პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკლესიიდან 68 ლარის ქურდობაში ბრალდებულს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება
ეკლესიიდან 68 ლარის ქურდობაში ბრალდებულს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

სო­ფელ სამ­რეკ­ლოს ეკ­ლე­სი­ი­დან 68 ლა­რის ქურ­დო­ბის გამო, 21 წლის ახალ­გაზ­რდა, რო­მელ­საც ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, 5 თვეა პა­ტიმ­რო­ბა­შია. ბრალ­დე­ბუ­ლი აღი­ა­რებს, რომ მში­ე­რი იყო და მო­პა­რუ­ლი ფუ­ლით პური და ძეხ­ვი იყი­და, თან­ხის ნა­წი­ლი კი პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ჯი­ბი­დან ამო­უ­ღეს. სიღ­ნა­ღის სა­სა­მარ­თლო უკვე მე­სა­მე თვეა საქ­მეს იხი­ლავს. ბრალ­დე­ბულს 6-დან 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ხორ­ნა­ბუ­ჯი­სა და ჰე­რე­თის ეპის­კო­პო­სი, მელ­ქი­სე­დეკ ხა­ჩი­ძეა ცნო­ბი­ლი.

21 წლის მა­მა­კა­ცი ექ­ვსშვი­ლი­ა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხის წევ­რია. ისი­ნი სო­ფელ­ში, ყო­ფი­ლი აბა­ნოს შე­ნო­ბა­ში, მძი­მე პი­რო­ბებ­ში, ბე­ტონ­ზე ცხოვ­რო­ბენ მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვებ­თან ერ­თად. ბრალ­დე­ბუ­ლი ქურ­დო­ბის­თვის, წარ­სულ­ში ორ­ჯერ იყო ნა­სა­მარ­თლე­ვი. მათ შო­რის ერთხელ 20 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ჯარ­თის მო­პარ­ვის­თვის და პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი მოხ­სნი­ლი არ ჰქონ­და. ამ გა­რე­მო­ე­ბის გამო პრო­კუ­რა­ტუ­რამ მას ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 238-ე მუხ­ლით აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი.

"ქურ­დო­ბა - ჩა­დე­ნი­ლი სად­გომ­ში ან სხვა სა­ცავ­ში უკა­ნო­ნო შეღ­წე­ვით, იმის მიერ, ვინც ორ­ჯერ ან მეტ­ჯერ იყო ნა­სა­მარ­თლე­ვი სხვი­სი ნივ­თის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბი­სათ­ვის ან გა­მო­ძალ­ვი­სათ­ვის - ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ექ­ვსი­დან ათ წლამ­დე".

ბრალ­დე­ბუ­ლის დე­დის, მაია ფო­ცხვე­რაშ­ვი­ლის თქმით, 6 იან­ვარს გა­მარ­თულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ნახა, რომ მის შვილს ერთი თითი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და. "პრო­ცეს­ზე ჩემ­მა შვილ­მა თქვა, რომ ცი­ხე­ში ცე­მენ. ბად­რა­გი აჩუ­მებ­და. პრო­ცე­სის მერე მე გო­ნე­ბა დავ­კარ­გე, გული გა­მიხ­და ავად, ისე­თი რა­ღა­ცე­ბი თქვა ჩემ­მა შვილ­მა, თან ნა­ხე­ვა­რი თითი აღარ ჰქონ­და", - აცხა­დებს ბრალ­დე­ბუ­ლის დედა.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში კი გან­მარ­ტა­ვენ, რომ ბრალ­დე­ბულ­მა და მის­მა თა­ნა­მე­საკ­ნემ ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი მო­ი­თხო­ვეს, უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ კი გაბ­რა­ზე­ბულ­მა ხელი კე­დელს მი­არ­ტყა, რა დრო­საც თითი და­ი­ზი­ა­ნა.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

ეკლესიიდან 68 ლარის ქურდობაში ბრალდებულს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ეკლესიიდან 68 ლარის ქურდობაში ბრალდებულს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

სოფელ სამრეკლოს ეკლესიიდან 68 ლარის ქურდობის გამო, 21 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, 5 თვეა პატიმრობაშია. ბრალდებული აღიარებს, რომ მშიერი იყო და მოპარული ფულით პური და ძეხვი იყიდა, თანხის ნაწილი კი პოლიციელებმა ჯიბიდან ამოუღეს. სიღნაღის სასამართლო უკვე მესამე თვეა საქმეს იხილავს. ბრალდებულს 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. დაზარალებულად ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი, მელქისედეკ ხაჩიძეა ცნობილი.

21 წლის მამაკაცი ექვსშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრია. ისინი სოფელში, ყოფილი აბანოს შენობაში, მძიმე პირობებში, ბეტონზე ცხოვრობენ მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად. ბრალდებული ქურდობისთვის, წარსულში ორჯერ იყო ნასამართლევი. მათ შორის ერთხელ 20 ლარის ღირებულების ჯართის მოპარვისთვის და პირობითი მსჯავრი მოხსნილი არ ჰქონდა. ამ გარემოების გამო პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით აქვს წაყენებული.

"ქურდობა - ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე".

ბრალდებულის დედის, მაია ფოცხვერაშვილის თქმით, 6 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესზე ნახა, რომ მის შვილს ერთი თითი დაზიანებული ჰქონდა. "პროცესზე ჩემმა შვილმა თქვა, რომ ციხეში ცემენ. ბადრაგი აჩუმებდა. პროცესის მერე მე გონება დავკარგე, გული გამიხდა ავად, ისეთი რაღაცები თქვა ჩემმა შვილმა, თან ნახევარი თითი აღარ ჰქონდა", - აცხადებს  ბრალდებულის დედა.

სასჯელაღსრულების სამინისტროში კი განმარტავენ, რომ ბრალდებულმა და მისმა თანამესაკნემ ფსიქოტროპული მედიკამენტები მოითხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი გაბრაზებულმა ხელი კედელს მიარტყა, რა დროსაც თითი დაიზიანა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ