საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენწლიანი პატიმრობა ემუქრებათ მოსწავლეების მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვნებს
რამდენწლიანი პატიმრობა ემუქრებათ მოსწავლეების მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვნებს

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლებს, გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის შემ­თხვე­ვა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი სას­ჯე­ლი, 12 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ. სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლი, რო­მე­ლიც ორი­ვე არას­რულ­წლო­ვანს აქვს ბრა­ლად წა­ყე­ნე­ბუ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხედ 13-დან 17 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას გუ­ლის­ხმობს, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლო მხდე­ვე­ლო­ბა­ში მი­ი­ღებს არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექსს, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტმა 2015 წელს მი­ი­ღო.

კერ­ძოდ, არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სის 73-ე მუხ­ლის მე-3 პუნ­ქტი ამ­ბობს, რომ არას­რულ­წლო­ვან­თა გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის­თვის, სა­ბო­ლოო სას­ჯე­ლის ვადა 12 წელს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს.

73-ე მუხ­ლში წე­რია: "არას­რულ­წლო­ვანს ვა­დი­ა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­იძ­ლე­ბა და­ე­ნიშ­ნოს, თუ მან მძი­მე ან გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა ან ის თავს არი­დებს არა­სა­პა­ტიმ­რო სას­ჯელს ანდა მის მი­მართ წარ­სულ­ში გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი იქნა გა­მო­ტა­ნი­ლი".

ამა­ვე მუხ­ლის მე-3 პუნ­ქტი კი გან­მარ­ტავს, რომ 16-დან 18 წლამ­დე ასა­კის არას­რულ­წლოვ­ნის­თვის და­ნიშ­ნუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის ვადა 1/4-ით მცირ­დე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, სა­ბო­ლოო სას­ჯე­ლის ვადა 12 წელს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს.

ანუ სა­სა­მარ­თლომ, ბრალ­დე­ბულს მა­გა­ლი­თად 16 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა თუ შე­უ­ფარ­და, სას­ჯე­ლის ვა­დას შე­ამ­ცი­რებს 1/4-ით და სა­ბო­ლო­ოდ 12 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­ე­ფარ­დე­ბა. ყვე­ლა­ზე მი­ნი­მა­ლუ­რი 13 წლი­ა­ნი სას­ჯე­ლის შე­ფარ­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი არას­რულ­წლო­ვან ბრალ­დე­ბულს, სა­ბო­ლო­ოდ 9 წლი­თა და 7 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრე­ბა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, 51-ე სკო­ლის ორი მოს­წავ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სკო­ლის ორი მოს­წავ­ლეა ბრალ­დე­ბუ­ლი, რომ­ლი­და­ნაც ერთი პო­ლი­ცი­ამ 2 დე­კემ­ბერს და­ა­კა­ვა, მე­ო­რე კი პო­ლი­ცი­ას დღეს ჩა­ბარ­და. ორი­ვე ბრალ­დე­ბულს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დღეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ დღეს კი­დევ 3 პირი და­ა­კა­ვა.

თორ­ნი­კე კოშ­კა­ძე

AMBEBI.GE

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: "ან­თე­ბუ­ლი სი­გა­რე­ტი სა­ხე­ში ეს­რო­ლა... " - მოს­წავ­ლე­ებს შო­რის მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე შემ­თხვე­ვის დე­ტა­ლებს ყვე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

რამდენწლიანი პატიმრობა ემუქრებათ მოსწავლეების მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვნებს

რამდენწლიანი პატიმრობა ემუქრებათ მოსწავლეების მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვნებს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულებს, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელი, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლი, რომელიც ორივე არასრულწლოვანს აქვს ბრალად წაყენებული სასჯელის სახედ 13-დან 17 წლამდე პატიმრობას გულისხმობს, თუმცა სასამართლო მხდეველობაში მიიღებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს, რომელიც პარლამენტმა 2015 წელს მიიღო.

კერძოდ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამბობს, რომ არასრულწლოვანთა გარკვეული კატეგორიისთვის, საბოლოო სასჯელის ვადა 12 წელს არ უნდა აღემატებოდეს.

73-ე მუხლში წერია: "არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი".

ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი განმარტავს, რომ 16-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 1/4-ით მცირდება. ამასთანავე, საბოლოო სასჯელის ვადა 12 წელს არ უნდა აღემატებოდეს.

ანუ სასამართლომ, ბრალდებულს მაგალითად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა თუ შეუფარდა, სასჯელის ვადას შეამცირებს 1/4-ით და საბოლოოდ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდება. ყველაზე მინიმალური 13 წლიანი სასჯელის შეფარდების შემთხვევაში კი არასრულწლოვან ბრალდებულს, საბოლოოდ 9 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრება.

როგორც ცნობილია, 51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობაში პირველი ექსპერიმენტული სკოლის ორი მოსწავლეა ბრალდებული, რომლიდანაც ერთი პოლიციამ 2 დეკემბერს დააკავა, მეორე კი პოლიციას დღეს ჩაბარდა. ორივე ბრალდებულს საქალაქო სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს კიდევ 3 პირი დააკავა.

თორნიკე კოშკაძე

AMBEBI.GE

ასევე დაგაინტერესებთ: "ანთებული სიგარეტი სახეში ესროლა... " - მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე შემთხვევის დეტალებს ყვება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ