სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი უგულავას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გიგი უგულავას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის, გიგი უგუ­ლა­ვას­თვის ბრა­ლის წარ­დგე­ნის სა­კი­თხზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, უგუ­ლა­ვას წი­ნა­აღ­მდეგ ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 182-ე მუხ­ლის მე-2 და მე-3 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 7-დან 11 წლამ­დე ვა­დით.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ: "თბი­ლი­სის მერს გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ აიპ "თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის­თვის" დე­და­ქა­ლა­ქის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია-გან­ვი­თა­რე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით სა­ხელ­მწი­ფო სახ­სრე­ბის გაფ­ლან­გვის ფაქ­ტზე.

საქ­მე­ზე შეკ­რე­ბი­ლი უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ ქ. თბი­ლი­სის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მიზ­ნით 2010 წლის 16 ივ­ლისს, ქ. თბი­ლი­სის მე­რი­ამ და­ა­ფუძნა "თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი".

თბი­ლი­სის მერ­მა და ამავდრო­უ­ლად მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რემ - გი­ორ­გი უგუ­ლა­ვამ, მე­რი­ის სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან ერ­თად შე­ი­მუ­შა­ვა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მა, "თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის" კუთ­ვნი­ლი თან­ხე­ბით 2012 წლის ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ხარ­ჯე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად.

2011 წლის ნო­ემ­ბერ­ში, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის თა­ნახ­მად, ქ.თბი­ლი­სის მე­რის - გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას და­ვა­ლე­ბით, "თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონდ"-ში ფიქ­ტი­უ­რად გა­ფორ­მე­ბუ­ლი 719 შე­ნო­ბის კვლე­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტის­თვის დამ­ზად­და პლას­ტი­კუ­რი სა­ხელ­ფა­სო ბა­რა­თე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­ა­ლუ­რად წარ­მო­ად­გენ­დნენ არა ფონ­დის თა­ნამ­შრომ­ლებს, არა­მედ მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვის­ტებს. დამ­ზა­დე­ბულ პლას­ტი­კურ ბა­რა­თებ­ზე უკა­ნო­ნოდ ირი­ცხე­ბო­და "თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის" კუთ­ვნი­ლი თან­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ გა­წე­უ­ლი პარ­ტი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ნაც­ვლოდ ხელ­ფა­სის სა­ხით ურიგ­დე­ბო­და "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პარ­ტი­ულ აქ­ტი­ვის­ტებს - უბ­ნის უფ­რო­სებს და მიკ­რო კო­ორ­დი­ნა­ტო­რებს. ამ გზით 2011 წლის ნო­ემ­ბრი­დან - 2012 წლის ივ­ნი­სის ჩათ­ვლით პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­სათ­ვის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­იფ­ლან­გა ააიპ "თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის" კუთ­ვნი­ლი 13 852 497 ლარი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 2012 წლის ივ­ნი­სი­დან - ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით, გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას და­ვა­ლე­ბით, პარ­ტი­უ­ლი აქ­ტი­ვი­სათ­ვის და­სა­რი­გე­ბე­ლი სა­ხელ­ფა­სო თან­ხა "თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის" ან­გა­რი­ში­დან, სა­ბან­კო ჩე­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, გა­მოჰ­ქონ­დათ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის სხვა წევ­რებს, რო­მე­ლიც კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით ეტა­პობ­რი­ვად ხელ­ზე გა­და­ე­ცე­მო­და პარ­ტი­ის რა­ი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლებს, ხოლო მათი მეშ­ვე­ო­ბით უშუ­ა­ლოდ პარ­ტი­ულ აქ­ტი­ვის­ტებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი გზით მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­იფ­ლან­გა ააიპ "თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის" კუთ­ვნი­ლი 34 328 463 ლარი.

თბი­ლი­სის მე­რის - გი­ორ­გი უგუ­ლა­ვა­სა და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის სხვა წევ­რე­ბის მიერ, პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­სათ­ვის, მთლი­ა­ნო­ბა­ში მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­იფ­ლან­გა "თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის" კუთ­ვნი­ლი 48 180 960 ლარი, რო­მე­ლიც მოხ­მარ­და არა ქ. თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის და­ფი­ნან­სე­ბას.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ ამა­ვე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის გამო ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ეც­ნენ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის შემ­დე­გი წევ­რე­ბი: თბი­ლი­სის მე­რის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე და­ვით ალა­ვი­ძე, "თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის" ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი სა­ბა­ნა­ძე, მე­რი­ის შეს­ყიდ­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ალექ­სან­დრე თა­ბუ­აშ­ვი­ლი, ძვე­ლი თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი გამ­გე­ბე­ლი და­ვით ავა­ლი­ა­ნი და ამ უკა­ნას­კნე­ლის მო­ად­გი­ლე დი­მიტ­რი ჩხა­ი­ძე.

გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 182-ე მუხ­ლის მე-2 და მე-3 ნა­წი­ლე­ბით რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 7-დან 11 წლამ­დე ვა­დით", - აღ­ნიშ­ნუ­ლია მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

გიგი უგულავას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება

გიგი უგულავას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს მთავარი პროკურატურა დედაქალაქის მერის, გიგი უგულავასთვის ბრალის წარდგენის საკითხზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უგულავას წინააღმდეგ ძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

"ინტერპრესნიუსი" მთავარი პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "თბილისის მერს გიორგი უგულავას წარედგინა ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ აიპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" დედაქალაქის რეაბილიტაცია-განვითარებისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.

საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის რეაბილიტაციის მიზნით 2010 წლის 16 ივლისს, ქ. თბილისის მერიამ დააფუძნა "თბილისის განვითარების ფონდი".

თბილისის მერმა და ამავდროულად მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ - გიორგი უგულავამ, მერიის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა, "თბილისის განვითარების ფონდის" კუთვნილი თანხებით 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო ხარჯების დასაფინანსებლად.

2011 წლის ნოემბერში, ორგანიზებული ჯგუფის მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, ქ.თბილისის მერის - გიორგი უგულავას დავალებით, "თბილისის განვითარების ფონდ"-ში ფიქტიურად გაფორმებული 719 შენობის კვლევის სპეციალისტისთვის დამზადდა პლასტიკური სახელფასო ბარათები, რომლებიც რეალურად წარმოადგენდნენ არა ფონდის თანამშრომლებს, არამედ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს. დამზადებულ პლასტიკურ ბარათებზე უკანონოდ ირიცხებოდა "თბილისის განვითარების ფონდის" კუთვნილი თანხები, რომლებიც წინასაარჩევნოდ გაწეული პარტიული საქმიანობის სანაცვლოდ ხელფასის სახით ურიგდებოდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ აქტივისტებს - უბნის უფროსებს და მიკრო კოორდინატორებს. ამ გზით 2011 წლის ნოემბრიდან - 2012 წლის ივნისის ჩათვლით პარტიული ინტერესებისათვის მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა ააიპ "თბილისის განვითარების ფონდის" კუთვნილი 13 852 497 ლარი.

მოგვიანებით, 2012 წლის ივნისიდან - ოქტომბრის ჩათვლით, გიორგი უგულავას დავალებით, პარტიული აქტივისათვის დასარიგებელი სახელფასო თანხა "თბილისის განვითარების ფონდის" ანგარიშიდან, საბანკო ჩეკების გამოყენებით, გამოჰქონდათ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებს, რომელიც კოორდინატორების რაოდენობის მიხედვით ეტაპობრივად ხელზე გადაეცემოდა პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, ხოლო მათი მეშვეობით უშუალოდ პარტიულ აქტივისტებს. აღნიშნული გზით მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა ააიპ "თბილისის განვითარების ფონდის" კუთვნილი 34 328 463 ლარი.

თბილისის მერის - გიორგი უგულავასა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების მიერ, პარტიული ინტერესებისათვის, მთლიანობაში მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა "თბილისის განვითარების ფონდის" კუთვნილი 48 180 960 ლარი, რომელიც მოხმარდა არა ქ. თბილისის განვითარებასა და რეაბილიტაციას, არამედ პოლიტიკური პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამავე დანაშაულის ჩადენის გამო ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შემდეგი წევრები: თბილისის მერის ყოფილი მოადგილე დავით ალავიძე, "თბილისის განვითარების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი საბანაძე, მერიის შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი ალექსანდრე თაბუაშვილი, ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი დავით ავალიანი და ამ უკანასკნელის მოადგილე დიმიტრი ჩხაიძე.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით", - აღნიშნულია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ