პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მკვლელი, სავარაუდოდ, ოჯახს იცნობდა" - რას ამბობს შსს-ს წარმომადგენელი, რომელიც დოდო გუგეშაშვილის სახლთან იმყოფებოდა
"მკვლელი, სავარაუდოდ, ოჯახს იცნობდა" - რას ამბობს შსს-ს წარმომადგენელი, რომელიც დოდო გუგეშაშვილის სახლთან იმყოფებოდა

მკვლე­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, იც­ნობ­და ოჯა­ხის წევ­რებს, - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ამის თქმის სა­ფუძ­ველს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი და ოპე­რა­ტი­უ­ლი ანა­ლი­ზი იძ­ლე­ვა. მი­სი­ვე თქმით, ჭრი­ლო­ბე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით არის მი­ყე­ნე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა დე­ტა­ლებს, თუ რამ­დე­ნი პირი იყო თავ­დამ­სხმე­ლი, ასე­ვე ჰყავს თუ არა გა­მო­ძი­ე­ბას სა­ვა­რა­უ­დო ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, მა­მუ­კა ჭე­ლი­ძეს გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დე­ტა­ლებ­ზე არ უსა­უბ­რია.

"შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბით, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მკვლე­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ იც­ნობ­და ოჯა­ხის წევ­რებს. ამის თქმის სა­ფუძ­ველს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და ოპე­რა­ტი­უ­ლი ანა­ლი­ზი გვაძ­ლევს. ჭრი­ლო­ბე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მი­ყე­ნე­ბუ­ლია ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით", - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ.

ნა­ხეთ ვი­დეო: რა ახალ დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს შსს დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის ოჯახ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმა­ზე

შს სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელს არ უსა­უბ­რია ასე­ვე სა­ვა­რა­უ­დო მო­ტი­ვის შე­სა­ხებ. მისი თქმით, გა­მო­ძი­ე­ბას თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი იძი­ებს, გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით, რაც მკვლე­ლო­ბას და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "მე-11 სარ­თულ­ზე სის­ხლი­ა­ნი ხელ­თათ­მა­ნი და პლე­დი ვნა­ხე" - დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის მე­ზო­ბე­ლი ახალ დე­ტა­ლებს ყვე­ბა

"შვი­ლი და­ბა­დე­ბის დღის ცენ­ტრში მუ­შა­ობ­და, არ იყო შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი" - დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის მე­გობ­რე­ბი მომ­ხდა­რის ვერ­სი­ებ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"მკვლელი, სავარაუდოდ, ოჯახს იცნობდა" - რას ამბობს შსს-ს წარმომადგენელი, რომელიც დოდო გუგეშაშვილის სახლთან იმყოფებოდა

"მკვლელი, სავარაუდოდ, ოჯახს იცნობდა" - რას ამბობს შსს-ს წარმომადგენელი, რომელიც დოდო გუგეშაშვილის სახლთან იმყოფებოდა

მკვლელი, სავარაუდოდ, იცნობდა ოჯახის წევრებს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამის თქმის საფუძველს შემთხვევის ადგილი და ოპერატიული ანალიზი იძლევა. მისივე თქმით, ჭრილობები, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით არის მიყენებული. რაც შეეხება სხვა დეტალებს, თუ რამდენი პირი იყო თავდამსხმელი, ასევე ჰყავს თუ არა გამოძიებას სავარაუდო ეჭვმიტანილი, მამუკა ჭელიძეს გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე დეტალებზე არ უსაუბრია.

"შემთხვევის ადგილის პირველადი მონაცემებით, შეიძლება ითქვას, რომ მკვლელი სავარაუდოდ იცნობდა ოჯახის წევრებს. ამის თქმის საფუძველს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ოპერატიული ანალიზი გვაძლევს. ჭრილობები, სავარაუდოდ, მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღით", - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

ნახეთ ვიდეო: რა ახალ დეტალებზე საუბრობს შსს დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმაზე

შს სამინისტროს წარმომადგენელს არ უსაუბრია ასევე სავარაუდო მოტივის შესახებ. მისი თქმით, გამოძიებას თბილისის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც მკვლელობას და მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ასევე წაიკითხეთ: "მე-11 სართულზე სისხლიანი ხელთათმანი და პლედი ვნახე" - დოდო გუგეშაშვილის მეზობელი ახალ დეტალებს ყვება

"შვილი დაბადების დღის ცენტრში მუშაობდა, არ იყო შეძლებული ოჯახი" - დოდო გუგეშაშვილის მეგობრები მომხდარის ვერსიებზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ