პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ივა ჩიღვინაძე დღეს დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინოსტროში დაუდასტურეს.
შსს-ის ინფორმაციით, ივა ჩიღვინაძე დაკავებულია იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით. მას იარაღი ჰქონდა გაფორმებული, თუმცა ტარების უფლება არ აქვს.
ივა ჩიღვინაძე, რომელიც "დემოკრატიული მოძრაობის" წევრი იყო, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ, ვაკეში, ჩეხეთის საელჩოსთან რამდენიმე პირთან ერთად დააკავეს.
მას ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა წაუყენეს, რის გამოც სასჯელს გლდანის #8 დაწესებულებაში იხდიდა.
ივა ჩიღვინაძემ საპატიმრო 2012 წელს, ამნისტიის შედეგად დატოვა.
ასევე იხილეთ:
შსს-ს კომენტარი ლევან გაჩეჩილაძის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით