პოლიტიკა
მსოფლიო

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღარიბაშვილი ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციასთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ახმაურებს
ღარიბაშვილი ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციასთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ახმაურებს

ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ცხედ­რის ექ­სჰუ­მა­ცი­ა­ში პრო­კუ­რა­ტუ­რა შვე­ი­ცა­რი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ჩარ­თვას გეგ­მავს, – ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა "კვი­რის პა­ლიტ­რის" ჟურ­ნა­ლის­ტის, ეკა ასა­თი­ა­ნის შე­კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და.

პრე­მი­ე­რის თქმით, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რა ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ობს.

"პრო­კუ­რა­ტუ­რის ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა იმ­სა­ხუ­რებს შე­ქე­ბას. მათ მოკ­ლე დრო­ში ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის მე­თა­უ­რო­ბით ბევ­რი საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა შეძ­ლეს და ბევ­რი საქ­მის გა­ნახ­ლე­ბა მოხ­და", - აღ­ნი­შია პრე­მი­ერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­უ­ბა­რი ნამ­დვი­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს ჟვა­ნი­ას ცხედ­რის ექ­სჰუ­მა­ცი­ა­ზე.

"ჟვა­ნი­ას საქ­მეს რაც შე­ე­ხე­ბა, სა­უ­ბა­რია ექ­სჰუ­მა­ცი­ა­ზე, რათა არ გაჩ­ნდეს რა­ი­მე შე­კი­თხვე­ბი. ვა­პი­რებთ, პრო­კუ­რა­ტუ­რა გეგ­მავს, რომ მოხ­დეს შვე­ი­ცა­რი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ჩარ­თვა, ვა­პი­რებთ შე­იქ­მნას გარ­კვე­უ­ლი კო­მი­სია. ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი თო­მას ჰა­მერ­ბერგთან, რათა ისიც ჩა­ერ­თოს, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად გამჭვირ­ვა­ლედ წა­რი­მარ­თოს ეს პრო­ცე­სი. ჩვენ ვართ მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, რომ ამ საქ­მის ირ­გვლივ გა­მო­ი­ძე­ბა იქ­ნას წარ­მარ­თუ­ლი და არც ერთი კი­თხვა აღარ დარ­ჩეს", - აცხა­დებს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, ცხედ­რის ექ­სჰუ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ასე­ვე სა­უ­ბა­რია ის­რა­ე­ლის ერთ-ერთ ლა­ბო­რა­ტო­რი­ას­თა­ნაც. "ასე რომ, გვაქვს რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი რო­გორც ის­რა­ელ­ში, ასე­ვე შვე­ი­ცა­რი­ა­ში".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ღარიბაშვილი ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციასთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ახმაურებს

ღარიბაშვილი ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციასთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ახმაურებს

ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციაში პროკურატურა შვეიცარიის ლაბორატორიის ჩართვას გეგმავს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "კვირის პალიტრის" ჟურნალისტის, ეკა ასათიანის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა ინტენსიურად მუშაობს.

"პროკურატურის ახალი ხელმძღვანელობა იმსახურებს შექებას. მათ მოკლე დროში ოთარ ფარცხალაძის მეთაურობით ბევრი საქმის გამოძიება შეძლეს და ბევრი საქმის განახლება მოხდა", - აღნიშია პრემიერმა.

მისივე თქმით, საუბარი ნამდვილად მიმდინარეობს ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციაზე.

"ჟვანიას საქმეს რაც შეეხება, საუბარია ექსჰუმაციაზე, რათა არ გაჩნდეს რაიმე შეკითხვები. ვაპირებთ, პროკურატურა გეგმავს, რომ მოხდეს შვეიცარიის ლაბორატორიის ჩართვა, ვაპირებთ შეიქმნას გარკვეული კომისია. ასევე მიმდინარეობს კონსულტაციები თომას ჰამერბერგთან, რათა ისიც ჩაერთოს, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს ეს პროცესი. ჩვენ ვართ მოტივირებული, რომ ამ საქმის ირგვლივ გამოიძება იქნას წარმართული და არც ერთი კითხვა აღარ დარჩეს", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მისივე თქმით, ცხედრის ექსჰუმაციასთან დაკავშირებით ასევე საუბარია ისრაელის ერთ-ერთ ლაბორატორიასთანაც. "ასე რომ, გვაქვს რამდენიმე ვარიანტი როგორც ისრაელში, ასევე შვეიცარიაში".

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ