პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავარი პროკურორი გერმანიაში ყაჩაღური ქურდობისთვისაა გასამართლებული?
მთავარი პროკურორი გერმანიაში ყაჩაღური ქურდობისთვისაა გასამართლებული?

გიგი უგუ­ლა­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე გერ­მა­ნი­ა­ში გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლია ყა­ჩა­ღუ­რი ქურ­დო­ბის­თვის.

რო­გორც უგუ­ლა­ვამ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფის­ში გუ­შინ გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ, მა­ნამ, სა­ნამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა მი­ი­ღებს სრულ პა­სუხს ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბას უნდა ჩა­მო­ა­შო­როს.

"სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლია აუგსბურ­გის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მიერ გერ­მა­ნი­ის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 249-ე და 252-ე მუხ­ლე­ბით ყა­ჩა­ღუ­რი ქურ­დო­ბის­თვის. ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს მი­ე­სა­ჯა ძი­რი­თა­დი სას­ჯე­ლი პა­ტიმ­რო­ბა 1 წელი და 3 თვე აუგსბურ­გის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. და­მა­ტე­ბი­თი სას­ჯე­ლის სა­ხით გა­ნე­სა­ზღვრა პა­სი­უ­რი სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბი­სა და გარ­კვე­უ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა. და­მა­ტე­ბი­თი სას­ჯე­ლი ძა­ლა­შია 2016 წლის 22 აგ­ვის­ტომ­დე. გა­ნა­ჩე­ნი კა­ნო­ნი­ერ ძა­ლა­ში 2001 წლის 14 მარტს შე­ვი­და. მე მო­ვი­თხოვ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­გან, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ რე­ა­გი­რე­ბას, რომ მოხ­დეს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ჩა­მო­შო­რე­ბა ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის, ვიდ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბა სრუ­ლად მი­ი­ღებს პა­სუხს ამ სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ საქ­მე­შიც მსჯავ­რდე­ბუ­ლია გერ­მა­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი მოქ­მე­დი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი", - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, იმე­დი აქვს, რომ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი "გა­ა­სიგ­რძე­გა­ნებს იმ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც მას გა­აჩ­ნია, რო­გორც მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის წარმდგენს და ამ საქ­მეს გერ­მა­ნი­ი­დან გა­მო­ი­თხოვს".

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

მთავარი პროკურორი გერმანიაში ყაჩაღური ქურდობისთვისაა გასამართლებული?

მთავარი პროკურორი გერმანიაში ყაჩაღური ქურდობისთვისაა გასამართლებული?

გიგი უგულავას ინფორმაციით, მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გერმანიაში გასამართლებულია ყაჩაღური ქურდობისთვის.

როგორც უგულავამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს მთავრობამ, მანამ, სანამ საზოგადოება მიიღებს სრულ პასუხს ამ საქმესთან დაკავშირებით, ოთარ ფარცხალაძე თანამდებობას უნდა ჩამოაშოროს.

"საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გასამართლებულია აუგსბურგის რაიონული სასამართლოს მიერ გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე და 252-ე მუხლებით ყაჩაღური ქურდობისთვის. ოთარ ფარცხალაძეს მიესაჯა ძირითადი სასჯელი პატიმრობა 1 წელი და 3 თვე აუგსბურგის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა პასიური საარჩევნო უფლებისა და გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა. დამატებითი სასჯელი ძალაშია 2016 წლის 22 აგვისტომდე. განაჩენი კანონიერ ძალაში 2001 წლის 14 მარტს შევიდა. მე მოვითხოვ საქართველოს მთავრობისგან, დაუყოვნებლივ რეაგირებას, რომ მოხდეს თანამდებობიდან ჩამოშორება ოთარ ფარცხალაძის, ვიდრე საზოგადოება სრულად მიიღებს პასუხს ამ სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით, რომელ საქმეშიც მსჯავრდებულია გერმანიაში საქართველოს დღევანდელი მოქმედი მთავარი პროკურორი", - განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "გაასიგრძეგანებს იმ ვალდებულებას, რომელიც მას გააჩნია, როგორც მთავარი პროკურორის წარმდგენს და ამ საქმეს გერმანიიდან გამოითხოვს".

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ