საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოეტი ზვიად რატიანი პოლიციას ფიზიკურ და მორალურ ზეწოლაში ადანაშაულებს
პოეტი ზვიად რატიანი პოლიციას ფიზიკურ და მორალურ ზეწოლაში ადანაშაულებს

პო­ე­ტი ზვი­ად რა­ტი­ა­ნი პო­ლი­ცი­ას ფი­ზი­კურ და მო­რა­ლურ ზე­წო­ლა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ზვი­ად რა­ტი­ა­ნი, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ის­თვის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბი­სა და წვრილ­მა­ნი ხუ­ლი­გო­ბის ბრალ­დე­ბით წუ­ხელ და­ა­კა­ვეს, წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მო­ი­ნა­ხუ­ლა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, და­კა­ვე­ბუ­ლი ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლა­ზე სა­უბ­რობს. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­მა დრო­ე­ბი­თი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტო­რი­დან და­მა­ტე­ბი­თი დო­კუ­მენ­ტა­ცია გა­მო­ი­თხო­ვა, მათ შო­რის იმის და­სად­გე­ნად, არის თუ არა რა­ტი­ა­ნი ნა­ცე­მი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო პოეტ ზვი­ად რა­ტი­ან­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რო­გორც უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, წი­ნას­წა­რი მოკ­ვლე­ვით იკ­ვე­თე­ბა ერთ-ერთი პო­ლი­ცი­ე­ლის შე­საძ­ლო სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გა­დაც­დო­მა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცია სწავ­ლობს აღ­ნიშ­ნულ ფაქტს. პირ­ვე­ლა­დი შეს­წავ­ლის შე­დე­გად, იკ­ვე­თე­ბა ორი­ვე მხა­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ამა­ვე დროს, წი­ნას­წა­რი მოკ­ვლე­ვით იკ­ვე­თე­ბა ერთ-ერთი პო­ლი­ცი­ე­ლის შე­საძ­ლო სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გა­დაც­დო­მა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, ფაქ­ტის სა­ბო­ლოო გა­მო­ძი­ე­ბამ­დე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას შე­უ­ჩე­რებს ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ პო­ლი­ცი­ელს. რაც შე­ე­ხე­ბა, მო­ქა­ლა­ქე ზ.რ.-ს, იგი ამ­ჟა­მად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტო­რი­დან. ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნე­ბის სრუ­ლი დაც­ვით. შე­სა­ბა­მი­სად, სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცია გა­დაც­დო­მის თი­თო­ე­ულ ფაქ­ტზე -ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­მარ­თლებ­რივ რე­ა­გი­რე­ბას მო­მა­ვალ­შიც მო­ახ­დენს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

sponsored by ContentRoom

პოეტი ზვიად რატიანი პოლიციას ფიზიკურ და მორალურ ზეწოლაში ადანაშაულებს

პოეტი ზვიად რატიანი პოლიციას ფიზიკურ და მორალურ ზეწოლაში ადანაშაულებს

პოეტი ზვიად რატიანი პოლიციას ფიზიკურ და მორალურ ზეწოლაში ადანაშაულებს. ზვიად რატიანი, რომელიც პოლიციისთვის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგობის ბრალდებით წუხელ დააკავეს, წინასწარი დაკავების იზოლატორში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველის აპარატში განუცხადეს, დაკავებული ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს. სახალხო დამცველის აპარატმა დროებითი დაკავების იზოლატორიდან დამატებითი დოკუმენტაცია გამოითხოვა, მათ შორის იმის დასადგენად, არის თუ არა რატიანი ნაცემი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, წინასწარი მოკვლევით იკვეთება ერთ-ერთი პოლიციელის შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სწავლობს აღნიშნულ ფაქტს. პირველადი შესწავლის შედეგად, იკვეთება ორივე მხარის პასუხისმგებლობა. ამავე დროს, წინასწარი მოკვლევით იკვეთება ერთ-ერთი პოლიციელის შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფაქტის საბოლოო გამოძიებამდე უფლებამოსილებას შეუჩერებს ზემოაღნიშნულ პოლიციელს. რაც შეეხება, მოქალაქე ზ.რ.-ს, იგი ამჟამად გათავისუფლებულია დროებითი მოთავსების იზოლატორიდან. ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. ჩვენი მიზანია, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით. შესაბამისად, სამინისტროს გენერალური ინსპექცია გადაცდომის თითოეულ ფაქტზე -ასეთის არსებობის შემთხვევაში, სამართლებრივ რეაგირებას მომავალშიც მოახდენს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ