საქართველოს შსს-მ რუსეთის 20 ჯაშუში დააკავა. ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" იუწყება. სააგენტოს აღნიშნული ინფორმაცია ანონიმურმა წყარომ მიაწოდა. წყაროს ინფორმაციით, ყველა დაკავებული საქართველოს მოქალაქეა, რომლებიც ჯაშუშური ქსელის შექმნაში არიან ეჭვმიტანილნი. ისინი რუსეთს საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდნენ.
"ინტერპრესნიუსი" კომენტარისთვის შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელს, შოთა უტიაშვილს დაუკავშირდა.
როგორც შოთა უტიაშვილმა განაცახდა, აღნიშნულ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს.