კონფლიქტები
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ჰყვება ჩხუბის დროს მოკლულ მოსწავლეზე თანაკლასელი - "ის უბრალოდ გამშველებელი იყო..."
რას ჰყვება ჩხუბის დროს მოკლულ მოსწავლეზე თანაკლასელი - "ის უბრალოდ გამშველებელი იყო..."

თბი­ლის­ში, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს შო­რის მომ­ხდა­რი ჩხუ­ბის დროს 16 წლის მო­ზარ­დი მოკ­ლეს, მისი პა­რა­ლე­ლუ­რი კლა­სე­ლი კი მძი­მედ დაჭ­რეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორი­ვე არას­რულ­წლო­ვანს და­პი­რის­პი­რე­ბის დროს ჭრი­ლო­ბა ცივი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნეს. 16 წლის ლ.დ. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა. ხოლო დ.ს-ს, რო­მე­ლიც რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­იყ­ვა­ნეს, ორი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ამ დრო­ის­თვის ის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

ახეთ ვი­დეო: "არა­ფე­რი ეს­მო­დათ ბავ­შვებს იმ­დე­ნად იყ­ვნენ ჩარ­თულ­ნი ჩხუბ­ში " - რას ჰყვე­ბა ნიკა ვა­ჩე­იშ­ვი­ლი რო­მე­ლიც თა­ვად შე­ეს­წრო მო­ზარ­დე­ბის ჩხუბს

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი ლ.დ და დაჭ­რი­ლი დ.ს პა­რა­ლე­ლუ­რი კლა­სე­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. ლ.დ ვე­რა­ზე, ერთ-ერთ ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­და. ჩვენ დაჭ­რი­ლი­სა და გარ­დაც­ვლი­ლის ვი­ნა­ო­ბას შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვა­სა­ხე­ლებთ.

სა­ვა­რა­უ­დოდ, და­პი­რის­პი­რე­ბა 51-ე სკო­ლის რამ­დე­ნი­მე მოს­წავ­ლე­სა და კი­დევ ერთი სკო­ლის აღ­საზ­რდე­ლებს შო­რის მოხ­და. არას­რულ­წლოვ­ნე­ბის ჩხუ­ბის მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით და­უდ­გე­ნე­ლია. შსს-მ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 108-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ამ დრომ­დე არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ.

მოკ­ლულ ლ.დ-ს მისი თა­ნაკ­ლა­სე­ლი და მე­გო­ბა­რი ნ.ე. უკონ­ფლიქ­ტო ადა­მი­ა­ნად ახა­სი­ა­თებს. ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში 51-ე სკო­ლის მოს­წავ­ლე ამ­ბობს, რომ ლ-ი სა­უ­კე­თე­სო, მედ­ლის კან­დი­და­ტი მოს­წავ­ლე იყო.

- ლ-ი ჩემი კარ­გი მე­გო­ბა­რი იყო, დღეს სა­კონ­ტრო­ლო გვქონ­და მა­თე­მა­ტი­კა­ში, მან ვერ და­წე­რა კარ­გად და ამის გამო დავ­ცი­ნე კი­დეც, ვე­ხუმ­რე­ბო­დი... ზო­გა­დად, ლ-ი სა­უ­კე­თე­სო, მედ­ლის კან­დი­და­ტი მოს­წავ­ლე იყო. კონ­ფლიქ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნი არ ყო­ფი­ლა, ძა­ლი­ან კარ­გი ბიჭი იყო. ზო­გა­დად, ჩვენს სკო­ლა­ში ბავ­შვე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან.

- რას ამ­ბო­ბენ, ჩხუ­ბი რა­ტომ მოხ­და?

- არ ვიცი, არა­ფერს ამ­ბო­ბენ. რო­გორც თქვეს, გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ, როცა ლ-ი სახ­ლში მი­დი­ო­და ეს ფაქ­ტი მა­შინ მოხ­და. ის ამ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მე­გობ­რის და­სა­ცა­ვად ჩა­ე­რია და მოკ­ლეს. ის დაჭ­რილ დ.ს-თა­ნაც მე­გობ­რობ­და. ვინ არის მკვლე­ლი და რა­ტომ მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი, ჯერ არ ვი­ცით. ჯერ კი­დევ სკო­ლას­თან ვი­დე­ქით, როცა თქვეს ლ-ი დაჭ­რე­სო და ეს ჩვენ­თვის შო­კის­მომ­გვრე­ლი ამ­ბა­ვი იყო.

- ამ­ბო­ბენ, რომ და­პი­რის­პი­რე­ბა სკო­ლა­ში ორი დღის წინ და­ი­წყო, ამ­ჩნევ­დით რა­მეს თქვენს მე­გობ­რებს?

- არ არის ეს ინ­ფორ­მა­ცია მარ­თა­ლი. არა­ვის არა­ვის­თან არ ჰქო­ნია და­პი­რის­პი­რე­ბა. მი­თუ­მე­ტეს ლ-ს, ის უბ­რა­ლოდ გამ­შვე­ლე­ბე­ლი იყო, ჩხუ­ბის დროს იქ და­ახ­ლო­ე­ბით 15-20 ბავ­შვი იყო, მაგ­რამ რა მოხ­და არა­ვინ იცის.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: რას ჰყვე­ბი­ან მე­ზობ­ლე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩხუბ­ზე - "ერთ-ერთი სკო­ლის სას­წავ­ლო ნა­წი­ლის გამ­გე ტი­რო­და და დაჭ­რილს ეფე­რე­ბო­და"

რას ამ­ბობს დე­ტექ­ტივ-გა­მომ­ძი­ებ­ლი მოს­წავ­ლე­ებს შო­რის მომ­ხდა­რი ჩხუ­ბის შე­სა­ხებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

რას ჰყვება ჩხუბის დროს მოკლულ მოსწავლეზე თანაკლასელი - "ის უბრალოდ გამშველებელი იყო..."

რას ჰყვება ჩხუბის დროს მოკლულ მოსწავლეზე თანაკლასელი - "ის უბრალოდ გამშველებელი იყო..."

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს 16 წლის მოზარდი მოკლეს, მისი პარალელური კლასელი კი მძიმედ დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე არასრულწლოვანს დაპირისპირების დროს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. 16 წლის ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ხოლო დ.ს-ს, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს, ორი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ახეთ ვიდეო: "არაფერი ესმოდათ ბავშვებს იმდენად იყვნენ ჩართულნი ჩხუბში " - რას ჰყვება ნიკა ვაჩეიშვილი რომელიც თავად შეესწრო მოზარდების ჩხუბს

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი ლ.დ და დაჭრილი დ.ს პარალელური კლასელები და მეგობრები იყვნენ. ლ.დ ვერაზე, ერთ-ერთ ქუჩაზე ცხოვრობდა. ჩვენ დაჭრილისა და გარდაცვლილის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ.

სავარაუდოდ, დაპირისპირება 51-ე სკოლის რამდენიმე მოსწავლესა და კიდევ ერთი სკოლის აღსაზრდელებს შორის მოხდა. არასრულწლოვნების ჩხუბის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სამართალდამცველებს დანაშაულში ბრალდებული ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

მოკლულ ლ.დ-ს მისი თანაკლასელი და მეგობარი ნ.ე. უკონფლიქტო ადამიანად ახასიათებს. ჩვენთან საუბარში 51-ე სკოლის მოსწავლე ამბობს, რომ ლ-ი საუკეთესო, მედლის კანდიდატი მოსწავლე იყო.

- ლ-ი ჩემი კარგი მეგობარი იყო, დღეს საკონტროლო გვქონდა მათემატიკაში, მან ვერ დაწერა კარგად და ამის გამო დავცინე კიდეც, ვეხუმრებოდი... ზოგადად, ლ-ი საუკეთესო, მედლის კანდიდატი მოსწავლე იყო. კონფლიქტური ადამიანი არ ყოფილა, ძალიან კარგი ბიჭი იყო. ზოგადად, ჩვენს სკოლაში ბავშვები ერთმანეთთან დაპირისპირებულები არ არიან.

- რას ამბობენ, ჩხუბი რატომ მოხდა?

- არ ვიცი, არაფერს ამბობენ. როგორც თქვეს, გაკვეთილების შემდეგ, როცა ლ-ი სახლში მიდიოდა ეს ფაქტი მაშინ მოხდა. ის ამ დაპირისპირებაში მეგობრის დასაცავად ჩაერია და მოკლეს. ის დაჭრილ დ.ს-თანაც მეგობრობდა. ვინ არის მკვლელი და რატომ მოხდა ეს ყველაფერი, ჯერ არ ვიცით. ჯერ კიდევ სკოლასთან ვიდექით, როცა თქვეს ლ-ი დაჭრესო და ეს ჩვენთვის შოკისმომგვრელი ამბავი იყო.

- ამბობენ, რომ დაპირისპირება სკოლაში ორი დღის წინ დაიწყო, ამჩნევდით რამეს თქვენს მეგობრებს?

- არ არის ეს ინფორმაცია მართალი. არავის არავისთან არ ჰქონია დაპირისპირება. მითუმეტეს ლ-ს, ის უბრალოდ გამშველებელი იყო, ჩხუბის დროს იქ დაახლოებით 15-20 ბავშვი იყო, მაგრამ რა მოხდა არავინ იცის.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ასევე დაგაინტერესებთ: რას ჰყვებიან მეზობლები მოსწავლეების ჩხუბზე - "ერთ-ერთი სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ტიროდა და დაჭრილს ეფერებოდა"

რას ამბობს დეტექტივ-გამომძიებლი მოსწავლეებს შორის მომხდარი ჩხუბის შესახებ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ