პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გიორგი გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვილს (ბა­ხა­ლა) 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე შო­რე­ნა გუნ­ცა­ძემ ად­გილ­ზე თათ­ბი­რით მი­ი­ღო.

ბა­ხა­ლა დარ­ბაზ­ში­ვე და­ა­კა­ვეს. გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლი მას შემ­დეგ აიყ­ვა­ნეს, რაც მო­სა­მარ­თლემ მის მი­მართ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ა­ცხა­და.

შე­სა­ბა­მის­მა სამ­სა­ხურ­მა გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლი დარ­ბა­ზი­დან ბორ­კი­ლე­ბით გა­იყ­ვა­ნეს.

მსა­ხი­ობ გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვილს ბრა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის­თვის წა­რუდ­გი­ნეს. თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი წარ­დგე­ნილ ბრალს არ აღი­ა­რებს.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ბა­ხა­ლა" სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში­ვე და­ა­კა­ვეს

"ჩემი ბრალ­დე­ბა აბ­სურ­დუ­ლია, მე რომ ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა მქო­ნო­და, პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­თან­ხმე­ბას დავ­თან­ხმდე­ბო­დი და ერთი წელი ჩავ­ჯდე­ბო­დი ცი­ხე­ში" - ამის შე­სა­ხებ გი­ორ­გა­ნაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო­ში პრო­ცეს­ზე სა­ბო­ლოო სი­ტყვის წარ­მოთ­ქმი­სას გა­ნა­ცხა­და.

მსჯავ­რდე­ბულ­მა მსა­ხი­ობ­მა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ნარ­კო­პო­ლი­ტი­კა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ნარ­კო­პო­ლი­ტი­კა გა­და­სა­ხე­დია.

"ჩემს მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრა­ლი აბ­სურ­დუ­ლია. მე რომ მქო­ნო­და ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა, პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან წა­მო­სულ შე­თან­ხმე­ბა­ზე დავ­თან­ხმდე­ბო­დი. ნა­სა­მარ­თლე­ვი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ და ვცდი­ლობ­დი ყო­ველ­თვის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი და­მეც­ვა და ვგრძნობ­დი სო­ცი­ა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. "ჩა­დე­ბე­ბის" პრაქ­ტი­კა მტკივ­ნე­უ­ლი პრო­ცე­სია. 2017 წლის საქ­მე­ე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ "ჩა­დე­ბე­ბი" არ ამარ­თლებს. მა­გა­ლი­თის­თვის მო­გიყ­ვანთ თა­თა­რაშ­ვი­ლის, ხარ­ში­ლა­ძის, ასე­ვე "ბირ­ჟა მა­ფი­ას" საქ­მე­ებს. მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, ის პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ვინც "ჩა­დე­ბებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, არი­ან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლე­ბი. ასე­ვე ძი­ე­ბაა და­წყე­ბუ­ლი ჩემ საქ­მე­ზე. ეს ბევრ რა­მეს მი­უ­თი­თებს და მე შევ­ძლებ ჩემი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის დამ­ტკი­ცე­ბას", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვილ­მა.

გიორგი გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გიორგი გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გიორგი გიორგანაშვილს (ბახალა) 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შორენა გუნცაძემ ადგილზე თათბირით მიიღო.

ბახალა დარბაზშივე დააკავეს. გიორგანაშვილი მას შემდეგ აიყვანეს, რაც მოსამართლემ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა.

შესაბამისმა სამსახურმა გიორგი გიორგანაშვილი დარბაზიდან ბორკილებით გაიყვანეს.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის წარუდგინეს. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

იხილეთ ვიდეო: "ბახალა" სასამართლო დარბაზშივე დააკავეს

"ჩემი ბრალდება აბსურდულია, მე რომ ნარკოტიკული ნივთიერება მქონოდა, პროკურატურის შეთანხმებას დავთანხმდებოდი და ერთი წელი ჩავჯდებოდი ციხეში" - ამის შესახებ გიორგანაშვილმა სასამართლოში პროცესზე საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

მსჯავრდებულმა მსახიობმა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნარკოპოლიტიკა გადასახედია.

"ჩემს მიმართ წარდგენილი ბრალი აბსურდულია. მე რომ მქონოდა ნარკოტიკული ნივთიერება, პროკურატურისგან წამოსულ შეთანხმებაზე დავთანხმდებოდი. ნასამართლევი არასდროს ვყოფილვარ და ვცდილობდი ყოველთვის საზოგადოებრივი წესრიგი დამეცვა და ვგრძნობდი სოციალურ პასუხისმგებლობას. "ჩადებების" პრაქტიკა მტკივნეული პროცესია. 2017 წლის საქმეები ადასტურებს, რომ "ჩადებები" არ ამართლებს. მაგალითისთვის მოგიყვანთ თათარაშვილის, ხარშილაძის, ასევე "ბირჟა მაფიას" საქმეებს. მაღალი თანამდებობის პირები, ის პოლიციელები ვინც "ჩადებებში" მონაწილეობდნენ, არიან გათავისუფლებულები. ასევე ძიებაა დაწყებული ჩემ საქმეზე. ეს ბევრ რამეს მიუთითებს და მე შევძლებ ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებას", - განაცხადა გიორგი გიორგანაშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ