საზოგადოება
პოლიტიკა

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მეცნიერება
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურის განცხადება "ბახალას" საქმეზე
პროკურატურის განცხადება "ბახალას" საქმეზე

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა მსა­ხი­ობ გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ცნო­ბით, სა­სა­მარ­თლომ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გა­ნაშ­ვილს 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

"თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლი გ.გ. დამ­ნა­შა­ვედ სცნო სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის მე­ექ­ვსე ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით და სას­ჯე­ლის სა­ხედ 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა.

ხი­ლეთ ვი­დეო

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2017 წლის 24 იან­ვარს თბი­ლი­სი–სე­ნა­კი–ლე­სე­ლი­ძის გზატ­კე­ცი­ლის მე-17 კმ-ზე სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ჩე­რე­ბუ­ლი იქნა "მერ­სე­დე­სის" ფირ­მის რე­ა­ნო­მო­ბი­ლი, რომ­ლის მძღოლს ჯ.ხ.-ს ჩა­უ­ტარ­და პი­რა­დი ჩხრე­კა, რა დრო­საც მის­გან ამო­ღე­ბულ იქნა უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნი­ლი და შე­ნა­ხუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნი­ლი გან­სა­კუ­თე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "ბუპ­რე­ნორ­ფი­ნი"-ს შემ­ცვე­ლი 22 აბი, ხოლო მისი მარ­თვის ქვეშ მყოფ რე­ა­ნო­მო­ბილ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ვენ­ტა­რის ყუ­თი­დან ამო­ღე­ბუ­ლი იქნა და­მა­ლუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "ბუპ­რე­ნორ­ფი­ნი"-ს შემ­ცვე­ლი 843 აბი და 2 ცალი აბის ნა­ტე­ხი.

ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბულ­მა ჯ.ხ.-მ ითა­ნამ­შრომ­ლა გა­მო­ძი­ე­ბას­თან და და­კი­თხვი­სას აჩ­ვე­ნა (შემ­დგომ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზეც მოწ­მის სა­ხით და­კი­თხვი­სას და­ა­დას­ტუ­რა), რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მას თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გ.გ.-მ გა­დას­ცა, სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის­თვის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის მიზ­ნით. საქ­მე­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დას­ტურ­დე­ბა გ.გ-სა და ჯ.ხ.-ს ერთ პე­რი­ოდ­ში თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში ყოფ­ნის ფაქ­ტი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ დად­გე­ნი­ლი იქნა გ.გ.-ს ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი. 2017 წლის 25 იან­ვარს ბა­თუ­მი­დან ტაქ­სით თბი­ლის­ში მი­მა­ვა­ლი გ.გ. გა­ჩე­რე­ბულ იქნა თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მე-14 კი­ლო­მეტრზე. მისი პი­რა­დი ჩხრე­კი­სას, ქურ­თუ­კის ჯი­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლი იქნა პო­ლი­ე­თი­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლე პარკში მო­თავ­სე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის "ბუპ­რე­ნორ­ფი­ნის" შემ­ცვე­ლი 45 აბი და 4 აბის ნა­ტე­ხი.

ჯ.ხ. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის მე­ექ­ვსე ნა­წი­ლის "ა" და 262-ე მუხ­ლის მე­ო­თხე ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტე­ბით. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ იგი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჯ.ხ.-ს ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მი­დან ცალ­კე წარ­მო­ე­ბად გა­მო­ი­ყო სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, ამ უკა­ნას­კნე­ლის შე­საძ­ლო თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მი­მართ სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 262-ე მუხ­ლის მე­ო­თხე ნა­წი­ლის "ა" და 260-ე მუხ­ლის მე­ექ­ვსე ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტე­ბით. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს შს სა­მი­ნის­ტრო, ტარ­დე­ბა ყვე­ლა სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

პროკურატურის განცხადება "ბახალას" საქმეზე

პროკურატურის განცხადება "ბახალას" საქმეზე

საქართველოს მთავარი პროკურატურა მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნობით, სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე ბრალდებულ გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის ფაქტზე ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ხილეთ ვიდეო

გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 24 იანვარს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზატკეცილის მე-17 კმ-ზე საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლების მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გაჩერებული იქნა "მერსედესის" ფირმის რეანომობილი, რომლის მძღოლს ჯ.ხ.-ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებულ იქნა უკანონოდ შეძენილი და შენახული, საქართველოში უკანონოდ შემოტანილი განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინი"-ს შემცველი 22 აბი, ხოლო მისი მართვის ქვეშ მყოფ რეანომობილში მოთავსებული სამედიცინო ინვენტარის ყუთიდან ამოღებული იქნა დამალული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინი"-ს შემცველი 843 აბი და 2 ცალი აბის ნატეხი.

ბრალდებულის სახით დაკავებულმა ჯ.ხ.-მ ითანამშრომლა გამოძიებასთან და დაკითხვისას აჩვენა (შემდგომ სასამართლო პროცესზეც მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა), რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები მას თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გ.გ.-მ გადასცა, საქართველოში კონკრეტული პირისთვის ტრანსპორტირების მიზნით. საქმეში მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება გ.გ-სა და ჯ.ხ.-ს ერთ პერიოდში თურქეთის რესპუბლიკაში ყოფნის ფაქტი.

აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე, ოპერატიული ღონისძიებების გატარებით, სამართალდამცველების მიერ დადგენილი იქნა გ.გ.-ს ადგილსამყოფელი. 2017 წლის 25 იანვარს ბათუმიდან ტაქსით თბილისში მიმავალი გ.გ. გაჩერებულ იქნა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-14 კილომეტრზე. მისი პირადი ჩხრეკისას, ქურთუკის ჯიბიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალების "ბუპრენორფინის" შემცველი 45 აბი და 4 აბის ნატეხი.

ჯ.ხ. ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" და 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ იგი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ჯ.ხ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, ამ უკანასკნელის შესაძლო თანამონაწილეების მიმართ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "ა" და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით. აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას აწარმოებს შს სამინისტრო, ტარდება ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ