მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კანონი, რომელიც ყველა ძაღლის პატრონმა უნდა იცოდეს
კანონი, რომელიც ყველა ძაღლის პატრონმა უნდა იცოდეს

თუ თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ერ­თად მო­სე­ირ­ნე ძაღ­ლებ­სა და მათ პატ­რო­ნებს და­აკ­ვირ­დე­ბით, მიხ­ვდე­ბით, რომ მათ არ იცი­ან ან, უბ­რა­ლოდ, არ იცა­ვენ კა­ნონს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ძაღ­ლის საბ­მე­ლის ან ალი­კა­პის გა­რე­შე ქა­ლა­ქის ბულ­ვარ­ში, პარკში ან სკვერ­ში გა­სე­ირ­ნე­ბის­თვის მას ან გა­აფრ­თხი­ლე­ბენ, ან 20 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მე­ბენ. ხოლო, თუ ცხო­ველს საბ­მე­ლის ან ალი­კა­პის გა­რე­შე გან­მე­ო­რე­ბით გა­იყ­ვა­ნენ ქუ­ჩა­ში, ეს უკვე 50 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის გა­დახ­და მო­უ­წევთ.

ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის მი­ხედ­ვით, ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის მიერ ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ ბულ­ვარ­ში, პარკში ან სკვერ­ში მწვა­ნე ნარ­გა­ვე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა ან გა­ნად­გუ­რე­ბა დას­ჯა­დია. ჯა­რი­მის გა­დახ­და ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის მე­სა­კუთ­რეს არ ათა­ვი­სუფ­ლებს მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­სა­გან.

ეს ცვლი­ლე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში 2011 წელს შე­ვი­და, თუმ­ცა, რო­გორც ოთხფე­ხა მე­გობ­რე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი "ამ­ბე­ბი.გე"-სთან სა­უბ­რი­სას ამ­ბო­ბენ, კა­ნო­ნის არ­სე­ბო­ბა გა­მო­სა­ვა­ლი არ არის. ხში­რად მათ ოთხფე­ხა მე­გობ­რის გა­სე­ირ­ნე­ბა ტრო­ტუ­არ­ზეც კი უწევთ, რად­გან ქა­ლაქ­ში არ არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რად ძაღ­ლე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი სა­სე­ირ­ნო ად­გი­ლე­ბი, ე.წ. კი­ნო­ლო­გი­უ­რი სკვე­რე­ბი. მათ მი­აჩ­ნი­ათ, რომ თუკი არ­სე­ბობს შემ­ზღუდ­ვე­ლი კა­ნო­ნი, უნდა არ­სე­ბობ­დეს ალ­ტერ­ნა­ტი­ვაც.

ამ სა­კი­თხზე Ambebi.ge კი­ნო­ლოგ გია ბა­რა­მი­ძეს ესა­უბ­რა:

"საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, რუ­სეთ­შიც კი არ­სე­ბობს ასე­თი ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ოთხფე­ხა მე­გობ­რის თა­ვი­სუფ­ლად გა­სე­ირ­ნე­ბა შე­უძ­ლია მის მფლო­ბელს. იქ ცხო­ვე­ლის კულ­ტი გა­ცი­ლე­ბით მაღ­ლა დგას, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში. პი­რა­დად მე მყავს ოთხფე­ხა მე­გო­ბა­რი, რო­მელ­საც ხში­რად ვა­კის პარკში ვა­სე­ირ­ნებ ხოლ­მე. ხალ­ხის გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბის, გა­უთ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბის გამო ხში­რად ხდე­ბა ცხო­ვე­ლე­ბის მი­მართ აგ­რე­სი­ის გა­მოვ­ლე­ნა. ეში­ნი­ათ ცო­ფი­სა და ბეწ­ვის, მაგ­რამ არ იცი­ან, რომ ცხო­ვე­ლის ბეწ­ვი ასე­თი სა­ში­ში არ არის. ბოლო დროს ვაკ­ვირ­დე­ბი და კარ­გი ტენ­დენ­ცია შევ­ნიშ­ნე. მო­ი­მა­ტა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვმა, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სი ძაღ­ლის მიერ და­ბინ­ძუ­რე­ბულ ად­გილს ასუფ­თა­ვე­ბენ ხოლ­მე. ბევრ ქვე­ყა­ნა­ში, მა­გა­ლი­თად საფ­რან­გეთ­ში, თუ ძაღ­ლმა ტრო­ტუ­არ­ზე არ მო­ი­საქ­მა, პატ­რო­ნი ხელს არ მოჰ­კი­დებს მის ფე­კა­ლი­ას. სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩვენ­თან არ არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი ად­გი­ლე­ბი, სა­დაც თა­მა­მად შეძ­ლე­ბენ ძაღ­ლე­ბის გა­სე­ირ­ნე­ბას, ამი­ტო­მაც ვხვდე­ბით ტრო­ტუ­არ­ზე მო­სი­ა­რუ­ლე­ე­ბი ამ­დენ ფე­კა­ლი­ას, რაც უდა­ვოდ არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოა. სა­ნამ კა­ნონს მი­ი­ღებ­დნენ, უნდა გა­მო­ე­ყოთ სპე­ცი­ა­ლუ­რი ად­გი­ლე­ბი. ვიცი, რომ მთაწ­მინ­დის პარკში ოთხფე­ხა მე­გო­ბარ­თან ერ­თად შეს­ვლა აკ­რძა­ლუ­ლია, პარ­კი კერ­ძო მფლო­ბე­ლი­საა და ეს მისი პი­რა­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს, თუმ­ცა, ცოტა უც­ნა­უ­რია ეს აკ­რძალ­ვა. მსგავ­სი რამ დის­ნე­ის პარკშიც კი არ ხდე­ბა," - ამ­ბობს გია ბა­რა­მი­ძე.

სა­ქარ­თვე­ლოს ცხო­ველ­თა დაც­ვი­სა და გა­დარ­ჩე­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე, თე­ი­მუ­რაზ წი­ქო­რი­ძე ამ კა­ნონს სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებს. მისი თქმით, თუკი არ­სე­ბობს ამ­კრძა­ლა­ვი კა­ნო­ნი, უნდა არ­სე­ბობ­დეს კი­ნო­ლო­გი­უ­რი სკვე­რე­ბიც, სა­დაც არც ჰი­გი­ე­ნის დაც­ვა იქ­ნე­ბო­და პრობ­ლე­მა და არც პატ­რო­ნი აღ­მოჩ­ნდე­ბო­და და­ჯა­რი­მე­ბის საფრ­თხის ქვეშ. რო­გორც თე­ი­მუ­რაზ წი­ქო­რი­ძე ამ­ბობს, სა­ქარ­თვე­ლო ძაღ­ლე­ბის მიერ დაკ­ბე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, მსოფ­ლი­ო­ში პირ­ველ ად­გილ­ზეა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში წე­ლი­წად­ში 50 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ხდე­ბა ძაღ­ლის თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, ძაღ­ლე­ბი მა­წან­წა­ლე­ბი არ არი­ან. თე­ი­მუ­რაზ წი­ქო­რი­ძეს მი­აჩ­ნია, რომ ამის მი­ზე­ზი სწო­რედ ის გახ­ლავთ, რომ არარ­სე­ბუ­ლი კი­ნო­ლო­გი­უ­რი სკვე­რე­ბის გამო ქუ­ჩა­ში გა­მო­სუ­ლი პატ­რო­ნი იძუ­ლე­ბუ­ლია ოთხფე­ხა მე­გო­ბა­რი მუდ­მი­ვად ღვედ­ზე გა­მობ­მუ­ლი ასე­ირ­ნოს, რაც ძაღლში აგ­რე­სი­ას იწ­ვევს.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი, Ambebi.ge

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

კანონი, რომელიც ყველა ძაღლის პატრონმა უნდა იცოდეს

კანონი, რომელიც ყველა ძაღლის პატრონმა უნდა იცოდეს

თუ თბილისის ქუჩებში ერთად მოსეირნე ძაღლებსა და მათ პატრონებს დააკვირდებით, მიხვდებით, რომ მათ არ იციან ან, უბრალოდ, არ იცავენ კანონს, რომლის მიხედვითაც, ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე ქალაქის ბულვარში, პარკში ან სკვერში გასეირნებისთვის მას ან გააფრთხილებენ, ან 20 ლარით დააჯარიმებენ. ხოლო, თუ ცხოველს საბმელის ან ალიკაპის გარეშე განმეორებით გაიყვანენ ქუჩაში, ეს უკვე 50 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, შინაური ცხოველის მიერ ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში მწვანე ნარგავების დაზიანება ან განადგურება დასჯადია. ჯარიმის გადახდა შინაური ცხოველის მესაკუთრეს არ ათავისუფლებს მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

ეს ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2011 წელს შევიდა, თუმცა, როგორც ოთხფეხა მეგობრების მფლობელები "ამბები.გე"-სთან საუბრისას ამბობენ, კანონის არსებობა გამოსავალი არ არის. ხშირად მათ ოთხფეხა მეგობრის გასეირნება ტროტუარზეც კი უწევთ, რადგან ქალაქში არ არსებობს სპეციალურად ძაღლებისთვის გამოყოფილი სასეირნო ადგილები, ე.წ. კინოლოგიური სკვერები. მათ მიაჩნიათ, რომ თუკი არსებობს შემზღუდველი კანონი, უნდა არსებობდეს ალტერნატივაც.

ამ საკითხზე Ambebi.ge კინოლოგ გია ბარამიძეს ესაუბრა:

"საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოყოლებული, რუსეთშიც კი არსებობს ასეთი ადგილები, სადაც ოთხფეხა მეგობრის თავისუფლად გასეირნება შეუძლია მის მფლობელს. იქ ცხოველის კულტი გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე საქართველოში. პირადად მე მყავს ოთხფეხა მეგობარი, რომელსაც ხშირად ვაკის პარკში ვასეირნებ ხოლმე. ხალხის გაუნათლებლობის, გაუთვითცნობიერების გამო ხშირად ხდება ცხოველების მიმართ აგრესიის გამოვლენა. ეშინიათ ცოფისა და ბეწვის, მაგრამ არ იციან, რომ ცხოველის ბეწვი ასეთი საშიში არ არის. ბოლო დროს ვაკვირდები და კარგი ტენდენცია შევნიშნე. მოიმატა იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც თავისი ძაღლის მიერ დაბინძურებულ ადგილს ასუფთავებენ ხოლმე. ბევრ ქვეყანაში, მაგალითად საფრანგეთში, თუ ძაღლმა ტროტუარზე არ მოისაქმა, პატრონი ხელს არ მოჰკიდებს მის ფეკალიას. სამწუხაროა, რომ ჩვენთან არ არსებობს სპეციალური ადგილები, სადაც თამამად შეძლებენ ძაღლების გასეირნებას, ამიტომაც ვხვდებით ტროტუარზე მოსიარულეები ამდენ ფეკალიას, რაც უდავოდ არასასიამოვნოა. სანამ კანონს მიიღებდნენ, უნდა გამოეყოთ სპეციალური ადგილები. ვიცი, რომ მთაწმინდის პარკში ოთხფეხა მეგობართან ერთად შესვლა აკრძალულია, პარკი კერძო მფლობელისაა და ეს მისი პირადი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს, თუმცა, ცოტა უცნაურია ეს აკრძალვა. მსგავსი რამ დისნეის პარკშიც კი არ ხდება," - ამბობს გია ბარამიძე.

საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, თეიმურაზ წიქორიძე ამ კანონს სკეპტიკურად უყურებს. მისი თქმით, თუკი არსებობს ამკრძალავი კანონი, უნდა არსებობდეს კინოლოგიური სკვერებიც, სადაც არც ჰიგიენის დაცვა იქნებოდა პრობლემა და არც პატრონი აღმოჩნდებოდა დაჯარიმების საფრთხის ქვეშ. როგორც თეიმურაზ წიქორიძე ამბობს, საქართველო ძაღლების მიერ დაკბენილი ადამიანების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში წელიწადში 50 000-ზე მეტი ადამიანი ხდება ძაღლის თავდასხმის ობიექტი, უმეტეს შემთხვევაში,  ძაღლები მაწანწალები არ არიან. თეიმურაზ წიქორიძეს მიაჩნია, რომ ამის მიზეზი სწორედ ის გახლავთ, რომ არარსებული კინოლოგიური სკვერების გამო ქუჩაში გამოსული პატრონი იძულებულია ოთხფეხა მეგობარი მუდმივად ღვედზე გამობმული ასეირნოს, რაც ძაღლში აგრესიას იწვევს.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ