მუხროვანის ამბოხებისთვის გასამართლებული კობა კობალაძე აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილის სიტყვები, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაშია ასახული, გია კრიალაშვილის, კობა ოთანაძისა და ლევან ამირიძის მიმართ "შეიარაღებულ თავდასხმამდე" მოხდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კობალაძემ განუცხადა, სწორედ მერაბიშვილის ამ სიტყვების შემდეგ, როდესაც მან ორი გვამი მოითხოვა, მისმა "დამქაშებმა" მას სამი გვამი მიუტანეს, თუმცა როგორც კობალაძე ამბობს, ორი ღმერთმა გადაარჩინა.
კობა კობალაძის განცხადებით, სამართლებრივი დავა მუხროვანის ამბოხებასთან დაკავშირებით არ შეწყვეტილა და ყველა პირი, ვინც აღნიშნულის გამო გაასამართლეს, საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს.
"ისინი არიან ხროვა, რომელიც ეძებს ნადავლს. ბელადმა გასცა ნადავლის დავალება და ორის ნაცვლად მას სამი გვამი მიართვეს. საბედნიეროდ, ორი ღმერთმა გადაარჩინა, თუმცა ლევან ამირიძეს და კობა კობალაძეს ერთს ცხრა, ხოლო მეორეს 7 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. გია კრიალაშვილი კი ჩაცხრილეს. გავრცელებულ ვიდეომასალაში ვანო მერაბიშვილის ნათქვამიდან მალევე მოხდა მათი ჩაცხრილვა. ამ ვიდეოში ის დღეა ასახული, როდესაც მე დამაკავეს, ბაზაში შევარდნენ. ამ ყველაფერში იკვეთება არა მხოლოდ მერაბიშვილის, არამედ ყოფილი ე.წ. მთავარსარდლის დანაშაულიც", - განაცხადა კობა კობალაძემ.
იხილეთ ვიდეო: "ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი" - მერაბიშვილსა და სხვა მაღალჩინოსნებზე სკანდალური კადრები გავრცელდა