Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებული მსაჯები და მწვრთნელები - სუს-ის განცხადება
ვინ არიან ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებული მსაჯები და მწვრთნელები - სუს-ის განცხადება

სუს-ი ე.წ. ჩა­წყო­ბი­ლი თა­მა­შე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი მსა­ჯე­ბი­სა და მწვრთნე­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბას ასა­ხე­ლებს. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ლათ­ბურ­თის მწვრთნე­ლე­ბი და მსა­ჯე­ბი ჯგუ­ფუ­რად კო­მერ­ცი­უ­ლი მოს­ყიდ­ვის ფაქ­ტზე არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი.

სა­ერ­თო ჯამ­ში, აყ­ვა­ნი­ლია 5 პირი. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ჯგუ­ფუ­რად კო­მერ­ცი­უ­ლი მოს­ყიდ­ვის ფაქ­ტზე სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ტე­გო­რი­ის მსა­ჯე­ბი - ზაზა მა­ჩა­ლა­ძე, ირაკ­ლი ბე­რიშ­ვი­ლი და და­ვით ბე­რიშ­ვი­ლი, ასე­ვე სა­კა­ლათ­ბურ­თო კლუბ "სო­ხუ­მი"-ს მწვრთნე­ლი ვაჟა კვა­რა­ცხე­ლია და ამა­ვე კლუ­ბის თა­ნამ­ფლო­ბე­ლი - თე­მურ და­თი­კაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს.

"გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ვაჟა კვა­რა­ცხე­ლია და თე­მურ და­თი­კაშ­ვი­ლი კა­ლათ­ბურ­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ტე­გო­რი­ის მსა­ჯე­ბის - ზაზა მა­ჩა­ლა­ძის, ირაკ­ლი და და­ვით ბე­რიშ­ვი­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით, თან­ხის სა­ნაც­ვლოდ ახ­დენ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ლათ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნა­ტის "სუ­პერ­ლი­გის" სხვა­დას­ხვა მატ­ჩებ­ში სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის და­ფიქ­სი­რე­ბას. ვაჟა კვა­რა­ცხე­ლი­ამ და თე­მურ და­თი­კაშ­ვილ­მა თი­თო­ე­ულ ე.წ. "ჩა­წყო­ბილ" მატჩზე მო­ქა­ლა­ქეს მოს­თხო­ვეს 12000 ლა­რის გა­დახ­და, სა­ი­და­ნაც 2000 აშშ დო­ლა­რის ექ­ვი­ვა­ლენ­ტი თან­ხა ლარ­ში მსა­ჯე­ბის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი.

2017 წლის 15 და 16 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თა სა­კა­ლათ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნა­ტის "სუ­პერ­ლი­გის" სამი შეხ­ვედ­რა, რომ­ლე­ბიც დას­რულ­და წი­ნას­წარ შე­პი­რე­ბუ­ლი ქუ­ლა­თა სხვა­ო­ბით, რის შემ­დე­გაც თე­მურ და­თი­კაშ­ვი­ლი, ვაჟა კვა­რა­ცხე­ლია, ზაზა მა­ჩა­ლა­ძე, და­ვით ბე­რიშ­ვი­ლი და ირაკ­ლი ბე­რიშ­ვი­ლი და­ე­უფლნენ მო­თხოვ­ნილ თან­ხას, სა­ერ­თო ჯამ­ში 36000 ლარს.

გა­მო­ძი­ე­ბა ჯგუ­ფუ­რად კო­მერ­ცი­უ­ლი მოს­ყიდ­ვის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 221-ე მუხ­ლის მე­ო­თხე ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს 4 დან 6 წლამ­დე ვა­დით.

გა­მო­ძი­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო აწარ­მო­ებს", - ნათ­ქვა­მია სუს-ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ვინ არიან ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებული მსაჯები და მწვრთნელები - სუს-ის განცხადება

ვინ არიან ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებული მსაჯები და მწვრთნელები - სუს-ის განცხადება

სუს-ი ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებული მსაჯებისა და მწვრთნელების ვინაობას ასახელებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კალათბურთის მწვრთნელები და მსაჯები ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე არიან დაკავებული.

საერთო ჯამში, აყვანილია 5 პირი. უფრო კონკრეტულად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები - ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ "სოხუმი"-ს მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ვაჟა კვარაცხელია და თემურ დათიკაშვილი კალათბურთის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯების - ზაზა მაჩალაძის, ირაკლი და დავით ბერიშვილების დახმარებით, თანხის სანაცვლოდ ახდენდნენ საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის "სუპერლიგის" სხვადასხვა მატჩებში სასურველი შედეგის დაფიქსირებას. ვაჟა კვარაცხელიამ და თემურ დათიკაშვილმა თითოეულ ე.წ. "ჩაწყობილ" მატჩზე მოქალაქეს მოსთხოვეს 12000 ლარის გადახდა, საიდანაც 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა ლარში მსაჯებისთვის იყო განკუთვნილი.

2017 წლის 15 და 16 დეკემბერს გაიმართა საკალათბურთო ჩემპიონატის "სუპერლიგის" სამი შეხვედრა, რომლებიც დასრულდა წინასწარ შეპირებული ქულათა სხვაობით, რის შემდეგაც თემურ დათიკაშვილი, ვაჟა კვარაცხელია, ზაზა მაჩალაძე, დავით ბერიშვილი და ირაკლი ბერიშვილი დაეუფლნენ მოთხოვნილ თანხას, საერთო ჯამში 36000 ლარს.

გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 4 დან 6 წლამდე ვადით.

გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ