რა­ტომ მოკ­ლა ყო­ფილ­მა სპეც­რაზ­მელ­მა მე­უღ­ლე და 5 წლის შვი­ლი

რა­ტომ მოკ­ლა ყო­ფილ­მა სპეც­რაზ­მელ­მა მე­უღ­ლე და 5 წლის შვი­ლი

10 ივ­ნისს სო­ფელ დი­ღომ­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1980 წელს და­ბა­დე­ბულ­მა გ. ფ-მ მე­უღ­ლე თ. ბ. და 5 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი სი­ცოცხ­ლეს გა­მო­ა­სალ­მა. ფ-მ ცოლ­შვილს სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი პუ­რის საჭ­რე­ლი და­ნით მი­ა­ყე­ნა, შემ­დეგ კი თა­ვა­დაც სცა­და თვით­მკვლე­ლო­ბა - ვე­ნე­ბი გა­და­იჭ­რა და ყე­ლის გა­მოჭ­რა­საც აპი­რებ­და. ერ­თ-ერ­თმა მე­ზო­ბელ­მა, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბა არ ისურ­ვა, გვითხ­რა, რომ იმ დი­ლით ყუ­რი მოჰკ­რა, რო­გორ ეხ­ვე­წე­ბო­და ცო­ლი ქმარს - არ მოკ­ლა­ო. ხმა­უ­რი მა­ლე­ვე ჩაწყ­ნა­რე­ბუ­ლა და ამი­ტო­მაც არ შე­სუ­ლა მათ­თან. მე­ზობ­ლე­ბის ცნო­ბით, ფ. წარ­მო­შო­ბით სა­მეგ­რე­ლო­დან არის, თბი­ლის­ში ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და, შემ­დეგ კი სო­ფელ დი­ღომ­ში და­სახ­ლდა ოჯახ­თან და მშობ­ლებ­თან ერ­თად. ორი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ფ-ს ორი ძმა ჰყავს. გ. ფ. ე.წ. გუ­ლუ­ას სპეც­რაზ­მში რამ­დე­ნი­მე წე­ლი მსა­ხუ­რობ­და. ერ­თ-ერ­თი მე­ზობ­ლის გან­ცხა­დე­ბით, ის ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რის შემ­დე­გაც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა და თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და. ამ­ბო­ბენ, რომ რამ­დე­ნი­მე დღე ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­შიც იწ­ვა. გ. ფ ეკ­ლე­სი­ა­შიც მსა­ხუ­რობ­და, სტი­ქა­რო­სა­ნი იყო. ამბობენ, რომ, მას ხში­რად ჰქონ­და ბრძო­ლა სა­კუ­თარ თავ­თან, მოძღ­ვა­რი ურ­ჩევ­და, სპეც­რაზ­მი­დან წა­მო­სუ­ლი­ყო. ფ. მარ­თლაც ასე მო­იქ­ცა, 2012 წლის ზამ­თარ­ში სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მო­ვი­და და ჯერ ტაქ­სის მძღო­ლად და­იწყო მუ­შა­ო­ბა, ცო­ტა ხნის წინ კი ერ­თ-ერ­თი კა­ზი­ნოს დაც­ვის სამ­სა­ხურ­ში. რო­დე­საც ამ სა­ზა­რე­ლი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ მას­თან სა­სუ­ლი­ე­რო პი­რი, მეზობლად მცხოვრები მა­მა კონ­სტან­ტი­ნე შე­სუ­ლა, ფ-ს უთ­ქვამს: ჭინ­კე­ბი მოვ­კა­ლი, მა­მა­ო, და თ-ს გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ვა­ხერ­ხე­ო... ოჯა­ხის წევ­რე­ბი ზუგ­დი­დი­დან თბი­ლის­ში გუ­შინ დაბ­რუნ­დნენ, ფ-ს შვი­ლე­ბი (მას კი­დევ ორი შვი­ლი ჰყავს) ახ­ლა მა­მა კონ­სტან­ტი­ნეს სახ­ლში ცხოვ­რო­ბენ. ოჯა­ხის წევ­რე­ბი კო­მენ­ტარ­ზე უარს აცხ­ა­დე­ბენ, ამ­ბო­ბენ, რომ მომ­ხდარ­ზე ლა­პა­რა­კი უჭირთ. "ყვე­ლა სი­ახ­ლე" იქ­ვე მდე­ბა­რე მა­ღა­ზი­ის გამ­ყიდ­ველს გა­ე­სა­უბ­რა.

- სას­წრა­ფო რომ მო­ვი­და, მა­შინ გა­ვი­გეთ ამ უბე­დუ­რე­ბის შე­სა­ხებ. შიგ­ნით ოჯახ­ში რა ხდე­ბო­და არ ვი­ცი, მაგ­რამ ჩვენ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, ხში­რად შე­მო­დი­ოდ­ნენ მა­ღა­ზი­ა­ში, ბო­ლოს ორი დღის წინ ვნა­ხე, პუ­რი იყი­დეს. 4 წე­ლია აქ გად­მო­ვიდ­ნენ საცხ­ოვ­რებ­ლად, გ-ს მშობ­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ. სპეც­რაზ­მი­დან რომ წა­მო­ვი­და, ტაქ­სის მძღო­ლად და­იწყო მუ­შა­ო­ბა. თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა ორ­ჯერ ჰქონ­და, პირ­ვე­ლად, სპეც­რაზ­მში ყოფნის პერიოდში, მე­ო­რედ კი სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მოს­ვლის შემ­დეგ გა­და­იჭ­რა ვე­ნე­ბი. მი­სი მე­უღ­ლე ექი­მი იყო და მგო­ნი, ისიც ახა­ლი წა­მო­სუ­ლი იყო სამ­სა­ხუ­რი­დან. ხომ გა­მო­აქვთ ხოლ­მე ბავ­შვებს ოჯა­ხის ამ­ბე­ბი გა­რეთ, მაგ­რამ მის შვი­ლებს არა­სო­დეს არა­ფე­რი უთ­ქვამთ.

ლა­ლი ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი (მე­ზო­ბე­ლი): ძა­ლი­ან კარ­გი ოჯა­ხი იყო, ჩემს მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს ცხოვ­რობ­დნენ. მა­თი შვი­ლე­ბი ხში­რად ჩვენს ბავ­შვებ­თან ერ­თად თა­მა­შობ­დნენ. თვი­თონ იშ­ვი­ა­თად ჰქონ­დათ ჩვენ­თან კონ­ტაქ­ტი, იმ სა­ღა­მოს და­მი­რე­კა გ-ს დე­დამ და მითხ­რა: ჩე­მებს ვერ ვუ­კავ­შირ­დე­ბი და გა­მი­გე, ხომ კარ­გად არი­ა­ნო? სა­ღა­მოს 9 სა­ა­თის­თვის გა­და­ვე­დი, კა­რი გა­ვა­ღე თუ არა, სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი და­ვი­ნა­ხე, გ. ია­ტაკ­ზე ეგ­დო, ვე­ნე­ბი ჰქონ­და გა­დაჭ­რი­ლი. ვკითხ­ე, რა მო­გი­ვი­და, თ. სად არის­-მეთ­ქი და მითხ­რა, აქე­დან გა­დი­ო. გა­მო­ვე­დი თუ არა, მა­მა კონ­სტან­ტი­ნეს­თან შე­ვე­დი, ვუთხ­ა­რი ვე­ნებ­გა­დაჭ­რი­ლი რომ ვნახე გ. მი­სი ცო­ლის, თა­მუ­ნას ნო­მე­რი ვთხო­ვე, და­ვუ­რე­კეთ კი­დეც და ტე­ლე­ფონ­ზე რომ აღარ გვი­პა­სუ­ხა, ამის მე­რე შე­ვი­და მა­მაო სახ­ლში...

- გ-ს დე­და სად იყო წა­სუ­ლი?

- ახ­ლო­ბე­ლი და­ე­ღუ­პათ და ზუგ­დიდ­ში წა­ვიდ­ნენ სამ­ძი­მარ­ზე. ერ­თი კვი­რა იყ­ვნენ იქ ბავ­შვებ­თან ერ­თად. 5 წლის ნია და­ტო­ვეს მშობ­ლებ­თან, უფ­რო­სი და უმ­ცრო­სი შვი­ლიშ­ვი­ლი წაყ­ვა­ნი­ლი ჰყავ­დათ. გ-ს უფ­რო­სი ვა­ჟი პირ­ველ კლას­ში სწავ­ლობს, სულ პა­ტა­რა ორი წლის არის. ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი და კარ­გი ბავ­შვი იყო ნია...

- მა­ნამ­დე ხმა­უ­რი არ გა­გი­გო­ნი­ათ?

- არა­ფე­რი გა­მი­გო­ნი­ა, ისე­თი სახ­ლი­ა, ხმა­უ­რი არ გა­მო­დის. ამი­ტო­მაც ვერ გა­ვი­გეთ ვე­რა­ფე­რი. ცო­ტა ად­რე რომ და­ე­რე­კა გ-ს დე­დას, იქ­ნებ გა­და­მერ­ჩი­ნა კი­დეც ოჯა­ხი.

ზა­ი­რა გი­ლა­უ­რი (მე­ზო­ბე­ლი): შო­რი­დან ვიც­ნობ­დი ამ ოჯახს. სულ ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი და­დი­ო­და ცოლ­-ქმა­რი. თ. გუ­ლი­კო ჩა­ფი­ძის კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობ­და, სა­მე­დი­ცი­ნო ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი. გ. წე­სი­ე­რი ბი­ჭი იყო, ჩემს შვილ­თან ხში­რად მო­დი­ო­და, მაგ­რამ რაც ჩე­მი ვა­ჟი გარ­და­იც­ვა­ლა, იშ­ვი­თად ვხე­დავ­დი. მხო­ლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან დღე­ებ­ში მო­დი­ო­და ჩვენ­თან და პა­ტივს მი­ა­გებ­და ჩე­მი გარ­დაც­ვლი­ლი ვა­ჟის ხსოვ­ნას. ჭი­ქას ასწევ­და, ორი სიტყ­ვით დაგ­ვლო­ცავ­და და მი­დი­ო­და. არ ვი­ცი, ეს რა­ტომ და­ე­მარ­თა საწყ­ალს...

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ