პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ინფორმაცია მოიპოვა სუს-მა ტერაქტების შესახებ ახმედ ჩატაევის კომპიუტერიდან
რა ინფორმაცია მოიპოვა სუს-მა ტერაქტების შესახებ ახმედ ჩატაევის კომპიუტერიდან

სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვი და მისი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქეთ­ში დიპ­ლო­მა­ტი­ურ მი­სი­ებ­ზე თავ­დას­ხმას გეგ­მავ­დნენ.

რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, ამის შე­სა­ხებ ჩა­ტა­ე­ვის კომ­პი­უ­ტე­რი­დან და სხვა ტექ­ნი­კუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან გახ­და ცნო­ბი­ლი.

"სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ბი­ნი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვის კუთ­ვნი­ლი კომ­პი­უ­ტე­რი­დან და სხვა­დას­ხვა ტექ­ნი­კუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი­დან მო­პო­ვე­ბუ­ლია აუ­დი­ჩა­ნა­წე­რე­ბი. ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით, ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვი და მისი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გეგ­მავ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქეთ­ში. მათ მი­ზანს დიპ­ლო­მა­ტი­ურ მი­სი­ებ­ზე თავ­დას­ხმე­ბი წარ­მო­ად­გენ­და", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გო­ბი­ან­მა და დას­ძი­ნა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბი და­გეგ­მა­რე­ბის პრო­ცეს­ში იქნა აღ­კვე­თი­ლი.

ამას­თან, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის გამ­ზირ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი და და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის ვი­ნა­ო­ბის შე­სა­ხებ ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას აქ­ვეყ­ნებს.

სა­გან­გე­ბო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სუს-ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა გა­ნა­ცხა­და რომ, ამე­რი­კელ კო­ლე­გებ­თან ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი მოქ­მე­დე­ბე­ბით სა­მა­ლა­ვი­დან ამო­ღე­ბუ­ლია ავ­ტო­მა­ტის მჭი­დე­ბი, ტყვი­ე­ბი, ზურგჩან­თე­ბი, რუ­კე­ბი, რა­ცი­ე­ბი და სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, ოპე­რა­ტი­უ­ლად დად­გე­ნი­ლია სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის ვი­ნა­ო­ბა. იგი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე შუ­იაფ ბორ­ზი­ე­ვია, რო­მე­ლიც ტე­რო­რიზ­მის ბრალ­დე­ბით ინ­ტერ­პო­ლის მიერ იძებ­ნე­ბა. ასე­ვე ოპე­რა­ტი­უ­ლად დად­გე­ნი­ლია სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის ვი­ნა­ო­ბა. ესე­ნი არი­ან რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე იბ­რა­გიმ ადა­შე­ვი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ყალ­ბი პას­პორ­ტე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში 2010- 2012 წლებ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ას­ტან­გებ სოლ­ტახ­მა­დო­ვი", - გა­ნა­ცხა­და ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სუს-ში სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გაჟ­ღერ­და, სა­დაც პან­კის­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რეს. პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე სახ­ლში სპე­ცო­პე­რა­ცია დღეს გამ­თე­ნი­ი­სას, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. დი­ლის 04:00 სა­ა­თი­დან სო­ფელ ომა­ლო­სა და დუ­ის­ში სპე­ცო­პე­რა­ცი­ას 50-ზე მეტი სპეც­რაზ­მე­ლი ატა­რებ­და. სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად 5 ადა­მი­ა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი, მათ შო­რის ერთი მძი­მედ და­იჭ­რა.

რა ინფორმაცია მოიპოვა სუს-მა ტერაქტების შესახებ ახმედ ჩატაევის კომპიუტერიდან

რა ინფორმაცია მოიპოვა სუს-მა ტერაქტების შესახებ ახმედ ჩატაევის კომპიუტერიდან

სუს-ის ინფორმაციით, ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას გეგმავდნენ.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, ამის შესახებ ჩატაევის კომპიუტერიდან და სხვა ტექნიკური მოწყობილობებიდან ამოღებული ჩანაწერებიდან გახდა ცნობილი.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ამოღებული ახმედ ჩატაევის კუთვნილი კომპიუტერიდან და სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობებიდან მოპოვებულია აუდიჩანაწერები. ჩანაწერების მიხედვით, ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში. მათ მიზანს დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები წარმოადგენდა", - განაცხადა გიორგობიანმა და დასძინა, რომ აღნიშნული ტერორისტული აქტები დაგეგმარების პროცესში იქნა აღკვეთილი.

ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული და დაკავებული პირების ვინაობის შესახებ ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.

საგანგებო პრესკონფერენციაზე სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა რომ, ამერიკელ კოლეგებთან ჩატარებული ერთობლივი მოქმედებებით სამალავიდან ამოღებულია ავტომატის მჭიდები, ტყვიები, ზურგჩანთები, რუკები, რაციები და სხვა მტკიცებულებები.

"საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ოპერატიულად დადგენილია სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის ვინაობა. იგი რუსეთის მოქალაქე შუიაფ ბორზიევია, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ იძებნება. ასევე ოპერატიულად დადგენილია სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირების ვინაობა. ესენი არიან რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი, რომელიც სხვადასხვა ყალბი პასპორტებით საქართველოში 2010- 2012 წლებში იმყოფებოდა და ასტანგებ სოლტახმადოვი", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

აღნიშნული ინფორმაცია სუს-ში საგანგებო ბრიფინგზე გაჟღერდა, სადაც პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე ისაუბრეს. პანკისის ხეობაში რამდენიმე სახლში სპეცოპერაცია დღეს გამთენიისას, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დილის 04:00 საათიდან სოფელ ომალოსა და დუისში სპეცოპერაციას 50-ზე მეტი სპეცრაზმელი ატარებდა. სპეცოპერაციის შედეგად 5 ადამიანია დაკავებული, მათ შორის ერთი მძიმედ დაიჭრა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ