მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის ოცმეთაური ტაბახმელას ტყეში გარდაცვლილი იპოვეს
თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის ოცმეთაური ტაბახმელას ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაბა ტა­ბახ­მე­ლას ტყე­ში ნა­პოვ­ნი გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთი ქვე­ი­თი ბა­ტა­ლი­ო­ნის ოცე­უ­ლის მე­თა­უ­რია. რო­გორც AMBEBI.GE-ს შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, სამ­ხედ­როს პო­ლი­ცია 28 იან­ვრი­დან ეძებ­და. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთი ქვე­ი­თი ბა­ტა­ლი­ო­ნის ოცე­უ­ლის მე­თა­უ­რის სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ამას­თან, შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­ხედ­როს გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლით და­ი­წყო.

"28 იან­ვარს პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთი ქვე­ი­თი ბა­ტა­ლი­ო­ნის ოცე­უ­ლის მე­თა­უ­რის თ. ს.-ს ოჯა­ხის წევ­რმა და გა­ნა­ცხა­და, რომ თ.ს. სახ­ლი­დან გა­ვი­და და აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. მი­ღე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, პო­ლი­ცი­ამ, თ. ს.-ს ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნის მიზ­ნით, სხვა­დას­ხვა სა­ხის ძებ­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ჩა­ა­ტა­რა, გა­და­მოწ­მდა სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი, და­კარ­გუ­ლი პი­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და­ეგ­ზავ­ნა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ყვე­ლა ოპე­რა­ტი­ულ და­ნა­ყოფს, შე­იქ­მნა სამ­ძებ­რო საქ­მე. 3 თე­ბერ­ვალს ისა­ნი-სამ­გო­რის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, მაშ­ვე­ლებ­თან ერ­თად, და­ათ­ვა­ლი­ე­რეს დაბა კო­ჯორ­ში, გ.ან­წუ­ხე­ლი­ძის სახ.სერ­ჟან­ტთა სას­წავ­ლე­ბე­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტყის მა­სი­ვი. 4 თე­ბერ­ვალს დაბა ტა­ბახ­მე­ლის ტყე­ში, მო­ქა­ლა­ქემ, რო­მე­ლიც ცხვრის ფა­რას მწყემ­სავ­და, თ.ს. გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვა. ცხე­დარს ძა­ლა­დო­ბის ნიშ­ნე­ბი არ ეტყო­ბო­და.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს მე-6 გან­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­ძი­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით აწარ­მო­ებს, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს", - გა­ნა­ცხა­დეს შსს-ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის ოცმეთაური ტაბახმელას ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის ოცმეთაური ტაბახმელას ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

შსს-ს ინფორმაციით, დაბა ტაბახმელას ტყეში ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცი თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის ოცეულის მეთაურია. როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, სამხედროს პოლიცია 28 იანვრიდან ეძებდა. მათივე განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის ოცეულის მეთაურის სამძებრო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობდა. ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, სამხედროს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

"28 იანვარს პოლიციას მიმართა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის ოცეულის მეთაურის თ. ს.-ს ოჯახის წევრმა და განაცხადა, რომ თ.ს. სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მიღებული შეტყობინების საფუძველზე, პოლიციამ, თ. ს.-ს ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, სხვადასხვა სახის ძებნის ღონისძიებები ჩაატარა, გადამოწმდა საავადმყოფოები, დაკარგული პირის შესახებ ინფორმაცია დაეგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ოპერატიულ დანაყოფს, შეიქმნა სამძებრო საქმე. 3 თებერვალს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, მაშველებთან ერთად, დაათვალიერეს დაბა კოჯორში, გ.ანწუხელიძის სახ.სერჟანტთა სასწავლებელის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივი. 4 თებერვალს დაბა ტაბახმელის ტყეში, მოქალაქემ, რომელიც ცხვრის ფარას მწყემსავდა, თ.ს. გარდაცვლილი იპოვა. ცხედარს ძალადობის ნიშნები არ ეტყობოდა.

აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-6 განყოფილება გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს", - განაცხადეს შსს-ში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ