პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო საველე მეთაური "მოტოროლა" და განახლდება თუ არა უკრაინაში ომი მისი მკვლელობის გამო
ვინ იყო საველე მეთაური "მოტოროლა" და განახლდება თუ არა უკრაინაში ომი მისი მკვლელობის გამო

უკ­რა­ი­ნა­ში სე­პა­რა­ტის­ტთა ცნო­ბი­ლი სა­ვე­ლე მე­თა­უ­რი, მეტ­სა­ხე­ლად "მო­ტო­რო­ლა" მოკ­ლეს. ეს ინ­ფორ­მა­ცია თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის მე­თა­ურ­მა ალექ­სან­დრე ზა­ხარ­ჩენ­კომ უკვე და­ა­დას­ტუ­რა.

არ­სე­ნი პავ­ლო­ვი, იგი­ვე "მო­ტო­რო­ლა" თვით­ნა­კე­თი ბომ­ბის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად 16 ოქ­ტომ­ბერს მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ლიფ­ტში აა­ფეთ­ქეს (იხი­ლეთ ვი­დეო შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან). ცნო­ბი­ლი სა­ვე­ლე მე­თა­უ­რის მკვლე­ლო­ბას დო­ნეცკ­ში უკ­რა­ი­ნის დი­ვერ­სი­ულ-სა­დაზ­ვერ­ვო ჯგუ­ფის ნა­მოქ­მე­და­რი უწო­დეს. კი­ევ­მა ეს ბრალ­დე­ბა უარ­ყო და მის და­ღუპ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ვერ­სი­ად, ერ­თმა­ნეთ­ზე მტრუ­ლად გა­და­კი­დე­ბუ­ლი სე­პა­რა­ტის­ტე­ბის ნა­მოქ­მე­და­რი უწო­და. არ­სე­ნი პავ­ლო­ვი, იგი­ვე, "მო­ტო­რო­ლა", რუ­სე­თის არ­მი­ა­ში მსა­ხუ­რობ­და და ჩეჩ­ნე­თის მე­ო­რე ომში იბ­რძო­და.

2014 წელს ის აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­ვი­და, სა­დაც სა­ვე­ლე ქვე­და­ნა­ყოფ "სპარ­ტას" ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის არ­მი­ას სლა­ვი­ანსკის­თან, ილო­ვა­ისკს­თან და დე­ბალ­ცე­ვოს რა­ი­ონ­ში ებ­რძო­და. "მო­ტო­რო­ლა" ცნო­ბი­ლი იყო თა­ვი­სი სი­სას­ტი­კით. მე­ომ­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იგი პი­რა­დად მო­ნა­წი­ლე­ობ­და დაჭ­რი­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის წა­მე­ბა­სა და დახ­ვრე­ტა­ში.

უკ­რა­ი­ნა­ში უკვე ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ "მო­ტო­რო­ლას" სიკ­ვდი­ლი, შე­საძ­ლოა, ახა­ლი ომის და­სა­წყი­სად იქ­ცეს. დო­ნეცკ­ში ცნო­ბი­ლი სა­ვე­ლე მე­თა­უ­რი მოკ­ლეს, რაც, შე­საძ­ლოა, უკ­რა­ი­ნა­ში ბრძო­ლე­ბის გა­ნახ­ლე­ბის მი­ზე­ზი სა­ბა­ბად იქ­ცეს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ გა­სულ კვი­რას დო­ნეც­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით სი­ტუ­ა­ცია უკვე გამ­წვა­ვე­ბუ­ლია. ბოლო დღე­ებ­ში სო­ფელ პო­პას­ნა­ი­ა­ში მდე­ბა­რე სა­ა­ვად­მყო­ფო და­ცხრი­ლეს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ში­შო­ბენ, რომ რუსი სე­პა­რა­ტის­ტი ლი­დე­რის "მკვლე­ლო­ბის" შემ­დეგ, საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­მა ახა­ლი ძა­ლი­ან იფეთ­ქოს.

მა­თი­ვე თქმით, ეს კაცი, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომამ­დე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მრე­ცხა­ვად მუ­შა­ობ­და. მის­გან გმი­რი რუ­სუ­ლი ტე­ლე­არ­ხე­ბის ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა შექ­მნეს, რად­გან "სი­უ­ჟე­ტებ­ში მას ტყვი­ამფრქვე­ვით ხელ­ში, ტერ­მი­ნა­ტო­რი­ვით წელ­ზე­ვით შიშ­ველს იღებ­დნენ... მა­საც გა­უტ­კბა პო­პუ­ლა­რო­ბა და არც ერთი რუს ჟურ­ნა­ლისტს უარს არ ეუბ­ნე­ბო­და..."

თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის თქმით, "მო­ტო­რო­ლა", 2014 წლამ­დე არ­სე­ნი პავ­ლო­ვი რუ­სულ ქა­ლაქ დო­ნის როს­ტოვ­ში ცხოვ­რობ­და. წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი იყო, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მან­ქა­ნის მარ­თვის­თვის. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მან ქა­ლა­ქი, სა­დაც ცოლ-შვი­ლი ჰყავ­და, და­ტო­ვა და უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს შე­ურთდა - პავ­ლო­ვი აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნის ქა­ლა­ქებ­ში მომ­ხრე­ებ­თან ერ­თად ჩა­დი­ო­და და ამ­ბობ­და, რომ უკ­რა­ი­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო უკ­რა­ი­ნე­ლი იყო...

დის­ტან­ცი­უ­რად ამოქ­მე­დე­ბუ­ლი ბომ­ბის შე­დე­გად, ან­დრეი პავ­ლოვ­თან ერ­თად, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი მხა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნულ­მა მხა­რემ "სი­ჩუ­მის" რე­ჟი­მი და­არ­ღვია. "რო­გორც ვხვდე­ბი, პი­ოტრ პო­რო­შენ­კომ ომი გა­მოგ­ვი­ცხა­და. და­ე­ლო­დეთ," - გა­ნა­ცხა­დეს მათ.

საქ­მე ის არის, რომ მხა­რე­ებს შო­რის არა­ერ­თგზის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, ზა­ვის მი­უ­ხე­და­ვად, უკ­რა­ი­ნა­ში ბრძო­ლე­ბი მა­ინც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. იქ მყო­ფი ქარ­თვე­ლე­ბის თქმით, არის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც სრო­ლე­ბი ერთი დღეც არ შე­წყვე­ტი­ლა... არ არ­სე­ბობს ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კა, თუ რამ­დე­ნი ქარ­თვე­ლი მო­ხა­ლი­სე და მებ­რძო­ლი და­იჭ­რა და და­ი­ღუ­პა ამ ბრძო­ლებ­ში, თუმ­ცა, და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 15-მდეა, მათ შო­რის ის ქარ­თვე­ლე­ბიც არი­ან, ვინც სე­პა­რა­ტის­ტე­ბის მხა­რეს იბ­რძო­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ზღვარ­გა­რეთ უკა­ნო­ნო ფორ­მი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, წვრთნა ან მო­წო­დე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით და­ის­ჯე­ბა (ეს ეხე­ბა, რო­გორც სი­რი­ა­სა და ერაყს, ასე­ვე უკ­რა­ი­ნას), მაგ­რამ და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნა­ში მა­ინც 100-ზე მეტი ქარ­თვე­ლი იმ­ყო­ფე­ბა.

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში ქარ­თვე­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზრი არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნია, - ერთი ნა­წი­ლის თქმით, - ქარ­თვე­ლებ­მა "სხვის ომში" არ უნდა იბ­რძო­ლონ, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ქარ­თულ გე­ნო­ფონდს გაფრ­თხი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა; სხვე­ბის თქმით, - უკ­რა­ი­ნა­ში, ახლა სა­ქარ­თვე­ლოს ბედი წყდე­ბა და გარ­და ამი­სა, 90-იანი წლე­ბის აფხა­ზე­თის ომში უნა-უნ­სოს უკ­რა­ი­ნე­ლი მებ­რძო­ლე­ბი ბო­ლომ­დე გვედგნენ გვერ­დში.

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომს სამ­ხედ­რო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი უკვე უწო­დე­ბენ "დრო­ში უსაშ­ვე­ლოდ გა­წე­ლილ ომს". ამ აზრს იქ მყო­ფი სამ­ხედ­რო­ე­ბიც იზი­ა­რე­ბენ.

ლალი პა­პას­კი­რი

"არ­სე­ნა­ლი"

ვინ იყო საველე მეთაური "მოტოროლა" და განახლდება თუ არა უკრაინაში ომი მისი მკვლელობის გამო

ვინ იყო საველე მეთაური "მოტოროლა" და განახლდება თუ არა უკრაინაში ომი მისი მკვლელობის გამო

უკრაინაში სეპარატისტთა ცნობილი საველე მეთაური, მეტსახელად "მოტოროლა" მოკლეს. ეს ინფორმაცია თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა ალექსანდრე ზახარჩენკომ უკვე დაადასტურა.

არსენი პავლოვი, იგივე "მოტოროლა" თვითნაკეთი ბომბის აფეთქების შედეგად 16 ოქტომბერს მისი საცხოვრებელი სახლის ლიფტში ააფეთქეს (იხილეთ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან). ცნობილი საველე მეთაურის მკვლელობას დონეცკში უკრაინის დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფის ნამოქმედარი უწოდეს. კიევმა ეს ბრალდება უარყო და მის დაღუპვის სავარაუდო ვერსიად, ერთმანეთზე მტრულად გადაკიდებული სეპარატისტების ნამოქმედარი უწოდა. არსენი პავლოვი, იგივე, "მოტოროლა", რუსეთის არმიაში მსახურობდა და ჩეჩნეთის მეორე ომში იბრძოდა.

2014 წელს ის აღმოსავლეთ უკრაინაში ჩავიდა, სადაც საველე ქვედანაყოფ "სპარტას" ხელმძღვანელობდა, რომელიც უკრაინის არმიას სლავიანსკისთან, ილოვაისკსთან და დებალცევოს რაიონში ებრძოდა. "მოტოროლა" ცნობილი იყო თავისი სისასტიკით. მეომრების ინფორმაციით, იგი პირადად მონაწილეობდა დაჭრილი ჯარისკაცების წამებასა და დახვრეტაში.

უკრაინაში უკვე ვარაუდობენ, რომ "მოტოროლას" სიკვდილი, შესაძლოა, ახალი ომის დასაწყისად იქცეს. დონეცკში ცნობილი საველე მეთაური მოკლეს, რაც, შესაძლოა, უკრაინაში ბრძოლების განახლების მიზეზი საბაბად იქცეს. შეიძლება ითქვას, რომ გასულ კვირას დონეცკის მიმართულებით სიტუაცია უკვე გამწვავებულია. ბოლო დღეებში სოფელ პოპასნაიაში მდებარე საავადმყოფო დაცხრილეს. ადგილობრივები შიშობენ, რომ რუსი სეპარატისტი ლიდერის "მკვლელობის" შემდეგ, საბრძოლო მოქმედებებმა ახალი ძალიან იფეთქოს.

მათივე თქმით, ეს კაცი, რუსეთ-უკრაინის ომამდე ავტომობილების მრეცხავად მუშაობდა. მისგან გმირი რუსული ტელეარხების ჟურნალისტებმა შექმნეს, რადგან "სიუჟეტებში მას ტყვიამფრქვევით ხელში, ტერმინატორივით წელზევით შიშველს იღებდნენ... მასაც გაუტკბა პოპულარობა და არც ერთი რუს ჟურნალისტს უარს არ ეუბნებოდა..."

თანამებრძოლების თქმით, "მოტოროლა", 2014 წლამდე არსენი პავლოვი რუსულ ქალაქ დონის როსტოვში ცხოვრობდა. წარსულში ნასამართლევი იყო, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვისთვის. მოგვიანებით, მან ქალაქი, სადაც ცოლ-შვილი ჰყავდა, დატოვა და უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შეურთდა - პავლოვი აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებში მომხრეებთან ერთად ჩადიოდა და ამბობდა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობით უკმაყოფილო უკრაინელი იყო...

დისტანციურად ამოქმედებული ბომბის შედეგად, ანდრეი პავლოვთან ერთად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. სეპარატისტული მხარის ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ "სიჩუმის" რეჟიმი დაარღვია. "როგორც ვხვდები, პიოტრ პოროშენკომ ომი გამოგვიცხადა. დაელოდეთ," - განაცხადეს მათ.

საქმე ის არის, რომ მხარეებს შორის არაერთგზის გამოცხადებული, ზავის მიუხედავად, უკრაინაში ბრძოლები მაინც მიმდინარეობდა. იქ მყოფი ქართველების თქმით, არის ადგილები, სადაც სროლები ერთი დღეც არ შეწყვეტილა... არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ქართველი მოხალისე და მებრძოლი დაიჭრა და დაიღუპა ამ ბრძოლებში, თუმცა, დაღუპულთა რაოდენობა 15-მდეა, მათ შორის ის ქართველებიც არიან, ვინც სეპარატისტების მხარეს იბრძოდა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მოქალაქეების საზღვარგარეთ უკანონო ფორმირებაში მონაწილეობა, წვრთნა ან მოწოდება თავისუფლების აღკვეთით დაისჯება (ეს ეხება, როგორც სირიასა და ერაყს, ასევე უკრაინას), მაგრამ დაუზუსტებელი ინფორმაციით, უკრაინაში მაინც 100-ზე მეტი ქართველი იმყოფება.

რუსეთ-უკრაინის ომში ქართველების მონაწილეობასთან დაკავშირებით, ქართული საზოგადოების აზრი არაერთგვაროვანია, - ერთი ნაწილის თქმით, - ქართველებმა "სხვის ომში" არ უნდა იბრძოლონ, თუნდაც იმიტომ, რომ ქართულ გენოფონდს გაფრთხილება სჭირდება; სხვების თქმით, - უკრაინაში, ახლა საქართველოს ბედი წყდება და გარდა ამისა, 90-იანი წლების აფხაზეთის ომში უნა-უნსოს უკრაინელი მებრძოლები ბოლომდე გვედგნენ გვერდში.

რუსეთ-უკრაინის ომს სამხედრო სპეციალისტები უკვე უწოდებენ "დროში უსაშველოდ გაწელილ ომს". ამ აზრს იქ მყოფი სამხედროებიც იზიარებენ.

ლალი პაპასკირი

"არსენალი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე