პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებული, რომელიც სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა - "ბასიანზე" მომხდარი გარჩევის დეტალები
ვინ არის 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებული, რომელიც სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა - "ბასიანზე" მომხდარი გარჩევის დეტალები

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, კლუბ "ბა­სი­ა­ნის" დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა და პო­ლი­ცი­ე­ლის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლომ გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, 27 წლის თა­მაზ ქვლი­ვი­ძეა. იგი ბიზ­ნეს­მენ პა­ა­ტა ქვლი­ვი­ძის შვი­ლია.

AMBEBI.GE "ბა­სი­ა­ნის" დაც­ვის უფ­რო­სის ზვი­ად მეს­ხის ახ­ლო­ბელს ესა­უბ­რა, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბას მი­სი­ვე თხოვ­ნით არ ვა­სა­ჯა­რო­ვებთ:

"შემ­თხვე­ვის დროს თა­მაზ ქვლი­ვი­ძე მარ­ტო არ იყო. ის კლუბ­ში მე­გო­ბარ­თან, მი­ხე­ილ სვა­ნი­ძეს­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მე­ლიც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი მუხ­ლით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და გა­უშ­ვეს... თა­მაზ ქვლი­ვი­ძემ ზვი­ადს და­ნით მი­ა­ყე­ნა ჭრი­ლო­ბა, პო­ლი­ცი­ელს დანა ხე­ლით რომ არ და­ე­ჭი­რა, ახლა 5 შვი­ლის მამა ცო­ცხა­ლი აღარ იქ­ნე­ბო­და. ახლა ის და სხვა და­შა­ვე­ბუ­ლე­ბიც მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან, მაგ­რამ ყვე­ლას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია" - ამ­ბობს მეს­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

ცნო­ბის­თვის, კლუბ "ბა­სი­ან­ზე" დაც­ვის ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი და დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის სამ­მარ­თვე­ლოს მე-4 გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე 13 იან­ვარს დაჭ­რეს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, 27 წლის ახალ­გაზ­რდამ სა­მი­ვე პირს ჭრი­ლო­ბა ცივი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნა. დაჭ­რი­ლე­ბის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ამ მა­ლე­ვე და­ა­კა­ვა. აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით "ფე­ის­ბუქ­ზე" პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა კლუბ "ბა­სი­ა­ნის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ნაჯა ორაშ­ვილ­მა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდამ დაც­ვის წევ­რე­ბი და პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი იმის გამო დაჭ­რა, რომ მას კლუბ­ში შეს­ვლა­ზე უარი უთხრეს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

წა­ი­კი­თხეთ: "ჩემ­თვის მოქ­ნე­უ­ლი დანა პო­ლი­ცი­ელ­მა ხე­ლით და­ი­ჭი­რა..." - რას ყვე­ბა "ბა­სი­ა­ნის" დაც­ვის უფ­რო­სი სის­ხლი­ან გარ­ჩე­ვა­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ვინ არის 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებული, რომელიც სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა - "ბასიანზე" მომხდარი გარჩევის დეტალები

ვინ არის 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებული, რომელიც სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა - "ბასიანზე" მომხდარი გარჩევის დეტალები

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, კლუბ "ბასიანის" დაცვის თანამშრომლებისა და პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული, რომელიც სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, 27 წლის თამაზ ქვლივიძეა. იგი ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია.

AMBEBI.GE "ბასიანის" დაცვის უფროსის ზვიად მესხის ახლობელს ესაუბრა, რომლის ვინაობას მისივე თხოვნით არ ვასაჯაროვებთ:

"შემთხვევის დროს თამაზ ქვლივიძე მარტო არ იყო. ის კლუბში მეგობართან, მიხეილ სვანიძესთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც ადმინისტრაციული მუხლით გაათავისუფლეს და გაუშვეს... თამაზ ქვლივიძემ ზვიადს დანით მიაყენა ჭრილობა, პოლიციელს დანა ხელით რომ არ დაეჭირა, ახლა 5 შვილის მამა ცოცხალი აღარ იქნებოდა. ახლა ის და სხვა დაშავებულებიც მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან, მაგრამ ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია" - ამბობს მესხის ახლობელი.

ცნობისთვის, კლუბ "ბასიანზე" დაცვის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე 13 იანვარს დაჭრეს. როგორც ცნობილია, 27 წლის ახალგაზრდამ სამივე პირს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა. დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დანაშაულში ბრალდებული პოლიციამ მალევე დააკავა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" პოსტი გამოაქვეყნა კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელმა ნაჯა ორაშვილმა. მისი ინფორმაციით, ახალგაზრდამ დაცვის წევრები და პოლიციის თანამშრომელი იმის გამო დაჭრა, რომ მას კლუბში შესვლაზე უარი უთხრეს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

წაიკითხეთ: "ჩემთვის მოქნეული დანა პოლიციელმა ხელით დაიჭირა..." - რას ყვება "ბასიანის" დაცვის უფროსი სისხლიან გარჩევაზე

ვარკეთილში, მე-9 სართულიდან გადავარდნილი 16 წლის ბიჭის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით დაკავებული 4 პირი კვლავ პატიმრობაში დარჩა

"პროსერვისი" საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს

"იმ შეურაცხყოფას, რაც მომაყენა, სჯობდა მოვეკალი" - ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა