პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას ბრალი დაუმძიმდათ
ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას ბრალი დაუმძიმდათ

თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნისტრს, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფილ თავ­მჯდო­მა­რეს ბაჩო ახა­ლა­ი­ა­სა და თბი­ლი­სის N7 სა­პყრო­ბი­ლის ყო­ფილ დი­რექ­ტორს მე­გის ქარ­და­ვას ბრა­ლი და­უმ­ძიმ­დათ.

რო­გორც მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ სპე­ცი­ა­ლურ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე აღი­ნიშ­ნა, ახა­ლა­ი­ას და ქარ­და­ვას ახა­ლი ბრა­ლი პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბის ფაქ­ტზე წა­რედ­გი­ნათ.

"2014 წლის 12 იან­ვარს, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ქ.რუს­თა­ვის N1 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან პა­ტი­მარ­თა მა­სობ­რი­ვი გაქ­ცე­ვის მომ­ზა­დე­ბის აღი­ა­რე­ბის მი­სა­ღე­ბად პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბის ფაქ­ტზე, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ეც­ნენ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ია და ქ.თბი­ლი­სის N7 სა­პყრო­ბი­ლის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი მე­გის ქარ­და­ვა. ეს უკა­ნას­კნე­ლი ამ­ჟა­მად იმ­ყო­ფე­ბა მი­მალ­ვა­ში.

გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა შემ­დე­გი: სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის N1 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის პა­ტი­მარ­მა გია გორ­გა­ძემ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტორს აც­ნო­ბა, რომ ერთ-ერთი პა­ტიმ­რის­გან მი­ი­ღო შე­თა­ვა­ზე­ბა ცი­ხი­დან გაქ­ცე­ვა­ზე და მზად­ყოფ­ნა გა­მოთ­ქვა ეთა­ნამ­შრომ­ლა ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან. ამ სა­კი­თხზე გ.გორ­გა­ძეს ცი­ხე­ში უშუ­ა­ლოდ შეხ­ვდა ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ია და შე­უ­თან­ხმდა, რომ ცი­ხი­დან შე­საძ­ლო გაქ­ცე­ვის მომ­ზა­დე­ბის აღ­კვე­თა­ში მას და­ეხ­მა­რე­ბო­და გია გორ­გა­ძის ძმა შოთა გორ­გა­ძე. ბ.ახა­ლა­ი­ას და­ვა­ლე­ბით გ.გორ­გა­ძემ ცი­ხი­დან და­უ­რე­კა თა­ვის ძმას, რო­მე­ლიც მე­გობ­რებ­თან რო­მან სურ­მა­ნი­ძეს­თან და მა­რად არ­თმე­ლი­ძეს­თან ერ­თად, იმ­ყო­ფე­ბო­და წალ­კა­ში ნა­თე­სა­ვის ნათ­ლო­ბა­ში. ძმის თხოვ­ნით შოთა გორ­გა­ძე თა­ვის მე­გობ­რებ­თან ერ­თად ჩა­მო­ვი­და თბი­ლის­ში.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, 2006 წლის 12 იან­ვარს, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ, მისი მა­შინ­დე­ლი დი­რექ­ტო­რის დათა ახა­ლა­ი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და­ი­გეგ­მა და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი იქნა სპე­ცო­პე­რა­ცია, რა დრო­საც ქ.თბი­ლის­ში, "ნავ­თლუ­ღის" ავ­ტო­სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბებ­ში ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი იქ­ნენ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის N1 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის პა­ტიმ­რის გია გორ­გა­ძის ძმა - 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი შოთა (მუ­რად) გორ­გა­ძე და მისი მე­გობ­რე­ბი: 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რო­მან სურ­მა­ნი­ძე და 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მა­რად არ­თმე­ლა­ძე, რომ­ლე­ბიც თით­ქოს­და პა­ტი­მარ­თა მა­სობ­რი­ვი გაქ­ცე­ვის მიზ­ნით, გეგ­მავ­დნენ ქ.რუს­თა­ვის N1 სა­ერ­თო რე­ჟი­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბულ თავ­დას­ხმას. სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შემ­დგომ გ.გორ­გა­ძეს მის მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე ცი­ხე­ში და­უ­რე­კეს და უთხრეს, რომ მისი ძმა მათ მიერ იყო მოკ­ლუ­ლი და მი­დი­ოდ­ნენ ცი­ხე­ში, რომ გ.გორ­გა­ძის­თვი­საც მი­ე­ხე­დათ.

სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე, სპეც­რაზ­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის თან­ხლე­ბით ბა­ჩა­ნა ახა­ლია და მე­გის ქარ­და­ვა მი­ვიდ­ნენ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის N1 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­დაც ბ.ახა­ლა­ი­ას ბრძა­ნე­ბით, პა­ტიმ­რე­ბი - გია გორ­გა­ძე, და­ვით ლექ­ვთა­ძე, ვა­ლე­რი­ან პა­პა­ვა, მი­ხე­ილ მან­და­რია, მა­მუ­კა ბეჭ­ვა­ია და ბერ­დია მეს­ხი ეზო­ში გა­იყ­ვა­ნეს. ბ.ახა­ლა­ი­ამ და მ.ქარ­და­ვამ N1 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ეზო­ში გაყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე და­ი­წყეს მი­თი­თე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბის უმო­წყა­ლოდ ცემა, ასე­ვე მათი მი­თი­თე­ბით პა­ტიმ­რებს ცემა და­უ­წყეს სპეც­რაზ­მის თა­ნამ­შრომ­ლებ­მაც. ძირს დაყ­რი­ლი პა­ტიმ­რე­ბის ცე­მი­სას იყე­ნებ­დნენ ხელ­კე­ტებს, ურტყამ­დნენ მათ ხელთ არ­სე­ბულ ავ­ტო­მა­ტის კონ­და­ხებს. ცე­მი­სას პა­ტიმ­რებს თხოვ­დნენ ცი­ხი­დან გაქ­ცე­ვის მომ­ზა­დე­ბის აღი­ა­რე­ბას და ხაზს უს­ვავ­დნენ, რომ მათი ცემა ხდე­ბო­და დას­ჯის მიზ­ნით. მათ მიერ ნა­ცე­მი თი­თო­ე­უ­ლი პა­ტი­მა­რი გა­ა­ტა­რეს სპეც­რაზ­მე­ლე­ბის მიერ გა­კე­თე­ბულ ე.წ. "კო­რი­დორ­ში", სა­დაც გაგ­რძელ­და მათი უმო­წყა­ლო ცემა რო­გორც ხელ-ფე­ხით, ისე ხელ­კე­ტე­ბით.

და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ეზო­ში ხსე­ნე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბის ცე­მის შემ­დეგ, მათ ბ.ახა­ლა­ი­ას მი­თი­თე­ბით გა­ახ­დე­ვი­ნეს ტან­საც­მე­ლი და უბ­რძა­ნეს ასუ­ლიყ­ვნენ სა­ბად­რა­გო ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში. ექ­ვსი­ვე პა­ტი­მა­რი ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­იყ­ვა­ნეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ის გა­რეთ. და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გაყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გა­ა­ჩე­რეს ავ­ტო­მან­ქა­ნა და გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი პა­ტიმ­რებს კვლავ უბ­რძა­ნეს მან­ქა­ნი­დან ძირს ჩას­ვლა. ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ისი­ნი ბ.ახა­ლა­ი­ას მი­თი­თე­ბით და­ა­ყე­ნეს ჯერ N1 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის კე­დელ­თან, ხოლო შემ­დეგ კი და­აწ­ვი­ნეს მი­წა­ზე თოვლში და ტა­ლახ­ში. მათ თავ­ზე ად­გნენ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი სპეც­რაზ­მე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ბ.ახა­ლა­ი­ას ბრძა­ნე­ბით აგ­რძე­ლებ­დნენ მათ ცე­მას. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ, ყო­ველ­გვა­რი იუ­რი­დი­ლი სა­ფუძ­ვლე­ბის გა­რე­შე ბ.ახა­ლა­ი­ამ უკა­ნო­ნოდ გას­ცა გან­კარ­გუ­ლე­ბა პა­ტიმ­რე­ბის გ.გორ­გა­ძის, დ.ლექ­ვთა­ძის, ვ.პა­პა­ვას, მ.მან­და­რი­ას, მ.ბეჭ­ვა­ი­ას და ბ.მეს­ხის ს.ა.დ.-ის N1 და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან შე­და­რე­ბით უფრო მკაც­რი რე­ჟი­მის - N7 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნის თა­ო­ბა­ზე, რაც და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იქნა მოყ­ვა­ნი­ლი სის­რუ­ლე­ში.

ს.ა.დ.-ის N7 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შეყ­ვა­ნი­სას პა­ტიმ­რებს, სპეც­რაზ­მის წევ­რებ­თან ერ­თად, კვლავ დახ­ვდნენ ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ია და მე­გის ქარ­და­ვა. მი­თი­თე­ბულ­მა პი­რებ­მა სპეც­რაზ­მის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დე­რე­ფან­ში­ვე გა­აგ­რძე­ლეს ექ­ვსი­ვე პა­ტიმ­რის უმო­წყა­ლოდ ცემა ხელ­კე­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და კვლავ თხოვ­ნდენ ცი­ხი­დან გაქ­ცე­ვის მომ­ზა­დე­ბის აღი­ა­რე­ბას, რის შემ­დე­გაც გ.გორ­გა­ძე, ვ.პა­პა­ვა, მ.მან­და­რია, მ.ბეჭ­ვა­ია, ბ.მეს­ხი და დ. ლექ­ვთა­ძე შე­ა­სახ­ლეს საკ­ნებ­ში. პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბა გაგ­რძელ­და აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დე­გაც, ისი­ნი სა­თი­თა­ოდ გა­ყავ­დათ საკ­ნი­დან ცალ­კე ოთახ­ში, სა­დაც თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის­გან წა­მე­ბის შე­დე­გად მო­ი­თხოვ­დნენ აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბის მი­ღე­ბას ცი­ხი­დან გაქ­ცე­ვის მომ­ზა­დე­ბის შე­სა­ხებ. ხსე­ნე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბა სა­ერ­თო ჯამ­ში გაგ­რძელ­და რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, რის შემ­დე­გაც, მი­უ­ხე­და­ვად მი­ღე­ბუ­ლი სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი­სა, ყვე­ლა პა­ტი­მა­რი ყო­ველ­გვა­რი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის გა­რე­შე შე­ა­სახ­ლეს საკ­ნებ­ში.

გა­მო­ძი­ე­ბა აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას ქ.თბი­ლის­ში "ნავ­თლუ­ღის" ავ­ტო­სად­გუ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 2006 წლის 12 იან­ვარს, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის გა­რე­მო­ე­ბე­ბის და­სად­გე­ნად, რა­საც შე­დე­გად მოჰ­ყვა სამი ახალ­გაზ­რდის ლიკ­ვი­და­ცია", - აცხა­დე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ახა­ლა­ი­ას და ქარ­და­ვას მი­მართ გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 1441 მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით და 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას შვი­დი­დან თხუთ­მეტ წლამ­დე ვა­დით.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას ბრალი დაუმძიმდათ

ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას ბრალი დაუმძიმდათ

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ბაჩო ახალაიასა და თბილისის N7 საპყრობილის ყოფილ დირექტორს მეგის ქარდავას ბრალი დაუმძიმდათ.

როგორც მთავარ პროკურატურაში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ახალაიას და ქარდავას ახალი ბრალი პატიმრების წამების ფაქტზე წარედგინათ.

"2014 წლის 12 იანვარს, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ.რუსთავის N1 დაწესებულებიდან პატიმართა მასობრივი გაქცევის მომზადების აღიარების მისაღებად პატიმრების წამების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ბაჩანა ახალაია და ქ.თბილისის N7 საპყრობილის ყოფილი დირექტორი მეგის ქარდავა. ეს უკანასკნელი ამჟამად იმყოფება მიმალვაში.

გამოძიებით დგინდება შემდეგი: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N1 დაწესებულების პატიმარმა გია გორგაძემ დაწესებულების დირექტორს აცნობა, რომ ერთ-ერთი პატიმრისგან მიიღო შეთავაზება ციხიდან გაქცევაზე და მზადყოფნა გამოთქვა ეთანამშრომლა ციხის ადმინისტრაციასთან. ამ საკითხზე გ.გორგაძეს ციხეში უშუალოდ შეხვდა ბაჩანა ახალაია და შეუთანხმდა, რომ ციხიდან შესაძლო გაქცევის მომზადების აღკვეთაში მას დაეხმარებოდა გია გორგაძის ძმა შოთა გორგაძე. ბ.ახალაიას დავალებით გ.გორგაძემ ციხიდან დაურეკა თავის ძმას, რომელიც მეგობრებთან რომან სურმანიძესთან და მარად ართმელიძესთან ერთად, იმყოფებოდა წალკაში ნათესავის ნათლობაში. ძმის თხოვნით შოთა გორგაძე თავის მეგობრებთან ერთად ჩამოვიდა თბილისში.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 2006 წლის 12 იანვარს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ, მისი მაშინდელი დირექტორის დათა ახალაიას ხელმძღვანელობით დაიგეგმა და ჩატარებული იქნა სპეცოპერაცია, რა დროსაც ქ.თბილისში, "ნავთლუღის" ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო გარემოებებში ლიკვიდირებული იქნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N1 დაწესებულების პატიმრის გია გორგაძის ძმა - 1988 წელს დაბადებული შოთა (მურად) გორგაძე და მისი მეგობრები: 1985 წელს დაბადებული რომან სურმანიძე და 1983 წელს დაბადებული მარად ართმელაძე, რომლებიც თითქოსდა პატიმართა მასობრივი გაქცევის მიზნით, გეგმავდნენ ქ.რუსთავის N1 საერთო რეჟიმის დაწესებულებაზე შეიარაღებულ თავდასხმას. სპეცოპერაციის შემდგომ გ.გორგაძეს მის მობილურ ტელეფონზე ციხეში დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი ძმა მათ მიერ იყო მოკლული და მიდიოდნენ ციხეში, რომ გ.გორგაძისთვისაც მიეხედათ.

სპეცოპერაციის დასრულებისთანავე, სპეცრაზმის თანამშრომლების თანხლებით ბაჩანა ახალია და მეგის ქარდავა მივიდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N1 დაწესებულებაში, სადაც ბ.ახალაიას ბრძანებით, პატიმრები - გია გორგაძე, დავით ლექვთაძე, ვალერიან პაპავა, მიხეილ მანდარია, მამუკა ბეჭვაია და ბერდია მესხი ეზოში გაიყვანეს. ბ.ახალაიამ და მ.ქარდავამ N1 დაწესებულების ეზოში გაყვანისთანავე დაიწყეს მითითებული პატიმრების უმოწყალოდ ცემა, ასევე მათი მითითებით პატიმრებს ცემა დაუწყეს სპეცრაზმის თანამშრომლებმაც. ძირს დაყრილი პატიმრების ცემისას იყენებდნენ ხელკეტებს, ურტყამდნენ მათ ხელთ არსებულ ავტომატის კონდახებს. ცემისას პატიმრებს თხოვდნენ ციხიდან გაქცევის მომზადების აღიარებას და ხაზს უსვავდნენ, რომ მათი ცემა ხდებოდა დასჯის მიზნით. მათ მიერ ნაცემი თითოეული პატიმარი გაატარეს სპეცრაზმელების მიერ გაკეთებულ ე.წ. "კორიდორში", სადაც გაგრძელდა მათი უმოწყალო ცემა როგორც ხელ-ფეხით, ისე ხელკეტებით.

დაწესებულების ეზოში ხსენებული პატიმრების ცემის შემდეგ, მათ ბ.ახალაიას მითითებით გაახდევინეს ტანსაცმელი და უბრძანეს ასულიყვნენ საბადრაგო ავტომანქანაში. ექვსივე პატიმარი ავტომანქანით გაიყვანეს დაწესებულების ტერიტორიის გარეთ. დაწესებულებიდან გაყვანისთანავე გააჩერეს ავტომანქანა და გაშიშვლებული პატიმრებს კვლავ უბრძანეს მანქანიდან ძირს ჩასვლა. ასეთ მდგომარეობაში ისინი ბ.ახალაიას მითითებით დააყენეს ჯერ N1 დაწესებულების კედელთან, ხოლო შემდეგ კი დააწვინეს მიწაზე თოვლში და ტალახში. მათ თავზე ადგნენ შეიარაღებული სპეცრაზმელები, რომლებიც ბ.ახალაიას ბრძანებით აგრძელებდნენ მათ ცემას. აღნიშნულის შემდეგ, ყოველგვარი იურიდილი საფუძვლების გარეშე ბ.ახალაიამ უკანონოდ გასცა განკარგულება პატიმრების გ.გორგაძის, დ.ლექვთაძის, ვ.პაპავას, მ.მანდარიას, მ.ბეჭვაიას და ბ.მესხის ს.ა.დ.-ის N1 დაწესებულებასთან შედარებით უფრო მკაცრი რეჟიმის - N7 დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე, რაც დაუყოვნებლივ იქნა მოყვანილი სისრულეში.

ს.ა.დ.-ის N7 დაწესებულებაში შეყვანისას პატიმრებს, სპეცრაზმის წევრებთან ერთად, კვლავ დახვდნენ ბაჩანა ახალაია და მეგის ქარდავა. მითითებულმა პირებმა სპეცრაზმის თანამშრომლებთან ერთად დაწესებულების დერეფანშივე გააგრძელეს ექვსივე პატიმრის უმოწყალოდ ცემა ხელკეტების გამოყენებით და კვლავ თხოვნდენ ციხიდან გაქცევის მომზადების აღიარებას, რის შემდეგაც გ.გორგაძე, ვ.პაპავა, მ.მანდარია, მ.ბეჭვაია, ბ.მესხი და დ. ლექვთაძე შეასახლეს საკნებში. პატიმრების წამება გაგრძელდა აღნიშნულის შემდეგაც, ისინი სათითაოდ გაყავდათ საკნიდან ცალკე ოთახში, სადაც თითოეული მათგანისგან წამების შედეგად მოითხოვდნენ აღიარებითი ჩვენების მიღებას ციხიდან გაქცევის მომზადების შესახებ. ხსენებული პატიმრების წამება საერთო ჯამში გაგრძელდა რამდენიმე საათის განმავლობაში, რის შემდეგაც, მიუხედავად მიღებული სხეულის დაზიანებებისა, ყველა პატიმარი ყოველგვარი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის გარეშე შეასახლეს საკნებში.

გამოძიება აგრძელებს მუშაობას ქ.თბილისში "ნავთლუღის" ავტოსადგურის ტერიტორიაზე, 2006 წლის 12 იანვარს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის გარემოებების დასადგენად, რასაც შედეგად მოჰყვა სამი ახალგაზრდის ლიკვიდაცია", - აცხადებენ პროკურატურაში.

ოფიციალური ცნობით, ბრალდებულების ახალაიას და ქარდავას მიმართ გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 1441 მუხლის მეორე ნაწილით და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ