კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოხდა 51-ე სკოლაში 1 დეკემბერს და რამ გამოიწვია მოსწავლეების დაპირისპირება - პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
რა მოხდა 51-ე სკოლაში 1 დეკემბერს და რამ გამოიწვია მოსწავლეების დაპირისპირება - პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

პრო­კუ­რა­ტუ­რამ 51-ე სა­ჯა­რო სკო­ლას­თან მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლის­თვის ორი პირი სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცა. არას­რულ­წლოვ­ნე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა ვრცელ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რამ ქ.თბი­ლი­სის 51-ე სა­ჯა­რო სკო­ლას­თან მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის შე­საძ­ლო ფაქ­ტზე ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი პირი - გ.ბ და გ.ჯ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცა. გ.ბ-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით წა­რედ­გი­ნა, ხოლო გ.ჯ იმა­ვე მუხ­ლით ბრალ­დე­ბუ­ლად და­უს­წრებ­ლად იქნა ცნო­ბი­ლი, ვი­ნა­ი­დან იგი ემა­ლე­ბა გა­მო­ძი­ე­ბას.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2017 წლის 1 დე­კემ­ბერს, დი­ლის სა­ა­თებ­ში, ქ.თბი­ლი­სის N51-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მე­ცხრე კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს თ.ჩ.-ს და ა.ს-ს გაკ­ვე­თი­ლებს შო­რის არ­სე­ბულ შეს­ვე­ნე­ბა­ზე, სა­პირ­ფა­რე­შო­ში ექ­ვსი უფ­როსკლა­სე­ლი დახ­ვდათ, რო­მელ­თა­გან ერთ-ერ­თმა მათ პნევ­მა­ტუ­რი ია­რა­ღი მი­უშ­ვი­რა, რა­საც ამ უკა­ნას­კნე­ლე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვა, რაც გა­და­ი­ზარ­და სი­ტყვი­ერ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში. ერთ-ერ­თმა უფ­როსკლა­სელ­მა მათ უთხრა, რომ გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ ორი­ვეს სკო­ლის გა­რეთ შეხ­ვდე­ბოდ­ნენ. მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე ა.ს.-მ, ვი­ნა­ი­დან მას­თან კონ­ფლიქ­ტში მყო­ფე­ბი იყ­ვნენ მას­ზე ასა­კით უფ­რო­სე­ბი, დახ­მა­რე­ბის­თვის არას­რულ­წლო­ვან ნა­თე­სავს - მ.კ.-ს და­უ­რე­კა და მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ უამ­ბო.

იმა­ვე დღეს, და­ახ­ლო­ე­ბით 14:00 სა­ათ­ზე, მ.კ. მე­გობ­რებ­თან ერ­თად N51-ე სა­ჯა­რო სკო­ლას­თან მი­ვი­და, სა­დაც მათ ა.ს. და თ.ჩ. შე­უ­ერ­თდნენ. სკო­ლას­თან ასე­ვე შეკ­რე­ბი­ლე­ბი იყ­ვნენ თ.ჩ.-სთან და ა.ს-სთან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მე­თერ­თმე­ტე კლა­სე­ლე­ბი და მათი თხუთ­მე­ტამ­დე მხარ­დამ­ჭე­რი. ვი­თა­რე­ბის გა­სარ­კვე­ვად ახალ­გაზ­რდებ­მა ა.ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბულ ერთ-ერთი კორ­პუ­სის ეზო­ში გა­და­ი­ნაც­ვლეს. მო­ზარ­დებს შო­რის სა­უ­ბა­რი სი­ტყვი­ერ შე­ლა­პა­რა­კე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, რა­საც ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა. ჩხუ­ბის დროს ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ გ.ჯ.-მ, რო­მელ­საც გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ჰქონ­და, რომ კონ­ფლიქ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არას­რულ­წლოვ­ნე­ბი იყ­ვნენ, და­ნით გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით, არას­რულ­წო­ვან დ.ს.-ს მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ნაკ­ვე­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, ხოლო გ.ბ.-მ ასე­ვე და­ნით გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით, წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წო­ვან ლ.დ.-ს ორი ნაკ­ვე­თი ჭრი­ლო­ბა ფე­ხი­სა და გულ­მკერ­დის არე­ში მი­ა­ყე­ნა, შემ­დეგ კი ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად ლ.დ. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო დ.ს. მე­ო­რე დღეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­წე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად გარ­და­იც­ვა­ლა. იხი­ლეთ ვი­დეო

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა არას­რულ­წლო­ვა­ნი გ.ბ 2017 წლის 2 დე­კემ­ბერს თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა 2017 წლის 3 დე­კემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ) წა­რედ­გი­ნა. 2017 წლის 3 დე­კემ­ბერს, არას­რულ­წლო­ვან გ.ჯ.-ს მი­მართ იმა­ვე კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით გა­მო­ტა­ნი­ლია დად­გე­ნი­ლე­ბა ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ და მიმ­დი­ნა­რე­ობს ბრა­ლის წარ­დგე­ნის შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბი. ვი­ნა­ი­დან იგი ემა­ლე­ბა გა­მო­ძი­ე­ბას, მისი და­კა­ვე­ბის მიზ­ნით მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. პრო­კუ­რა­ტუ­რა ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით მო­ი­თხოვს პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მა­ნამ­დე ვერ მო­ხერ­ხდე­ბა არას­რულ­წლო­ვან გ.ჯ.-ს და­კა­ვე­ბა, მის მი­მართ გა­მო­ცხად­დე­ბა ძებ­ნა. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის ბრა­ლად შე­რა­ცხუ­ლი შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ფაქ­ტი დას­ტურ­დე­ბა ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე არა­ერ­თი მოწ­მის ჩვე­ნე­ბით, ასე­ვე ნივ­თი­ე­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, მათ შო­რის მკვლე­ლო­ბე­ბის ია­რა­ღე­ბით, რომ­ლებ­ზეც და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი. კერ­ძოდ, დ.ს.-ს მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღი დანა ამო­ღე­ბუ­ლია შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან, ხოლო ლ.დ.-ს მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღი ასე­ვე დანა გა­მო­ძი­ე­ბას წარ­მო­უდ­გი­ნა ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე მოწ­მემ, რო­მელ­საც გა­და­მალ­ვის მიზ­ნით გა­დას­ცა და­კა­ვე­ბულ­მა ბრალ­დე­ბულ­მა გ.ბ-მ.

საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 13-დან 17 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. საქ­მე­ზე გა­მო­ძე­ბას აწარ­მო­ებს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქ.თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი.

ასე­ვე მა­ღა­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გვსურს გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ზო­გი­ერ­თი პი­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ თით­ქოს­და შე­საძ­ლო მკვლე­ლო­ბის ჩამ­დე­ნი ერთ-ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნის მშო­ბე­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლია და ამით ხელი ეშ­ლე­ბა გა­მო­ძი­ე­ბას. უპირ­ვე­ლეს ყო­ვილ­სა ხაზი უნდა გა­ეს­ვას იმ გა­რე­ო­მე­ბას, რომ აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე არას­რულ­წლო­ვა­ნი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის გ.ჯ-ს და გ.ბ-ს არ­ცერ­თი ოჯა­ხის წევ­რი ანდა ახლო ნა­თე­სა­ვი არ არის პრო­კუ­რა­ტუ­რის მუ­შა­კი. აღ­ნიშ­ნუ­ლი სიც­რუ­ის გავ­რცე­ლე­ბით გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნით და გან­ზრახ ცდი­ლობს პრო­კუ­რა­ტუ­რის და მიმ­დი­ნა­რე სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცე­სის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას.

იხი­ლეთ ვი­დეო

აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ აღ­ნიშ­ნულ ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე ა.ს.-ს მშო­ბე­ლი მარ­თლაც არის პრო­კუ­რა­ტუ­რის მუ­შა­კი, თუმ­ცა იგი 2014 წლი­დან მუ­შა­ობს ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში და მას და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არც აღ­ნიშ­ნულ გა­მო­ძი­ე­ბას­თან და არც სხვა რო­მე­ლი­მე გა­მო­ძი­ე­ბას­თან, არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა არ აქვს და არც შე­იძ­ლე­ბა რომ ქონ­დეს. ასე­ვე ხაზი უნდა გა­ეს­ვას იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ ნე­ბის­მი­ე­რი და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რის ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მუ­შაკ­თან ვერ­ცერთ საქ­მე­ზე ვე­რა­ნა­ირ გავ­ლე­ნას ვერ მო­ახ­დენს მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბა­ზე და მსგავ­სი პრე­ცე­დენ­ტი არ არ­სე­ბობს. ასე­ვე სის­ხლის სა­მარ­თლის კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­სა და პრო­კუ­რა­ტუ­რის შიდა ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბის­მი­ე­რი პრო­კუ­რო­რი, რომ­ლის მი­მარ­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია არ­სე­ბობ­დეს თუნ­დაც კი­თხვე­ბი გარ­კვე­უ­ლი პი­რა­დი მო­ტი­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­საძ­ლო მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლო­ბა­ზე და­უ­ყო­ნებ­ლივ იქ­ნე­ბა აცი­ლე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მი­დან.

იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა პირი არას­რულ­წლო­ვა­ნია, ასე­ვე ხსე­ნე­ბულ პირ­თა პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა კა­ნო­ნით შე­ზღუ­დუ­ლია მო­ახ­დი­ნოს ხსე­ნე­ბულ პირ­თა მა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის გავ­რცე­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტუ­რად და სწრა­ფად ჩა­ტარ­დე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა სრულ­ყო­ფი­ლი გა­მო­ძი­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, რომ­ლის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ე­წო­დე­ბა დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში. იხი­ლეთ ვი­დეო

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: "შე­მომ­ხე­და და ერთი ამო­ი­ლუღ­ლუ­ღა - "გა­და­მარ­ჩი­ნეთ!" - რას წერს სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ექი­მი ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­ზე

ნინო წი­ლო­სა­ნი - 15 მოწ­მე ბავ­შვი­დან არც ერთი მკვლელს რომ არ ამ­ხელს, ეს ტრა­გე­დია არ არის?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

რა მოხდა 51-ე სკოლაში 1 დეკემბერს და რამ გამოიწვია მოსწავლეების დაპირისპირება - პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

რა მოხდა 51-ე სკოლაში 1 დეკემბერს და რამ გამოიწვია მოსწავლეების დაპირისპირება - პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

პროკურატურამ 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარი დანაშაულისთვის ორი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო უწყება ვრცელ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"თბილისის პროკურატურამ ქ.თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განზრახ მკვლელობის შესაძლო ფაქტზე ორი არასრულწლოვანი პირი - გ.ბ და გ.ჯ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. გ.ბ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარედგინა, ხოლო გ.ჯ იმავე მუხლით ბრალდებულად დაუსწრებლად იქნა ცნობილი, ვინაიდან იგი ემალება გამოძიებას.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, დილის საათებში, ქ.თბილისის N51-ე საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებს თ.ჩ.-ს და ა.ს-ს გაკვეთილებს შორის არსებულ შესვენებაზე, საპირფარეშოში ექვსი უფროსკლასელი დახვდათ, რომელთაგან ერთ-ერთმა მათ პნევმატური იარაღი მიუშვირა, რასაც ამ უკანასკნელების უკმაყოფილება მოჰყვა, რაც გადაიზარდა სიტყვიერ დაპირისპირებაში. ერთ-ერთმა უფროსკლასელმა მათ უთხრა, რომ გაკვეთილების შემდეგ ორივეს სკოლის გარეთ შეხვდებოდნენ. მომხდარიდან მალევე ა.ს.-მ, ვინაიდან მასთან კონფლიქტში მყოფები იყვნენ მასზე ასაკით უფროსები, დახმარებისთვის არასრულწლოვან ნათესავს - მ.კ.-ს დაურეკა და მომხდარის შესახებ უამბო.

იმავე დღეს, დაახლოებით 14:00 საათზე, მ.კ. მეგობრებთან ერთად N51-ე საჯარო სკოლასთან მივიდა, სადაც მათ ა.ს. და თ.ჩ. შეუერთდნენ. სკოლასთან ასევე შეკრებილები იყვნენ თ.ჩ.-სთან და ა.ს-სთან დაპირისპირებული მეთერთმეტე კლასელები და მათი თხუთმეტამდე მხარდამჭერი. ვითარების გასარკვევად ახალგაზრდებმა ა.ხორავას ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთი კორპუსის ეზოში გადაინაცვლეს. მოზარდებს შორის საუბარი სიტყვიერ შელაპარაკებაში გადაიზარდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ჩხუბის დროს ერთ-ერთმა მონაწილემ გ.ჯ.-მ, რომელსაც გაცნობიერებული ჰქონდა, რომ კონფლიქტის მონაწილეები არასრულწლოვნები იყვნენ, დანით განზრახ მოკვლის მიზნით, არასრულწოვან დ.ს.-ს მრავალრიცხოვანი ნაკვეთი ჭრილობა მიაყენა, ხოლო გ.ბ.-მ ასევე დანით განზრახ მოკვლის მიზნით, წინასწარი შეცნობით არასრულწოვან ლ.დ.-ს ორი ნაკვეთი ჭრილობა ფეხისა და გულმკერდის არეში მიაყენა, შემდეგ კი ორივე ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული ჭრილობების შედეგად ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დ.ს. მეორე დღეს საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად გარდაიცვალა.  იხილეთ ვიდეო

სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი გ.ბ 2017 წლის 2 დეკემბერს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება 2017 წლის 3 დეკემბერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა. 2017 წლის 3 დეკემბერს, არასრულწლოვან გ.ჯ.-ს მიმართ იმავე კვალიფიკაციით გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ და მიმდინარეობს ბრალის წარდგენის შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები. ვინაიდან იგი ემალება გამოძიებას, მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები. პროკურატურა ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვს პატიმრობის გამოყენებას. იმ შემთხვევაში, თუ მანამდე ვერ მოხერხდება არასრულწლოვან გ.ჯ.-ს დაკავება, მის მიმართ გამოცხადდება ძებნა. ბრალდებულებისთვის ბრალად შერაცხული შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი დასტურდება ინციდენტში მონაწილე არაერთი მოწმის ჩვენებით, ასევე ნივთიერი მტკიცებულებებით, მათ შორის მკვლელობების იარაღებით, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. კერძოდ, დ.ს.-ს მკვლელობის იარაღი დანა ამოღებულია შემთხვევის ადგილიდან, ხოლო ლ.დ.-ს მკვლელობის იარაღი ასევე დანა გამოძიებას წარმოუდგინა ინციდენტში მონაწილე მოწმემ, რომელსაც გადამალვის მიზნით გადასცა დაკავებულმა ბრალდებულმა გ.ბ-მ.

საქმეზე გრძელდება გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გამოძებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტი.

ასევე მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით გვსურს გამოვეხმაუროთ, სოციალური ქსელის საშუალებით ზოგიერთი პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოსდა შესაძლო მკვლელობის ჩამდენი ერთ-ერთი არასრულწლოვანის მშობელი პროკურატურის თანამშრომელია და ამით ხელი ეშლება გამოძიებას. უპირველეს ყოვილსა ხაზი უნდა გაესვას იმ გარეომებას, რომ აღნიშნულ საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულების გ.ჯ-ს და გ.ბ-ს არცერთი ოჯახის წევრი ანდა ახლო ნათესავი არ არის პროკურატურის მუშაკი. აღნიშნული სიცრუის გავრცელებით გარკვეული ჯგუფი დაინტერესებულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანით და განზრახ ცდილობს პროკურატურის და მიმდინარე საგამოძიებო პროცესის დისკრედიტაციას.

იხილეთ ვიდეო

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ა.ს.-ს მშობელი მართლაც არის პროკურატურის მუშაკი, თუმცა იგი 2014 წლიდან მუშაობს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში და მას დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე, არც აღნიშნულ გამოძიებასთან და არც სხვა რომელიმე გამოძიებასთან, არანაირი შემხებლობა არ აქვს და არც შეიძლება რომ ქონდეს. ასევე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ნებისმიერი დანაშაულის ჩამდენი პირის ნათესაური კავშირი პროკურატურის მუშაკთან ვერცერთ საქმეზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მიმდინარე გამოძიებაზე და მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს. ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობისა და პროკურატურის შიდა ნორმატიული აქტების შესაბამისად, ნებისმიერი პროკურორი, რომლის მიმართაც შესაძლებელია არსებობდეს თუნდაც კითხვები გარკვეული პირადი მოტივების გათვალისწინებით შესაძლო მიკერძოებულობაზე დაუყონებლივ იქნება აცილებული სისხლის სამართლის საქმიდან.

იქიდან გამომდინარე, რომ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი არასრულწლოვანია, ასევე ხსენებულ პირთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ვალდებულების გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა კანონით შეზღუდულია მოახდინოს ხსენებულ პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გავრცელება. აღნიშნულ საქმეზე მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად, რომლის შედეგების შესახებ საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია" - ნათქვამია განცხადებაში. იხილეთ ვიდეო

ასევე დაგაინტერესებთ: "შემომხედა და ერთი ამოილუღლუღა - "გადამარჩინეთ!" - რას წერს სასწრაფო დახმარების ექიმი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე

ნინო წილოსანი - 15 მოწმე ბავშვიდან არც ერთი მკვლელს რომ არ ამხელს, ეს ტრაგედია არ არის?!

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ