მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მოზაიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის "ბასიანთან" დაჭრილი პოლიციელი, რომელსაც მამაცობისთვის აჯილდოებენ
ვინ არის "ბასიანთან" დაჭრილი პოლიციელი, რომელსაც მამაცობისთვის აჯილდოებენ

პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მე­ლიც კლუბ "ბა­სი­ან­ზე" 13 იან­ვარს მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის დროს დაჭ­რეს, 41 წლის თა­მაზ სა­ვე­ლი­ე­ვია. იგი დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის სამ­მარ­თვე­ლოს მე-4 გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეა. თა­მაზ სა­ვე­ლი­ე­ვი უკვე 20 წე­ლია რაც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს რი­გებ­ში მუ­შა­ობს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, 13 იან­ვარს, რო­დე­საც "ბა­სი­ან­ზე" ჩხუ­ბი მოხ­და, სა­ვე­ლი­ე­ვი სამ­სა­ხუ­რე­ობ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და. ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი იმ დროს დაჭ­რეს, რო­დე­საც კლუ­ბის ორ თა­ნამ­შრო­მელს იცავ­და.

ინ­ცი­დენ­ტის გახ­სე­ნე­ბის დროს კლუ­ბის დაც­ვის უფ­რო­სი ზვი­ად მეს­ხი იხ­სე­ნებს, რომ "მის­თვის მოქ­ნე­უ­ლი დანა სწო­რედ პო­ლი­ცი­ელ­მა და­ი­ჭი­რა ხე­ლით".

"პო­ლი­ცია მუდ­მი­ვად აკონ­ტრო­ლებს კლუ­ბის ტე­რი­ტო­რი­ას. პატ­რუ­ლის ეკი­პა­ჟი მო­რი­გე­ობს ცენ­ტრა­ლურ გზა­ზე. როცა ჩხუ­ბი და­ი­წყო, პო­ლი­ცი­აც ჩა­ე­რია ჩხუბ­ში და ჩემ­თვის მოქ­ნე­უ­ლი დანა ხე­ლით და­ი­ჭი­რა პო­ლი­ცი­ელ­მა და და­იჭ­რა" - ამ­ბობს ზვი­ად მეს­ხი ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას.

დაჭ­რილ პო­ლი­ცი­ელს, თა­მაზ სა­ვე­ლი­ევს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გა­მო­ჩე­ნი­ლი სი­მა­მა­ცის­თვის მე­დალს გა­დას­ცემს.

შე­გახ­სე­ნებთ, კლუბ "ბა­სი­ან­ზე" დაც­ვის ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი და დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის სამ­მარ­თვე­ლოს მე-4 გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე 13 იან­ვარს დაჭ­რეს. და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 27 წლის თა­მაზ ქვლი­ვი­ძეა, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლომ გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფლა. იგი ბიზ­ნეს­მენ პა­ა­ტა ქვლი­ვი­ძის შვი­ლია.

წა­ი­კი­თხეთ: "დღეს სის­ტე­მა მკვლე­ლებს გი­რა­ო­თი ათა­ვი­სუფ­ლებს!" - რა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ინ­ტერ­ნეტ­ში, 3 ადა­მი­ა­ნის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

ვინ არის "ბასიანთან" დაჭრილი პოლიციელი, რომელსაც მამაცობისთვის აჯილდოებენ

ვინ არის "ბასიანთან" დაჭრილი პოლიციელი, რომელსაც მამაცობისთვის აჯილდოებენ

პოლიციელი, რომელიც კლუბ "ბასიანზე" 13 იანვარს მომხდარი დაპირისპირების დროს დაჭრეს, 41 წლის თამაზ საველიევია. იგი დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეა. თამაზ საველიევი უკვე 20 წელია რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში მუშაობს.

როგორც ცნობილია, 13 იანვარს, როდესაც "ბასიანზე" ჩხუბი მოხდა, საველიევი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელი იმ დროს დაჭრეს, როდესაც კლუბის ორ თანამშრომელს იცავდა.

ინციდენტის გახსენების დროს კლუბის დაცვის უფროსი ზვიად მესხი იხსენებს, რომ "მისთვის მოქნეული დანა სწორედ პოლიციელმა დაიჭირა ხელით".

"პოლიცია მუდმივად აკონტროლებს კლუბის ტერიტორიას. პატრულის ეკიპაჟი მორიგეობს ცენტრალურ გზაზე. როცა ჩხუბი დაიწყო, პოლიციაც ჩაერია ჩხუბში და ჩემთვის მოქნეული დანა ხელით დაიჭირა პოლიციელმა და დაიჭრა" - ამბობს ზვიად მესხი ჩვენთან საუბრისას.

დაჭრილ პოლიციელს, თამაზ საველიევს შინაგან საქმეთა მინისტრი გამოჩენილი სიმამაცისთვის მედალს გადასცემს.

შეგახსენებთ, კლუბ "ბასიანზე" დაცვის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე 13 იანვარს დაჭრეს. დანაშაულში ბრალდებული 27 წლის თამაზ ქვლივიძეა, რომელიც სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. იგი ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია.

წაიკითხეთ: "დღეს სისტემა მკვლელებს გირაოთი ათავისუფლებს!" - რა გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტში, 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებულის გათავისუფლებას

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ