მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შვილი დაბადების დღის ცენტრში მუშაობდა, არ იყო შეძლებული ოჯახი" - დოდო გუგეშაშვილის მეგობრები მომხდარის ვერსიებზე
"შვილი დაბადების დღის ცენტრში მუშაობდა, არ იყო შეძლებული ოჯახი" - დოდო გუგეშაშვილის მეგობრები მომხდარის ვერსიებზე

ვერ­სი­ებ­ზე სა­უ­ბა­რი მი­ჭირს, თუმ­ცა ყა­ჩა­ღო­ბას გა­მოვ­რი­ცხავ, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს დოდო გუ­გეშ­ვი­ლის მე­გო­ბარ­მა კაკო ვა­შა­კი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ოჯა­ხი არ ცხოვ­რობ­და შეძ­ლე­ბუ­ლად, შე­სა­ბა­მი­სად, ყა­ჩა­ღო­ბის ვერ­სია ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ სად საქ­მი­ა­ნობ­და დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის შვი­ლი, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მოკ­ლეს, კაკო ვა­შა­კი­ძის თქმით, ნო­დარ გუ­გე­შაშ­ვი­ლი და­ბა­დე­ბის დღის ცენ­ტრში მუ­შა­ობ­და.

"მე და დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი ვი­ყა­ვით. რაც შე­ე­ხე­ბა მის შვილს, ვიც­ნობ­დი, თუმ­ცა იშ­ვი­ა­თი კონ­ტაქ­ტი მქონ­და. ყა­ჩა­ღო­ბის ვერ­სი­ას გა­მოვ­რი­ცხავ, რად­გა­ნაც არ იყო შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი, ფულს ხან ვის ესეს­ხე­ბოდ­ნენ, ხან ვის", - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­კი­ძემ.

წა­ი­კი­თხეთ: "სახ­ლი­დან ის­მო­და ხმა­უ­რის და ჩხუ­ბის ხმა, ქალ­ბა­ტო­ნი ითხოვ­და შვე­ლას" - რას ყვე­ბა დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის მე­ზო­ბე­ლი

მომ­ხდარ ფაქტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა ასე­ვე პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის კობა კო­ბა­ლა­ძე. მისი გან­ცხა­დე­ბით, დოდო გუ­გე­შაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით შემ­ზა­რა­ვი ფაქ­ტი მოხ­და, თუმ­ცა ჯერ კონ­კრე­ტულ მი­ზე­ზებ­ზე ვერ ისა­უბ­რებს. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, იმე­დი აქვს, რომ მომ­ხდარ­ზე კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხე­ბი მალე იქ­ნე­ბა.

"შემ­ზა­რა­ვი ფაქ­ტი მოხ­და და ამის შე­სა­ხებ იმ­დე­ნი ვიცი, რამ­დე­ნიც მე­დი­ით გაჟ­ღერ­და. ალ­ბათ შე­სა­ბა­მი­სი მოკ­ვლე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა და სა­ვა­რა­უ­დო ვერ­სი­ე­ბი და კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხე­ბი გვექ­ნე­ბა. მე ამ ეტაპ­ზე ვა­რა­უ­დი არ შე­მიძ­ლია, რა მოხ­და. დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლი არის ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი, მას­თან გვქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კვე­უ­ლი ის­ტო­რია, კარ­გი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იყო და გვაქვს იმე­დი, რომ ყვე­ლა­ფერს ნა­თე­ლი მო­ე­ფი­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კობა კო­ბა­ლა­ძემ.

მისი თქმით, რო­გორც ვე­ტე­რან­თა კავ­ში­რის წევ­რებს, ასე­ვე დოდო გუ­გე­შაშ­ვილ­საც გარ­კვე­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ქონ­და.

"ვე­ტე­რან­თა კა­ტე­გო­რია და ვე­ტე­რა­ნე­ბი არი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი, რო­მელ­თაც აქვს დამ­სა­ხუ­რე­ბა და არ იყო სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა მათ მი­მართ, სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნია, კონ­კრე­ტუ­ლად რა იყო ვერ ვი­ტყვი, მაგ­რამ ერ­თმა­ნეთს ვეხ­მა­რე­ბო­დით და ვა­ნუ­გე­შებ­დით", - გა­ნა­ცხა­და კობა კო­ბა­ლა­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ქალ­ბა­ტო­ნის ყვი­რი­ლის ხმა გა­ი­გო, შვე­ლას ითხოვ­და" - რას ყვე­ბა მე­ზო­ბე­ლი დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის სახლზე თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ

"შვილი დაბადების დღის ცენტრში მუშაობდა, არ იყო შეძლებული ოჯახი" - დოდო გუგეშაშვილის მეგობრები მომხდარის ვერსიებზე

"შვილი დაბადების დღის ცენტრში მუშაობდა, არ იყო შეძლებული ოჯახი" - დოდო გუგეშაშვილის მეგობრები მომხდარის ვერსიებზე

ვერსიებზე საუბარი მიჭირს, თუმცა ყაჩაღობას გამოვრიცხავ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დოდო გუგეშვილის მეგობარმა კაკო ვაშაკიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ოჯახი არ ცხოვრობდა შეძლებულად, შესაბამისად, ყაჩაღობის ვერსია ნაკლებად სავარაუდოა.

რაც შეეხება იმას, თუ სად საქმიანობდა დოდო გუგეშაშვილის შვილი, რომელიც შემთხვევის შედეგად მოკლეს, კაკო ვაშაკიძის თქმით, ნოდარ გუგეშაშვილი დაბადების დღის ცენტრში მუშაობდა.

"მე და დოდო გუგეშაშვილი თანამებრძოლები ვიყავით. რაც შეეხება მის შვილს, ვიცნობდი, თუმცა იშვიათი კონტაქტი მქონდა. ყაჩაღობის ვერსიას გამოვრიცხავ, რადგანაც არ იყო შეძლებული ოჯახი, ფულს ხან ვის ესესხებოდნენ, ხან ვის", - განაცხადა ვაშაკიძემ.

წაიკითხეთ: "სახლიდან ისმოდა ხმაურის და ჩხუბის ხმა, ქალბატონი ითხოვდა შველას" - რას ყვება დოდო გუგეშაშვილის მეზობელი

მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა ასევე პარლამენტის წევრის კობა კობალაძე. მისი განცხადებით, დოდო გუგეშაშვილთან დაკავშირებით შემზარავი ფაქტი მოხდა, თუმცა ჯერ კონკრეტულ მიზეზებზე ვერ ისაუბრებს. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, იმედი აქვს, რომ მომხდარზე კონკრეტული პასუხები მალე იქნება.

"შემზარავი ფაქტი მოხდა და ამის შესახებ იმდენი ვიცი, რამდენიც მედიით გაჟღერდა. ალბათ შესაბამისი მოკვლევა განხორციელდება და სავარაუდო ვერსიები და კონკრეტული პასუხები გვექნება. მე ამ ეტაპზე ვარაუდი არ შემიძლია, რა მოხდა. დოდო გუგეშაშვილი არის ყველასთვის ცნობილი, მასთან გვქონდა ურთიერთობის გარკვეული ისტორია, კარგი პროფესიონალი იყო და გვაქვს იმედი, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება", - განაცხადა კობა კობალაძემ.

მისი თქმით, როგორც ვეტერანთა კავშირის წევრებს, ასევე დოდო გუგეშაშვილსაც გარკვეული სოციალური პრობლემები ქონდა.

"ვეტერანთა კატეგორია და ვეტერანები არიან საზოგადოების ნაწილი, რომელთაც აქვს დამსახურება და არ იყო სათანადო ყურადღება მათ მიმართ, სოციალურ მდგომარეობაზე შემიძლია ვთქვა, რომ მძიმე სოციალური ფონია, კონკრეტულად რა იყო ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთმანეთს ვეხმარებოდით და ვანუგეშებდით", - განაცხადა კობა კობალაძემ.

იხილეთ ვიდეო: "ქალბატონის ყვირილის ხმა გაიგო, შველას ითხოვდა" - რას ყვება მეზობელი დოდო გუგეშაშვილის სახლზე თავდასხმის შესახებ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ