პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიჭო, რას შვრებით, მღუპავთო?" და იარაღის გასროლის ხმა გაისმა - მოკლული ზურაბ ჟვანია იყო, ამას ვიდეოთი იღებდნენ"
"ბიჭო, რას შვრებით, მღუპავთო?" და იარაღის გასროლის ხმა გაისმა - მოკლული ზურაბ ჟვანია იყო, ამას ვიდეოთი იღებდნენ"

ამო­ნა­რი­დი გა­ზეთ "ალი­ას" სტა­ტი­ი­დან:

რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნათ თე­მურ შა­ში­აშ­ვი­ლი აცხა­დებ­და, რომ ზუ­რაბ ჟვა­ნია მან­ქა­ნა­ში მოკ­ლეს, სა­დაც სა­ა­კაშ­ვი­ლი, მე­რა­ბიშ­ვი­ლი და პრე­ზი­დენ­ტის დაც­ვის წევ­რი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. არის სხვა ვერ­სი­ე­ბიც... თუმ­ცა, ამ რამ­დე­ნი­მე თვის წინ, "ალი­ამ", სან­დო წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბის ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ეს ინ­ფორ­მა­ცია, წყა­რომ ჟვა­ნი­ას საქ­მის მთა­ვა­რი მოწ­მის ჩვე­ნე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით მი­ა­წო­და. აი, რას წერ­და "ალია":

"გა­მო­ძი­ე­ბის ხელ­მე­ო­რედ და­წყე­ბი­დან თით­ქმის ერთი წლის შემ­დეგ პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი 2013 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში გახ­და, პრო­კუ­რა­ტუ­რა ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბის მოწ­მე­ზე გა­ვი­და.

სან­დო წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოწ­მე ყვე­ბა, სად და რო­გორ მოხ­და მკვლე­ლო­ბა. მისი ჩვე­ნე­ბი­დან, აი, რა ირ­კვე­ვა, რომ 3 თე­ბერ­ვალს, და­ახ­ლო­ე­ბით 00:10 სა­ათ­ზე წყნე­თის ასას­ვლელ­თან ციმ­ცი­მებ­ჩარ­თულ­მა მან­ქა­ნამ აია­რა, ცოტა ხან­ში მას მოჰ­ყვა სამ­თავ­რო­ბო მან­ქა­ნა, სა­დაც მძღო­ლის გარ­და ორნი ის­ხდნენ. მას მოჰ­ყვე­ბო­და კი­დევ ერთი, ასე­ვე სამ­თავ­რო­ბო მან­ქა­ნა, რო­მელ­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლად, შუ­ა­ში მი­მა­ვა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის­თვის გა­და­უს­წრია და გზა გა­და­უ­კე­ტავს. მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­და მა­ღა­ლი აღ­ნა­გო­ბის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ხარ­ში­ლა­ძე უნდა ყო­ფი­ლი­ყო. სწრა­ფი ნა­ბი­ჯე­ბით გა­ე­ქა­ნა და შუა მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­და. და­ვი­ნა­ხე, პალ­ტო მოყ­ვა, გა­ა­ღო კარი და ხე­ლახ­ლა მი­ი­ხუ­რა.

ძა­ლი­ან მალე ხმა­მაღ­ლა ყვი­რი­ლი შე­მო­მეს­მა: "ბიჭო, რას შვრე­ბით, მღუ­პავ­თო?" და ია­რა­ღის გას­რო­ლის ხმაც გა­ის­მა - მოკ­ლუ­ლი ზუ­რაბ ჟვა­ნია იყო. რო­გორც მახ­სოვს, ამას ვი­დე­ო­თი იღებ­დნენ. ეს­კორ­ტის მან­ქა­ნა უკან მობ­რუ­ნე­ბუ­ლი აღარ და­მი­ნა­ხავს"...

ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზე­ბა­დაც სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ე­ბი სა­ხელ­დე­ბა. ცხა­დია, ყვე­ლა მათ­გა­ნის სა­ფუძ­ვე­ლი ჟვა­ნია-სა­ა­კაშ­ვი­ლის უთან­ხმო­ე­ბაა. მე­დი­ით არა­ერ­თხელ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჟვა­ნია ფო­თის პორ­ტის გა­ყიდ­ვის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო და სა­ა­კაშ­ვი­ლის კლა­ნის ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სებს შე­ე­წი­რა. უკვე მე­დი­ის ვერ­სი­ით, ჟვა­ნია არა ფო­თის პორ­ტის, არა­მედ ბა­თუ­მის პორ­ტის გა­ყიდ­ვის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო და ამის გამო მოკ­ლეს. პოლ­კოვ­ნი­კი ტრის­ტან წი­თე­ლაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ზუ­რაბ ჟვა­ნია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და თე­მურ ალა­სა­ნი­ამ ერ­თად მო­ი­შო­რეს. კერ­ძოდ, ბიძა-დის­შვი­ლი 2005 წელს უკვე ჩარ­თულ­ნი იყ­ვნენ ია­რა­ღით უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბა­ში და ამ ბიზ­ნე­სის გა­ფარ­თო­ე­ბის­თვის მათ სჭირ­დე­ბო­დათ, რომ სა­კუ­თარ კონ­ტროლ­ქვეშ ჰქო­ნო­დათ თბი­ლი­სი­სა და ბა­თუ­მის აე­რო­პორ­ტე­ბი, ასე­ვე, ფო­თის პორ­ტი. ზუ­რაბ ჟვა­ნი­ამ სა­ა­კაშ­ვილს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია ია­რა­ღით ვაჭ­რო­ბის საქ­მე­ში და ამ ამ­ბავს შე­ე­წი­რა კი­დეც. ერთი ვერ­სი­ით კი, ზუ­რაბ ჟვა­ნია წმინ­და პო­ლი­ტი­კურ ბრძო­ლას შე­ე­წი­რა. ის ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­დას­ვლას, სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნ­დის მხი­ლე­ბას გეგ­მავ­და და ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­თან ერ­თად აპი­რებ­და ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი პარ­ტი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. შემ­დეგ ხალ­ხის სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ამ­ხედ­რე­ბას გეგ­მავ­და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბით, რა­საც რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი მოჰ­ყვე­ბო­და, სა­დაც ჟვა­ნი­ას გუნ­დი და­ა­მარ­ცხებ­და "ნაც­მოძ­რა­ო­ბას" და უმ­რავ­ლე­სო­ბით მო­ვი­დო­და პარ­ლა­მენ­ტში, შემ­დგომ­ში კი, მას პრე­ზი­დენ­ტის სა­ვარ­ძელ­საც გა­მო­აც­ლი­და ჟვა­ნია. სა­ა­კაშ­ვილ­მა ჟვა­ნი­ას გეგ­მის შე­სა­ხებ მი­სი­ვე თა­ნა­გუნ­დე­ლის­გან, გია ბა­რა­მი­ძის­გან შე­ი­ტყო და თა­ვი­დან მო­ი­ცი­ლა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე. მოკ­ლედ, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზებ­სა და ად­გილ-ვი­თა­რე­ბა­ზე მრა­ვა­ლი ვერ­სი­აა და ვიდ­რე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვის ოფი­ცი­ა­ლურ და ეჭ­ვმი­უ­ტა­ნელ ვერ­სი­ას წა­მო­ა­ყე­ნებს, მათ მა­ნამ­დე ექ­ნე­ბათ არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა.

ხა­თუ­ნა ელ­ბა­ქი­ძე

გა­ზე­თი "ქრო­ნი­კა"

"ბიჭო, რას შვრებით, მღუპავთო?" და იარაღის გასროლის ხმა გაისმა - მოკლული ზურაბ ჟვანია იყო, ამას ვიდეოთი იღებდნენ"

"ბიჭო, რას შვრებით, მღუპავთო?" და იარაღის გასროლის ხმა გაისმა - მოკლული ზურაბ ჟვანია იყო, ამას ვიდეოთი იღებდნენ"

ამონარიდი გაზეთ "ალიას" სტატიიდან:

რამდენიმე წლის წინათ თემურ შაშიაშვილი აცხადებდა, რომ ზურაბ ჟვანია მანქანაში მოკლეს, სადაც სააკაშვილი, მერაბიშვილი და პრეზიდენტის დაცვის წევრი იმყოფებოდნენ. არის სხვა ვერსიებიც... თუმცა, ამ რამდენიმე თვის წინ, "ალიამ", სანდო წყაროზე დაყრდნობით, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის ახალი ინფორმაცია გამოაქვეყნა. ეს ინფორმაცია, წყარომ ჟვანიას საქმის მთავარი მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით მიაწოდა. აი, რას წერდა "ალია":

"გამოძიების ხელმეორედ დაწყებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ პროკურატურისთვის ახალი გარემოების შესახებ ცნობილი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში გახდა, პროკურატურა ზურაბ ჟვანიას მკვლელობის მოწმეზე გავიდა.

სანდო წყაროს ინფორმაციით, მოწმე ყვება, სად და როგორ მოხდა მკვლელობა. მისი ჩვენებიდან, აი, რა ირკვევა, რომ 3 თებერვალს, დაახლოებით 00:10 საათზე წყნეთის ასასვლელთან ციმციმებჩართულმა მანქანამ აიარა, ცოტა ხანში მას მოჰყვა სამთავრობო მანქანა, სადაც მძღოლის გარდა ორნი ისხდნენ. მას მოჰყვებოდა კიდევ ერთი, ასევე სამთავრობო მანქანა, რომელსაც მოულოდნელად, შუაში მიმავალი ავტომობილისთვის გადაუსწრია და გზა გადაუკეტავს. მანქანიდან გადმოვიდა მაღალი აღნაგობის მამაკაცი, რომელიც ხარშილაძე უნდა ყოფილიყო. სწრაფი ნაბიჯებით გაექანა და შუა მანქანაში ჩაჯდა. დავინახე, პალტო მოყვა, გააღო კარი და ხელახლა მიიხურა.

ძალიან მალე ხმამაღლა ყვირილი შემომესმა: "ბიჭო, რას შვრებით, მღუპავთო?" და იარაღის გასროლის ხმაც გაისმა - მოკლული ზურაბ ჟვანია იყო. როგორც მახსოვს, ამას ვიდეოთი იღებდნენ. ესკორტის მანქანა უკან მობრუნებული აღარ დამინახავს"...

ზურაბ ჟვანიას მკვლელობის მიზეზებადაც სხვადასხვა ვერსიები სახელდება. ცხადია, ყველა მათგანის საფუძველი ჟვანია-სააკაშვილის უთანხმოებაა. მედიით არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟვანია ფოთის პორტის გაყიდვის წინააღმდეგი იყო და სააკაშვილის კლანის ბიზნესინტერესებს შეეწირა. უკვე მედიის ვერსიით, ჟვანია არა ფოთის პორტის, არამედ ბათუმის პორტის გაყიდვის წინააღმდეგი იყო და ამის გამო მოკლეს. პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანია მიხეილ სააკაშვილმა და თემურ ალასანიამ ერთად მოიშორეს. კერძოდ, ბიძა-დისშვილი 2005 წელს უკვე ჩართულნი იყვნენ იარაღით უკანონო ვაჭრობაში და ამ ბიზნესის გაფართოებისთვის მათ სჭირდებოდათ, რომ საკუთარ კონტროლქვეშ ჰქონოდათ თბილისისა და ბათუმის აეროპორტები, ასევე, ფოთის პორტი. ზურაბ ჟვანიამ სააკაშვილს წინააღმდეგობა გაუწია იარაღით ვაჭრობის საქმეში და ამ ამბავს შეეწირა კიდეც. ერთი ვერსიით კი, ზურაბ ჟვანია წმინდა პოლიტიკურ ბრძოლას შეეწირა. ის ოპოზიციაში გადასვლას, სააკაშვილის გუნდის მხილებას გეგმავდა და ბადრი პატარკაციშვილთან ერთად აპირებდა ბრძოლისუნარიანი პარტიის ჩამოყალიბებას. შემდეგ ხალხის სააკაშვილის წინააღმდეგ ამხედრებას გეგმავდა საპროტესტო აქციებით, რასაც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მოჰყვებოდა, სადაც ჟვანიას გუნდი დაამარცხებდა "ნაცმოძრაობას" და უმრავლესობით მოვიდოდა პარლამენტში, შემდგომში კი, მას პრეზიდენტის სავარძელსაც გამოაცლიდა ჟვანია. სააკაშვილმა ჟვანიას გეგმის შესახებ მისივე თანაგუნდელისგან, გია ბარამიძისგან შეიტყო და თავიდან მოიცილა მოწინააღმდეგე. მოკლედ, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის მიზეზებსა და ადგილ-ვითარებაზე მრავალი ვერსიაა და ვიდრე გამოძიება თავის ოფიციალურ და ეჭვმიუტანელ ვერსიას წამოაყენებს, მათ მანამდე ექნებათ არსებობის უფლება.

ხათუნა ელბაქიძე

გაზეთი "ქრონიკა"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ