პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შს მინისტრის მოადგილე კლუბ "ბასიანთან" მომხდარ შემთხვევაზე - არ დავუშვებთ პოლიციელებზე თავდამსხმელის დაუსჯელობას
შს მინისტრის მოადგილე კლუბ "ბასიანთან" მომხდარ შემთხვევაზე - არ დავუშვებთ პოლიციელებზე თავდამსხმელის დაუსჯელობას

ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავ, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მათ ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა შე­საძ­ლო ბერ­კე­ტი გა­მო­ი­ყე­ნეს, - ამის შე­სა­ხებ კლუბ "ბა­სი­ან­თან" 13 იან­ვარს მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მეზვრიშ­ვილ­მა ცოტა ხნის წინ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე აღ­ნიშ­ნა, შს სა­მი­ნის­ტრო ძა­ლა­დო­ბის ყვე­ლა ფაქ­ტზე შე­სა­ბა­მის რე­ა­გი­რე­ბას ახ­დენს.

ხი­ლეთ ვი­დეო

"გვსურს, გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ ღა­მის კლუბ "ბა­სი­ან­თან" მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის დროს ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლის და კლუ­ბის დაც­ვის 2 წევ­რის დაჭ­რის ფაქტს. კერ­ძოდ, ბრალ­დე­ბულ­მა დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის სამ­მარ­თვე­ლოს მე-4 გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეს მიმ­დი­ნა­რე წლის 13 იან­ვარს ცივი ია­რა­ღით სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა. ინ­ცი­დენ­ტის დროს, ბრალ­დე­ბულ­მა, ასე­ვე, და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა კლუბ "ბა­სი­ა­ნის" დაც­ვის ორ თა­ნამ­შრო­მელს. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლი და­იჭ­რა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას, კერ­ძოდ, მა­შინ, რო­დე­საც თავ­დას­ხმის დროს კლუ­ბის ორ თა­ნამ­შრო­მელს იცავ­და. ჩვენ შე­სა­ბა­მის რე­ა­გი­რე­ბას ვახ­დენთ ძა­ლა­დო­ბის ყვე­ლა ფაქ­ტზე. შე­სა­ბა­მი­სად, კა­ნო­ნით ჩვენს ხელთ არ­სე­ბულ ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­მო­ვი­ყე­ნებთ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის, მათ შო­რის, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის და­სა­ცა­ვად, ვინც უშუ­ა­ლოდ ზრუ­ნავს ჩვენს უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე. ბრალ­დე­ბუ­ლის და­კა­ვე­ბა მოხ­და და­ნა­შა­უ­ლის ად­გილ­ზე. მას ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის სამი მუხ­ლით. პრო­კუ­რა­ტუ­რამ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით მო­ი­თხო­ვა პა­ტიმ­რო­ბა და თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რა. ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავ, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მათ ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა შე­საძ­ლო ბერ­კე­ტი გა­მო­ი­ყე­ნეს", - გა­ნა­ცხა­და მეზვრიშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო: "საქ­მეს ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვან" - "ბა­სი­ა­ნის" დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლის დაჭ­რის შემ­დეგ გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო და კლუ­ბის და­ფუძ­ნებ­ლის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა

მი­სი­ვე თქმით, შს სა­მი­ნის­ტრო არ და­უშ­ვებს პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე თავ­დამ­სხმე­ლის და­უს­ჯე­ლო­ბას და პო­ლი­ცი­ე­ლის ღირ­სე­ბა და მუნ­დი­რი უკომ­პრო­მი­სოდ იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი.

"კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებთ, რომ ძა­ლა­დო­ბის ყვე­ლა ფაქ­ტზე მო­ვახ­დენთ შე­სა­ბა­მის რე­ა­გი­რე­ბას, გა­ნურ­ჩევ­ლად იმი­სა, ვინ არის ბრალ­დე­ბუ­ლი პირი. კა­ნო­ნის წი­ნა­შე ყვე­ლა თა­ნაბ­რად აგებს პა­სუხს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, ასე­ვე, არ და­უშ­ვებს პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე თავ­დამ­სხმე­ლის და­უს­ჯე­ლო­ბას. პო­ლი­ცი­ე­ლის ღირ­სე­ბა და მუნ­დი­რი უკომ­პრო­მი­სოდ იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა მეზვრიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

შს მინისტრის მოადგილე კლუბ "ბასიანთან" მომხდარ შემთხვევაზე - არ დავუშვებთ პოლიციელებზე თავდამსხმელის დაუსჯელობას

შს მინისტრის მოადგილე კლუბ "ბასიანთან" მომხდარ შემთხვევაზე - არ დავუშვებთ პოლიციელებზე თავდამსხმელის დაუსჯელობას

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სამართალდამცველებმა მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლო ბერკეტი გამოიყენეს, - ამის შესახებ კლუბ "ბასიანთან" 13 იანვარს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

როგორც მეზვრიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, შს სამინისტრო ძალადობის ყველა ფაქტზე შესაბამის რეაგირებას ახდენს.

ხილეთ ვიდეო

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ღამის კლუბ "ბასიანთან" მომხდარი ინციდენტის დროს ჩვენი თანამშრომლის და კლუბის დაცვის 2 წევრის დაჭრის ფაქტს. კერძოდ, ბრალდებულმა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს მიმდინარე წლის 13 იანვარს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. ინციდენტის დროს, ბრალდებულმა, ასევე, დაზიანებები მიაყენა კლუბ "ბასიანის" დაცვის ორ თანამშრომელს. საგულისხმოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაიჭრა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, მაშინ, როდესაც თავდასხმის დროს კლუბის ორ თანამშრომელს იცავდა. ჩვენ შესაბამის რეაგირებას ვახდენთ ძალადობის ყველა ფაქტზე. შესაბამისად, კანონით ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ დაზარალებულების, მათ შორის, იმ ადამიანების დასაცავად, ვინც უშუალოდ ზრუნავს ჩვენს უსაფრთხოებაზე. ბრალდებულის დაკავება მოხდა დანაშაულის ადგილზე. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვა პატიმრობა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გირაოს გამოყენების შესახებ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სამართალდამცველებმა მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლო ბერკეტი გამოიყენეს", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "საქმეს ბოლომდე მივიყვან" - "ბასიანის" დაცვის თანამშრომლის დაჭრის შემდეგ გადაღებული ფოტო და კლუბის დაფუძნებლის გამოხმაურება

მისივე თქმით, შს სამინისტრო არ დაუშვებს პოლიციელებზე თავდამსხმელის დაუსჯელობას და პოლიციელის ღირსება და მუნდირი უკომპრომისოდ იქნება დაცული.

"კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ძალადობის ყველა ფაქტზე მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას, განურჩევლად იმისა, ვინ არის ბრალდებული პირი. კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, არ დაუშვებს პოლიციელებზე თავდამსხმელის დაუსჯელობას. პოლიციელის ღირსება და მუნდირი უკომპრომისოდ იქნება დაცული", - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ