ვასილ სანოძის დაჭრის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროში არ ადასტურებენ

ვასილ სანოძის დაჭრის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროში არ ადასტურებენ

საქართველოს შს სამინისტროში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სამინისტროს გენინსპექციის უფროსი ვასილ სანოძეს თავის არეში მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოშია მოთავსებული.

"ინტერპრესნიუსი" შს სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს.

არსებული ინფორმაციით, ვასილ სანოძე თავის არეში მიყენებული ჭრილობით ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გამთენიისას მიიყვანეს. მას ოპერაცია დაახლოებით ორი საათის წინ გაუკეთდა. სანოძის მდგომარეობა მძიმეა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ