მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატრონიანთა" და "უპატრონოთა" შერჩევითი სამართალი?!
"პატრონიანთა" და "უპატრონოთა" შერჩევითი სამართალი?!

ალ­ბათ, სულ არ გვჭირ­დე­ბა სტა­ტის­ტი­კა ან ოფი­ცი­ა­ლუ­რი ციფ­რე­ბი იმის და­სა­ნა­ხად, რომ ბოლო პე­რი­ო­დის კრი­მი­ნა­ლურ­მა ფაქ­ტებ­მა შეგ­ვაშ­ფო­თოს - თუნ­დაც მხო­ლოდ ბოლო ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მომ­ხდარ კრი­მი­ნა­ლურ შემ­თხვე­ვებს გა­და­ვავ­ლოთ თვა­ლი: ზა­ჰეს­ში ცოლ-ქმა­რი სა­კუ­თარ მა­ღა­ზი­ა­ში­ და­ხო­ცეს; ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი, გე­ნე­რა­ლი სოსო ქუ­თა­თე­ლა­ძე, დღი­სით სა­კუ­თარ კა­ბი­ნეტ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­ყუ­ჩი­ა­ნი ია­რა­ღით მოკ­ლეს; გმირ­თა მო­ე­დან­ზე, ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში,­ სამი კაცი დაჭ­რეს; 27 წლის თა­მაზ ქვლი­ვი­ძემ კლუბ "ბა­სი­ან­თან" სამი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი დაჭ­რა...

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს აქვს შეგ­რძნე­ბა, რომ ქვე­ყა­ნა­ში და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მია, და­უს­ჯე­ლო­ბა კი ნე­ბის­მი­ერ კრი­მი­ნა­ლურ შემ­თხვე­ვა­ზე დიდი და­ნა­შა­უ­ლია, რაც აუ­ცი­ლებ­ლად წარ­მო­შობს ახალ, უფრო მძი­მე და­ნა­შა­ულს, მათ შო­რის სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით.

ბო­ლოდ­რო­ინ­დელ კრი­მი­ნა­ლურ შემ­თხვე­ვებ­ზე "კვი­რის პა­ლიტ­რამ" მო­ამ­ზა­და სტა­ტია - "პატ­რო­ნი­ან­თა" და "უპატ­რო­ნო­თა" შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თა­ლი?!, სა­ი­და­ნაც ამო­ნა­რი­დებს გთა­ვა­ზობთ:

სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე სულ­ხან სა­ლა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ მსგავ­სი ფაქ­ტე­ბის შემ­დეგ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში უნ­დობ­ლო­ბა ჩნდე­ბა რო­გორც სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტრუქ­ტუ­რე­ბის, ისე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ და თავს იჩენს ასე­თი მან­კი­ე­რი შე­კი­თხვე­ბი: თუ ვი­ღა­ცას ეპა­ტია მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი, რა­ტომ არ უნდა მა­პა­ტი­ონ მეც? ან თუ "პატ­რონს" მოვ­ძებ­ნი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან მეც გა­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ.

"გვაქვს შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ორ­მა­გი სტან­დარ­ტით მოქ­მე­დე­ბენ. არც ისე დიდი ხნის წინ ზუგ­დიდ­ში ვი­ცავ­დით მო­ქა­ლა­ქეს. მას სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სცე­მეს და რო­დე­საც ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის იჩივ­ლა, რე­ა­ლო­ბის დად­გე­ნის ნაც­ვლად, სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცე­დუ­რე­ბი არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა და სა­ბო­ლო­ოდ, საქ­მე ცრუ დას­მე­ნად გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და. დღეს მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ე­ლებს ცე­მა­ში სდებ­და ბრალს, თა­ვად იხ­დის სას­ჯელს ცრუ დას­მე­ნის­თვის.

მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი ბა­დებს აზრს და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრომ­ზე. მუხ­ლე­ბის გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბა და ამ გზით გა­მო­ძი­ე­ბი­სას სხვა­დას­ხვა მა­ნი­პუ­ლა­ცია მარ­თლაც ცხად­ყოფს, რომ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა. სა­ბო­ლო­ოდ ამას მივ­ყა­ვართ იმ შე­დე­გამ­დე, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში უნ­დობ­ლო­ბა ჩნდე­ბა რო­გორც სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტრუქ­ტუ­რე­ბის, ისე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ და თავს იჩენს ასე­თი მან­კი­ე­რი შე­კი­თხვე­ბი: თუ ვი­ღა­ცას ეპა­ტია მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი, რა­ტომ არ უნდა მა­პა­ტი­ონ მეც? ან თუ "პატ­რონს" მოვ­ძებ­ნი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან მეც გა­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ... სწო­რედ ამი­ტომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ში უნდა იყოს ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მის ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ქვლი­ვი­ძეს საქ­მეს, და­სად­გე­ნია, სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას რამ­დე­ნად არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო პრო­კუ­რა­ტუ­რა და და­სა­ბუ­თე­ბუ­ლად ითხოვ­და თუ არა ბრალ­დე­ბუ­ლის და­კა­ვე­ბას; ასე­ვე გა­მო­საკ­ვლე­ვია სა­ქა­ლა­ქო და სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ზე­ზი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ გა­ნა­ცხა­და, რომ ქვლი­ვი­ძის გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა არა მხო­ლოდ უსა­მარ­თლო, არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლიც არის", - გა­ნა­ცხა­და სა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, "ბა­სი­ა­ნის საქ­მეს" უფრო ღრმა კვლე­ვა სჭირ­დე­ბა, რად­გან ქვლი­ვი­ძის შემ­თხვე­ვამ უამ­რა­ვი კი­თხვა გა­ა­ჩი­ნა.

"ქვე­ყა­ნა­ში მსგავ­სი ვი­თა­რე­ბა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის რე­ფორ­მის არარ­სე­ბო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მხო­ლოდ ფრაგ­მენ­ტულ ცვლი­ლე­ბებს გვთა­ვა­ზობ­და და დღემ­დე ასეა, რა­მაც სის­ტე­მა ვერ გა­ა­ჯან­სა­ღა, პი­რი­ქით, მეტი პრობ­ლე­მა გაჩ­ნდა, რა­ზეც არა მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რი­ვი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც მიგ­ვა­ნიშ­ნე­ბენ... მარ­ტი­ვი ფორ­მუ­ლაა - თუ ქვე­ყა­ნა­ში მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს, სა­ხელ­მწი­ფო ავ­ტო­მა­ტუ­რად ჩა­მოშ­ლის­თვი­საა გან­წი­რუ­ლი. თუ ქვე­ყა­ნა­ში და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სას "პატ­რო­ნი­ა­ნი­სა" და "უპატ­რო­ნოს" დე­ფი­ნი­ცია ჩნდე­ბა, ამას და­ნა­შა­უ­ლის მა­სობ­რი­ვად წა­ხა­ლი­სე­ბამ­დე მივ­ყა­ვართ", - აღ­ნიშ­ნავს სა­ლა­ძე.

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" ან გახ­დით ხელ­მომ­წე­რი, შე­ი­ძი­ნეთ სა­სურ­ვე­ლი პა­კე­ტი და წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"პატრონიანთა" და "უპატრონოთა" შერჩევითი სამართალი?!

"პატრონიანთა" და "უპატრონოთა" შერჩევითი სამართალი?!

ალბათ, სულ არ გვჭირდება სტატისტიკა ან ოფიციალური ციფრები იმის დასანახად, რომ ბოლო პერიოდის კრიმინალურმა ფაქ­ტებმა შეგვაშფოთოს - თუნდაც მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მომხდარ კრიმინალურ შემთხვევებს გადავავლოთ თვალი: ზაჰესში ცოლ-ქმარი საკუთარ მაღაზიაში­ დახოცეს; ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე, დღისით საკუთარ კაბინეტში, სავარაუდოდ, მაყუჩიანი იარაღით მოკლეს; გმირთა მოედანზე, ერთ-ერთ რესტორანში,­ სამი კაცი დაჭრეს; 27 წლის თამაზ ქვლივიძემ კლუბ "ბასიანთან" სამი ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი დაჭრა...

სპეციალისტების აზრით, საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს შეგრძნება, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია, დაუსჯელობა კი ნებისმიერ კრიმინალურ შემთხვევაზე დიდი დანაშაულია, რაც აუცილებლად წარმოშობს ახალ, უფრო მძიმე დანაშაულს, მათ შორის საჯარო მოხელეების ჩართულობით.

ბოლოდროინდელ კრიმინალურ შემთხვევებზე "კვირის პალიტრამ" მოამზადა სტატია - "პატრონიანთა" და "უპატრონოთა" შერჩევითი სამართალი?!, საიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ფაქტების შემდეგ მოქალაქეებში უნდობლობა ჩნდება როგორც საგამოძიებო სტრუქტურების, ისე ხელისუფლების მიმართ და თავს იჩენს ასეთი მანკიერი შეკითხვები: თუ ვიღაცას ეპატია მძიმე დანაშაული, რატომ არ უნდა მაპატიონ მეც? ან თუ "პატრონს" მოვძებნი, პასუხისმგებლობისგან მეც გამათავისუფლებენ.

"გვაქვს შემთხვევები, როდესაც სამართალდამცველები ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ. არც ისე დიდი ხნის წინ ზუგდიდში ვიცავდით მოქალაქეს. მას სამართალდამცველებმა სცემეს და როდესაც ფიზიკური შეურაცხყოფისთვის იჩივლა, რეალობის დადგენის ნაცვლად, საგამოძიებო პროცედურები არ ჩატარებულა და საბოლოოდ, საქმე ცრუ დასმენად გადაკვალიფიცირდა. დღეს მოქალაქე, რომელიც პოლიციელებს ცემაში სდებდა ბრალს, თავად იხდის სასჯელს ცრუ დასმენისთვის.

მსგავსი შემთხვევები ბადებს აზრს დაუსჯელობის სინდრომზე. მუხლების გადაკვალიფიცირება და ამ გზით გამოძიებისას სხვადასხვა მანიპულაცია მართლაც ცხადყოფს, რომ მართლმსაჯულების აღსრულება ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. საბოლოოდ ამას მივყავართ იმ შედეგამდე, რომ მოქალაქეებში უნდობლობა ჩნდება როგორც საგამოძიებო სტრუქტურების, ისე ხელისუფლების მიმართ და თავს იჩენს ასეთი მანკიერი შეკითხვები: თუ ვიღაცას ეპატია მძიმე დანაშაული, რატომ არ უნდა მაპატიონ მეც? ან თუ "პატრონს" მოვძებნი, პასუხისმგებლობისგან მეც გამათავისუფლებენ... სწორედ ამიტომ ხელისუფლების ინტერესებში უნდა იყოს ნებისმიერი საქმის ობიექტური გამოძიება. რაც შეეხება ქვლივიძეს საქმეს, დასადგენია, საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებისას რამდენად არგუმენტირებული იყო პროკურატურა და დასაბუთებულად ითხოვდა თუ არა ბრალდებულის დაკავებას; ასევე გამოსაკვლევია საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების განსხვავებული გადაწყვეტილებების მიზეზი. მოგეხსენებათ, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ განაცხადა, რომ ქვლივიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება არა მხოლოდ უსამართლო, არათანმიმდევრულიც არის", - განაცხადა სალაძემ.

მისივე თქმით, "ბასიანის საქმეს" უფრო ღრმა კვლევა სჭირდება, რადგან ქვლივიძის შემთხვევამ უამრავი კითხვა გააჩინა.

"ქვეყანაში მსგავსი ვითარება მართლმსაჯულების რეფორმის არარსებობამ განაპირობა. ხელისუფლება მხოლოდ ფრაგმენტულ ცვლილებებს გვთავაზობდა და დღემდე ასეა, რამაც სისტემა ვერ გააჯანსაღა, პირიქით, მეტი პრობლემა გაჩნდა, რაზეც არა მხოლოდ ადგილობრივი, საერთაშორისო ორგანიზაციებიც მიგვანიშნებენ... მარტივი ფორმულაა - თუ ქვეყანაში მართლმსაჯულება არ არსებობს, სახელმწიფო ავტომატურად ჩამოშლისთვისაა განწირული. თუ ქვეყანაში დანაშაულის ჩადენისას "პატრონიანისა" და "უპატრონოს" დეფინიცია ჩნდება, ამას დანაშაულის მასობრივად წახალისებამდე მივყავართ", - აღნიშნავს სალაძე.

წაიკითხეთ ვრცლად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ