მსოფლიო
სამხედრო

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორი შოკის მომგვრელი მკვლელობა ერთ კვირაში - "მკვლელობის მერე თურმე მკვლელი სიმღერებს უსმენდა"
ორი შოკის მომგვრელი მკვლელობა ერთ კვირაში - "მკვლელობის მერე თურმე მკვლელი სიმღერებს უსმენდა"

მე­ტად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, რომ ბოლო დროს ისევ გახ­შირ­და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბე­ბი. ფაქ­ტია, ახალ­გაზ­რდე­ბი ქუ­ჩა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი და­დი­ან და წა­კინ­კლა­ვე­ბის­თა­ნა­ვე ია­რაღს ის­ვრი­ან.

თბი­ლის­ში, ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ონ­ში, ერთ კვი­რა­ში ზე­დი­ზედ ორი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. ორი­ვე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით. მარ­თა­ლია, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ის მუ­შა­ო­ბას და­დე­ბი­თად აფა­სებს და აცხა­დებს, 2013 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში, წინა წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, და­ნა­შა­ულ­მა 3277 ერ­თე­უ­ლით იკლო, ხოლო და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი­აო, მაგ­რამ ფაქ­ტია, ქუ­ჩა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი და­დი­ან და მკვლე­ლო­ბებს არ ერი­დე­ბი­ან.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უკვე შიში გაჩ­ნდა, ხალ­ხს ქუ­ჩა­ში შვი­ლის გაშ­ვე­ბი­სა ეში­ნია.

25 ივ­ნისს, თბი­ლის­ში, არა­ყიშ­ვი­ლი­სა და ირაკ­ლი აბა­ში­ძის ქუ­ჩის კვე­თა­ზე 23 წლის ლადო და­უშ­ვი­ლი უც­ნობ­მა 20 წლის ახალ­გაზ­რდამ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით უმი­ზე­ზოდ მოკ­ლა. მკვლე­ლო­ბა სუ­პერ­მარ­კეტ "იო­ლის" სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რამ აღ­ბეჭ­და და ძა­ლო­ვა­ნებ­მა ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და­ვით ჭო­ვე­ლი­ძე მკვლე­ლო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვეს. ამო­ღე­ბუ­ლია მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღი - "ტე-ტე"-ს ტი­პის პის­ტო­ლე­ტი საბ­რძო­ლო ვაზ­ნე­ბი­ა­ნი 2 მჭი­დით. საქ­მე გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე აღიძ­რა, ჭო­ვე­ლი­ძე წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­შია.

23 წლის ლადო და­უშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეძ­რა. მთე­ლი უბა­ნი გლო­ვობს - უკონ­ფლიქ­ტო, უწე­სი­ე­რე­სი, უბან­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი იყოო...

ლადო ექი­მე­ბის ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და. თვი­თო­ნაც სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და, თან მუ­შა­ობ­და. ქალ­ბა­ტონ დალი ბუ­გი­ა­ნიშ­ვილს უჭირს შვილ­ზე სა­უ­ბა­რი:

- ლადო მშვი­დი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი იყო. დიდ სით­ბო­ში იზ­რდე­ბო­და, რად­გან დიდი ოჯა­ხი გვაქვს - ერთ სახ­ლში სამი ძმის 6 ბავ­შვი გავ­ზარ­დეთ, რო­გორც 6 დედ­მა­მიშ­ვი­ლი. ლა­დუ­კა 16 წლის იყო, ჩემი მე­უღ­ლე სიმ­სივ­ნით რომ გარ­და­იც­ვა­ლა.

- იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს რა მოხ­და?

- თა­ვის მე­გო­ბარ­თან ერ­თად ჩვენს ეზო­ში მან­ქა­ნის სამ­რე­ცხა­ოს გახ­სნა გა­და­წყვი­ტა და არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი მო­იყ­ვა­ნა. სა­ღა­მოს 8 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, ბი­ძა­მისს მან­ქა­ნა რომ გა­მო­არ­თვა - სტუმ­რებს წა­ვიყ­ვა­ნო. 12.10 სა­ათ­ზე და­ვუ­რე­კე. ლუ­კას­თან ვარ და ბი­ძა­ჩემს ვე­ლო­დე­ბიო. ლუკა ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი იყო, უწე­სი­ე­რე­სი ბიჭი. ფილ­მს ვუ­ყუ­რებ­დი. სა­ათს რომ შევ­ხე­დე, სა­მის 20 წუთი იყო, არ გამ­კვირ­ვე­ბია, შინ რომ არ იყო. რაც და­ცხა, გვი­ან იძი­ნებ­და, ხან სახ­ლთან ის­ხდნენ, ხან ლუ­კას­თან იყ­ვნენ ხოლ­მე. მა­ინც და­ვუ­რე­კე. არ მი­პა­სუ­ხა, თურ­მე მა­შინ ხდე­ბო­და ეს უბე­დუ­რე­ბა.

ყურ­მი­ლი რომ არ აიღო, შევ­შფოთ­დი. გა­მუდ­მე­ბით ვრე­კავ­დი. ეს უჩ­ვე­უ­ლო იყო, ყო­ველ­თვის პა­სუ­ხობ­და ზარს... ლადო და ლუკა "იოლ­ში" შე­სუ­ლან და ჩიფ­სე­ბი უყი­დი­ათ. ბი­ძის­თვი­საც და­უ­რე­კავს. მას უთ­ქვამს, - მე უკვე შინ ვარ და შენც წა­მო­დიო. ბი­ჭე­ბი სუ­პერ­მარ­კე­ტის წინ ჩა­მომ­სხდა­რან. ჩიფ­სებს ჭამ­დნენ. ამ დროს ჩა­მო­უვ­ლია მკვლელს, რო­მე­ლიც თურ­მე უნდა შეხ­ვედ­რო­და თა­ვის მე­გო­ბარს. ის არ დახ­ვდა და უნ­დო­და მო­ბი­ლუ­რით მას­თან და­ე­რე­კა. რო­გორც მი­თხრეს, მისი ტე­ლე­ფო­ნი ის­მი­ნე­ბო­და და ამი­ტომ არ ატა­რებ­დაო.

- რა­ტომ ის­მი­ნე­ბო­და?

- მა­ნამ­დე ვი­ღაც და­უჭ­რია და იმა­ლე­ბო­და. ნამ­დვი­ლად ვიცი, რომ იან­ვარ­ში ბიჭი დაჭ­რა, ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ად­რეც შარ­დენ­ზე ჩხუ­ბი აუ­ტე­ხია და ეძებ­დნენ. გა­რეთ მხო­ლოდ ღა­მით გა­მო­დი­ო­და. არ ვიცი, ამ­დე­ნი და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პო­ლი­ცი­ამ რა­ტომ არ და­ა­კა­ვა... თა­ვი­დან ით­ქვა, ლა­დუ­კას მკვლე­ლი ნა­სა­მარ­თლე­ვი­აო, მაგ­რამ გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა მი­თხრა, პი­რო­ბი­თი პა­ტიმ­რო­ბა ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი, ამ­ნის­ტია შე­ე­ხო და მო­ეხ­სნა ის პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლიო. ცხინ­ვა­ლი­დან დევ­ნი­ლია. მამა მხედ­რი­ო­ნე­ლი ჰყო­ლია და თავი მო­უკ­ლავს. დედა უკ­რა­ი­ნა­ში იყო. თვი­თონ მე­გო­ბარ­თან ერ­თად ჯერ დო­ლი­ძე­ზე ცხოვ­რობ­და ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში, შემ­დეგ ბა­გებ­ში, სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში, მაგ­რამ იქაც და­უ­შა­ვე­ბია რა­ღაც და გა­მო­უგ­დი­ათ.

- კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზად რას ასა­ხე­ლებს ლა­დოს მე­გო­ბა­რი?

- მო­ბი­ლუ­რი უთხო­ვია ბი­ჭე­ბის­თვის. უთ­ქვამთ, - და­სა­რე­კი თან­ხა არ გვაქ­ვსო. რო­გორ არ გაქ­ვთო და ამა­ზე აუ­შარ­და თურ­მე. ხელ­ში პარ­კით მზე­სუმ­ზი­რა სჭე­რია და ლა­დუ­კას მან­ქა­ნა­ში შე­უყ­რია. შეჰ­პა­სუ­ხე­ბია ლა­დუ­კა, - ეს რა გა­ა­კე­თეო. ამ დროს ამო­უ­ღია ია­რა­ღი და კონ­და­ხი ჩა­ურ­ტყამს თავ­ში ჩემი შვი­ლის­თვის. ლადო ფი­ზი­კუ­რად ძლი­ე­რი იყო და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­უ­წევ­და - თავი გა­ხეთ­ქი­ლი ჰქონ­და, რომ მო­მის­ვე­ნეს... ლადო გა­წე­უ­ლა და და­ურ­ტყამს. იმას უს­ვრია. ტყვია პირ­და­პირ გულ­მკერ­დში მო­ახ­ვედ­რა. დაჭ­რილ ლა­დოს ორი ნა­ბი­ჯი გა­და­უდ­გამს და მერე წაქ­ცე­უ­ლა. დამ­ნა­შა­ვე გაქ­ცე­უ­ლა. მისი მე­გო­ბა­რი ამ­ბობს, ყვე­ლა­ფე­რი წა­მებ­ში მოხ­და, ვე­რა­ფე­რი ვუშ­ვე­ლე, ქა­ლი­ვით ვკი­ო­დი და შვე­ლას ვი­თხოვ­დიო. ტაქ­სი გა­უ­ჩე­რე­ბია. რომ ჩავ­ძა­ხო­დი, აღარ მპა­სუ­ხობ­დაო. ექი­მი ვარ და ვიცი, გამ­ჭო­ლი ჭრი­ლო­ბა აქვს ჩემს შვილს და უს­წრა­ფე­სად დად­გე­ბო­და სიკ­ვდი­ლი.

ამის მერე მკვლე­ლი მე­გო­ბარ­თან წა­სუ­ლა კე­კე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე. სა­დარ­ბა­ზო­ში და­უ­მა­ლავს მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღი. ინ­ტერ­ნეტ­ში შე­სუ­ლა და "ფე­ის­ბუკ­ზე" სიმ­ღე­რე­ბი და­უ­ლა­ი­ქე­ბია. იქვე და­უ­წე­რია, - აუ, რა "ტე-ტე" დავ­კარ­გეო. ჩემი შვი­ლის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ სიმ­ღე­რებს უს­მენ­და!.. შე­იძ­ლე­ბა უც­ნა­უ­რად მო­გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ ჩემს შვილს დავ­ტი­რო­დი და თან მკვლელ­ზე ვფიქ­რობ­დი - ამ­ხე­ლა ცოდ­ვა ჩა­ი­დი­ნა და 20 წლის ბიჭ­მა თავი და­ი­ღუ­პა-მეთ­ქი. გულ­ში ისიც გა­ვივ­ლე, ჩემს მო­ძღვარს ვთხოვ, ჩემს დამ­ღუპ­ველს რა შე­მამ­სუ­ბუ­ქე­ბე­ლი ლოც­ვე­ბი წა­ვუ­კი­თხო-მეთ­ქი. ის კი თურ­მე არც ნა­ნობ­და...

- ის აღი­ა­რებს და­ნა­შა­ულს?

- აღი­ა­რებს. თურ­მე ქა­ლა­ქი­დან გას­ვლას აპი­რებ­და და ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე და­ა­კა­ვეს. სი­ნა­ნულს ალ­ბათ იმი­ტომ არ გა­ნიც­დის, რომ უსიყ­ვა­რუ­ლოდ გა­ი­ზარ­და. ჩემ­თვის რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რამ­დენს მი­უს­ჯი­ან. გა­რეთ რომ გა­მო­უშ­ვა, ისევ ჩა­ი­დენს და­ნა­შა­ულს. კა­ცის მოკ­ვლა არაფ­რად უღირს. თურ­მე გვი­ან ღა­მით, და­კი­თხვა­ზე უთ­ქვამს, - მალე მორ­ჩით, წა­მიყ­ვა­ნეთ სა­კან­ში, მე­ძი­ნე­ბაო...

შე­ვე­ცა­დე, ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯა­ხის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი და­მედ­გი­ნა, მაგ­რამ ამა­ოდ. ბრალ­დე­ბულს ად­ვო­კა­ტი არ ჰყო­ლია. 15 აგ­ვის­ტოს ჩა­ნიშ­ნულ წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე სა­ხა­ზი­ნო ად­ვო­კატ­თან ერ­თად გა­მო­ცხად­დე­ბა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

ორი შოკის მომგვრელი მკვლელობა ერთ კვირაში - "მკვლელობის მერე თურმე მკვლელი სიმღერებს უსმენდა"

ორი შოკის მომგვრელი მკვლელობა ერთ კვირაში - "მკვლელობის მერე თურმე მკვლელი სიმღერებს უსმენდა"

მეტად შემაშფოთებელია, რომ ბოლო დროს ისევ გახშირდა ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი მკვლელობები. ფაქტია, ახალგაზრდები ქუჩაში შეიარაღებულები დადიან და წაკინკლავებისთანავე იარაღს ისვრიან.

თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ერთ კვირაში ზედიზედ ორი მკვლელობა მოხდა. ორივე ცეცხლსასროლი იარაღით. მართალია, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციის მუშაობას დადებითად აფასებს და აცხადებს, 2013 წლის პირველ ნახევარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დანაშაულმა 3277 ერთეულით იკლო, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაორმაგებულიაო, მაგრამ ფაქტია, ქუჩაში შეიარაღებული ახალგაზრდები დადიან და მკვლელობებს არ ერიდებიან.

საზოგადოებაში უკვე შიში გაჩნდა, ხალხს ქუჩაში შვილის გაშვებისა ეშინია.

25 ივნისს, თბილისში, არაყიშვილისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩის კვეთაზე 23 წლის ლადო დაუშვილი უცნობმა 20 წლის ახალგაზრდამ ცეცხლსასროლი იარაღით უმიზეზოდ მოკლა. მკვლელობა სუპერმარკეტ "იოლის" სათვალთვალო კამერამ აღბეჭდა და ძალოვანებმა ეჭვმიტანილი დავით ჭოველიძე მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ამოღებულია მკვლელობის იარაღი - "ტე-ტე"-ს ტიპის პისტოლეტი საბრძოლო ვაზნებიანი 2 მჭიდით. საქმე განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე აღიძრა, ჭოველიძე წინასწარ პატიმრობაშია.

23 წლის ლადო დაუშვილის მკვლელობამ საზოგადოება შეძრა. მთელი უბანი გლოვობს - უკონფლიქტო, უწესიერესი, უბანში გამორჩეული იყოო...

ლადო ექიმების ოჯახში გაიზარდა. თვითონაც სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა, თან მუშაობდა. ქალბატონ დალი ბუგიანიშვილს უჭირს შვილზე საუბარი:

- ლადო მშვიდი, გაწონასწორებული, ძალიან პრინციპული და მიზანმიმართული იყო. დიდ სითბოში იზრდებოდა, რადგან დიდი ოჯახი გვაქვს - ერთ სახლში სამი ძმის 6 ბავშვი გავზარდეთ, როგორც 6 დედმამიშვილი. ლადუკა 16 წლის იყო, ჩემი მეუღლე სიმსივნით რომ გარდაიცვალა.

- იმ საბედისწერო დღეს რა მოხდა?

- თავის მეგობართან ერთად ჩვენს ეზოში მანქანის სამრეცხაოს გახსნა გადაწყვიტა და არქიტექტორები მოიყვანა. საღამოს 8 საათი იქნებოდა, ბიძამისს მანქანა რომ გამოართვა - სტუმრებს წავიყვანო. 12.10 საათზე დავურეკე. ლუკასთან ვარ და ბიძაჩემს ველოდებიო. ლუკა ბავშვობის მეგობარი იყო, უწესიერესი ბიჭი. ფილმს ვუყურებდი. საათს რომ შევხედე, სამის 20 წუთი იყო, არ გამკვირვებია, შინ რომ არ იყო. რაც დაცხა, გვიან იძინებდა, ხან სახლთან ისხდნენ, ხან ლუკასთან იყვნენ ხოლმე. მაინც დავურეკე. არ მიპასუხა, თურმე მაშინ ხდებოდა ეს უბედურება.

ყურმილი რომ არ აიღო, შევშფოთდი. გამუდმებით ვრეკავდი. ეს უჩვეულო იყო, ყოველთვის პასუხობდა ზარს... ლადო და ლუკა "იოლში" შესულან და ჩიფსები უყიდიათ. ბიძისთვისაც დაურეკავს. მას უთქვამს, - მე უკვე შინ ვარ და შენც წამოდიო. ბიჭები სუპერმარკეტის წინ ჩამომსხდარან. ჩიფსებს ჭამდნენ. ამ დროს ჩამოუვლია მკვლელს, რომელიც თურმე უნდა შეხვედროდა თავის მეგობარს. ის არ დახვდა და უნდოდა მობილურით მასთან დაერეკა. როგორც მითხრეს, მისი ტელეფონი ისმინებოდა და ამიტომ არ ატარებდაო.

- რატომ ისმინებოდა?

- მანამდე ვიღაც დაუჭრია და იმალებოდა. ნამდვილად ვიცი, რომ იანვარში ბიჭი დაჭრა, ჩემი შვილის მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრეც შარდენზე ჩხუბი აუტეხია და ეძებდნენ. გარეთ მხოლოდ ღამით გამოდიოდა. არ ვიცი, ამდენი დანაშაულის ჩამდენი პოლიციამ რატომ არ დააკავა... თავიდან ითქვა, ლადუკას მკვლელი ნასამართლევიაო, მაგრამ გამომძიებელმა მითხრა, პირობითი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, ამნისტია შეეხო და მოეხსნა ის პირობითი სასჯელიო. ცხინვალიდან დევნილია. მამა მხედრიონელი ჰყოლია და თავი მოუკლავს. დედა უკრაინაში იყო. თვითონ მეგობართან ერთად ჯერ დოლიძეზე ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში, შემდეგ ბაგებში, საერთო საცხოვრებელში, მაგრამ იქაც დაუშავებია რაღაც და გამოუგდიათ.

- კონფლიქტის მიზეზად რას ასახელებს ლადოს მეგობარი?

- მობილური უთხოვია ბიჭებისთვის. უთქვამთ, - დასარეკი თანხა არ გვაქვსო. როგორ არ გაქვთო და ამაზე აუშარდა თურმე. ხელში პარკით მზესუმზირა სჭერია და ლადუკას მანქანაში შეუყრია. შეჰპასუხებია ლადუკა, - ეს რა გააკეთეო. ამ დროს ამოუღია იარაღი და კონდახი ჩაურტყამს თავში ჩემი შვილისთვის. ლადო ფიზიკურად ძლიერი იყო და წინააღმდეგობას გაუწევდა - თავი გახეთქილი ჰქონდა, რომ მომისვენეს... ლადო გაწეულა და დაურტყამს. იმას უსვრია. ტყვია პირდაპირ გულმკერდში მოახვედრა. დაჭრილ ლადოს ორი ნაბიჯი გადაუდგამს და მერე წაქცეულა. დამნაშავე გაქცეულა. მისი მეგობარი ამბობს, ყველაფერი წამებში მოხდა, ვერაფერი ვუშველე, ქალივით ვკიოდი და შველას ვითხოვდიო. ტაქსი გაუჩერებია. რომ ჩავძახოდი, აღარ მპასუხობდაო. ექიმი ვარ და ვიცი, გამჭოლი ჭრილობა აქვს ჩემს შვილს და უსწრაფესად დადგებოდა სიკვდილი.

ამის მერე მკვლელი მეგობართან წასულა კეკელიძის ქუჩაზე. სადარბაზოში დაუმალავს მკვლელობის იარაღი. ინტერნეტში შესულა და "ფეისბუკზე" სიმღერები დაულაიქებია. იქვე დაუწერია, - აუ, რა "ტე-ტე" დავკარგეო. ჩემი შვილის სიკვდილის შემდეგ სიმღერებს უსმენდა!.. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩემს შვილს დავტიროდი და თან მკვლელზე ვფიქრობდი - ამხელა ცოდვა ჩაიდინა და 20 წლის ბიჭმა თავი დაიღუპა-მეთქი. გულში ისიც გავივლე, ჩემს მოძღვარს ვთხოვ, ჩემს დამღუპველს რა შემამსუბუქებელი ლოცვები წავუკითხო-მეთქი. ის კი თურმე არც ნანობდა...

- ის აღიარებს დანაშაულს?

- აღიარებს. თურმე ქალაქიდან გასვლას აპირებდა და ჭავჭავაძეზე დააკავეს. სინანულს ალბათ იმიტომ არ განიცდის, რომ უსიყვარულოდ გაიზარდა. ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, რამდენს მიუსჯიან. გარეთ რომ გამოუშვა, ისევ ჩაიდენს დანაშაულს. კაცის მოკვლა არაფრად უღირს. თურმე გვიან ღამით, დაკითხვაზე უთქვამს, - მალე მორჩით, წამიყვანეთ საკანში, მეძინებაო...

შევეცადე, ბრალდებულის ოჯახის ადგილსამყოფელი დამედგინა, მაგრამ ამაოდ. ბრალდებულს ადვოკატი არ ჰყოლია. 15 აგვისტოს ჩანიშნულ წინასასამართლო სხდომაზე სახაზინო ადვოკატთან ერთად გამოცხადდება.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ