საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკო ლომინაძის ოჯახი გიორგი გვიჩიანის გათავისუფლების წინააღმდეგია
ნიკო ლომინაძის ოჯახი გიორგი გვიჩიანის გათავისუფლების წინააღმდეგია

ცოტა ხნის წინ მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და და თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბის საქ­მე, რო­მელ­ზეც გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ტა­ნი­ლია და 2 პირს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა აქვს მის­ჯი­ლი, გა­უხ­სნე­ლად გა­მო­ცხად­და. საქ­მე "ეი-ი-ეს თე­ლა­სის" ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნი­კო­ლოზ ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბას ეხე­ბა. 2002 წლის 13 აგ­ვის­ტოს იგი სა­კუ­თარ ბი­ნა­ში მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს. სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა შუბ­ლზე აღე­ნიშ­ნე­ბო­და. მოკ­ლუ­ლი სკო­ჩით ხელ­ფეხ­შეკ­რუ­ლი იყო, სა­ხე­ზე პირ­სა­ხო­ცი ჰქონ­და გა­და­ფა­რე­ბუ­ლი. დამ­ნა­შა­ვე­ებს ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა არ წა­უ­ღი­ათ, ამი­ტომ თა­ვი­დან­ვე მკვლე­ლო­ბა მის საქ­მი­ა­ნო­ბას და­უ­კავ­ში­რეს.

10 წლის შემ­დეგ "პრო­კუ­რა­ტუ­რა ბო­დიშს უხ­დის ნი­კო­ლოზ ლო­მი­ნა­ძის ოჯა­ხის წევ­რებს მათ­თვის ესო­დენ მტკივ­ნე­უ­ლი, ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბის გახ­სე­ნე­ბის­თვის და პრაქ­ტი­კუ­ლად იმის აღი­ა­რე­ბის­თვის, რომ მათი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა კვლავ გა­უხ­სნე­ლია". პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან, გა­და­ა­მოწ­მონ ყო­ველ­გვა­რი ეჭვი და და­ად­გი­ნონ ობი­ექ­ტუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა.

2006 წელს მკვლე­ლო­ბა გახ­სნი­ლად გა­მო­ცხად­და. მკვლე­ლო­ბის შემ­კვე­თად ნო­დარ გვი­ჩი­ან­მა თა­ვი­სი მოგ­ვა­რე, "ეი-ი-ეს თე­ლა­სის" გე­ნე­რა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რი, გი­ორ­გი გვი­ჩი­ა­ნი ამ­ხი­ლა და და­ა­სა­ხე­ლა და­ნა­შა­უ­ლის უშუ­ა­ლო შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი: ნიკა ჩე­მია, ავ­თან­დილ ხერ­კე­ლა­ძე და გი­ორ­გი პა­პა­ჩაშ­ვი­ლი. ყვე­ლა მათ­გა­ნი პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა კი­დეც, მაგ­რამ დღეს პრო­კუ­რა­ტუ­რა აცხა­დებს, გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი ისე დად­გა, რომ საქ­მე­ში მათი ბრა­ლე­უ­ლო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ არ­სე­ბობ­დაო:

"გი­ორ­გი გვი­ჩი­ა­ნის და­პა­ტიმ­რე­ბას, შემ­დგომ მის გა­სა­მარ­თლე­ბას სა­ფუძ­ვლად და­ე­დო ერ­თა­დერ­თი პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა - ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნის მამ­ხი­ლე­ბე­ლი ჩვე­ნე­ბა. ამ უკა­ნას­კნელს ჩა­დე­ნი­ლი ჰქონ­და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე სხვა და­ნა­შა­უ­ლე­ბიც, ამ ჩვე­ნე­ბის სა­ნაც­ვლოდ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­უ­ფორმ­და და სრუ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლდა სას­ჯე­ლის­გან; გი­ორ­გი გვი­ჩი­ა­ნის მი­მართ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნას ასე­ვე სა­ფუძ­ვლად და­ე­დო მკვლე­ლო­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბის - ავ­თან­დილ ხერ­კე­ლა­ძი­სა და გი­ორ­გი პა­პა­ჩაშ­ვი­ლის არა­პირ­და­პი­რი ჩვე­ნე­ბე­ბი, რო­მელ­თაც ასე­ვე გა­უ­ფორმ­დათ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბე­ბი: ხერ­კე­ლა­ძეს 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, ხოლო პა­პა­ჩაშ­ვილს - 5 წელი პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი. მკვლე­ლო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის სტა­ტუ­სით გა­სა­მარ­თლე­ბულ­მა მე­სა­მე პირ­მა, ნიკა ჩე­მი­ამ და­ნა­შა­უ­ლი არ აღი­ა­რა და გი­ორ­გი გვი­ჩი­ა­ნის მსგავ­სად, მა­საც უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა".

გვი­ჩი­ა­ნის საქ­მე­ზე აშშ-ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რაც პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბით, მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლე­ბის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბას ამ­ტკი­ცებს. "გა­მოვ­ლინ­და შემ­დე­გი გა­რე­მო­ე­ბე­ბი: 2006 წლის 6 იან­ვარს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს სა­ექ­სპერ­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ბი­ო­ლო­გი­უ­რი და დაქ­ტი­ლოს­კო­პი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა და­ი­ნიშ­ნა, შე­და­რე­ბი­თი გა­მოკ­ვლე­ვის­თვის გა­იგ­ზავ­ნა მკვლე­ლო­ბის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლი თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბის დაქ­ტი­ლო­ფი­რე­ბი, სი­გა­რე­ტის ორი ცალი ნამ­წვი, ლო­მი­ნა­ძის ტან­საც­მე­ლი და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის: ნიკა ჩე­მი­ას, ავ­თან­დილ ხერ­კე­ლა­ძის, გი­ორ­გი პა­პა­ჩაშ­ვი­ლის, ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნის ნერ­წყვის, თმი­სა და თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბის ნი­მუ­შე­ბი.

2006 წლის 4 აპ­რილს ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­რო­დან შე­მო­სუ­ლი დას­კვნით, გა­მო­ი­რი­ცხა ამო­ღე­ბულ სი­გა­რე­ტის ნამ­წვზე მკვლე­ლო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის დნმ-ის არ­სე­ბო­ბა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი დას­კვნა საქ­მეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად არ და­ერ­თო და საქ­მე დას­კვნის გა­რე­შე წა­რი­მარ­თა სა­სა­მარ­თლო­ში. საქ­მეს ასე­ვე არ და­ერ­თო 2006 წლის 8 თე­ბერ­ვლით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი დას­კვნა ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში წარ­დგე­ნილ მა­სა­ლა­ზე თმი­სა და ბოჭ­კო­ე­ბის არარ­სე­ბო­ბი­სა და კვლე­ვის არ­ჩა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ. ამ დას­კვნე­ბის გა­მოკ­ვლე­ვის გა­რე­შე, 2006 წლის 15 აგ­ვის­ტოს საქ­მე­ზე გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნეს.

გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს სა­ექ­სპერ­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შე­მო­სუ­ლია 2006 წლის 7 სექ­ტემ­ბრით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი დას­კვნა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, მკვლე­ლო­ბის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლი თი­თის ორი ანა­ბეჭ­დი არ წარ­მო­ად­გენს მკვლე­ლო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­თა - ნიკა ჩე­მი­ას, ავ­თან­დილ ხერ­კე­ლა­ძის, გი­ორ­გი პა­პა­ჩაშ­ვი­ლი­სა და ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნის თი­თის ანა­ბეჭ­დებს. არც აღ­ნიშ­ნუ­ლი დას­კვნა და­ერ­თო საქ­მეს და არც თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნი­ლა, რო­მელ­მაც ძა­ლა­ში და­ტო­ვა პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნი.

ზე­მოთ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი ზრდის ვა­რა­უდს, რომ მსჯავ­რდა­დე­ბულ პი­რებს მკვლე­ლო­ბა არ ჩა­უ­დე­ნი­ათ. ასე­თი ვა­რა­უ­დი კი­დევ უფრო სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ხდე­ბა, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ქარ­თულ­მა სა­სა­მარ­თლო­ებ­მა გია გვი­ჩი­ა­ნი დამ­ნა­შა­ვედ ცნეს მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი პირ­და­პი­რი ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე - იმ პი­რის ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მელ­მაც ამის სა­ნაც­ვლოდ, თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეჭვქვეშ დგას საქ­მე­ზე მი­ღე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო გა­ნა­ჩე­ნე­ბის ობი­ექ­ტუ­რო­ბაც, რა­მე­თუ გა­მამ­ტყუ­ნე­ბელ გა­ნა­ჩენს სა­ფუძ­ვლად მხო­ლოდ უტყუ­არ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა უნდა და­დე­ბო­და. ეს ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი გია გვი­ჩი­ა­ნი­სა და მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდა­დე­ბულ სხვა პირ­თა უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის სა­სარ­გებ­ლოდ მე­ტყვე­ლებს.

"ვი­ნა­ი­დან სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს პრო­კუ­რა­ტუ­რას ხელთ ჰქონ­და ის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვის დრო­ზე არ ყო­ფი­ლა სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნი­ლი, ამი­ტომ სა­სა­მარ­თლო­ში ახ­ლად გა­მოვ­ლე­ნილ გა­რე­მო­ე­ბა­თა გამო საქ­მის გა­და­სინ­ჯვის მი­მარ­თვის მიზ­ნით დას­კვნე­ბი გია გვი­ჩი­ა­ნის ად­ვო­კა­ტებს გა­და­ე­ცათ", - ამ­ბო­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში. პრო­კუ­რა­ტუ­რამ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის მუხ­ლით საქ­მე უკვე აღ­ძრა და უნდა დად­გინ­დეს, რა­ტომ არ და­ერ­თო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს.

ნი­კო­ლოზ ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­დან­ვე შეც­დო­მით და­ი­წყო. ძა­ლოვ­ნებ­მა ამ და­ნა­შა­ულ­ში ვინ­მე და­ვით მჭედ­ლი­ძე ამ­ხი­ლეს, რო­მე­ლიც რო­ბერტ ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ავ­ტო­სად­გომ­ში და­რა­ჯად მუ­შა­ობ­და, სა­დაც ნიკა ლო­მი­ნა­ძე მან­ქა­ნას აყე­ნებ­და. მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბა მჭედ­ლი­ძეს წა­უ­ყე­ნეს და წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბაც შე­ე­ფარ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ექ­სპერ­ტი­ზით გა­ირ­კვა, რომ ამ და­ნა­შა­ულ­თან მჭედ­ლი­ძეს შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია. იგი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ამის შემ­დეგ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე კარ­გა ხანს გა­უხ­სნე­ლი იყო.

გვი­ჩი­ა­ნის ად­ვო­კა­ტე­ბი ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნი­ლი გა­რე­მო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მალე მი­მარ­თა­ვენ, საქ­მის გა­და­სინ­ჯვა­სა და მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ი­თხო­ვენ. სა­ვა­რა­უ­დოდ, ასე­თი ში­ნა­არ­სის იქ­ნე­ბა მკვლე­ლო­ბის უშუ­ა­ლო შეს­რუ­ლე­ბის­თვის სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა­მის­ჯი­ლი ნიკა ჩე­მი­ას შუ­ამ­დგომ­ლო­ბაც.

ირმა ჭკა­დუა, გვი­ჩი­ა­ნის ად­ვო­კა­ტი:

- თა­ვი­დან­ვე ვა­ცხა­დებ­დით, რომ გი­ორ­გი გვი­ჩი­ა­ნი უდა­ნა­შა­უ­ლო იყო. სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში მო­სა­მარ­თლე ნა­ი­რა გი­გი­ტაშ­ვი­ლი საქ­მის გან­ხილ­ვი­სას და­საბ­მე­ლი იყო - ხე­დავ­და, რო­გორ ენგრე­ო­და თავ­ზე ბრალ­დე­ბა. ადა­მი­ა­ნებს უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ისე ჰქონ­დათ მის­ჯი­ლი, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობ­და. ნაც­ვლად იმი­სა, გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ე­ტა­ნა, მან ექ­სპერ­ტებს არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბი უწო­და და ეს გა­ნა­ჩენ­შიც ჩა­წე­რა. არა­და, პრო­ცეს­ზე და­კი­თხუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბულ "მა­კა­რო­ვის" ტყვი­ას არ შე­იძ­ლე­ბო­და, ისე­თი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა მოკ­ლუ­ლის­თვის, რაც მას აღე­ნიშ­ნე­ბო­და. გერ­მა­ნი­ა­შიც გავ­გზავ­ნეთ მა­სა­ლე­ბი და იქი­და­ნაც იგი­ვე პა­სუ­ხი მი­ვი­ღეთ. პრო­კუ­რორ­მა ან­ზორ ხვა­და­გი­ან­მა და­მა­ლა ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გე­ბი. არც უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ ცნო და­საშ­ვე­ბად საქ­მე, რო­მე­ლიც შემ­დგომ ევ­რო­სა­სა­მარ­თლომ წარ­მო­ე­ბა­ში მი­ი­ღო. ახლა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო საქ­მე­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა გა­და­მა­ლუ­ლი დას­კვნა, რაც გვი­ჩი­ა­ნის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბას ადას­ტუ­რებს. პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­მალ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­საც ორი ადა­მი­ა­ნის სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მოჰ­ყვა. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა, პრო­კუ­რო­რე­ბი და ამ საქ­მის მო­სა­მარ­თლე­ე­ბი თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე რჩე­ბოდ­ნენ. მათი სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა დად­გეს.

ირმა ჭკა­დუ­ას თქმით, მთა­ვა­რი მოწ­მე­ე­ბიც გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში და­ი­ღუპ­ნენ. "ბუ­რუ­სით არის მო­ცუ­ლი ამ საქ­მის ორი ძი­რი­თა­დი მოწ­მის სიკ­ვდი­ლი. გე­ნე­რა­ლი და­ვით კე­კუა იყო ამ საქ­მის გამ­ყალ­ბე­ბე­ლი იმ წუ­თი­დან, როცა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­ვი­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფი. თა­ვი­დან ტყვი­ის გულა ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნეს. გა­მომ­ძი­ებ­ლებს და­ლუ­ქუ­ლი ჰქონ­დათ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, კე­კუ­ამ ის გა­ახ­სნე­ვი­ნა, და­ბერ­ტყა ბა­ლი­შის ჩა­სა­დე­ბი კონ­ვერ­ტი და იქი­დან გად­მო­ვარ­და ტყვი­ის გულა. ასე იპო­ვეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კე­კუა და­ა­პა­ტიმ­რეს და ით­ქვა, თავი ჩა­მო­იხ­რჩოო, მაგ­რამ ჩემი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზ­რით, ის მოკ­ლეს. მე­ო­რე მოწ­მე - ხერ­კე­ლა­ძე, რო­მელ­მაც პრო­ცეს­ზე აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი, გარ­დაც­ვლი­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა ნო­დარ გვი­ჩი­ანს, იგი 2005 წლის 10 ნო­ემ­ბერს დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. 5-ჯერ ნა­სა­მარ­თლევს, უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბო­და. თავი გა­და­ირ­ჩი­ნა, მკვლე­ლო­ბის შემ­კვე­თად გი­ორ­გი გვი­ჩი­ა­ნი და­ა­სა­ხე­ლა და თქვა, 20.000 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­დაო. და­ა­სა­ხე­ლა ასე­ვე შემ­სრუ­ლებ­ლე­ბად - ნიკა ჩე­მია, გი­ორ­გი პა­პა­ჩაშ­ვი­ლი და ავ­თან­დილ ხერ­კე­ლა­ძე. ამ საქ­მეს­თან ერ­თად, კი­დევ ერთ მკვლე­ლო­ბა­ში ამ­ხი­ლა შემ­სრუ­ლებ­ლად და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი და თქვა, - მათ­თან ერ­თად ჩა­ვი­დი­ნე 1996 წელს თურ­ქი ბიზ­ნეს­მე­ნის მკვლე­ლო­ბაო. ამ ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ, 10 დე­კემ­ბერს ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნი გი­რა­ო­თი გა­მო­უშ­ვეს და 500.000 ლა­რის გა­დახ­და და­ე­კის­რა, მაგ­რამ მას არა­ფე­რი გა­და­უხ­დია. სა­ქარ­თვე­ლოც და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნა­ში სხვა სა­ხე­ლი­თა და გვა­რით ცხოვ­რობს".

ად­ვო­კა­ტის მტკი­ცე­ბით, გია გვი­ჩი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის პი­რა­დი პა­ტი­მა­რია. "იგი სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის მე­ო­რე დღეს, სას­წრა­ფო წე­სით და­ა­კა­ვეს, რად­გან უნ­დო­დათ, გა­და­ე­ფა­რათ მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბა. როცა მწვა­ვე კი­თხვებს უს­ვამ­დნენ პრე­ზი­დენტს, ის პა­სუ­ხობ­და, - რა დროს გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლებ­ზეა სა­უ­ბა­რი, რო­დე­საც ჩვე­ნი გუნ­დის წევ­რებ­საც არ ვინ­დობთ და ასე­თი მა­ღა­ლი რან­გის თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი და­ვა­კა­ვე­თო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნეს. კარ­გად მახ­სოვს, ერთ-ერთი სხდო­მის შემ­დეგ ლო­მი­ნა­ძის მა­მამ მად­ლო­ბაც გა­და­მი­ხა­და. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვა­სა­ბუ­თებ­დით, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი უდა­ნა­შა­უ­ლო­ნი იყ­ვნენ. პრო­კუ­რა­ტუ­რა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს აჯე­რებ­და იმ ვერ­სი­ას, რაც მათ ჰქონ­დათ და არ უტო­ვებ­და არა­ნა­ირ ალ­ტერ­ნა­ტი­ვას, რე­ა­ლო­ბა­ზე ეფიქ­რათ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს საქ­მე გა­იხ­სნე­ბა, ლო­მი­ნა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი ამას იმ­სა­ხუ­რებს. წლე­ბია, მკვლე­ლი გა­რეთ და­დის და დას­ცი­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ და­უს­ჯე­ლია. სა­მა­გი­ე­როდ, სას­ჯელს იხ­დი­ან უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი. ნიკა ჩე­მი­ა­საც ძა­ლი­ან მა­გა­რი ალი­ბი ჰქონ­და: როცა მკვლე­ლო­ბა მოხ­და, იგი 8 ადა­მი­ან­თან ერ­თად მა­ტა­რე­ბელ­ში იჯდა. ამას ადას­ტუ­რებს "მაგ­თი­დან" ამო­ღე­ბუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ნუს­ხა. ან­ძე­ბის ჩა­ნა­წე­რი­და­ნაც ჩანს, რომ ჩე­მია მი­ე­მარ­თე­ბო­და ბა­თუმ­ში და მერე წა­ვი­და გერ­მა­ნი­ა­ში. ეს სე­რი­ო­ზუ­ლი ალი­ბიც არ გა­ი­ზი­ა­რეს. ნიკა ჩე­მია უკა­ნო­ნო პა­ტი­მა­რია და ორი­ვე, სას­წრა­ფო წე­სით, ცი­ხი­დან უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს", - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი ირმა ჭკა­დუა.

ამ მო­საზ­რე­ბებს კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ეთან­ხმე­ბი­ან მოკ­ლუ­ლის მშობ­ლე­ბი და მო­ი­თხო­ვენ, გვი­ჩი­ან­მა პა­სუ­ხი აგოს ჩა­დე­ნი­ლის­თვის.

ელე­ნე პა­პა­ვა, მოკ­ლუ­ლის დედა:

- 10 წელი გა­ვი­და ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბი­დან, თით­ქოს გუ­შინ მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი. არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა ჩემ­თვის, მაგ­რამ გა­მა­გე­ბი­ნეთ, "რუს­თა­ვი 2" გა­მუდ­მე­ბით რა­ტომ მიტ­რი­ა­ლებს თვალ­წინ იმ სა­ში­ნელ კად­რებს, სა­დაც ჩემი მოკ­ლუ­ლი შვი­ლი ჩანს? ხომ უნდა იფიქ­რონ ჩემ­ზეც?! მინ­და ყვე­ლამ გა­ი­გოს: რო­გორ ფიქ­რობთ, ოდ­ნავ მა­ინც რომ მე­პა­რე­ბო­დეს ეჭვი მათ უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ში, ასე გავ­ჩუმ­დე­ბო­დი? იქ უნდა ის­ხდნენ ჩემი შვი­ლის მკვლე­ლე­ბი! სხვა მი­ზა­ნი მე არ მაქვს. გა­სა­გე­ბია, გვი­ჩი­ა­ნის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნია, ცი­ხი­დან გა­მო­ვი­დეს, მაგ­რამ მის და­ნა­შა­ულ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ. თუ გა­მო­ი­ძი­ე­ბენ ამ საქ­მეს, სულ თა­ვი­დან გა­მო­ი­ძი­ონ, ოღონდ ისე არა, რომ მკვლე­ლი გა­რეთ გა­მო­ვი­დეს. ჯერ და­მარ­წმუ­ნონ, რომ ის დამ­ნა­შა­ვე არ არის.

- ქალ­ბა­ტო­ნო ელე­ნე, ის სა­ბე­დი­წე­რო დღე იქ­ნებ გა­იხ­სე­ნოთ.

- ნიკო თბი­ლის­ში წი­ნა­დღეს წა­მო­ვი­და. ცოლ-შვი­ლი ურეკ­ში ის­ვე­ნებ­და და იქი­დან ჩვენ­თან, ოზურ­გეთ­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნა. არა­ნა­ი­რი აღელ­ვე­ბა არ ეტყო­ბო­და. 11 აგ­ვის­ტოს თბი­ლის­ში წა­მო­ვი­და. თა­მუ­ნა (ნი­კოს მე­უღ­ლე) ნი­კოს ორ­შა­ბათს, 12 აგ­ვის­ტოს, ღა­მის პირ­ველ სა­ა­თამ­დე ესა­უბ­რა. ნი­კომ უთხრა, მან­ქა­ნა და­ვა­ყე­ნე და სახ­ლში შევ­დი­ვა­რო. მე­ო­რე დღეს დი­ლი­დან ურე­კავ­და, მაგ­რამ ტე­ლე­ფო­ნი გა­მორ­თუ­ლი ჰქონ­და. თა­მუ­ნა ნერ­ვი­უ­ლად მი­მო­დი­ო­და ოთახ­ში - მთე­ლი დღე ნი­კუ­შას ტე­ლე­ფო­ნი გა­თი­შუ­ლი­აო. ნი­კოს სამ­სა­ხუ­რის მე­გობ­რის ნო­მე­რი აღ­მო­აჩ­ნდა და მის­გან გა­ი­გო, რომ იმ დღეს სამ­სა­ხურ­ში არ მი­სუ­ლა. ამის შემ­დეგ ავ­ტე­ხეთ გან­გა­ში. ღა­მის ორ სა­ათ­ზე გა­ვაღ­ვი­ძე ჩემი ქმა­რი და ყვე­ლა­ნი თბი­ლის­ში წა­მო­ვე­დით. დი­ლის 7 სა­ათ­ზე წა­მო­ვე­დით. ამ დრო­ის­თვის ნიკო ექ­სპერ­ტი­ზა­ში იყო გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი.

- აცხა­დე­ბენ, რომ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი არ ემ­თხვე­ვა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ანა­ლიზს. რო­გორ ფიქ­რობთ, ეს ხომ არ ნიშ­ნავს, რომ შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი სხვა პი­რე­ბი იყ­ვნენ?

- როცა ასეთ და­ნა­შა­ულ­ზე მი­დი­ან, იქ კვალს არ ტო­ვე­ბენ და სი­გა­რეტს არ ეწე­ვი­ან. დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა ეს ჩემ­ზე უკეთ იცი­ან. ახლა გა­ი­ძა­ხი­ან, გვი­ჩი­ა­ნი უნდა გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ ცი­ხი­და­ნო. თუ არ არის დამ­ნა­შა­ვე, გა­მო­ვი­დეს და ჩას­ვან ცი­ხე­ში მკვლე­ლი. ნუთუ არ ეკუთ­ვნის ამ საქ­მეს ნორ­მა­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა? სახ­ლში სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ზე სა­უ­ბა­რი ნი­კოს არ უყ­ვარ­და, მაგ­რამ გა­ვი­გო­ნე, ერთხელ ლა­პა­რა­კობ­და გვი­ჩი­ან­ზე, - ფულს აკე­თებ­სო. არ მე­პა­რე­ბა ეჭვი, რომ ამ საქ­მის უკან გვი­ჩი­ა­ნი დგას. ჩემი შვი­ლის პა­ნაშ­ვიდ­ზეც იყო. არა­ვინ ვიც­ნობ­დით, მაგ­რამ ჩემს ქა­ლიშ­ვილს, თა­მუ­ნას მის­თვის ყუ­რა­დღე­ბა მი­უქ­ცე­ვია, - კაცი ად­გილს ვერ პო­უ­ლობ­დაო.

- სხვა ვერ­სია მა­შინ არ არ­სე­ბობ­და?

- შე­ვარ­დნა­ძის ძმის­შვილ­ზე, ნუგ­ზარ შე­ვარ­დნა­ძე­ზეც იყო სა­უ­ბა­რი, ვი­ღაც ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე დო­ლი­ძე­ზეც, თით­ქოს ის შუ­ა­მა­ვა­ლი იყო. ისიც ით­ქვა, ყვე­ლა­ფე­რი რუ­სე­ბის ჯა­რებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლიო. ამ ყვე­ლა­ფერს გვი­ჩი­ა­ნი ჰყვე­ბო­და. ფაქ­ტია, "თე­ლას­ში" დიდი მა­ქი­ნა­ცი­ე­ბი ხდე­ბო­და, ფული თეთრდე­ბო­და და ნი­კომ მათ გზა გა­და­უ­კე­ტა. გვი­ჩი­ა­ნი ორ­ჯერ და­ი­ჭი­რეს ამ საქ­მე­ზე; პირ­ვე­ლად თავ­დებ­ში და­უდ­გნენ პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი - აკა­კი ბო­ბო­ხი­ძე, გოჩა ჯო­ჯუა და გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე. მა­შინ "ეი-ი-ეს თე­ლა­სის" ხელ­მძღვა­ნე­ლი, ირი­ბა­რე­ნიც ჩა­მო­ვი­და ამე­რი­კი­დან და გვი­ჩი­ან­ზე თქვა, - ისე­თი სუს­ტი ადა­მი­ა­ნია, ყვე­ლა­ფერს დაფ­ქვავს და ცი­ხე­ში მისი და­ტო­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბაო. ყვე­ლა გზა გვი­ჩი­ა­ნის­კენ მი­დის. თუ არ და­ის­ჯე­ბა დამ­ნა­შა­ვე, ამას გა­ვაპ­რო­ტეს­ტებთ. მისი გა­მოს­ვლა საქ­მის გა­მო­უ­ძი­ებ­ლად არ უნდა მოხ­დეს.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ნიკო ლომინაძის ოჯახი გიორგი გვიჩიანის გათავისუფლების წინააღმდეგია

ნიკო ლომინაძის ოჯახი გიორგი გვიჩიანის გათავისუფლების წინააღმდეგია

ცოტა ხნის წინ მთავარ პროკურატურაში სკანდალური განცხადება გაკეთდა და თბილისში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმე, რომელზეც განაჩენი გამოტანილია და 2 პირს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, გაუხსნელად გამოცხადდა. საქმე "ეი-ი-ეს თელასის" ფინანსური დირექტორის, ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობას ეხება. 2002 წლის 13 აგვისტოს იგი საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს. სასიკვდილო ჭრილობა შუბლზე აღენიშნებოდა. მოკლული სკოჩით ხელფეხშეკრული იყო, სახეზე პირსახოცი ჰქონდა გადაფარებული. დამნაშავეებს ძვირფასეულობა არ წაუღიათ, ამიტომ თავიდანვე მკვლელობა მის საქმიანობას დაუკავშირეს.

10 წლის შემდეგ "პროკურატურა ბოდიშს უხდის ნიკოლოზ ლომინაძის ოჯახის წევრებს მათთვის ესოდენ მტკივნეული, ტრაგიკული ამბის გახსენებისთვის და პრაქტიკულად იმის აღიარებისთვის, რომ მათი შვილის მკვლელობა კვლავ გაუხსნელია". პროკურატურაში აცხადებენ, რომ ვალდებულები არიან, გადაამოწმონ ყოველგვარი ეჭვი და დაადგინონ ობიექტური ჭეშმარიტება.

2006 წელს მკვლელობა გახსნილად გამოცხადდა. მკვლელობის შემკვეთად ნოდარ გვიჩიანმა თავისი მოგვარე, "ეი-ი-ეს თელასის" გენერალური მენეჯერი, გიორგი გვიჩიანი ამხილა და დაასახელა დანაშაულის უშუალო შემსრულებლები: ნიკა ჩემია, ავთანდილ ხერკელაძე და გიორგი პაპაჩაშვილი. ყველა მათგანი პასუხისგებაში მიეცა კიდეც, მაგრამ დღეს პროკურატურა აცხადებს, გამამტყუნებელი განაჩენი ისე დადგა, რომ საქმეში მათი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობდაო:

"გიორგი გვიჩიანის დაპატიმრებას, შემდგომ მის გასამართლებას საფუძვლად დაედო ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება - ნოდარ გვიჩიანის მამხილებელი ჩვენება. ამ უკანასკნელს ჩადენილი ჰქონდა განსაკუთრებით მძიმე სხვა დანაშაულებიც, ამ ჩვენების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და სრულად გათავისუფლდა სასჯელისგან; გიორგი გვიჩიანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ასევე საფუძვლად დაედო მკვლელობის თანამონაწილეების - ავთანდილ ხერკელაძისა და გიორგი პაპაჩაშვილის არაპირდაპირი ჩვენებები, რომელთაც ასევე გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმებები: ხერკელაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო პაპაჩაშვილს - 5 წელი პირობითი მსჯავრი. მკვლელობის შემსრულებლის სტატუსით გასამართლებულმა მესამე პირმა, ნიკა ჩემიამ დანაშაული არ აღიარა და გიორგი გვიჩიანის მსგავსად, მასაც უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა".

გვიჩიანის საქმეზე აშშ-ში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები აღმოაჩინეს, რაც პროკურატურის მტკიცებით, მსჯავრდადებულების უდანაშაულობას ამტკიცებს. "გამოვლინდა შემდეგი გარემოებები: 2006 წლის 6 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიუროს საექსპერტო დაწესებულებაში ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა დაინიშნა, შედარებითი გამოკვლევისთვის გაიგზავნა მკვლელობის ადგილიდან ამოღებული თითის ანაბეჭდების დაქტილოფირები, სიგარეტის ორი ცალი ნამწვი, ლომინაძის ტანსაცმელი და ბრალდებულების: ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძის, გიორგი პაპაჩაშვილის, ნოდარ გვიჩიანის ნერწყვის, თმისა და თითის ანაბეჭდების ნიმუშები.

2006 წლის 4 აპრილს ფედერალური ბიუროდან შემოსული დასკვნით, გამოირიცხა ამოღებულ სიგარეტის ნამწვზე მკვლელობის შემსრულებლების დნმ-ის არსებობა, თუმცა აღნიშნული დასკვნა საქმეს მტკიცებულებად არ დაერთო და საქმე დასკვნის გარეშე წარიმართა სასამართლოში. საქმეს ასევე არ დაერთო 2006 წლის 8 თებერვლით დათარიღებული დასკვნა ლაბორატორიაში წარდგენილ მასალაზე თმისა და ბოჭკოების არარსებობისა და კვლევის არჩატარების შესახებ. ამ დასკვნების გამოკვლევის გარეშე, 2006 წლის 15 აგვისტოს საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს.

გარდა აღნიშნულისა, ფედერალური ბიუროს საექსპერტო დაწესებულებიდან საქართველოს მთავარ პროკურატურაში შემოსულია 2006 წლის 7 სექტემბრით დათარიღებული დასკვნა, რომლის მიხედვით, მკვლელობის ადგილიდან ამოღებული თითის ორი ანაბეჭდი არ წარმოადგენს მკვლელობის შემსრულებელთა - ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძის, გიორგი პაპაჩაშვილისა და ნოდარ გვიჩიანის თითის ანაბეჭდებს. არც აღნიშნული დასკვნა დაერთო საქმეს და არც თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილა, რომელმაც ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი.

ზემოთ დასახელებული ექსპერტიზის დასკვნები ზრდის ვარაუდს, რომ მსჯავრდადებულ პირებს მკვლელობა არ ჩაუდენიათ. ასეთი ვარაუდი კიდევ უფრო საფუძვლიანი ხდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართულმა სასამართლოებმა გია გვიჩიანი დამნაშავედ ცნეს მხოლოდ ერთადერთი პირდაპირი ჩვენების საფუძველზე - იმ პირის ჩვენების საფუძველზე, რომელმაც ამის სანაცვლოდ, თავისუფლება მოიპოვა. აქედან გამომდინარე, ეჭვქვეშ დგას საქმეზე მიღებული სასამართლო განაჩენების ობიექტურობაც, რამეთუ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა დადებოდა. ეს ექსპერტიზის დასკვნები გია გვიჩიანისა და მკვლელობაში მსჯავრდადებულ სხვა პირთა უდანაშაულობის სასარგებლოდ მეტყველებს.

"ვინაიდან სამართალწარმოების მიმდინარეობის დროს პროკურატურას ხელთ ჰქონდა ის მტკიცებულებები, რომლებიც თავის დროზე არ ყოფილა სასამართლოში წარდგენილი, ამიტომ სასამართლოში ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის გადასინჯვის მიმართვის მიზნით დასკვნები გია გვიჩიანის ადვოკატებს გადაეცათ", - ამბობენ პროკურატურაში. პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით საქმე უკვე აღძრა და უნდა დადგინდეს, რატომ არ დაერთო ექსპერტიზის დასკვნები სისხლის სამართლის საქმეს.

ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის საქმის გამოძიება თავიდანვე შეცდომით დაიწყო. ძალოვნებმა ამ დანაშაულში ვინმე დავით მჭედლიძე ამხილეს, რომელიც რობერტ ოქრუაშვილის ავტოსადგომში დარაჯად მუშაობდა, სადაც ნიკა ლომინაძე მანქანას აყენებდა. მკვლელობის ბრალდება მჭედლიძეს წაუყენეს და წინასწარი პატიმრობაც შეეფარდა. მოგვიანებით, ექსპერტიზით გაირკვა, რომ ამ დანაშაულთან მჭედლიძეს შეხება არ ჰქონია. იგი გაათავისუფლეს. ამის შემდეგ გახმაურებული საქმე კარგა ხანს გაუხსნელი იყო.

გვიჩიანის ადვოკატები ახლად აღმოჩენილი გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მალე მიმართავენ, საქმის გადასინჯვასა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ. სავარაუდოდ, ასეთი შინაარსის იქნება მკვლელობის უშუალო შესრულებისთვის სამუდამო პატიმრობამისჯილი ნიკა ჩემიას შუამდგომლობაც.

ირმა ჭკადუა, გვიჩიანის ადვოკატი:

- თავიდანვე ვაცხადებდით, რომ გიორგი გვიჩიანი უდანაშაულო იყო. სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი საქმის განხილვისას დასაბმელი იყო - ხედავდა, როგორ ენგრეოდა თავზე ბრალდება. ადამიანებს უვადო თავისუფლების აღკვეთა ისე ჰქონდათ მისჯილი, მტკიცებულება არ არსებობდა. ნაცვლად იმისა, გამამართლებელი განაჩენი გამოეტანა, მან ექსპერტებს არაკომპეტენტურები უწოდა და ეს განაჩენშიც ჩაწერა. არადა, პროცესზე დაკითხული სახელმწიფო ექსპერტები ამბობდნენ, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ "მაკაროვის" ტყვიას არ შეიძლებოდა, ისეთი დაზიანება მიეყენებინა მოკლულისთვის, რაც მას აღენიშნებოდა. გერმანიაშიც გავგზავნეთ მასალები და იქიდანაც იგივე პასუხი მივიღეთ. პროკურორმა ანზორ ხვადაგიანმა დამალა ფედერალური ბიუროს ექსპერტიზის შედეგები. არც უზენაესმა სასამართლომ ცნო დასაშვებად საქმე, რომელიც შემდგომ ევროსასამართლომ წარმოებაში მიიღო. ახლა პროკურატურამ საზედამხედველო საქმეში აღმოაჩინა გადამალული დასკვნა, რაც გვიჩიანის უდანაშაულობას ადასტურებს. პარალელურ რეჟიმში დაწყებულია გამოძიება მტკიცებულებების გადამალვასთან დაკავშირებით, რასაც ორი ადამიანის სამუდამო პატიმრობა მოჰყვა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, პროკურორები და ამ საქმის მოსამართლეები თანამდებობებზე რჩებოდნენ. მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.

ირმა ჭკადუას თქმით, მთავარი მოწმეებიც გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპნენ. "ბურუსით არის მოცული ამ საქმის ორი ძირითადი მოწმის სიკვდილი. გენერალი დავით კეკუა იყო ამ საქმის გამყალბებელი იმ წუთიდან, როცა შემთხვევის ადგილზე გავიდა საგამოძიებო ჯგუფი. თავიდან ტყვიის გულა ვერ აღმოაჩინეს. გამომძიებლებს დალუქული ჰქონდათ მტკიცებულებები, კეკუამ ის გაახსნევინა, დაბერტყა ბალიშის ჩასადები კონვერტი და იქიდან გადმოვარდა ტყვიის გულა. ასე იპოვეს მტკიცებულება. მოგვიანებით კეკუა დააპატიმრეს და ითქვა, თავი ჩამოიხრჩოო, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრით, ის მოკლეს. მეორე მოწმე - ხერკელაძე, რომელმაც პროცესზე აღიარა დანაშაული, გარდაცვლილია. რაც შეეხება ნოდარ გვიჩიანს, იგი 2005 წლის 10 ნოემბერს დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. 5-ჯერ ნასამართლევს, უვადო პატიმრობა ემუქრებოდა. თავი გადაირჩინა, მკვლელობის შემკვეთად გიორგი გვიჩიანი დაასახელა და თქვა, 20.000 დოლარი გადაიხადაო. დაასახელა ასევე შემსრულებლებად - ნიკა ჩემია, გიორგი პაპაჩაშვილი და ავთანდილ ხერკელაძე. ამ საქმესთან ერთად, კიდევ ერთ მკვლელობაში ამხილა შემსრულებლად დასახელებული პირები და თქვა, - მათთან ერთად ჩავიდინე 1996 წელს თურქი ბიზნესმენის მკვლელობაო. ამ ჩვენების შემდეგ, 10 დეკემბერს ნოდარ გვიჩიანი გირაოთი გამოუშვეს და 500.000 ლარის გადახდა დაეკისრა, მაგრამ მას არაფერი გადაუხდია. საქართველოც დაატოვებინეს. ჩვენი ინფორმაციით, უკრაინაში სხვა სახელითა და გვარით ცხოვრობს".

ადვოკატის მტკიცებით, გია გვიჩიანი საქართველოს პრეზიდენტის პირადი პატიმარია. "იგი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის მეორე დღეს, სასწრაფო წესით დააკავეს, რადგან უნდოდათ, გადაეფარათ მომხდარი მკვლელობა. როცა მწვავე კითხვებს უსვამდნენ პრეზიდენტს, ის პასუხობდა, - რა დროს გირგვლიანის მკვლელებზეა საუბარი, როდესაც ჩვენი გუნდის წევრებსაც არ ვინდობთ და ასეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირი დავაკავეთო. დარწმუნებული ვარ, დაზარალებულები შეცდომაში შეიყვანეს. კარგად მახსოვს, ერთ-ერთი სხდომის შემდეგ ლომინაძის მამამ მადლობაც გადამიხადა. ყველანაირად ვასაბუთებდით, რომ ეს ადამიანები უდანაშაულონი იყვნენ. პროკურატურა დაზარალებულებს აჯერებდა იმ ვერსიას, რაც მათ ჰქონდათ და არ უტოვებდა არანაირ ალტერნატივას, რეალობაზე ეფიქრათ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმე გაიხსნება, ლომინაძეების ოჯახი ამას იმსახურებს. წლებია, მკვლელი გარეთ დადის და დასცინის საზოგადოებას, რომ დაუსჯელია. სამაგიეროდ, სასჯელს იხდიან უდანაშაულო ადამიანები. ნიკა ჩემიასაც ძალიან მაგარი ალიბი ჰქონდა: როცა მკვლელობა მოხდა, იგი 8 ადამიანთან ერთად მატარებელში იჯდა. ამას ადასტურებს "მაგთიდან" ამოღებული სატელეფონო ნუსხა. ანძების ჩანაწერიდანაც ჩანს, რომ ჩემია მიემართებოდა ბათუმში და მერე წავიდა გერმანიაში. ეს სერიოზული ალიბიც არ გაიზიარეს. ნიკა ჩემია უკანონო პატიმარია და ორივე, სასწრაფო წესით, ციხიდან უნდა გათავისუფლდეს", - აცხადებს ადვოკატი ირმა ჭკადუა.

ამ მოსაზრებებს კატეგორიულად არ ეთანხმებიან მოკლულის მშობლები და მოითხოვენ, გვიჩიანმა პასუხი აგოს ჩადენილისთვის.

ელენე პაპავა, მოკლულის დედა:

- 10 წელი გავიდა ჩემი შვილის მკვლელობიდან, თითქოს გუშინ მოხდა ყველაფერი. არაფერი შეცვლილა ჩემთვის, მაგრამ გამაგებინეთ, "რუსთავი 2" გამუდმებით რატომ მიტრიალებს თვალწინ იმ საშინელ კადრებს, სადაც ჩემი მოკლული შვილი ჩანს? ხომ უნდა იფიქრონ ჩემზეც?! მინდა ყველამ გაიგოს: როგორ ფიქრობთ, ოდნავ მაინც რომ მეპარებოდეს ეჭვი მათ უდანაშაულობაში, ასე გავჩუმდებოდი? იქ უნდა ისხდნენ ჩემი შვილის მკვლელები! სხვა მიზანი მე არ მაქვს. გასაგებია, გვიჩიანის ერთადერთი მიზანია, ციხიდან გამოვიდეს, მაგრამ მის დანაშაულში დარწმუნებულები ვართ. თუ გამოიძიებენ ამ საქმეს, სულ თავიდან გამოიძიონ, ოღონდ ისე არა, რომ მკვლელი გარეთ გამოვიდეს. ჯერ დამარწმუნონ, რომ ის დამნაშავე არ არის.

- ქალბატონო ელენე, ის საბედიწერო დღე იქნებ გაიხსენოთ.

- ნიკო თბილისში წინადღეს წამოვიდა. ცოლ-შვილი ურეკში ისვენებდა და იქიდან ჩვენთან, ოზურგეთში ჩამოიყვანა. არანაირი აღელვება არ ეტყობოდა. 11 აგვისტოს თბილისში წამოვიდა. თამუნა (ნიკოს მეუღლე) ნიკოს ორშაბათს, 12 აგვისტოს, ღამის პირველ საათამდე ესაუბრა. ნიკომ უთხრა, მანქანა დავაყენე და სახლში შევდივარო. მეორე დღეს დილიდან ურეკავდა, მაგრამ ტელეფონი გამორთული ჰქონდა. თამუნა ნერვიულად მიმოდიოდა ოთახში - მთელი დღე ნიკუშას ტელეფონი გათიშულიაო. ნიკოს სამსახურის მეგობრის ნომერი აღმოაჩნდა და მისგან გაიგო, რომ იმ დღეს სამსახურში არ მისულა. ამის შემდეგ ავტეხეთ განგაში. ღამის ორ საათზე გავაღვიძე ჩემი ქმარი და ყველანი თბილისში წამოვედით. დილის 7 საათზე წამოვედით. ამ დროისთვის ნიკო ექსპერტიზაში იყო გადასვენებული.

- აცხადებენ, რომ ექსპერტიზის დასკვნები არ ემთხვევა ბრალდებულების ანალიზს. როგორ ფიქრობთ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ შემსრულებლები სხვა პირები იყვნენ?

- როცა ასეთ დანაშაულზე მიდიან, იქ კვალს არ ტოვებენ და სიგარეტს არ ეწევიან. დამნაშავეებმა ეს ჩემზე უკეთ იციან. ახლა გაიძახიან, გვიჩიანი უნდა გამოვიყვანოთ ციხიდანო. თუ არ არის დამნაშავე, გამოვიდეს და ჩასვან ციხეში მკვლელი. ნუთუ არ ეკუთვნის ამ საქმეს ნორმალური გამოძიება? სახლში სამსახურის საქმეზე საუბარი ნიკოს არ უყვარდა, მაგრამ გავიგონე, ერთხელ ლაპარაკობდა გვიჩიანზე, - ფულს აკეთებსო. არ მეპარება ეჭვი, რომ ამ საქმის უკან გვიჩიანი დგას. ჩემი შვილის პანაშვიდზეც იყო. არავინ ვიცნობდით, მაგრამ ჩემს ქალიშვილს, თამუნას მისთვის ყურადღება მიუქცევია, - კაცი ადგილს ვერ პოულობდაო.

- სხვა ვერსია მაშინ არ არსებობდა?

- შევარდნაძის ძმისშვილზე, ნუგზარ შევარდნაძეზეც იყო საუბარი, ვიღაც ჩვენს თანამემამულე დოლიძეზეც, თითქოს ის შუამავალი იყო. ისიც ითქვა, ყველაფერი რუსების ჯარებთან არის დაკავშირებულიო. ამ ყველაფერს გვიჩიანი ჰყვებოდა. ფაქტია, "თელასში" დიდი მაქინაციები ხდებოდა, ფული თეთრდებოდა და ნიკომ მათ გზა გადაუკეტა. გვიჩიანი ორჯერ დაიჭირეს ამ საქმეზე; პირველად თავდებში დაუდგნენ პარლამენტარები - აკაკი ბობოხიძე, გოჩა ჯოჯუა და გუბაზ სანიკიძე. მაშინ "ეი-ი-ეს თელასის" ხელმძღვანელი, ირიბარენიც ჩამოვიდა ამერიკიდან და გვიჩიანზე თქვა, - ისეთი სუსტი ადამიანია, ყველაფერს დაფქვავს და ციხეში მისი დატოვება არ შეიძლებაო. ყველა გზა გვიჩიანისკენ მიდის. თუ არ დაისჯება დამნაშავე, ამას გავაპროტესტებთ. მისი გამოსვლა საქმის გამოუძიებლად არ უნდა მოხდეს.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ