საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქერჩში ნაპოვნი ნეშტის საიდუმლო: "ირაკლი ბადალაშვილი მამაჩემია, მაგრამ მეორე მსოფლიო ომიდან ცოცხალი დაბრუნდა..."
ქერჩში ნაპოვნი ნეშტის საიდუმლო: "ირაკლი ბადალაშვილი მამაჩემია, მაგრამ მეორე მსოფლიო ომიდან ცოცხალი დაბრუნდა..."

რამ­დე­ნი­მე ხნის წინ, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ უკ­რა­ი­ნა­ში, ქა­ლაქ ქერჩში 1943 წელს და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცის ირაკ­ლი ბა­და­ლაშ­ვი­ლის ფერ­ფლი იპო­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რე­ბელ­მა ოლეგ ზუ­ბოვ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მისი თქმით, ინ­ფორ­მა­ცია ქერ­ჩი­დან ერთ-ერ­თმა ქალ­ბა­ტონ­მა მი­ა­წო­და, რო­მე­ლიც სამ­ძებ­რო ჯგუფ­ში მუ­შა­ობს.

"ქერ­ჩი­დან და­მი­რე­კეს, ქალ­ბა­ტონ­მა, რო­მე­ლიც სამ­ძებ­რო ჯგუფ­ში მუ­შა­ობს, ირაკ­ლი ნი­კო­ლო­ზის ძე ბა­და­ლაშ­ვი­ლის ფერ­ფლი იპო­ვა, რო­მე­ლიც უგზო-უკვლოდ და­ი­კარ­გა (05.12.1943). მის მიერ ნა­პოვ­ნი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ის ბოლ­ნი­სის რა­ი­ო­ნი­დან იყო, სო­ფელ წი­თელ­სოფ­ლი­დან. იქ­ნებ შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს, ვი­პო­ვოთ მისი შთა­მო­მავ­ლე­ბი ან ნა­თე­სა­ვე­ბი ფე­ის­ბუქ­ში. თუკი ვერ ვი­პო­ვით აქ, მა­შინ იქ­ნებ ბოლ­ნის­ში გა­ვემ­გზავ­როთ. გთხოვთ გა­ა­ზი­ა­როთ ეს ამ­ბა­ვი. ვფიქ­რობ, კარგ საქ­მეს გა­ვა­კე­თებთ, თუკი ჩვენ ამ ჯა­რის­კა­ცის შვი­ლიშ­ვი­ლებს ან შვილ­თაშ­ვი­ლებს, ბა­ბუ­ის საფ­ლავს ვა­პოვ­ნი­ნებთ", - წერ­და ზუ­ბო­ვი.

ჩვენ შე­ვე­ცა­დეთ, დე­ტა­ლე­ბი გაგ­ვერ­კვია და მის ოჯახს, ბოლ­ნის­ში და­ვუ­კავ­შირ­დით.

ნიკო ბა­და­ლაშ­ვი­ლი:

- ფო­ტო­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი კაცი, ნამ­დვი­ლად მა­მა­ჩე­მია. ომის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, 1947 წელს, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და, ხელ­სა და ფეხ­ში იყო დაჭ­რი­ლი. ტყვია მუც­ლის ღრუ­ში ჰქონ­და და ღვიძ­ლიც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და. ქერ­ჩის ბრძო­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მაგ­რამ შემ­დეგ სამი წელი გერ­მა­ნი­ა­ში იყო ტყვედ... სამ­ხედ­რო კო­მი­სა­რი­ა­ტი­დან გა­მო­ვი­თხო­ვე ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია და უკ­რა­ი­ნა­ში გავ­გზავ­ნე. საქ­მე ის არის, რომ მათ მიერ გა­მოგ­ზავ­ნილ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შიც ყვე­ლა­ფე­რი ემ­თხვე­ვა, - დედ-მა­მის სა­ხე­ლი, მი­სა­მარ­თი, და­ბა­დე­ბის წელი, ტყვე­ო­ბა­ში ყოფ­ნის, შემ­დეგ კი, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ო­დი... შე­საძ­ლოა, რა­ღაც დროს, საბ­რძო­ლო ვი­თა­რე­ბა­ში უბ­რა­ლოდ, ამო­უც­ვივ­და ჯი­ბი­დან, შემ­დეგ კი, მისი სა­ბუ­თე­ბი სხვა და­ღუ­პულ­თან აღ­მოჩ­ნდა.

ამის შემ­დეგ, ოლეგ ზუ­ბო­ვის დახ­მა­რე­ბით, ყი­რიმ­ში მყოფ სამ­ძებ­რო კო­მი­სი­ა­საც და­ვუ­კავ­შირ­დით.

ნა­ტა­ლია დზუ­ბა, კო­მი­სი­ის წევ­რი:

- ერთ წელ­ზე მე­ტია, ყი­რიმ­ში, ის სა­მარ­ხი გავ­ხსე­ნით, რო­მე­ლიც II მსოფ­ლიო ომის დროს უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ ჯა­რის­კა­ცებს ეკუთ­ვნო­დათ. სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლებს ხე­ლახ­ლა ვეც­ნო­ბით და მო­ნა­ცე­მებს, იქ ნა­პოვ­ნი პი­რა­დი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის, მე­და­ლი­ო­ნე­ბის, ჯა­რის­კა­ცის "ჟე­ტო­ნე­ბის" მი­ხედ­ვით ვა­ზუს­ტებთ... ეს ფო­ტოც სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლებ­ში ვი­პო­ვეთ. სა­მარ­ხის გახ­სნი­სას პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი გვა­რი, ბა­და­ლაშ­ვი­ლი შეგ­ვხვდა და მის ნა­თე­სა­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბას შე­ვე­ცა­დეთ, - სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დავ­წე­რე, ქერჩში ნა­პოვ­ნია ირაკ­ლი ბა­და­ლაშ­ვი­ლის ნეშ­ტი და სა­ქარ­თვე­ლო­ში, მის ოჯახ­თან და­კავ­ში­რე­ბას ვცდი­ლობთ-მეთ­ქი. ქალ­ბა­ტო­ნი სუ­ზა­ნა კი­რა­კო­ზი­ა­ნი გა­მო­მეხ­მა­უ­რა, - ამ­ჟა­მად ნო­ვო­რი­სი­ის­კში მცხოვ­რობ, მაგ­რამ წარ­მო­შო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­დან ვარ და და­გეხ­მა­რე­ბიო. ჯერ თა­ვად და­ი­წყო ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა, შემ­დეგ კი, უკ­რა­ი­ნელ ოლეგ ზუ­ბოვ­საც სთხო­ვა დახ­მა­რე­ბა, რო­მელ­საც ბევ­რი ქარ­თვე­ლი მე­გო­ბა­რი ჰყავს... რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, ფო­ტო­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი სამ­ხედ­რო შინ ცო­ცხა­ლი დაბ­რუნ­და. ანუ მუ­შა­ო­ბას გან­ვაგ­რძობთ, თუ ვის ეკუთ­ვნის აქ ნა­პოვ­ნი ნეშ­ტი... თა­ვად ქერჩში ვცხოვ­რობ და წლე­ბია, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის თე­მა­ზე ვმუ­შა­ობ. ძა­ლი­ან ცუ­დია, რომ ინ­ტერ­ნეტ­ში ძა­ლი­ან მცი­რე ინ­ფორ­მა­ცი­აა კონ­კრე­ტუ­ლად და­ღუ­პუ­ლებ­სა და ბრძო­ლებ­ზე. არა­ერ­თი წიგ­ნი მაქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი და ახლა ძებ­ნით სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩა­ვერ­თე...

ქერ­ჩის ტრა­გე­დია მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს მოხ­და, რო­დე­საც ქერ­ჩის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე ფა­შის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის ჯა­რე­ბი თავს და­ეს­ხა საბ­ჭო­თა ჯა­რებს, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი იყო ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლე­ბით.

1942 წლის მა­ის­ში, ფა­შის­ტურ­მა გერ­მა­ნი­ამ და­ი­წყო სწრა­ფი ოპე­რა­ცია საბ­ჭო­თა არ­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლიც იცავ­და ქერ­ჩის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულს, ყი­რიმს, უკ­რა­ი­ნის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში. ოპე­რა­ცია და­ი­წყო 1942 წლის 8 მა­ისს და დას­რულ­და 1942 წლის 18 მა­ისს საბ­ჭო­თა ჯა­რე­ბის სრუ­ლი გა­ნად­გუ­რე­ბით. საბ­ჭო­თა ქარ­თუ­ლი რაზ­მე­ბი, ფელდმარ­შალ ერიხ ფონ მან­შტა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ალ­ყა­ში მო­ექ­ცნენ და მო­ი­ე­რი­შე თვითმფრი­ნა­ვე­ბი­დან და­ბომბვის ქვეშ მოხ­ვდნენ. ჯა­რის­კა­ცებ­მა ზღვით სცა­დეს უკან და­ხე­ვა, მაგ­რამ ამა­ოდ. სა­ბო­ლო­ოდ, 10-დღი­ა­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ, იქ და­ახ­ლო­ე­ბით, 120 ათა­სი ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცი და­ი­ღუ­პა.

ლალი პა­პას­კი­რი

"არ­სე­ნა­ლი"

თუ გსურთ გვი­ამ­ბოთ ქერჩში და­კარ­გუ­ლი თქვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის ის­ტო­რი­ე­ბი, დაგ­ვი­კავ­შირ­დით ცხე­ლი ხა­ზის ნო­მერ­ზე 577 111130

ქერჩში ნაპოვნი ნეშტის საიდუმლო: "ირაკლი ბადალაშვილი მამაჩემია, მაგრამ მეორე მსოფლიო ომიდან ცოცხალი დაბრუნდა..."

ქერჩში ნაპოვნი ნეშტის საიდუმლო: "ირაკლი ბადალაშვილი მამაჩემია, მაგრამ მეორე მსოფლიო ომიდან ცოცხალი დაბრუნდა..."

რამდენიმე ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში, ქალაქ ქერჩში 1943 წელს დაკარგული ქართველი ჯარისკაცის ირაკლი ბადალაშვილის ფერფლი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის მომხმარებელმა ოლეგ ზუბოვმა გამოაქვეყნა. მისი თქმით, ინფორმაცია ქერჩიდან ერთ-ერთმა ქალბატონმა მიაწოდა, რომელიც სამძებრო ჯგუფში მუშაობს.

"ქერჩიდან დამირეკეს, ქალბატონმა, რომელიც სამძებრო ჯგუფში მუშაობს, ირაკლი ნიკოლოზის ძე ბადალაშვილის ფერფლი იპოვა, რომელიც უგზო-უკვლოდ დაიკარგა (05.12.1943). მის მიერ ნაპოვნი მონაცემების მიხედვით, ის ბოლნისის რაიონიდან იყო, სოფელ წითელსოფლიდან. იქნებ შესაძლებელი გახდეს, ვიპოვოთ მისი შთამომავლები ან ნათესავები ფეისბუქში. თუკი ვერ ვიპოვით აქ, მაშინ იქნებ ბოლნისში გავემგზავროთ. გთხოვთ გააზიაროთ ეს ამბავი. ვფიქრობ, კარგ საქმეს გავაკეთებთ, თუკი ჩვენ ამ ჯარისკაცის შვილიშვილებს ან შვილთაშვილებს, ბაბუის საფლავს ვაპოვნინებთ", - წერდა ზუბოვი.

ჩვენ შევეცადეთ, დეტალები გაგვერკვია და მის ოჯახს, ბოლნისში დავუკავშირდით.

ნიკო ბადალაშვილი:

- ფოტოზე გამოსახული კაცი, ნამდვილად მამაჩემია. ომის დამთავრების შემდეგ, 1947 წელს, ის საქართველოში დაბრუნდა, ხელსა და ფეხში იყო დაჭრილი. ტყვია მუცლის ღრუში ჰქონდა და ღვიძლიც დაზიანებული ჰქონდა. ქერჩის ბრძოლებში მონაწილეობდა, მაგრამ შემდეგ სამი წელი გერმანიაში იყო ტყვედ... სამხედრო კომისარიატიდან გამოვითხოვე ყველანაირი ინფორმაცია და უკრაინაში გავგზავნე. საქმე ის არის, რომ მათ მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაშიც ყველაფერი ემთხვევა, - დედ-მამის სახელი, მისამართი, დაბადების წელი, ტყვეობაში ყოფნის, შემდეგ კი, გათავისუფლების პერიოდი... შესაძლოა, რაღაც დროს, საბრძოლო ვითარებაში უბრალოდ, ამოუცვივდა ჯიბიდან, შემდეგ კი, მისი საბუთები სხვა დაღუპულთან აღმოჩნდა.

ამის შემდეგ, ოლეგ ზუბოვის დახმარებით, ყირიმში მყოფ სამძებრო კომისიასაც დავუკავშირდით.

ნატალია დზუბა, კომისიის წევრი:

- ერთ წელზე მეტია, ყირიმში, ის სამარხი გავხსენით, რომელიც II მსოფლიო ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ ჯარისკაცებს ეკუთვნოდათ. საარქივო მასალებს ხელახლა ვეცნობით და მონაცემებს, იქ ნაპოვნი პირადი დოკუმენტაციის, მედალიონების, ჯარისკაცის "ჟეტონების" მიხედვით ვაზუსტებთ... ეს ფოტოც საარქივო მასალებში ვიპოვეთ. სამარხის გახსნისას პირველი ქართული გვარი, ბადალაშვილი შეგვხვდა და მის ნათესავებთან დაკავშირებას შევეცადეთ, - სოციალურ ქსელში დავწერე, ქერჩში ნაპოვნია ირაკლი ბადალაშვილის ნეშტი და საქართველოში, მის ოჯახთან დაკავშირებას ვცდილობთ-მეთქი. ქალბატონი სუზანა კირაკოზიანი გამომეხმაურა, - ამჟამად ნოვორისიისკში მცხოვრობ, მაგრამ წარმოშობით საქართველოდან ვარ და დაგეხმარებიო. ჯერ თავად დაიწყო ინფორმაციის მოძიება, შემდეგ კი, უკრაინელ ოლეგ ზუბოვსაც სთხოვა დახმარება, რომელსაც ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავს... როგორც მოგვიანებით გაირკვა, ფოტოზე გამოსახული სამხედრო შინ ცოცხალი დაბრუნდა. ანუ მუშაობას განვაგრძობთ, თუ ვის ეკუთვნის აქ ნაპოვნი ნეშტი... თავად ქერჩში ვცხოვრობ და წლებია, მეორე მსოფლიო ომის თემაზე ვმუშაობ. ძალიან ცუდია, რომ ინტერნეტში ძალიან მცირე ინფორმაციაა კონკრეტულად დაღუპულებსა და ბრძოლებზე. არაერთი წიგნი მაქვს გამოქვეყნებული და ახლა ძებნით სამუშაოებში ჩავერთე...

ქერჩის ტრაგედია მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა, როდესაც ქერჩის ნახევარკუნძულზე ფაშისტური გერმანიის ჯარები თავს დაესხა საბჭოთა ჯარებს, რომელიც ძირითადად დაკომპლექტებული იყო ეთნიკური ქართველებით.

1942 წლის მაისში, ფაშისტურმა გერმანიამ დაიწყო სწრაფი ოპერაცია საბჭოთა არმიის წინააღმდეგ, რომელიც იცავდა ქერჩის ნახევარკუნძულს, ყირიმს, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში. ოპერაცია დაიწყო 1942 წლის 8 მაისს და დასრულდა 1942 წლის 18 მაისს საბჭოთა ჯარების სრული განადგურებით. საბჭოთა ქართული რაზმები, ფელდმარშალ ერიხ ფონ მანშტაინის შეიარაღებული ძალების ალყაში მოექცნენ და მოიერიშე თვითმფრინავებიდან დაბომბვის ქვეშ მოხვდნენ. ჯარისკაცებმა ზღვით სცადეს უკან დახევა, მაგრამ ამაოდ. საბოლოოდ, 10-დღიანი ბრძოლის შემდეგ, იქ დაახლოებით, 120 ათასი ეთნიკური ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

ლალი პაპასკირი

"არსენალი"

თუ გსურთ გვიამბოთ ქერჩში დაკარგული თქვენი წინაპრების ისტორიები, დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე 577 111130

ავღანეთში კიდევ 10 ქართველ სამხედროს Covid-19 დაუდასტურდა - თავდაცვის უწყების ინფორმაცია

"შური ვიძიეთ და ასე იქნება მომავალშიც" - ორმხრივი ცეცხლი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის და მწვავე შეფასებები რუსეთისა და თურქეთის მხრიდან

სროლა საარტილერიო დანადგარებიდან აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე - დანაკარგებია ორივე მხარეს