სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
19 წლის ბიჭის სასტიკი მკვლელობის საქმე გახსნილია - შსს დეტალებს ასაჯაროებს
19 წლის ბიჭის სასტიკი მკვლელობის საქმე გახსნილია - შსს დეტალებს ასაჯაროებს

29 დე­კემ­ბერს თბი­ლის­ში 19 წლის ბი­ჭის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი პირი, ხოლო და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით კი - 5 პირი, - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი უმოკ­ლეს ვა­და­ში გახ­სნა.

„და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნა მო­ხერ­ხდა იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ფაქ­ტის შემ­სწრე ინ­ფორ­მა­ცი­ის მქო­ნე პი­რებ­მა გა­მო­ძი­ე­ბას­თან არ ითა­ნამ­შრომ­ლეს. ამ ეტაპ­ზე გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი პირი, ხოლო და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია 5 პირი. და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 2-დან 4 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, ხოლო მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2017 წლის 29 დე­კემ­ბერს, 1991 წელს და­ბა­დე­ბულ­მა პირ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე გა­დაჭ­რი­ლი თო­ფი­სა და ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით ყე­ლის და გულ­მკერ­დის არე­ში სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა მის ნაც­ნობს, 1998 წელს და­ბა­დე­ბულ პირს და კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით ცხე­და­რი მდი­ნა­რე მტკვარ­ში გა­დაგ­დო. ფაქ­ტის შემ­სწრე 5 პირი, რო­მელ­მაც გა­მო­ძი­ე­ბას­თან არ ითა­ნამ­შრომ­ლეს, და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია, თუმ­ცა არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ბრალ­დე­ბილ პირ­თა წრე კი­დევ გა­ი­ზარ­დოს“, - გა­ნა­ცხა­და მეზვრიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

19 წლის ბიჭის სასტიკი მკვლელობის საქმე გახსნილია - შსს დეტალებს ასაჯაროებს

19 წლის ბიჭის სასტიკი მკვლელობის საქმე გახსნილია - შსს დეტალებს ასაჯაროებს

29 დეკემბერს თბილისში 19 წლის ბიჭის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი - 5 პირი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი უმოკლეს ვადაში გახსნა.

„დანაშაულის გახსნა მოხერხდა იმის მიუხედავად, რომ ფაქტის შემსწრე ინფორმაციის მქონე პირებმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს. ამ ეტაპზე გატარებული ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია 5 პირი. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის გათვალისწინებულია 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მკვლელობაში ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 29 დეკემბერს, 1991 წელს დაბადებულმა პირმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გადაჭრილი თოფისა და ცივი იარაღის გამოყენებით ყელის და გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მის ნაცნობს, 1998 წელს დაბადებულ პირს და კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მდინარე მტკვარში გადაგდო. ფაქტის შემსწრე 5 პირი, რომელმაც გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის უკვე დაკავებულია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებილ პირთა წრე კიდევ გაიზარდოს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ