პოლიტიკა

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ქართველი ახალგაზრდა, რომელიც აშშ-ში მოკლული იპოვეს - "თურმე უკანასკნელად ვუყურებდი მის ულამაზეს ღიმილს"
ვინ არის ქართველი ახალგაზრდა, რომელიც აშშ-ში მოკლული იპოვეს - "თურმე უკანასკნელად ვუყურებდი მის ულამაზეს ღიმილს"

აშშ-ში ლუ­ის­ვი­ლის პო­ლი­ცი­ამ ერთ-ერთ ბი­ნა­ში ორი მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი იპოვ­ნა, მათ შო­რის ერთი ქუ­თა­ი­სე­ლი და­ვით კან­დე­ლა­კია. რო­გორც ამე­რი­კუ­ლი მე­დია იუ­წყე­ბა, და­ვით კან­დე­ლა­კის ოჯა­ხის წევ­რებ­მა პო­ლი­ცი­ას შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ ის გა­უ­ჩი­ნარ­და.

და­ვით კან­დე­ლა­კი მა­ი­ა­მი­ში თა­ვის მე­უღ­ლეს უნდა შეხ­ვედ­რო­და, თუმ­ცა არ გა­მო­ჩე­ნი­ლა, რის შემ­დე­გაც მე­უღ­ლემ პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ ორი მოკ­ლუ­ლი ხუთ­შა­ბათს აღ­მო­ა­ჩი­ნა. აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე და მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა.

და­ვით კან­დე­ლაკს მე­უღ­ლე და ტყუ­პი ქალ-ვაჟი, მი­ლა­ნა და ლუ­კა­სი დარ­ჩა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი ახალ­გაზ­რდას სამ­შობ­ლო­ში გად­მო­სას­ვე­ნებ­ლად თან­ხებს აგ­რო­ვე­ბენ. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია "ფე­ის­ბუ­ქის" ჯგუფ­ში "ქარ­თვე­ლე­ბი" ამე­რი­კა­ში" გავ­რცელ­და.

მოკ­ლულ ახალ­გაზ­რდას­თან და­კავ­ში­რე­ბით ასე­ვე პოსტს აქ­ვეყ­ნებს ქუ­თა­ი­სე­ლი მწე­რა­ლი და ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­ნუ­ლი ცხვე­დი­ა­ნი.

"ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში, კი­დევ ერთ ამე­რი­კელ ახალ­გაზ­რდას­თან ერ­თად, ტყვი­ით მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს 31 წლის ქარ­თვე­ლი ექი­მი და­ვით კან­დე­ლა­კი. პო­ლი­ცია მუ­შა­ობს გა­ურ­კვე­ველ გა­რე­მო­ე­ბა­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის გა­სახ­სნე­ლად.

ეს - ცივი, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია.

ჩვენ­თვის კი...მო­უ­ლოდ­ნე­ლი, თავ­ზარ­დამ­ცე­მი ელდა იმი­სა, რომ და­ი­ღუ­პა ჩვე­ნი ულა­მა­ზე­სი, უნი­ჭი­ე­რე­სი, უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი, სი­ცო­ცხლით სავ­სე დათო კან­დე­ლა­კი - დიდი კა­რი­ე­რის სა­ფე­ხურ­ზე შემ­დგა­რი ახალ­გაზ­რდა ექი­მი, ტყუ­პი ქალ-ვა­ჟის მამა, მშვე­ნი­ე­რი ნა­ტა­შას მე­უღ­ლე, სა­უ­კე­თე­სო შვი­ლი, ძმა, მე­გო­ბა­რი, ადა­მი­ა­ნი, ქუ­თა­ის­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა კაცი, რო­მელ­მაც მე­უღ­ლე­საც შე­აყ­ვა­რა თა­ვი­სი მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქი, ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი, ენა. 

და­თომ ქუ­თა­ი­სის სერ­გეი მეს­ხის სა­ხე­ლო­ბის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის კერ­ძო სკო­ლა-ლი­ცე­უ­მი და­ამ­თავ­რა. ყო­ველ­ნა­ი­რად გა­მორ­ჩე­უ­ლი, ბრწყინ­ვა­ლე მოს­წავ­ლე იყო და, რო­გორც მის მას­წავ­ლე­ბელ­სა და ლი­ცე­უ­მის დი­რექ­ტორს, მე­გო­ნა, მალე ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში, ან პო­ლი­ტი­კა­ში ხმა­მაღ­ლა იჟ­ღე­რებ­და მისი სა­ხე­ლი, მან კი სრუ­ლი­ად სხვა არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა: ამე­რი­კა­ში წა­ვი­და და თავ­და­დე­ბუ­ლი შრო­მით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ცოდ­ნის­წა­დი­ლით უმაღ­ლე­სი სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო. სულ ახ­ლა­ხან ლი­ცენ­ზი­აც და­იმ­სა­ხუ­რა და წინ დიდი პერ­სპექ­ტი­ვა ჰქონ­და. და­ვით კან­დე­ლა­კი თა­ვი­სი ქვეყ­ნის სახე იყო შო­რე­ულ ქვე­ყა­ნა­ში: კულ­ტუ­რუ­ლი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, კე­თილ­შო­ბი­ლი, ყვე­ლას­გან პა­ტივ­სა­ცე­მი და და­სა­ფა­სე­ბე­ლი. მისი ფე­ის­ბუ­კის გვერ­დი სავ­სეა იქა­უ­რი მე­გობ­რე­ბის მწუ­ხა­რე გა­მო­სა­თხო­ვა­რი სი­ტყვე­ბით.

სულ ახ­ლა­ხან ცოლ-შვილ­თან ერ­თად უკა­ნას­კნე­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და ქუ­თა­ის­ში დათო. სამ­სა­ხურ­ში მეწ­ვია , ბევ­რი მე­ფე­რა, მი­თხრა, რომ ლი­ცე­უმ­ში მი­ღე­ბუ­ლი უნარჩვე­ვე­ბი ცხოვ­რე­ბა­ში მრა­ვალ­ჯერ და­ეხ­მა­რა. ბო­ლოს მოკ­რძა­ლე­ბით გად­მომ­ცა პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ჩუ­ქა­რი - პა­წია, ძალ­ზე კომ­ფორ­ტუ­ლი დიქ­ტო­ფო­ნი...

რას ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ეს და­თუ­ნას გა­მო­სა­თხო­ვა­რი ჟეს­ტი იყო... თურ­მე უკა­ნას­კნე­ლად ვუ­ყუ­რებ­დი მის ულა­მა­ზეს ღი­მილს! ბევ­რი ვი­ტი­რე, მაგ­რამ რას შვე­ლის ცრემ­ლი ამ ტრა­გე­დი­ას!.." - წერს ცხვე­დი­ა­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

ვინ არის ქართველი ახალგაზრდა, რომელიც აშშ-ში მოკლული იპოვეს - "თურმე უკანასკნელად ვუყურებდი მის ულამაზეს ღიმილს"

ვინ არის ქართველი ახალგაზრდა, რომელიც აშშ-ში მოკლული იპოვეს - "თურმე უკანასკნელად ვუყურებდი მის ულამაზეს ღიმილს"

აშშ-ში ლუისვილის პოლიციამ ერთ-ერთ ბინაში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვნა, მათ შორის ერთი ქუთაისელი დავით კანდელაკია. როგორც ამერიკული მედია იუწყება, დავით კანდელაკის ოჯახის წევრებმა პოლიციას შეატყობინეს, რომ ის გაუჩინარდა.

დავით კანდელაკი მაიამიში თავის მეუღლეს უნდა შეხვედროდა, თუმცა არ გამოჩენილა, რის შემდეგაც მეუღლემ პოლიციას მიმართა. პოლიციამ ორი მოკლული ხუთშაბათს აღმოაჩინა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

დავით კანდელაკს მეუღლე და ტყუპი ქალ-ვაჟი, მილანა და ლუკასი დარჩა. როგორც ცნობილია, ამერიკაში მცხოვრები ქართველები ახალგაზრდას სამშობლოში გადმოსასვენებლად თანხებს აგროვებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია "ფეისბუქის" ჯგუფში "ქართველები" ამერიკაში" გავრცელდა.

მოკლულ ახალგაზრდასთან დაკავშირებით ასევე პოსტს აქვეყნებს ქუთაისელი მწერალი და ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი.

"ამერიკის შეერთებული შტატების პატარა ქალაქში, კიდევ ერთ ამერიკელ ახალგაზრდასთან ერთად, ტყვიით მოკლული იპოვეს 31 წლის ქართველი ექიმი დავით კანდელაკი. პოლიცია მუშაობს გაურკვეველ გარემოებაში მომხდარი მკვლელობის გასახსნელად.

ეს - ცივი, ოფიციალური ინფორმაცია.

ჩვენთვის კი...მოულოდნელი, თავზარდამცემი ელდა იმისა, რომ დაიღუპა ჩვენი ულამაზესი, უნიჭიერესი, უკეთილშობილესი, სიცოცხლით სავსე დათო კანდელაკი - დიდი კარიერის საფეხურზე შემდგარი ახალგაზრდა ექიმი, ტყუპი ქალ-ვაჟის მამა, მშვენიერი ნატაშას მეუღლე, საუკეთესო შვილი, ძმა, მეგობარი, ადამიანი, ქუთაისზე შეყვარებული ახალგაზრდა კაცი, რომელმაც მეუღლესაც შეაყვარა თავისი მშობლიური ქალაქი, ქართული ტრადიციები, ენა. 

დათომ ქუთაისის სერგეი მესხის სახელობის ჟურნალისტიკის კერძო სკოლა-ლიცეუმი დაამთავრა. ყოველნაირად გამორჩეული, ბრწყინვალე მოსწავლე იყო და, როგორც მის მასწავლებელსა და ლიცეუმის დირექტორს, მეგონა, მალე ჟურნალისტიკაში, ან პოლიტიკაში ხმამაღლა იჟღერებდა მისი სახელი, მან კი სრულიად სხვა არჩევანი გააკეთა: ამერიკაში წავიდა და თავდადებული შრომით, განსაკუთრებული ცოდნისწადილით უმაღლესი სამედიცინო განათლება მიიღო. სულ ახლახან ლიცენზიაც დაიმსახურა და წინ დიდი პერსპექტივა ჰქონდა. დავით კანდელაკი თავისი ქვეყნის სახე იყო შორეულ ქვეყანაში: კულტურული, განათლებული, კეთილშობილი, ყველასგან პატივსაცემი და დასაფასებელი. მისი ფეისბუკის გვერდი სავსეა იქაური მეგობრების მწუხარე გამოსათხოვარი სიტყვებით.

სულ ახლახან ცოლ-შვილთან ერთად უკანასკნელად იმყოფებოდა ქუთაისში დათო. სამსახურში მეწვია , ბევრი მეფერა, მითხრა, რომ ლიცეუმში მიღებული უნარჩვევები ცხოვრებაში მრავალჯერ დაეხმარა. ბოლოს მოკრძალებით გადმომცა პროფესიული საჩუქარი - პაწია, ძალზე კომფორტული დიქტოფონი...

რას ვიფიქრებდი, რომ ეს დათუნას გამოსათხოვარი ჟესტი იყო... თურმე უკანასკნელად ვუყურებდი მის ულამაზეს ღიმილს! ბევრი ვიტირე, მაგრამ რას შველის ცრემლი ამ ტრაგედიას!.." - წერს ცხვედიანი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ