პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შვილმკვდარი დედა გიორგი მარგველაშვილს მაკა ჩიჩუას სიძის მფარველობაში ადანაშაულებს
შვილმკვდარი დედა გიორგი მარგველაშვილს მაკა ჩიჩუას სიძის მფარველობაში ადანაშაულებს

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მოკ­ლუ­ლი ზუ­რაბ ტარ­ყაშ­ვი­ლის დედა, თა­მი­ლა კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვი­ლი კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატს, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს შვი­ლის მკვლე­ლის მფარ­ვე­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

რო­გორც თა­მი­ლა კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, ზუ­რაბ ტარ­ყაშ­ვი­ლი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, მრა­ვა­ლი მოწ­მის თვალ­წინ ხუთ­მა კრი­მი­ნალ­მა მოკ­ლა.

"ზუკა მოკ­ლა და­ვით რუ­სიშ­ვილ­მა, ირაკ­ლი აგ­ლა­ძემ, ივე­რი გოგ­ბე­რაშ­ვილ­მა, და­ვით ჯო­ხა­ძემ (რომ­ლის ბი­ძაშ­ვი­ლიც არის კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი სოსო ჯო­ხა­ძე, სოსო ჯო­ხა­ძე არის იუს­ტი­ცი­ის მი­ნი­სიტ­რის, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის მე­გო­ბა­რი) და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სი­ძემ მინ­დია გო­გო­ჭურ­მა. მინ­დია გო­გო­ჭუ­რი არის მაკა ჩი­ჩუ­ას შვი­ლის, მაშო ჩი­ჩუ­ას ქმა­რი. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი მას მო­იხ­სე­ნი­ებს, რო­გორც შვი­ლო­ბილს სხვა­დას­ხვა ინ­ტერ­ვი­უ­ში", - გა­ნა­ცხა­და თა­მი­ლა კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მინ­დია გო­გო­ჭურ­მა, რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, სო­ლო­ლაკ­ში, ლერ­მონ­ტო­ვის ქუ­ჩა­ზე მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლის, ანი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გამო, ვინ­მე ბაჩო სი­რა­ძე დაჭ­რა. კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ას მინ­დია გო­გო­ჭუ­რი არ და­უ­კა­ვე­ბია და იგი დღე­საც თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბა.

"ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია მო­მი­ვი­და, რო­დე­საც მან ბაჩო სი­რა­ძე დაჭ­რა, პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნით გა­იყ­ვა­ნეს სახ­ლი­დან, გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ზღვარ­ზე და მას შემ­დეგ ისევ შე­მო­ვი­და ქვე­ყა­ნა­ში", - გან­მარ­ტა კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ზუ­რაბ ტარ­ყაშ­ვი­ლის მი­მართ პირ­ვე­ლი გას­რო­ლა სწო­რედ მინ­დია გო­გო­ჭურ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. მოკ­ლუ­ლის დე­დის გან­ცხა­დე­ბით, გო­გო­ჭურს გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი მფარ­ვე­ლობს, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს კი სოდ-ისა და კუდ-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მფარ­ვე­ლობ­დნენ.

ზუ­რაბ ტარ­ყაშ­ვი­ლის დე­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ვით ჯო­ხა­ძეს წა­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს მკვლე­ლო­ბის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბა. მი­სი­ვე თქმით, შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ალე­კო ტა­ბა­ტა­ძე 10 თვეა ოჯახს უშე­დე­გოდ პირ­დე­ბა, რომ და­ვით ჯო­ხა­ძეს მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბას წა­უ­ყე­ნე­ბენ. ოჯა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­ავ­რცე­ლე­ბენ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ვი­დე­ო­მა­სა­ლას.

თა­მი­ლა კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვი­ლის თქმით, ზუ­რაბ ტარ­ყაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის დღეს მხო­ლოდ სამი პირი არის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი. და­ვით რუ­სიშ­ვი­ლი ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა დამ­ნა­შა­ვედ სცნეს და მას 21 წელი აქვს მის­ჯლი, ივე­რი გოგ­ბე­რაშ­ვილს - 24 წელი, ხოლო ძებ­ნილ ირაკ­ლი აგ­ლა­ძეს - 31 წელი.

"და­ვით ჯო­ხა­ძეს და მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სი­ძეს - მინ­დია გო­გო­ჭურს კი დღემ­დე აფა­რე­ბენ ხელს", - დას­ძი­ნა თა­მი­ლა კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვილ­მა.

23 წლის ზუ­რაბ ტარ­ყაშ­ვი­ლი, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, 2011 წლის 17 ოქ­ტომ­ბერს, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლეს.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

შვილმკვდარი დედა გიორგი მარგველაშვილს მაკა ჩიჩუას სიძის მფარველობაში ადანაშაულებს

შვილმკვდარი დედა გიორგი მარგველაშვილს მაკა ჩიჩუას სიძის მფარველობაში ადანაშაულებს

რუსთაველის გამზირზე მოკლული ზურაბ ტარყაშვილის დედა, თამილა კოჭლამაზაშვილი კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს შვილის მკვლელის მფარველობაში ადანაშაულებს.

როგორც თამილა კოჭლამაზაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ზურაბ ტარყაშვილი რუსთაველის გამზირზე, მრავალი მოწმის თვალწინ ხუთმა კრიმინალმა მოკლა.

"ზუკა მოკლა დავით რუსიშვილმა, ირაკლი აგლაძემ, ივერი გოგბერაშვილმა, დავით ჯოხაძემ (რომლის ბიძაშვილიც არის კრიმინალური ავტორიტეტი სოსო ჯოხაძე, სოსო ჯოხაძე არის იუსტიციის მინისიტრის, თეა წულუკიანის მეგობარი) და "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის სიძემ მინდია გოგოჭურმა. მინდია გოგოჭური არის მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას ქმარი. მარგველაშვილი მას მოიხსენიებს, როგორც შვილობილს სხვადასხვა ინტერვიუში", - განაცხადა თამილა კოჭლამაზაშვილმა.

მისივე თქმით, მინდია გოგოჭურმა, რამდენიმე კვირის წინ, სოლოლაკში, ლერმონტოვის ქუჩაზე მარგველაშვილის ქალიშვილის, ანი მარგველაშვილის გამო, ვინმე ბაჩო სირაძე დაჭრა. კოჭლამაზაშვილის ინფორმაციით, პოლიციას მინდია გოგოჭური არ დაუკავებია და იგი დღესაც თავისუფლად გადაადგილდება.

"ასეთი ინფორმაცია მომივიდა, როდესაც მან ბაჩო სირაძე დაჭრა, პოლიციის მანქანით გაიყვანეს სახლიდან, გადაიყვანეს საზღვარზე და მას შემდეგ ისევ შემოვიდა ქვეყანაში", - განმარტა კოჭლამაზაშვილმა.  

მისივე თქმით, ზურაბ ტარყაშვილის მიმართ პირველი გასროლა სწორედ მინდია გოგოჭურმა განახორციელა. მოკლულის დედის განცხადებით, გოგოჭურს გიორგი მარგველაშვილი მფარველობს, წინა ხელისუფლების დროს კი სოდ-ისა და კუდ-ის წარმომადგენლები მფარველობდნენ.

ზურაბ ტარყაშვილის დედის ინფორმაციით, დავით ჯოხაძეს წაყენებული აქვს მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდება. მისივე თქმით, შს მინისტრის მოადგილე ალეკო ტაბატაძე 10 თვეა ოჯახს უშედეგოდ პირდება, რომ დავით ჯოხაძეს მკვლელობის ბრალდებას წაუყენებენ. ოჯახის ინფორმაციით, ისინი უახლოეს დღეებში გაავრცელებენ საქმესთან დაკავშირებით ვიდეომასალას.

თამილა კოჭლამაზაშვილის თქმით, ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობისთვის დღეს მხოლოდ სამი პირი არის გასამართლებული. დავით რუსიშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ სცნეს და მას 21 წელი აქვს მისჯლი, ივერი გოგბერაშვილს - 24 წელი, ხოლო ძებნილ ირაკლი აგლაძეს - 31 წელი.

"დავით ჯოხაძეს და მარგველაშვილის სიძეს - მინდია გოგოჭურს კი დღემდე აფარებენ ხელს", - დასძინა თამილა კოჭლამაზაშვილმა.

23 წლის ზურაბ ტარყაშვილი, რუსთაველის გამზირზე, 2011 წლის 17 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ