მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოთარ ფარცხალაძემ დავალება ბერა ივანიშვილისგან მიიღო"
"ოთარ ფარცხალაძემ დავალება ბერა ივანიშვილისგან მიიღო"

კომ­პა­ნია "თი-ვი-ემ-არ სა­ქარ­თვე­ლოს" შე­მოწ­მე­ბის უკან ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე დგას, – ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა პავ­ლე კუბ­ლაშ­ვილ­მა დღე­ვა­ნელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

კუბ­ლაშ­ვი­ლის თქმით, ფარ­ცხა­ლა­ძემ და­ვა­ლე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნია GDS-ის მე­სა­კუთ­რის ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან მი­ი­ღო.

"ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცია შე­სუ­ლია კომ­პა­ნია "თი-ვი-ემ-არ სა­ქარ­თვე­ლო­ში" და ითხოვს პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცე­მებს იმ პირ­თა შე­სა­ხებ, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც იზო­მე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის რე­ი­ტინ­გე­ბი. ხაზ­გას­მით და ცალ­სა­ხად გვინ­და გან­ვა­ცხა­დოთ, რომ ამ შე­მოწ­მე­ბის უკან დგას ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე, რო­მე­ლიც დღემ­დე მარ­თავს არამ­ხო­ლოდ ფი­ნან­სურ პო­ლი­ცი­ას, არა­მედ პრო­კუ­რა­ტუ­რას. ფარ­ცხა­ლა­ძემ ეს და­ვა­ლე­ბა, რო­გორ­მე შე­არ­ყი­ოს რე­ი­ტინ­გებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თემა, მი­ი­ღო ტე­ლე­კომ­პა­ნია GDS-ის მე­სა­კუთ­რის ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან, რო­მელ­თა­ნაც ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებს. მი­ზა­ნი არის, რომ მოხ­დეს რე­ი­ტინ­გე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცია, შე­წყდეს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის რე­ი­ტინ­გე­ბის წარ­მო­ე­ბა ან შე­იც­ვა­ლოს რე­ი­ტინ­გე­ბის შე­დე­გე­ბი და მოხ­დეს რე­ი­ტინ­გე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა GDS-ის სა­სარ­გებ­ლოდ.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ფი­ნან­სურ პო­ლი­ცი­ას გან­ზრა­ხუ­ლი აქვს, შეც­ვა­ლოს ძალ­თა ბა­ლან­სი სა­რეკ­ლა­მო ბა­ზარ­ზე და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც და­მო­კი­დე­ბუ­ლი არი­ან რეკ­ლა­მა­ზე, და­ტო­ვონ შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბე­ბი ცალ­სა­ხად უკა­ნო­ნოა", - გა­ნა­ცხა­და კუბ­ლაშ­ვილ­მა.

ამას­თან, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის რე­ი­ტინ­გის დამ­თვლე­ლი კომ­პა­ნია "თი-ვი ემ-არ სა­ქარ­თვე­ლო" შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­მა 800 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ზე­ზი კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე ოჯა­ხე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფო­რა­ცი­ის გა­უ­ცემ­ლო­ბა გახ­და.

"თი-ვი-ემ-არ სა­ქარ­თვე­ლოს" 800 ლა­რით და­ჯა­რი­მე­ბის თა­ო­ბა­ზე შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­მა­ტე­ბით გან­მარ­ტე­ბას გა­ა­კე­თებს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ხა­ტია მო­ის­წრა­ფიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი კა­ნო­ნის დაც­ვით მოქ­მე­დებს.

"თი-ვი ემ-არ სა­ქარ­თვე­ლო" "ნილ­სე­ნის" სა­ტე­ლე­ვი­ზიო აუ­დი­ტო­რი­ის გა­ზომ­ვე­ბის ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში და 350-ზე მეტი "ფიფლმეტ­რის" სა­შუ­ა­ლე­ბით ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის რე­ი­ტინ­გებს ზო­მავს. კომ­პა­ნი­ის კლი­ენ­ტე­ბი - სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი 11 ტე­ლე­ვი­ზია და 18 სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტოა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

"ოთარ ფარცხალაძემ დავალება ბერა ივანიშვილისგან მიიღო"

"ოთარ ფარცხალაძემ დავალება ბერა ივანიშვილისგან მიიღო"

კომპანია "თი-ვი-ემ-არ საქართველოს" შემოწმების უკან ოთარ ფარცხალაძე დგას, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა დღევანელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კუბლაშვილის თქმით, ფარცხალაძემ დავალება ტელეკომპანია GDS-ის მესაკუთრის ბერა ივანიშვილისგან მიიღო.

"ფინანსური პოლიცია შესულია კომპანია "თი-ვი-ემ-არ საქართველოში" და ითხოვს პერსონალურ მონაცემებს იმ პირთა შესახებ, რომელთა მეშვეობითაც იზომება ტელეკომპანიების რეიტინგები. ხაზგასმით და ცალსახად გვინდა განვაცხადოთ, რომ ამ შემოწმების უკან დგას ოთარ ფარცხალაძე, რომელიც დღემდე მართავს არამხოლოდ ფინანსურ პოლიციას, არამედ პროკურატურას. ფარცხალაძემ ეს დავალება, როგორმე შეარყიოს რეიტინგებთან დაკავშირებული თემა, მიიღო ტელეკომპანია GDS-ის მესაკუთრის ბერა ივანიშვილისგან, რომელთანაც ახლო ურთიერთობა აკავშირებს. მიზანი არის, რომ მოხდეს რეიტინგების დისკრედიტაცია, შეწყდეს ტელეკომპანიების რეიტინგების წარმოება ან შეიცვალოს რეიტინგების შედეგები და მოხდეს რეიტინგებით მანიპულირება GDS-ის სასარგებლოდ.

საბოლოო ჯამში, ფინანსურ პოლიციას განზრახული აქვს, შეცვალოს ძალთა ბალანსი სარეკლამო ბაზარზე და ტელეკომპანიები, რომლებიც დამოკიდებული არიან რეკლამაზე, დატოვონ შემოსავლის გარეშე. ხელისუფლების ქმედებები ცალსახად უკანონოა", - განაცხადა კუბლაშვილმა.

ამასთან, ტელეკომპანიების რეიტინგის დამთვლელი კომპანია "თი-ვი ემ-არ საქართველო" შემოსავლების სამსახურმა 800 ლარით დააჯარიმა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მიზეზი კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ ინფორაციის გაუცემლობა გახდა.

"თი-ვი-ემ-არ საქართველოს" 800 ლარით დაჯარიმების თაობაზე შემოსავლების სამსახური, სავარაუდოდ, დამატებით განმარტებას გააკეთებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყების პრესსამსახურის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა განუცხადა, შემოსავლების სამსახური კანონის დაცვით მოქმედებს.

"თი-ვი ემ-არ საქართველო" "ნილსენის" სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების ლიცენზირებული წარმომადგენელია საქართველოში და 350-ზე მეტი "ფიფლმეტრის" საშუალებით ტელევიზიების რეიტინგებს ზომავს. კომპანიის კლიენტები - საქართველოში მოქმედი 11 ტელევიზია და 18 სარეკლამო სააგენტოა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ