საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედა-შვილი უმუშევარი იყო... ისე უჭირდათ, ძლივს არსებობდნენ" - რას ჰყვება მეგობარი ნოდო გუგეშაშვილზე
"დედა-შვილი უმუშევარი იყო... ისე უჭირდათ, ძლივს არსებობდნენ" - რას ჰყვება მეგობარი ნოდო გუგეშაშვილზე

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის ოჯახ­ზე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის შვი­ლი ნო­დარ გუ­გე­შაშ­ვი­ლი. დოდო გუ­გე­შაშ­ვილს ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ექი­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

ნოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლი 33 წლის იყო, ის ვე­ტე­რან­თა საბ­ჭო­ში მუ­შა­ობ­და, თუმ­ცა წე­ლი­წად­ნა­ხევ­რი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დეგ სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და მუ­შა­ო­ბა ბავ­შვთა გა­სარ­თობ ცენ­ტრში და­ი­წყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს სამ­სა­ხუ­რიც და­კარ­გა და დედა-შვი­ლი ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში ცხოვ­რობ­და.

AMBEBI.GE დოდო და ნოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლე­ბის მე­გო­ბარს, ზა­ი­რა მი­ქა­ტა­ძეს ესა­უბ­რა:

- სა­ნამ ეს უბე­დუ­რე­ბა მოხ­დე­ბო­და, ათი წუ­თით ადრე ვე­სა­უბ­რე დო­დოს ტე­ლე­ფონ­ზე, კვი­რას ვე­ტე­რა­ნე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბაა და­გეგ­მი­ლი და ამის შე­სა­ხებ ვსა­უბ­რობ­დით. წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს რა მოხ­და. სულ ერ­თად ვი­ყა­ვით და არა­სო­დეს უთ­ქვამს, ვინ­მე თუ უთ­ვალ­თვა­ლებ­და ან ემუქ­რე­ბო­და.

- ამ­ბო­ბენ, რომ ბევ­რი ვა­ლე­ბი ჰქონ­დათ და ამის გამო მოხ­და შე­ლა­პა­რა­კე­ბა?

- ვა­ლე­ბი ნამ­დვი­ლად ჰქონ­დათ. დედა-შვი­ლი უმუ­შე­ვა­რი იყო, თან დო­დოს მკურ­ნა­ლო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბო­და და ვა­ლე­ბიც ამი­ტომ ჰქონ­დათ. ისე უჭირ­დათ, ძლივს არ­სე­ბობ­დნენ. ყვე­ლა მე­ვა­ლეს­თან პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჰქონ­და, როცა ერთი და­უ­რე­კავ­და და ფუ­ლის დაბ­რუ­ნე­ბას სთხოვ­და, მე­ო­რეს­გან სეს­ხუ­ლობ­და და ასე გაჰ­ქონ­და თავი.

- შე­საძ­ლოა ეს ძველ შუ­რის­ძი­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­დეს?

- შე­საძ­ლოა ძველ შუ­რის­ძი­ე­ბა­საც უკავ­შირ­დე­ბო­დეს, ვე­რა­ფერს გე­ტყვით, მაგ­რამ ბავ­შვს რას ერ­ჩოდ­ნენ, რა­ტომ გა­წი­რეს ნოდო... დოდო სულ მარ­ტო და­დი­ო­და და დახ­ვედ­როდ­ნენ სად­მე, თუ შუ­რის­ძი­ე­ბა უნ­დო­დათ.

- მისი ვაჟი რას საქ­მი­ა­ნობ­და?

- მე და ნოდო ვე­ტე­რან­თა საბ­ჭო­ში ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით, შემ­დეგ სამ­სა­ხუ­რი­დან გა­უშ­ვეს ნოდო და უდი­დეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში უწევ­დათ ცხოვ­რე­ბა.

- ამ­ბო­ბენ, რომ მკვლე­ლი იც­ნობ­და ოჯახს?

- ასე გა­მო­დის. დოდო უცხო პირს კარს არ გა­უ­ღებ­და.

- რას ამ­ბო­ბენ მე­ზობ­ლე­ბი?

- ისი­ნი იქ ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­დნენ. შე­ლა­პა­რა­კე­ბის ხმა არა­ვის გა­უ­გია. დოდო მე-13 სარ­თულ­ზე ცხოვ­რობ­და და მე­ზო­ბელ­მა და­ი­ნა­ხა, რო­გორ ჩა­ვი­და ფორ­თხვით მე-11 სარ­თულ­ზე და იძახ­და მკვლე­ლი, მკვლე­ლიო. გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლე­ბი ვართ ყვე­ლა­ნი. ნო­დოს თავ­ში აქვს რამ­დე­ნი­მე ტყვია მოხ­ვედ­რი­ლი, დო­დოს გამ­ჭო­ლი ჭრი­ლო­ბა აქვს გულ­თან.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "სა­ნამ დო­დოს სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში შე­იყ­ვან­დნენ, იკი­თხა, ჩემი შვი­ლი რო­გორ არი­სო.. მო­ვი­ტყუ­ეთ, რომ კარ­გად არის" - გუ­გე­შაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი

"დედა-შვილი უმუშევარი იყო... ისე უჭირდათ, ძლივს არსებობდნენ" - რას ჰყვება მეგობარი ნოდო გუგეშაშვილზე

"დედა-შვილი უმუშევარი იყო... ისე უჭირდათ, ძლივს არსებობდნენ" - რას ჰყვება მეგობარი ნოდო გუგეშაშვილზე

რამდენიმე საათის წინ დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა განხორციელდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა დოდო გუგეშაშვილის შვილი ნოდარ გუგეშაშვილი. დოდო გუგეშაშვილს ღუდუშაურის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ნოდო გუგეშაშვილი 33 წლის იყო, ის ვეტერანთა საბჭოში მუშაობდა, თუმცა წელიწადნახევრიანი თანამშრომლობის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს და მუშაობა ბავშვთა გასართობ ცენტრში დაიწყო. მოგვიანებით ეს სამსახურიც დაკარგა და დედა-შვილი ნაქირავებ ბინაში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა.

AMBEBI.GE დოდო და ნოდო გუგეშაშვილების მეგობარს, ზაირა მიქატაძეს ესაუბრა:

- სანამ ეს უბედურება მოხდებოდა, ათი წუთით ადრე ვესაუბრე დოდოს ტელეფონზე, კვირას ვეტერანების ღონისძიებაა დაგეგმილი და ამის შესახებ ვსაუბრობდით. წარმოდგენა არ მაქვს რა მოხდა. სულ ერთად ვიყავით და არასოდეს უთქვამს, ვინმე თუ უთვალთვალებდა ან ემუქრებოდა.

- ამბობენ, რომ ბევრი ვალები ჰქონდათ და ამის გამო მოხდა შელაპარაკება?

- ვალები ნამდვილად ჰქონდათ. დედა-შვილი უმუშევარი იყო, თან დოდოს მკურნალობა ესაჭიროებოდა და ვალებიც ამიტომ ჰქონდათ. ისე უჭირდათ, ძლივს არსებობდნენ. ყველა მევალესთან პასუხისმგებლობა ჰქონდა, როცა ერთი დაურეკავდა და ფულის დაბრუნებას სთხოვდა, მეორესგან სესხულობდა და ასე გაჰქონდა თავი.

- შესაძლოა ეს ძველ შურისძიებას უკავშირდებოდეს?

- შესაძლოა ძველ შურისძიებასაც უკავშირდებოდეს, ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ბავშვს რას ერჩოდნენ, რატომ გაწირეს ნოდო... დოდო სულ მარტო დადიოდა და დახვედროდნენ სადმე, თუ შურისძიება უნდოდათ.

- მისი ვაჟი რას საქმიანობდა?

- მე და ნოდო ვეტერანთა საბჭოში ერთად ვმუშაობდით, შემდეგ სამსახურიდან გაუშვეს ნოდო და უდიდეს გაჭირვებაში უწევდათ ცხოვრება.

- ამბობენ, რომ მკვლელი იცნობდა ოჯახს?

- ასე გამოდის. დოდო უცხო პირს კარს არ გაუღებდა.

- რას ამბობენ მეზობლები?

- ისინი იქ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. შელაპარაკების ხმა არავის გაუგია. დოდო მე-13 სართულზე ცხოვრობდა და მეზობელმა დაინახა, როგორ ჩავიდა ფორთხვით მე-11 სართულზე და იძახდა მკვლელი, მკვლელიო. განადგურებულები ვართ ყველანი. ნოდოს თავში აქვს რამდენიმე ტყვია მოხვედრილი, დოდოს გამჭოლი ჭრილობა აქვს გულთან.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ: "სანამ დოდოს საოპერაციოში შეიყვანდნენ, იკითხა, ჩემი შვილი როგორ არისო.. მოვიტყუეთ, რომ კარგად არის" - გუგეშაშვილის მეგობარი

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს