სა­მე ქვე­ი­თი ბრი­გა­დის მე­თა­უ­რი

2005-2006 გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ჟ-3 დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი

2006 - სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის შტა­ბის უფ­რო­სი და სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის სარ­დლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი

2006 - გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე

2007 - გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ჟ-3 დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი

2008 სექ­ტემ­ბე­რი – ნო­ემ­ბე­რი – სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის გა­ნათ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი

2008 წლის ნო­ემ­ბე­რი - 2009 წლის მარ­ტი - შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის უფ­რო­სი.

2009 წელს ვლა­დი­მერ ჩა­ჩი­ბა­ია თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ველ მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა, 2012 წლის დე­კემ­ბრი­დან დღემ­დე კი გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სი მო­ად­გი­ლის პოსტს იკა­ვებს.

ლალი პა­პას­კი­რი

სამ­ხედ­რო-ანა­ლიტ­კუ­რი ჟურ­ნა­ლი "არ­სე­ნა­ლი"

გენერალურ შტაბს ახალი უფროსი ჰყავს - ვლადიმერ ჩაჩიბაიას განათლება და სამუშაო გამოცდილება

გენერალურ შტაბს ახალი უფროსი ჰყავს -  ვლადიმერ ჩაჩიბაიას განათლება და სამუშაო გამოცდილება

შეიარაღებული ძალების გენშტაბს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გადააყენა და ამავე თანამდებობაზე ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია დანიშნა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორივე განკარგულება გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამოსცა. განკარგულებებში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილებები საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიიღო.

ვახტანგ კაპანაძის გათავისუფლების მიზეზად უფლებამოსილების ვადის ამოწურვა სახელდება. შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსის, ვახტანგ კაპანაძის თქმით, ის მუშაობის გაგრძელებას, ნატოში საქართველოს მთავარ სამხედრო წარმომადგენლად აპირებს.

გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძე, გენერალური შტაბის უფროსის თანამებობას, 2013 წლის 22 ნოემბიდან იკავებდა. "არის შემოთავაზება, ნატოში მთავარ სამხედრო წარმომადგენლად წავიდე. დარწმუნებული ვარ, ბევრ კარგ, სასიკეთო საქმეს გავაკეთებ", -განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

ვლადიმერ ჩაჩიბაიას განათლება:

1994 წელს დაამთავრა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემია. 1999 წელს მოსამზადებელი კურსები გაიარა აშშ-ის ქვეით ოფიცერთა სკოლაში, ფორტ ბენინგი, ჯორჯია. 2002 - 2003 წლებში გაიარა აშშ-ის სამეთაურეო და გენერალური შტაბის ოციცერთა კურსი, ხოლო 2007 -2008 წლებში აშშ-ის არმიის ომის კოლეჯი.

სამუშაო გამოცდილება:

1989-1991 რიგითი, სამხედრო საჰაერო ძალები, სსრკ, საქართველო

1991-1992 სერჟანტი, ეროვნული გვარდია

1992-1993 – ოცეულის მეთაური, ეროვნული გვარდია

1993-1994 - სამხედრო აკადემიის კურსანტი

1994-1995 - ქვეითი ოცეულის მეთაური, 25-ე ქვეითი ბრიგადა

1995-1996 - დაზვერვის ბატალიონი, AGS-17 ოცმეთაური

1996-1998 - დაზვერვის ბატალიონის ასმეთაურის მოადგილე

1998-1999 - ცალკეული დაზვერვის ბატალიონის შ-3 ოფიცერი (ტოპოგრაფიული სამსახურის უფროსი)

1999-2000 - სწრაფი რეაგირების ძალები ინსტრუქტორთა ჯგუფის მეთაურის მოადგილე (შეიარაღების სპეციალისტი)

2000-2001 - სწრაფი რეაგირების ძალები საბრძოლო მზადყოფნის ოფიცერი

2001-2002 - G-2 ის უფროსი, სპეც. დანიშნულების ბრიგადა

2002-2003 – პირადი შემადგენლობის ოფიცერი, სპეც. დანიშნულების ბრიგადა

2003-2005 - პირველი ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი

2004 – ქართული სამშვიდობო კონტიგენტის მეთაური ერაყში

2005 – მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაური

2005-2006 გენერალური შტაბის ჟ-3 დეპარტამენტის უფროსი

2006 - სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი და სახმელეთო ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი

2006 - გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე

2007 - გენერალური შტაბის ჟ-3 დეპარტამენტის უფროსი

2008 სექტემბერი – ნოემბერი – საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი

2008 წლის ნოემბერი - 2009 წლის მარტი - შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი.

2009 წელს ვლადიმერ ჩაჩიბაია თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა, 2012 წლის დეკემბრიდან დღემდე კი გენერალური შტაბის უფროსი მოადგილის პოსტს იკავებს.

ლალი პაპასკირი

სამხედრო-ანალიტკური ჟურნალი "არსენალი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე